ტრენინგი მოიცავს პრეზენტაციებს,პრაქტიკულ სამუშაოებს იდეების განსახორციელებლად, გუნდურ სამუშაოებს, ბრეინშტორმინგის სესიებს, დისკუსიებს, energizer-სა და ice-breaker -ს. სწავლებაში მონაწილეობა მე-8-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.
მსურველებმა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ რეგიონის ახალგაზრდულ ცენტრს იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ცხოვრობთ, ან ელექტრონულ ფოსტაზე: info@yea.ge
სწავლება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თანადაფინანსებით ერთჯერადი თავისუფალი პროექტების ფარგლებში ხორციელდება.






