კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 29 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 1709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით ამ დრომდე სულ 35 567 ადამიანი დაავადდა. გარდაიცვალა 20,  გამოჯანმრთელდა – 2075. stopcov.ge-ს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 16 904. ამ დროისთვის კარანტინშია 3324, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209, კოვიდსასტუმროებში იმყოფება – 2346 პირი.

აჭარაში კორონავირუსის 369 შემთხვევა დადასტურდა – 21 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებში მკურნალობს 637 ადამიანი, მათ შორს, 24 არასრუწლოვანია და 30 ორსული, რენიმაციაში მოთავსებულია 84 პაციენტი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 11, გამოჯანმრთელდა 301 პაციენტი და ჯამში გამოჯანმრთელებულების რაოდენობაა – 5684 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 ოქტომბრის მდგომარეობით რეგიონში 56 თავისუფალი საწოლი არსებობს. …

ექიმებს სჭირდებათ გვერდში დგომა და გაგება – ჯანდაცვის მინისტრი

„ეს რიცხვები თქვენ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ისინი, როგორც გაზაფხულზე, ასევე დღესაც თავდაუზოგავად მუშაობენ. მათ ნამდვილად ესაჭიროებათ მეტი მხარდაჭერა, შესაბამისად, გვერდში დგომა და გაგება,“ – მიმართა დღეს, 19 ოქტომბერს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს, ვიდრე ისინი კითხვებს დასვამდნენ. მინისტრმა განაცხადა, რომ ის ამ ფორმით 112-ის და სასწრაფო-სამედიცინო გუნდის კრიტიკას ეხმაურება. მინისტრმა ბოლო 24 საათის მონაცემები გაახმოვანა …

„ადგილი აღარ გვაქვს საწოლების ჩასადგმელად“ – ინტერვიუ რესპუბლიკურის დირექტორთან

„ახლა სისტემა მიჩვენებს, რომ საწოლების რაოდენობა არის ნული, არცერთი საწოლი თავისუფალი არ არის,“ – გვითხრა სოლომონ ფუტკარაძემ, ის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორია. სოლომონ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა სამუშაო გარემოს, თუმცა ამბობს, რომ სრული დატვირთვით ჯერ კიდევ არ მუშაობს და დრო სჭირდება რეაბილიტაციისთვის. სოლომონ ფუტკარაძე კორონავირუსით იყო ინფიცირებული და თავად მკურნალობდა რესპუბლიკურში. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეალობაზე …

აჭარაში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 14 ოქტომბერი

14 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 207. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდკლინიკებში მკურნალობს 550 პაციენტი, მათ შორის, 15 არასრულწლოვანია და 26 ორსული, რეანიმაციულ განყოფილებაშია 53 პაციენტი. ამ დროისთვის თავისუფალია 47 საწოლი. კოვიდსასტუმროებში 14 ოქტომბრის მდგომარეობით არის 763 პაციოენტი, მათ შორის, 65 …

რატომ დატოვეს სასტუმროში კოვიდპაციენტი დიაბეტით და ფილტვის ანთებით

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პედაგოგი, 55 წლის შორენა ბერიძე, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, 37.5 ტემპერატურის და სუნთქვის გაძნელების მიუხედავად, კლინიკის ნაცვლად სასტუმროში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა 24 საათში კიდევ უფრო დამძიმდა, მეორე დღეს კი შორენა ბერიძე გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის და, დუდანა ბერიძე „ბათუმელებს“ ეუბნება, შორენას კორონავირუსი 4 ოქტომბერს დაუდასტურდა. „იმ პერიოდში მეც თვითიზოლაციაში ვიყავი და ჩემს დასთან …

რამდენი ლარი იხარჯება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. „იუნისეფის“ ინფორმაციით, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ქვეყნები თავიანთი ჯანდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 2 პროცენტს ხარჯავენ, რაც საკმარისი არ არის. „COVID-19-ით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ შედეგებს ოჯახები მომავალ წლებშიც იგრძნობენ. ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქოსოციალურ სერვისებში ინვესტირება ასე მნიშვნელოვანი ჯერ არ ყოფილა“-ამბობს „იუნისეფი“. მაგალითად საქართველოში, მთავრობის 2 მარტის დადგენილებით, სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისის თვის ბიუჯეტი მიმწოდებლის …

კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 9 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა საერთო მაჩვენებელია – 10 752 . გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 5866, გარდაცვლილთა – 72. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 313 –  გარდაიცვალა – 6 პაციენტი. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5574 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში – 1338.

კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა – 8 ოქტომბრის მონაცემი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა საერთო მაჩვენებელია – 10 225. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 5553, გარდაცვლილთა – 66. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 318, გარდაიცვალა – 3. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5574 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვი სასტუმროებში – 1338.  

48 მილიონი ლარი კოვიდის სამართავად დამატებითი საწოლების მობილიზებისთვის

სოციალური მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან 48 მილიონი ლარის ტენდერის გარეშე გამარტივებულად დახარჯვას ათანხმებს. აღნიშნული თანხა, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, საჭიროა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის სამართავად დამატებითი საწოლი ადგილების მობილიზებისთვის. თანხა გათვლილია 2020 წლის 9 ოქტომბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით [84 დღე] პერიოდზე. „ქვეყანაში არსებული პროფილური სამედიცინო დაწესებულებების (ინფექციური დაწესებულებები) საწოლფონდების რესურს გასცდა მოსალოდნელ ინფიცირებულთა …

ბათუმში საჭიროების მქონე ბავშვები ფიზიკური თერაპიის გარეშე დარჩნენ

ბათუმში კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ შეაფერხა იმ სარეაბილიტაციო ცენტრების მუშაობა, სადაც სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვები მკურნალობენ. ცენტრები დისტანციურად მუშაობენ, თუმცა ვერ სრულდება ფიზიკური თერაპიის ნაწილი, რაც ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია. მშობლები შიშობენ, რომ თვეების განმავლობაში მიღწეული პროგრესი შესაძლოა ამ შეფერხების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. აჭარაში 2500-ზე მეტი ბავშვი სარგებლობს სარეაბილიტაციო ცენტრების მომსახურებით. აჭარაში სარეაბილიტაციო ცენტრები, რომლებიც განვითარების შეფერხების …

კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 25 სექტემბერი

დღეს, 25 სექტემბერს, კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4664-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არის 1759 , გარდაიცვალა – 26, კარანტინის რეჟიმშია – 5584, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.    

რამდენიმე პრობლემა, რაზეც ბათუმში კოვიდპაციენტები ჰყვებიან

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ეპიდსიტუაციის მართვის პრობლემებს არ აღიარებს და მხოლოდ ხარვეზებზე საუბრობს, კოვიდპაციენტები არაერთი მძიმე პრობლემის შესახებ ჰყვებიან, მათ შორის, ფეისბუქში. ზოგიერთი პაციენტი წერს იმასაც, თავად რომ არ მოეკითხა ტესტის პასუხი, ვერც კი გაიგებდა, კორონავირუსი რომ ჰქონდა. ამ დროს ისინი სხვებთან ჩვეულებრივად კონტაქტობდნენ. ტესტირების დაგვიანებული პასუხები, კლინიკაში ან კოვიდსასტუმროში დაგვიანებით გადაყვანა, საკმარისი ადგილების არქონა… …

ბათუმში კორონავირუსით კაცი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით დაავადებული 67 წლის კაცი გარდაიცვალა. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, კაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 20 სექტემბერს შეიყვანეს კოვიდის დიაგნოზით, თუმცა მას კოვიდთან ერთად სხვა რამდენიმე დიაგნოზიც ჰქონდა – ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა. „ანამნეზიდან გაირკვა, რომ 2020 წლის …

ლეიკემიით დაავადებული 34 წლის კაცი დახმარებას ითხოვს

34 წლის ჯაბა ნიჟარაძე დახმარებას ითხოვს, მას მწვავე პრომოლეიციტური ლეიკემია აქვს. ჯაბა ნიჟარაძე ქობულეთში, სოფელ ალამბარში ცხოვრობს. „გვჭირდება ძვირადღირებული კვლევები, რის საშუალებაც არ გვაქვს, ასევე არ გვაქვს ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენის საშუალება,“ – ამბობს ჯაბა ნიჟარაძის ცოლი, რიტა ნოღაიდელი. მისი თქმით, ჯაბას ლეიკემია 16 წლის წინ დაუდგინეს, თუმცა მკურნალობის შედეგად წლების განმავლობაში ჯაბა კარგად იყო და …

აჭარაში ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებს ტყვიაზე გამოიკვლევენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებს სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით, უფასო კვლევებს ჩაუტარებენ. კვლევის ჩატარება შესაძლებელია ბათუმის 4 სამედიცინო დაწესებულებაში: ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” ბათუმის სამედიცინო ცენტრი მ. იაშვილის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, პირველ ეტაპზე 1000 ქალის გამოკვლევაა დაგეგმილი. იმ …

ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურიდან: ონკანში ყვითელი წყალი მოდის, იატაკიც არ იწმინდება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ნათია დუმბაძე აცხადებს, რომ კლინიკაში ინფრასტრუქტურული და სანიტარული პრობლემებია. ამის შესახებ მან აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა. ნათია დუმბაძეს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინეს. „სასმელი წყალი არ გვაქვს, ვერ დავლევთ ონკანის წყალს, ყვითელი ფერის წყალი მოდის. იატაკიც არ იწმინდება, ანტიბაქტერიული ხსნარები არ გვაქვს… ვითხოვე სპირტი, რომელიც რამდენიმე დღის მერე მომაწოდეს …

ამირან გამყრელიძე ბათუმის სტადიონის გახსნაზე, რომელსაც 6 ათასი კაცი დაესწრება

„რაც შეეხება ბათუმის სტადიონს, გუშინ რომ ჩამოვედი ღამით, განათებული იყო, ძალიან მომეწონა…. პირბადით და ორი სკამის გამოტოვებით, თუ დავიცავთ წესს და რიგს, ამას სჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილება. ალბათ შესაბამისი, ისეთი პომპეზური გახსნა ვერ იქნება, მაგრამ მოხდება წესის და რეგულაციის დაცვით,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დღეს, ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრის დროს. ბათუმში ახალი …

13 ახალი შემთხვევა ბათუმში, 9 „დონას“ კლასტერია – 5 სექტემბერი

ბათუმში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 9 „დონას“ კლასტერია. გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ორი პირის დაინფიცირების წყარო უცნობია. სამთავრობო ვებსაიტ stopcov.ge-ს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი და ჯამურმა რაოდენობამ 1 302-ს მიაღწია. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 6 020 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299. კორონავირუსს საქართველოში 19 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა 25 ახალი შემთხვევა. …

38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის „დონას“ კლასტერია – ეზუგბაია

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 22 ბათუმის „დონას“ კლასტერია – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა ჟურნალისტებთან. „ეს ახალი წყარო გველაპარაკება იმაზე, რომ თავი უნდა დავიცვათ და რეგულაციები უნდა დავიცვათ. საუკეთესო საშუალება თავის დაცვის არის დისტანცირება და პირბადე, სადაც 10 კაცზე მეტი …

კარავში ტესტირებისას ბათუმში 1 პირს კოვიდი აღმოაჩნდა, შეამოწმეს 849 ადამიანი

ბათუმის ბულვარსა და ქობულეთის პარკში განთავსებულ კარვებში, სადაც კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარებაა შესაძლებელი, უკვე 849 ადამიანი შეამოწმეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტესტირების შედეგად მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა ერთი კვირის წინ. დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები ცნობილია. უფასო PCR ტესტირება ბათუმის ბულვარში კოლონადებთან გაშლილ კარავში შეიძლება,  ასევე არდაგანის ტბის მიმდებარედ. კარავში ატარებენ ტესტირებას ქობულეთის პარკშიც. ტესტირების ჩატარება …

ბათუმში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 აგვისტო

ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მოლდოველი მძღოლია, მეორე – გუშინ გამოვლენილი ტრაილერის მძღოლის ოჯახის კონტაქტი. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 32 პაციენტი მკურნალობს. stopcov.ge-ს მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 1455, გამოჯანმრთელდა – 1196, გარდაიცვალა – 19. კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5943.

კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა ბათუმში – 24 აგვისტო

ბათუმში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი შემთხვევების წყაროები დადასტურებულია – სამი პირი კარანტინში იმყოფებოდა, ერთი კი, ქობულეთში გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტი იყო. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 პაციენტი მკურნალობს covid 19-ზე. stopcov.ge-ის მონაცემებით, 24 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 1421 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 1137, გარდაიცვალა – 17, კარანტინშია – 7005 …

ბულვარში საღამოს გაშლიან კარვებს, სადაც კორონავირუსზე უფასოდ შეგამოწმებენ

ბათუმსა და ქობულეთში დღეს, 20 აგვისტოს, კარვები გაიშლება, სადაც ნებისმიერ ადამიანს ნებაყოფლობით კორონავირუსზე უფასოდ შემოწმება შეეძლება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ვირუსის წყარო უცნობი დარჩა. კარვები ბათუმში, ბულვარის კოლონადებთან, ასევე „აჭარული სახლის“ მიმდებარედ, სანაპიროს მხრიდან გაიშლება. ტესტირებას ჩაატარებენ ქობულეთშიც, აქ კარავს ქობულეთის პარკში გაშლიან. …

ბათუმში კორონავირუსი კიდევ 2 მძღოლს დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი კიდევ ორ მძღოლს დაუდასტურდა. მძღოლები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. ინფიცირებული პირები ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. StopCov.ge-ს 8 აგვისტოს, 12:00 საათის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1216 შემთხვევაა სულ გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულია 996 ადამიანი. კარანტინში 7 166 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 282, 17 კი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 საქართველოს მოქალაქე. …

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდასტურდა, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდასტურდა, მათ შორის, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ორმხრივი პნევმონია აქვს და შესაბამის მკურნალობის კურსს გადის. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის თქმით, ორივე მამაკაცი, რომლებსაც დღეს covid19 დაუდასტურდა, აქამდე საკარანტინო სივრცეში იყო მოთავსებული, ისინი საშუალო ასაკის საქართველოს მოქალაქეები არიან. „მათ შორის, ერთ-ერთი უკვე მე-13 დღეა იყო კარანტინში, უკვე გაშვებას …

1086 ახალი შემთხვევა თურქეთში – როდის შეიძლება გაიხსნას საზღვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსის 1086 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში თურქეთში Covid 19-ით დაინფიცირდა 206 844 პირი. თურქეთში კორონავირუსით 5241 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა – 16. თურქეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში მე-14 ადგილზეა. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. ჯერ კიდევ უცნობია, როდის შეიძლება გაიხსნას საქართველოს საზღვარი თურქეთთან, ისევე, როგორც …

ბათუმში კოორონავირუსზე 514 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 514 ლაბორატორიული კვლევის შედეგი, უარყოფითია. ამავე წყაროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 26 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 23 996 პირს. დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 2075 პირი. კარანტინი დატოვა 9593-მა პირმა.

ყურის გაწმენდა ბამბიანი ჩხირებით საშიშია – ექიმი ბეხრი დიასამიძის რჩევები ყურის ჰიგიენაზე

რა ვიცით ყურში გოგირდის დაგროვებაზე, როდის შეიძლება იყოს ეს საზიანო და როგორია ყურის სწორი ჰიგიენა? – ამ და სხვა კითხვებს მედიცინის დოქტორი, ბეხრი დიასამიძე პასუხობს.  ბატონო ბეხრი, მიიჩნევა, რომ ყურში გოგირდის დაგროვებასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ ხანდაზმულებს აქვთ, რამდენად სწორია ეს მოსაზრება? ეს მცდარი მოსაზრებაა, გოგირდი შეიძლება დაუგროვდეს სულ პატარებსაც, მხოლოდ მოხუცებს არ ეხებათ. არიან პაციენტები, …

კერძო საბავშვო ბაღები მუშაობის დაწყებას ითხოვენ, რას პასუხობს სახელმწიფო

„ყოველდღე სულ ცოტა 20-30 მშობელი გვირეკავს და გვეკითხება, როდის დავიწყებთ მუშაობას. სამსახურში გავედით და ბავშვებს ვერავისთან ვტოვებთო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის – „ცოდნის კარიბჭეს“ თანადამფუძნებელი, ნინო ბოლქვაძე. მისი თქმით, კერძო საბავშვო ბაღები ჯანდაცვის სამინისტროსგან რეკომენდაციებს ელოდებიან მუშაობის გასაგრძელებლად. „ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, თანამშრომლები უმუშევარი დარჩნენ, შემოსავალი აღარ არის, ძალიან დიდი კრედიტები გვაქვს …

დაიღალეთ დაღლილობით? – ანუ რა არის ქრონიკული დაღლილობის მიზეზი

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი რთული დარღვევაა, რომელიც ხასიათდება უკიდურესი დაღლილობით, რაც არ შეიძლება აიხსნას რაიმე ძირითადი სამედიცინო მდგომარეობით. ასეთი დაღლილობა შეიძლება გაუარესდეს ფიზიკური ან გონებრივი აქტივობით, მაგრამ არ გაუმჯობესდება დასვენებით. თერაპევტი თამარ დონდუა ამბობს, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ხშირად რაღაც სხვა დაავადების სიმპტომია. “ამიტომ ადამიანმა ქრონიკული დაღლილობის შეგრძნებით, უნდა მიმართოს ექიმს, რათა დადგინდეს მიზეზი –  დაავადებაა ეს, თუ …

ბოლო 37 დღის მანძილზე აჭარაში კოვიდ-19-ის შემთხვევა არ გამოვლენილა

აჭარაში კორონავირუსის შემთხვევები არც ბოლო კვლევების შემდეგ გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 246 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში 33 პირია მოთავსებულია, მათი კვლევის პასუხები კი დღის ბოლოს იქნება ცნობილი. ოფიციალური წყაროს ცნობით, რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა (იმპორტირებული) 14 მარტს დადასტურდა, დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს, თუმცა ამ …

სარა ჯოზეფინა ბეიკერი – ქალი, რომელმაც 90 ათასამდე ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

მეოცე საუკუნის დასაწყისში მიკრობების თეორიას და პროფილაქტიკურ მედიცინას ალმაცერად უყურებდნენ, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თავდაპირველად სრულიად რიგითმა წარმომადგენელმა, დაავადებების გამომწვევი მიკრობების რეალური  საფრთხე დაანახა ფართო საზოგადოებას ნიუ იორკში, შემდეგ კი მთელ ამერიკაში და თავისივე ინიციატივებით გატარებული ცვლილებებით ათასობით სიცოცხლე გადაარჩინა. მეოცე საუკუნის დასაწყისში სარა ჯოზეფინა ბეიკერმა დედათა და ბავშვთა მედიცინაში შემოიღო პროგრამები, რომლებიც დღემდე მოქმედებს არამხოლოდ …

11 და 13 წლის მოზარდებში ალკოჰოლით თრობის მაქსიმალური მაჩვენებელი საქართველოშია – ჯანმო

მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შემსწავლელი გლობალური კვლევა, რომელიც ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ხელშეწყობით 45 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ჩატარდა, მოიცავს ინფორმაციას 11, 13 და 15 წლის მოზარდების ფიზიკური ჯანმრთელობის, სოციალური ურთიერთობებისა და ფსიქიკური კეთილდღეობის შესახებ. კვლევაში 227 441 მოზარდი გამოიკითხა. კვლევის შედეგების მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მოზარდების ჯანმრთელობის მხრივ არაჯანსაღი კვება და შემცირებული ფიზიკური აქტივობა …

covid 19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

დღეს, 14 მაისს, Covid 19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დღეს გარდაცვლილი 81 წლის ქალია. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 12-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევაა – 652, გამოჯანმრთელდა – 383, კარანტინის რეჟიმშია – 4246, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – 394.

კვლევები, რომლებიც მოწევას წარმოაჩენენ COVID19-სგან თავის დასაცავ საშუალებად, ყალბია – WHO

„კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს წარმოაჩენენ COVID19-სგან თავის დასაცავ საშუალებად, ყალბია,“- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით. „თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის, 6 მილიონი მწეველია, ხოლო დაახლოებით 1 მილიონი არამწეველი. თამბაქოს მიზეზით ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი იღუპება და თამბაქოს მიზეზით გარდაცვლილთა 28% ბავშვია. თუ არსებული …

Exit mobile version