ბათუმის მერიაში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური უქმდება

2024 წლის პირველი იანვრიდან უქმდება ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური. სამსახურის გასაუქმებლად საჭიროა მისი დებულების ძალადაკარგულად გამოცხადება. შესაბამისი პროექტი საკრებულოშია. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 19 დეკემბრის სხდომაზე უნდა მიიღოს. „საქართველოს კანონის „თავდაცვის კოდექსი“ 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ უფლებამოსილებებს, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს (გაწვევის …

რატომ არ ატარებს საკრებულო ღია კარის სხდომას

„რეგლამენტი, დავიცვათ რეგლამენტი“, „პატივი ვცეთ რეგლამენტს“, „არ ვარღვევ, ბატონო თავმჯდომარევ“ – ამ სიტყვებს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხშირად მოისმენთ. ერთი შეხედვით შეიძლება ამომრჩეველს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ საკრებულო რეგლამენტს ზედმიწევნით იცავს. რეგლამენტის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება მწვავე დაპირისპირების საგანიც გამხდარა ოპოზიციასა და „ოცნების“ უმრავლესობის წევრებს შორის. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა ოპოზიცია კონკრეტული საკითხის დამატებას და მის კენჭისყრას …

ბათუმის მერის ხელფასი იზრდება და 6 600 ლარამდე იქნება

ახალი წლიდან დაახლოებით 10 პროცენტით იზრდება მერიაში დასაქმებული ყველა საჯარო მოხელის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო]. მათ შორის იზრდება მერისა და მისი მოადგილეების ხელფასებიც. ბათუმის მერის ხელფასი მიმდინარე, 2023 წელსაც დაახლოებით 10 პროცენტით [550 ლარით] გაიზარდა და 6 050 ლარი იყო. ანალოგიური გათვლებით, 2024 წელს ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ხელფასი 6 600 ლარი იქნება [თუ არსებული ხელფასის …

სახანძრო კიბე, პარკინგი, ზოოკუთხის გადატანა და სხვა – რა შენიშვნები აქვს ბათუმის საკრებულოს ბიუჯეტზე

2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები ბათუმის მერიაში 10 დეკემბრამდე უნდა განიხილონ. ამის შემდეგ გავიგებთ, რას გაითვალისწინებენ და რა არა იმ შენიშვნებიდან, რაც საკრებულოდან შევიდა ბიუჯეტთან დაკავშირებით. რიგი პროექტების დაფინანსების მოთხოვნების ჩამონათვალი გრძელი და მრავალმხრივია.  ხუთ ვერსიად შესული შენიშვნების ძირითადი ნაწილი შინაარსობრივად თითქმის იდენტურია და ქალაქში არსებულ ბევრ მწვავე პრობლემას ეხმიანება, ზოგ შემთხვევაში კი მათ …

„არ ინერვიულოთ თქვენ, კუნძული აშენდება“ – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციას

„კუნძული აშენდება, მაგაზე არ ინერვიულოთ თქვენ.“ – უპასუხა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ საკრებულოს წევრს ოპოზიციიდან, თეკლა კავაზაშვილს, მას შემდეგ, რაც მან შტორმით გამოწვეულ პრობლემებზე, განსაკუთრებით კი სარფის სანაპიროს დაზიანებაზე გაამახვილა ყურადღება. „ვნახოთ.“ – ასეთი იყო თეკლა კავაზაშვილის პასუხის პასუხი. მანამდე მან სარფის სანაპიროზე შტორმის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა. თეკლა კავაზაშვილის ინფორმაციით, სარფში ზღვასთან ახლოს, …

ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს საქონელს ჩამოართმევს და სოციალურად დაუცველებს მისცემს

ბათუმის მერიამ საკრებულოში შეიტანა დადგენილების პროექტი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის დროს ჩამორთმეული საქონლის განკარგვის წესს ადგენს. პროექტის მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის [საქონლის] კონფისკაციის/ჩამორთმევის შედეგად მიღებული ქონება წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. აღნიშნული ქონება კი „ექვემდებარება პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ გადაცემას იმ იურიდიული პირებისთვის, რომელთა საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი, …

გამოიყენებს მერია საბინაო ფონდს „იაფი სახლის“ პროგრამისთვის?

ხომ არ ვიფიქროთ „იაფი სახლის“ რაღაც ნაწილის საბინაო ფონდით ჩანაცვლებაზე? – ეს წინადადება ბათუმის საკრებულოს წევრმა ვაჟა დარჩიამ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გააჟღერა. ამ სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი საბოლოოდ განიხილეს და შენიშვნებით დაუბრუნეს მერიას. საკითხის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვაჟა დარჩიას უპასუხა, რომ მას, როგორც მერის სათათბირო საბჭოს წევრს აქვს ინფორმაცია, …

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა, გამოძიება დუმს – ენმ აჭარაში

ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 24 ნოემბერს, ენმ-მ გაავრცელა  აუდიოფაილი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრზე ზეწოლას ახორციელებდნენ და დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. დღემდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდია. ორი წლის შემდეგ პარტიის ბათუმის ორგანიზაცია ისევ მართავს ბრიფინგს ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის …

ფარნავაზ მეფის ქუჩა ფიროსმანამდე გაგრძელდება – ექსპროპრიაციით ან შეთანხმებით მესაკუთრეებთან

ბათუმის მერია ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელებას გეგმავს. მერიის გეგმას ქალაქის საკრებულოც დაეთანხმა.  თუმცა გეგმის განსახორციელებლად, საჭირო იქნება ქუჩის გაგრძელების არეალში მოქცეული კერძო საკუთრების გამოსყიდვა. თუ მერია რომელიმე მესაკუთრეს ქონების გამოსყიდვაზე ვერ შეუთანხმდება, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრეს საკუთრებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. შესაბამის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ “საქალაქო  ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“-ს მიერ მომზადებულია მოსაწყობი ქუჩის წინასწარი …

ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური გახარიას პარტიიდან გარიცხეს

პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიიდან გარიცხა ორი წევრი – ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური და ქობულეთის საკრებულოს წევრი, შოთა გოგიტიძე. ამის შესახებ განცხადება პარტიამ დღეს, 26 ოქტომბერს, გამოაქვეყნა. პარტიამ ყოფილ წევრებს მმართველი პარტიის მიერ „მოსყიდული და გადაბირებული“ უწოდა. „ქართული ოცნება“ კვლავ განაგრძობს ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ ბინძური მეთოდებით მიზანმიმართულ ბრძოლას. პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს მიტაცებულ …

ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოს სხდომა დატოვა, 1 წევრი დარჩა – პროტესტი ჩაიშალა

დღეს, 24 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ – „ლელომ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „გახარია – საქართველოსთვის“ ერთმა წარმომადგენელმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ოპოზიციის პროტესტი შეეხებოდა დღეს სხდომაზე გამოტანილ საკითხებს – კერძოდ, გადაწყვეტილებებს კონკრეტული პროექტების  K2 კოეფიციენტების გაზრდასთან დაკავშირებით. სხდომაზე დაამტკიცეს ერთი დეტალური განაშენიანების გეგმა და სამი კონცეფცია. ოპოზიციის პროტესტის საფუძველია ისიც, რომ ეს საკითხები საკრებულოს …

4 ცათამბჯენის კონცეფცია ბათუმის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში წინა დღით ჩასვეს

ბათუმის საკრებულომ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში ახალ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, განაშენიანების დეტალური გეგმები და კონცეფციები, სხდომის წინა დღეს, ანუ დღეს, 23 ოქტომბერს დაამატა. ეს პირველად არ ხდება. შესაბამისად, საზოგადოებას მხოლოდ სხდომის წინა დღეს შეუძლია გაიგოს, ან ნაკლები შანსი აქვს, რომ სხდომამდე საერთოდ გაიგოს, დაგეგმილი მასშტაბური პროექტების შესახებ, რომლებიც მის საცხოვრებელ გარემოსთან ახლოს უნდა აშენდეს. …

რა იცვლება ბათუმში გარევაჭრობის კუთხით 25 ოქტომბრიდან

2023 წლის 25 ოქტომბრიდან ახალი რედაქციით ამოქმედდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​3  მუხლი, რომელიც შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობაზე რეაგირებას გულისხმობს. ბათუმში უნებართვო გარევაჭრობაზე რეაგირებას მერიის მუნიციპალური ინსპექცია ახდენს, თუმცა 25 ოქტომბრიდან სიახლე იქნება ის, რომ ინსპექციას უფლება ექნება რეაგირება მოახდინოს „სატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის ან სხვა ნებისმიერი მოძრავი საშუალების“ [მაგალითად, ურიკა] გამოყენებით გარევაჭრობის შემთხვევაშიც. ასეთ შემთხვევაში …

ბათუმის მერიის საჩუქარი საპატრიარქოს – მინიმუმ 300 ათასი ლარის ქვაფენილი

„ეკლესიას ვჩუქნით და ის ცოდვა, რომ ლელოში ხარ, აღარ მოგეკითხება შემდეგ“ – უპასუხა დავით მახარაძემ „ოცნებიდან“ კოლეგას, ვაჟა დარჩიას საკრებულოს სხდომაზე, როცა მან იკითხა, რატომ გასცემენ ქონებას საჩუქრად, რომლისგანაც მუნიციპალიტეტს სარგებლის მიღება შეუძლია. ვაჟა საკრებულოში „ლელოს“ წარმოადგენს. სხვათა შორის, მან თავის კითხვას განმარტებაც დაურთო: „ინსტიტუტს არ აქვს მნიშვნელობა.“ საუბარი მეორადი ქვაფენილის საპატრიარქოსთვის საჩუქრად გადაცემას შეეხებოდა. …

ვინ შევა ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ნაცვლად, რომელიც აშშ-ში წავიდა

ბათუმის საკრებულომ ოპოზიციის ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის საკრებულოდან გასვლის პროცედურა დაიწყო. ენმ-ს ფრაქციის წევრი, ლაშა კილაბერია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით წავიდა. მოგვიანებით მან „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან სუს-ი მის მეგობრებზე ზეწოლას ახდენდა და ოპოზიციის ფრაქციის თავმჯდომარის პოლიტიკურად „განეიტრალებას“ სთხოვდა. ბათუმის საკრებულოს წევრი მექსიკის გავლით აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა 21 ივლისს, საკრებულოს მორიგ …

მერიის ყველა მოთხოვნა K2-ის გაზრდაზე საკრებულომ დაამტკიცა

შპს „სმარტ დეველოპმენტი“ ბათუმში, ადლიის დასახლება „მინდაში“, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო მიწის ნაკვეთი 9 745 კვ.მეტრია და კერძო სახლებით განაშენიანებულ ტერიტორიაზეა. კომპანია კ2 კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს, სანაცვლოდ მერიას ნამატი ფართობის 5 პროცენტს ან იმავე ფართობის საბაზრო ღირებულების თანხას, ან სხვა ტერიტორიაზე ფართობების გადაცემას სთავაზობს. გასულ კვირას საკრებულომ ამ პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა ისე, …

„არ ვიცით, ბოლოს როდის შემოწმდა ბულვარში საბავშვო ატრაქციონები“ – საკრებულოს წევრი

ბათუმის საკრებულოს წევრი თეკლა კავაზაშვილი საბავშვო ატრაქციონების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მერიისგან ინფორმაციას ისევ ითხოვს. თუმცა უშედეგოდ. „უკვე ზაფხულია, ძალიან ბევრი ბავშვია ბათუმში, დამსვენებელიც დაემატა და გაიზარდა მიმართვიანობა საბავშვო ატრაქციონებზე. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ტრაგედია და ის საშინელი შედეგი, რაც დადგა სტიქიის დროს ბათუმში, რამდენიმე თვის წინ. ვიცი, რომ კანონი არ არის მოწესრიგებული და არ არსებობს ის …

„რატომ იცინით“ – მოქალაქე, რომელმაც ბათუმის საკრებულოში რიჟვაძის ნათქვამი გააპროტესტა

დღეს, 27 ივნისს, მოქალაქე მეგი დიასამიძე ბათუმის საკრებულოს სხდომას პირველად დაესწრო, მოისმინა მხარეების პოზიციები და ბოლოს თავადაც გამოთქვა აზრის გაზიარების სურვილი – „ჩემს სათქმელსაც გეტყვით“. სხდომის ბოლოს მან საკრებულოს თავმჯდომარისგან თანხმობა მიიღო – „გისმენთ“. მეგი მიკროფონთან დასვეს. როგორც აღმოჩნდა, საკრებულოში ეგონათ, რომ მოქალაქეს ქალაქის პრობლემებზე სურდა საუბარი. „მადლობა პირველ რიგში. ძალიან ბევრ საკითხს შეეხეთ და …

ბათუმის მერია აეროპორტის ასაფრენ ზოლთან სასეირნო ბილიკის სეზონურად გასხვისებას გეგმავს

ბათუმის მერია ზღვის სანაპიროზე, აეროპორტის ასაფრენ ზოლთან მდებარე სასეირნო ბილიკის ნაწილის სარგებლობის უფლებით გადაცემას გეგმავს, რისთვისაც 1 კვ.მ ფართობის საწყის წლიურ საიჯარო ქირად 45 ლარი განსაზღვრა. აღნიშნული საფასური ქალაქის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. საკითხს 27 ივნისის სხდომაზე გაიტანენ. „მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დროს  გამოყენებული იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა [23.05.2023 …

რა იცვლება ბათუმში დაჯარიმებისა და პარკირების საფასურის გადახდის წესში

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საჯარიმო ქვითრების საჯაროდ გამოსაქვეყნებლად საკუთარ ვებგვერდს გამოიყენებს, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა. ამავე ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი პარკირების საფასურის გადამოწმება და ინფორმაციის მიღება ჯარიმების შესახებ. ამ ვებგვერდზე პარკირების საფასურის გადახდაც იქნება თუ არა შესაძლებელი, ჯერ უცნობია [შესაძლოა საფასურის გადახდა „ავტოტრანსპორტის“ განახლებულ ვებგვერდიდან იყოს შესაძლებელი]. ამ დრომდე ინსპექცია „ავტოტრანსპორტის“ ვებგვერდს იყენებდა, თუმცა ოფიციალური განცხადების თანახმად, …

რუსულნომრიან მანქანებს ვერც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია რუსულნომრიან მანქანებს არასწორი დგომისა და პარკინგის საფასურის გადაუხდელობის გამო ვერ აჯარიმებს. ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პარკირების დარღვევისთვის დაჯარიმების წესში ცვლილების განხილვისას იმსჯელეს. ეს ინფორმაცია არც ინსპექციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლაშა მამულაძემ უარყო. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთმა მოადგილემ, ზურა ნაკაიძემ განმარტა, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთის, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები, ისევე როგორც ნებისმიერი …

დაგიძველდა ფოტო კრემლთან, ახალს გადაიღებ სიმონიანის მიწვევით – დაპირისპირება საკრებულოში

დღეს, 19 მაისს, რუსეთიდან ფრენების საკითხს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ვაჟა დარჩია გამოეხმაურა. შემდეგ კი მან „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს უთხრა – კრემლთან ფოტო დაგიძველდა და ახალს გადაიღებ მარგარიტა სიმონიანის მიწვევითო: „აღდგა უკვე ფრენები და შეგიძლიათ გააგრძელოთ, შემდეგი ფოტო მარგარიტა სიმონიანის მოწვევით ჩახვიდეთ და გადაიღოთ.“ „ოცნების“ ფრაქციის გაბრაზებულმა თავმჯდომარემ, თენგიზ აფხაზავამ მას უპასუხა: „მევახშეების …

რატომ არ განიხილა ბათუმის საკრებულომ სკოლაში უფასო კვების საკითხი

ბათუმის საკრებულოს წევრი „გახარია – საქართველოდან“ ბათუმის სკოლებში კვების დაფინანსებას ითხოვს. ამ საკითხზე აკაკი გვიანიძემ დღეს, 9 მაისს, ბრიფინგი გამართა. მანამდე ის საკითხის დღის წესრიგში ჩასმას ბათუმის საკრებულოს წინა სხდომაზე ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. „კენჭს არ ვუყრით მაგას, კოლეგებო, კენჭი ვუყაროთ დღის წესრიგს“ – განაცხადა 29 აპრილს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომის დაწყებისას, რამდენიმეწუთიანი სიტყვა-პასუხის შემდეგ. ამას …

სკვერი და შადრევანი ბათუმში, რაშიც მერიამ 309 778 ლარი დახარჯა

„ეს შადრევანი არასდროს ჩართულა,“ – გადმოგვძახეს თამარის დასახლებაში, რელიგიის მუზეუმთან მდებარე კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა, როცა ვიკითხეთ: ბოლოს როდის ჩართეს ახალი შადრევანი? ბათუმში, თამარის დასახლებაში, რელიგიის მუზეუმთან მდებარე სკვერისა და შადრევნის მოწყობის სამუშაოები გასული წლის ბოლოს ჩაიბარა მერიამ, თუმცა შადრევანი არ მუშაობს – აქ შადრევნის აუზში გამდინარე წყალში ჩაყრილი და ერთმანეთში ახლართული ელექტროსადენები დაგხვდებათ. შადრევანშია ქალის …

სკუტერებით სარგებლობა ბათუმის ბულვარში 2024 წლის ინვრამდე დასაშვები იქნება

ბათუმის ბულვარში ელექტროსკუტერებით სარგებლობა 2024 წლის პირველ იანვრამდე დასაშვები იქნება, შესაბამისი ცვლილების მოთხოვნით ბათუმის მერიას ბულვარის ადმინისტრაციამ მიმართა, მერიამ კი თავის მხრივ საკრებულოს. ბათუმის ძველ ბულვარში,  ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ ტერიტორიამდე მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება 2019 წელს აკრძალეს. გადაწყვეტილება მაშინაც ბათუმის საკრებულომ ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით მიიღო. ბულვარის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი აცხადებდა, რომ ელექტრომობილები ველობილიკიდან …

ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს სიიდან მელიას მხარდამჭერები ამოიღო – ენმ-ს ბრიფინგი

ლევან ხაბეიშვილი ბათუმში „ქართული ოცნების“ მსგავსად ამომრჩევლის ნებას ცვლის – აცხადებენ ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციაში, სადაც დღეს, 24 აპრილს, ამ პარტიის რამდენიმე წევრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. პარტიის წევრების თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს ენმ-ს პარტიული სიიდან ამოიღო ის 4 ადამიანი, რომლებიც ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს შიდაპარტიულ არჩევნებში. საქმე ისაა, რომ ბათუმის საკრებულოს მოქმედ წევრს ენმ-დან, …

„ბენზეში“ პლაჟზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა განიხილება

ბათუმის მერია თამარის დასახლებაში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, საფეხმავლო ხიდის მოწყობის საკითხს განიხლავს. ხიდის მშენებლობის  ნებართვის მოთხოვნით მერიას შპს „თაუერ ჯგუფმა“ მიმართა. კომპანია ოდისეი დიმიტრიადის #1ა-ში მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. მერია განმარტავს, რომ მშენებარე ობიექტის წინ [ბათუმი ცენტრალის მიმდებარედ], ავტომაგისტრალზე, ინტენსიური მოძრაობაა, რაც  შემაფერხებელი გარემოებაა ქვეითად მოსიარულეთა  უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის, განსაკუთრებით კი, სანაპირო ზოლთან უსაფრთხოდ მისვლის თვალსაზრისით. „ამ ფაქტორების …

ერთი ხელით სამშენებლო ამნისტია, მეორე ხელით კონტროლის ახალი წესი – რა ხდება?

ბათუმში ისეთი მშენებლობის შესახებაც ვიცით, რომლის ნებართვაც მერიაში ვერ იპოვეს, სამაგიეროდ „ბათუმელებმა“ იპოვა ამ შენობის ფასადის შეფუთვის შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც ხელი ბათუმის მერმა მოაწერა.  უკანონოდ აშენების, მიშენება-დაშენების ისტორიები მრავალფეროვანი და მზარდია, ამას ყოველ კვარტალში ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც მოწმობს. როცა დაჯარიმებული უკანონო მშენებლობას არ წყვეტს, მუნიციპალური ინსპექციის პასუხია, რომ კანონის შესაბამისად აჯარიმებენ, ისევ …

ამნისტიამდე შეისწავლეთ ბათუმში შენობების მდგრადობა – საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნა

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სამშენებლო ამნისტიამდე შენობების მდგრადობის შესწავლას ითხოვს. ოპოზიციის ინიციატივაა ასევე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს პროექტს სამშენებლო რეგულაციების გასამკაცრებლად, განსაკუთრებით შენობების მდგრადობის კონტროლისთვის. სამშენებლო კოდექსში ცვლილების ინიციატორები არიან პარლამენტის დეპუტატები აჭარიდან, მათ უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონების წესები შეიმუშავეს. სამშენებლო რეგულაციების გასამკაცრებლად სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა საკრებულოს წევრს აკაკი გვიანიძეს ეკუთვნის. აკაკი გვიანიძე საკრებულოში …

ბათუმის საკრებულოს წევრი მექსიკის გავლით აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა

ბათუმის საკრებულოს წევრი ლაშა კილაბერია ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით წავიდა. მისი თქმით, ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან სუს-ი, მის მეგობრებზე ზეწოლას ახდენდა და ლაშა კილაბერიას პოლიტიკურად „განეიტრალებას“ სთხოვდა. კილაბერიამ საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა. პოლიტიკურად აქტიური კილაბერია ახლა ამერიკაში კურიერად მუშაობს და ირწმუნება, რომ უკან აუცილებლად დაბრუნდება. „სულ ოთხი წამოვედით, მათ შორის …

„ეს არის კორუფციის სქემა“ – ბათუმის საკრებულოს წევრი სამშენებლო ამნისტიის პროექტზე

ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ვაჟა დარჩია აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელიც ბათუმში სამშენებლო ამნისტიას ითვალისწინებს, შეუსაბამო იქნება იმ დოკუმენტთან, რასაც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი წლის ბოლოს მერიას ჩააბარებს. ამასთან დაკავშირებით მან დღეს, 3 თებერვალს, ბრიფინგი გამართა. „ყველა კომპანია, რომელიც ბათუმში ამ მიმართულებით ოპერირებს, არიან ამ მაჟორიტარების დამფინანსებლები წინასაარჩევნოდ, უმეტესობა ამ კომპანიებისა. მთავარი პრობლემა და შეუსაბამობა არის ის, …

რატომ დაეთანხმა ბათუმის საკრებულო უკვე აშენებული სართულის აშენებას – „ეს არის გასამრჯელო“

ბათუმში, შამილაძის ქუჩის №30 -ში „მშენებარე“ სკოლას განსაკუთრებული მუნიციპალური პროექტის სტატუსი მიანიჭეს და პროექტი „ავარიული სახლების“ პროგრამაში მოხვდა. ამ პროგრამის მიხედვით, „განსაკუთრებული მუნიციპალური პროექტის“ მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას მერს შეუძლია მთელი რიგი მნიშვნელოვანი შეღავათები გაუწიოს მშენებელს. ეს შეღავათები სამშენებლო კოდექსით დადგენილი რეგულაციების შერბილებას და ზოგიერთი მოთხოვნის უგულებელყოფასაც კი გულისხმობს. საკრებულოს განკარგულების პროექტისა და თანდართული განმარტებითი ბარათის …

ენმ ბათუმის საკრებულოს სხდომას ისევ არ ესწრება – „სააკაშვილის მოკვლა აქვთ გადაწყვეტილი“

ბათუმის საკრებულოში დღეს, 25 იანვარს, სხდომას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრება. „საკრებულოს სხდომას არ ვესწრებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ჩანს „ოცნების“ გადაწყვეტილება: სააკაშვილის მოკვლა აქვთ გადაწყვეტილი,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არც ბათუმის საკრებულოს წინა სხდომას დასწრებია. რეზო ხარაზი ამბობს, რომ შემდეგ ჯერზე …

ბათუმის საკრებულო ლუკა ასათიანის ქალაქისთავად არჩევის დღის აღნიშვნას გეგმავს

ბათუმის საკრებულო ლუკა ასათიანის ბათუმის ქალაქისთავად არჩევის დღის აღნიშვნას გეგმავს. საკრებულოს ბიურომ უკვე განიხილა განკარგულების პროექტი, რომლითაც მერს დაევალება შესაბამისი ღონისძიებების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან თანხა გამონახოს. ინიციატორი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიაა. პროექტის განმარტებით ბარათში კომისიის თავმჯდომარე წერს ლუკა ასათიანის ღვაწლზე ბათუმისთვის და  მისი ღვაწლის წარმოჩენის მიზნით ღონისძიების დაგეგმვის აუცილებლობაზე: „მოგეხსენებათ, 128 წლის წინ, 1895 წლის …

ამ დრომდე არასდროს ამიღია პრემია, დანამატი – დამლაგებლის შრომის ფასი

უკვე 22 წელია, ყოველ საღამოს, ექვსი საათის შემდეგ, 75 წლის ნორა ახალაძე ბათუმის მერიისა და საკრებულოს შენობაში შედის და  სხვადასხვა სამსახურის კაბინეტს თავისი გასაღებით აღებს. როცა აქ დასაქმებული მოხელეების სამუშაო საათები სრულდება, ამ დროს მისი სამუშაო იწყება. ოთახებში, რომელთა დასუფთავებაც ნორას ევალება, ბევრი მოვიდა და წავიდა, ბევრიც დარჩა, ნორას ყველაფერი ახსოვს. თავად გვიყვება, რომ ამ …

„ავარიული სახლების“ პროგრამა გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს – ბათუმის საკრებულოს წევრი

ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ავარიული სახლების პროგრამა გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს, მერიის სათათბირო საბჭოს სხდომები კი დახურულია. საკრებულოს წევრი მერიაში შესულ განაცხადებს და პროგრამასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს წერილობით ითხოვს – ამის შესახებ მან დღეს, 10 იანვარს, ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც საკრებულოს წევრს მაინტერესებს, რა გადაწყვეტილებები მიიღო საბჭომ, რომელი ავარიული სახლის პროექტი მოიწონეს, რომელ კომპანიას მისცეს …

Exit mobile version