45 ადამიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა – ბოლო მონაცემები

7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღეის [18 სთ] მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის  195 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 45 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.  კარანტინში იმყოფება 4708 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 370 ადამიანი.  ________ ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/YONHAP

საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა

stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის 86 წლის იყო და ჰქონდა თანმხლები ნევროლოგიური დაავადება. ამასთან აღენიშნებოდა სეფსისი, მძიმე ორმაგი პნევმონია. პაციენტი რეანიმაციაში 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდა. მისი თქმით, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოფიციალური მონაცემებით, 7 აპრილს [18 სთ] ქვეყანაში კორონავირუსის 195  …

სმენისარმქონე მოქალაქეები COVID19-ზე ბრიფინგების ჟესტურ ენაზე თარგმნას ითხოვენ

„საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა. როდის დაიწყება ზრუნვა ინფორმაციის მისაწვდომობაზე?“- კითხვით ბათუმში მცხოვრები სმენისარქონე ადამიანები ხელისუფლებას მიმართავენ. მათი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში. პალინა ჯაღათაშვილი სმენისარმქონე პირია, ის „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ სმენისარმქონე ადამიანები, ფაქტობრივად, ინფორმაციის გარეშე დარჩნენ, რადგან ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული საგანგებო განცხადებები …

ბათუმში სასწრაფო დახმარების 6 თანამშრომლის ტესტის პასუხს ელოდებიან კორონავირუსზე

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ჯგუფი, სულ  6 ადამიანი, კარანტინშია გადაყვანილი. მათ შეხება ჰქონდათ ქალთან, რომელსაც დღეს, 7 აპრილს, კორონავირუსი დაუდგინდა. „ამ წუთას ჩვენი ექვსი თანამშრომელია კარანტინში და უტარდებათ შესაბამისი ტესტირება კორონავირუსზე. ორჯერ იყო ბრიგადა გამოძახებაზე გასული, შესაბამისად ორ ბრიგადას ჰქონდა შეხება პაციენტთან,“ – ამბობს მინდია კახიძე, საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენელი …

ნაგვის პარკები თავზე – რას ჰყვება ექიმი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობს – BBC

ბრიტანეთში კორონავირუსის ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება. საავადმყოფოები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ცდილობენ მოაწყონ შესაბამისად აღჭურვილი გარემო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი კრიტიკული პაციენტებისთვის. ექიმი რეანიმატოლოგი  BBC-სთან საუბრისას  მედპერსონალის, აღჭურვილობისა და მედიკამენტების  დეფიციტზე საუბრობს ანონიმურად, რადგან კლინიკაში საჯარო განცხადებების გაკეთება  ეკრძალებათ. ექიმი რობერტსი [სახელი შეცვლილია] აღწერს საავადმყოფოს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებითაა სავსე ინტენსიური თერაპიის განყოფილება. გადადებულია ყველა …

კორონავირუსი დაუდასტურდა მომღერალს, რომელიც ამბობს, რომ ანალიზს არ უღებდნენ

ბათუმის საოპერო დასის სოლისტს, ნიუ იორკის ლონგ-აილენდის უნივერსიტეტის კონსერვატორიის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტს, აჩიკო გოგიტიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მომღერალი ამბობს, რომ მას ჯანდაცვის მინისტრთან დარეკვა დასჭირდა, რომ მისთვის ტესტი აეღოთ კორონავირუსზე.  აშშ-დან ჩამოფრენის შემდეგ მომღერალი კარანტინში იმყოფებოდა, თუმცა იქედან, სიმპტომების მიუხედავად, სახლში, ტესტის გარეშე უშვებდნენ. როგორც აჩიკო გოგიტიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ის ნიუ იორკიდან საქართველოში 24 მარტს …

როგორ შეაგროვა ჟურნალისტმა 8600 ლარი 43 ოჯახის დასახმარებლად

მას შემდეგ, რაც  საქართველოში კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ათასობით ადამიანი დროებით უმუშევარი დარჩა. რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც დღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს გაუჭირდათ. სწორედ ასეთი ადამიანების დასახმარებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა თეონა თურმანიძემ ფეისბუქზე საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო. „მახსოვს, ერთ-ერთი ნიუსი გავაზიარე და თან მეუხერხულა, რომ …

“მედინას” რამდენიმე თანამშრომელი კარანტინში გადაიყვანეს – კლინიკა მუშაობას აგრძელებს

კლინიკა „მედინას“ რამდენიმე თანამშრომელი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. მიზეზი პაციენტია, რომელსაც სამედიცინო მომსახურება კლინიკაში გაუწიეს და მას მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. „პაციენტმა მომართა ჩვენი კლინიკის ენდოსკოპისტს, შემოსვლისთანავე  შეიკრიბა ანამნეზი, სადიაგნოსტიკო საშუალებებითა და ანამნეზით მიღებული შედეგით ივარაუდეს, რომ არის კოვიდინფიცირებული. პაციენტი მაშინვე გადაყვანილი იქნა პროფილურ კლინიკაში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო ქაჯაია. მისივე თქმით, ყველა …

მეზღვაურთა საბუთებისა და სამედიცინო მოწმობების მოქმედების ვადა გააგრძელეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 6 აპრილის ბრძანებით, მეზღვაურთა საბუთების და სამედიცინო მოწმობების მოქმედების ვადა 6 თვით გაგრძელდა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ასეთი გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის [COVID-19] გავრცელების პრევენციისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო იქნა მიღებული. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანების მიხედვით: [checklist] ყველა მეზღვაურის საბუთი (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/მეზღვაურის წიგნაკი), რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2020 …

აჭარაში კორონავირუსის შიდაგადაცემა დაფიქსირდა – „დაიცავით სოციალური დისტანცირება“

დღეს, 7 აპრილს,  ცნობილი გახდა, რომ აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა ქალს, რომლის ინფიცირების წყაროც ჯერჯერობით დადგენილი არ არის. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს: „მოვუწოდებ ყველას, დაიცვას უსაფრთხოება, დაიცვას სოციალური დისტანცირება, მოარიდოს თავი ნებისმიერი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას დაყოვნებას, აუცილებლად გამოიყენოს ნიღაბი, სპირტიანი და სადეზინფექციო ხელის ხსნარები. და სოციალური დისტანცირება ისევ და ისევ, …

ბათუმში COVID-19 დაუდასტურდა ქალს, რომლის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის

დღეს, 7 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევის შესახებ. „კლინიკა „მედალფაში“ გვაქვს 10 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ერთი, 60 წლამდე პირი, რომლის იდენტიფიცირება მოხდა წუხელ, გვიან ღამით. ახლა მიმდინარეობს ეპიდკვლევითი სამუშაოები, კონტაქტების მოძიება. აღნიშნული პირის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული, მიდის აქტიური მოძიება. განვმარტავ, ზოგადად კონტაქტად ითვლება …

ბათუმის მერია მოქალაქეებისთვის ვირტუალურ ქოლცენტრს აამოქმედებს

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით „კორონავირუსის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარების პირობებში მოქალაქეებისათვის საჭირო ინფორმაციის, სერვისებისა და მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებისათვის“, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მერიის სისტემაში ვირტუალური ქოლცენტრის ამოქმედება. „საგანგებო რეჟიმის პირობებში მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს დისტანციურად უწევთ კომუნიკაცია მოქალაქეებთან, რამდენადაც მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზის მხოლოდ 1 ნომერი, გადატვირთული ზარების ფონზე მომსახურების გაწევა ხორციელდება შეფერხებით, მომსახურების შეფერხებით მიწოდების გამო …

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

დღეს, 7 აპრილს, ცნობილი გახდა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ.  ჯამში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არის 195,  მათ შორის გამოჯანმრთელდა 39 ადამიანი, გარდაიცვალა – 2.  7 აპრილის [10 სთ] მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4735, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 ადამიანი. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1.3 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 75 ათასამდე ადამიანი, გამოჯანმრთელდა 284 ათასი.

სამუშაოს განახლებას ასობით კომპანია ითხოვს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, სპეციალური აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც კომპანიებმა საგანგებო ვითარების პერიოდში მუშაობის გაგრძელების უფლება უნდა მოიპოვონ,  რამდენიმე ასეულმა კომპანიამ უკვე შეავსო და სპეციალურ მისამართზე გადააგზავნა. მინისტრის თქმით, განსაკუთრებით სამშენებლო, ასევე საშენ მასალათა მწარმოებელი კომპანიები აქტიურობენ. სპეციალური აპლიკაციები სამინიტროს ვებგვერდზე პარასკევს, 3 აპრილს, აიტვირთა.  მინისტრის განცხადებით,  გადამოწმებას, თუ რამდენად აკმაყოფილებენ …

ბათუმში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან

აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ დღეს, 6 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა. „სამმა პაციენტმა დადასტურებული COVID-19-ით, რომლებიც კლინიკა მედალფაში გადიოდნენ მკურნალობას, გუშინ გაიარა პირველი ტესტირება და სამივე შემთხვევაში პასუხი იყო უარყოფითი. დღეს, რამდენიმე წუთის წინ, დასრულდა მეორე კვლევა და სამივეს პასუხი არის უარყოფითი, ანუ ეს პაციენტები ითვლებიან პრაქტიკულად ჯანმრთელებად, …

„სიკვდილზე გვიშვებენ, აღჭურვილობას ვერ გვაძლევენ“ – ექიმების პროტესტი რუმინეთში

რუმინეთში მედპერსონალი ხელისუფლებას ადანაშაულებს, ექიმები და მედდები აცხადებენ, რომ სახელმწიფო მათ ვირუსისგან თავდაცვის ელემენტარული საშუალებებითაც კი ვერ უზრუნველყოფს. ინფორმაციას Le Monde ავრცელებს. სუჩაევა უკრაინისა და რუმინეთის საზღვარზე მდებარე პატარა ქალაქია 100 000 მცხოვრებით. ქალაქში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებიდან მალევე, თებერვლის ბოლოს, Covid 19-ით 33 ადამიანი გარდაიცვალა. რუმინეთში სწორედ ეს ქალაქი იქცა კორონავირუსის გავრცელების ძირითად კერად. …

ახალ წრეზე რომ არ წავიდეთ, საჭიროა ინვესტიციები ჯანდაცვის სისტემაში – ჯანმო

ჯანდაცვის სფეროს მწვავე კრიზისის გარდა მსოფლიო არანაკლებ მძიმე ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად მსოფლიო მასშტაბით სოციალურ-ეკონომიკური პროცესების გაჩერებას მილიონობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა მოჰყვება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო]  აცხადებს, რომ ეს მსოფლიოში პირველი პანდემიაა, რომელიც კორონავირუსის მიერ არის გამოწვეული, თანაც სრულიად ახალი კორონავირუსის მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებობს კიდევ ბევრი უცნობი ასეთი ვირუსი, ამიტომ …

როგორ შეიძლება თურქეთიდან საქართველოში დაბრუნება ავტობუსით

„როგორ დავბრუნდეთ საქართველოში?“ – ეს არის შეკითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად გვწერენ თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. სტამბოლი, ანკარა, იზმირი – ეს არის სამი დიდი ქალაქი, სადაც  თავს იყრიან  თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, შემდეგ კი ავტობუსებით მათ საქართველოში აბრუნებენ. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ გიორგი ჯანჯღავამ მოაწოდა, საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში. მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება ანკარაში – საქართველოს საელჩოს …

ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 6 აპრილს, ბათუმში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით დაინფიცირებული პირები კარანტინში იმყოფებოდნენ, ორს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ერთი კი ლონდონში იმყოფებოდა. ინფიცირებული პირები ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ იმკურნალებენ. „სამივეს მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი. სამივე არის 45 წლამდე ასაკის. აქედან, ორი პირი იყო საკარანტინო სივრცეში, მეორე კი კლინიკაში აეროპორტიდან გადაიყვანეს. …

საქართველოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები 188-მდე გაიზარდა

6 აპრილის 10:20 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევები 188-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა – 2. ეს მაჩვენებელი ნიშნავს, რომ 150 პაციენტი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ სხვადასხვა კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. ინფორმაცია კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 5 აპრილის საღამოს შემდეგ დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 14-ით გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 056 ადამიანი, …

„მოვა უკეთესი დღეები“ – ელიზაბეტ II ბრიტანელებს სიმტიკიცისკენ მოუწოდებს

ინგლისის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ ბრიტანელებს მიმართა 5 აპრილს, კვირას. დედოფალმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის და სხვა სამსახურების წარმომადგენლებს და ხაზი გაუსვა საზოგადოების ყველა წევრის მნიშვნელოვან როლს კორონავირუსთან ბრძოლაში. „მე მოგმართავთ თქვენ ძალიან რთულ დროს, როცა ჩვენს ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება შეფერხდა, ვიღაცისთვის ამან უკვე მწუხარება მოიტანა, ბევრისთვის ფინანსური სირთულეები და ჩვენ ყველას შეგვეხო კოლოსალური ცვლილებები. ვიმედოვნებ, რომ …

როგორ დავამზადოთ ქსოვილის პირბადე – სამი მეთოდი

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) გასცა რეკომენდაცია, რომ მოქალაქეებმა ატარონ ნაჭრისგან შეკერილი პირბადეები ისეთ ადგილებში, სადაც რთულია სოციალური დისტანციის დაცვა. ნაჭრის ხელნაკეთი პირბადის გამოყენება არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ბავშვებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც უჭირს სუნთქვა ან საკუთარი ხელით არ შეუძლია ნიღბის მოხსნა. გაითვალისწინეთ! აუცილებელია ხშირად გარეცხოთ და გააუთოოთ ხელნაკეთი, ქსოვილის პირბადე. პირბადეს მოხსნისას …

COVID19-ით იტალიაში 525 ადამიანი გარდაიცვალა – ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო ორ კვირაში

იტალიაში 5 აპრილს კორონავირუსით 525 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ორ კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, უკვე ზედიზედ მეორე დღეა მცირდება ინტერნსიურ თერაპიაში მყოფი პაციენტების რაოდენობა. ამჟამად იტალიის კლინიკების ამ განყოფილებებში 3977 ადამიანი წევს კორონავირუსის დიაგნოზით. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 4316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, უფრო ნაკლები, ვიდრე გუშინ, 4 აპრილს [4805]. „ეს …

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მესამე დღეა იკლებს

ესპანეთში უკვე ზედიზედ მესამე დღეა იკლებს Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა – ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 674 პაციენტი, რაც 135-ით ნაკლებია პარასკევის, 3 აპრილის მონაცემებზე – წერს BBC. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანა ახლოსაა დაავადების გავრცელების პიკის დასრულებასთან. მან ესპანეთში კარანტინი 25 აპრილამდე გაახანგრძლივა და განაცხადა, რომ ეს აუცილებელია ადამიანების გადასარჩენად, და, …

ცხელი უთოს გამოყენება საკმაოდ ეფექტური იქნება – პაატა იმნაძე ფულის დეზინფექციაზე

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე _________________________ „საქართველოს ეროვნული ბანკი და ბანკები ამას უკვე დიდი ხანია აკეთებენ. აქ ლაპარაკია უფრო არა იმაზე, ვთქვათ, ბანკომატიდან ფულს იღებს ადამიანი, არამედ  ხელიდან ხელში რომ ადამიანი ფულს მისცემს. ხელიდან ხელში გადაცემისას ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, ამიტომაც არის ყველა ჩვენი რეკომენდაცია შეეხება …

საგანგებო მდგომარეობა ვერ გაამართლებს პოლიციელების მხრიდან ღირსების შემლახავ მოპყრობას – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში, კომენდანტის საათის დროს პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ შემთხვევაზე „ბათუმელებმა“ სტატია 3 აპრილს გამოაქვეყნა. კომენდანტის საათის დროს დაკავებული: პოლიციელებმა მცემეს და იარაღით დამემუქრნენ აღნიშნულზე შემთხვევაზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 4 აპრილს დაიწყო. დაზარალებულის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საიას განცხადებით, დაზარალებულის განმარტებით, 2 აპრილს დაახლოებით 23:45 სთ-ზე, …

ფოთის აგრობაზარში ფულს აუთოებენ [ვიდეო]

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ქვეყნის მასშტაბით ერთმანეთის მიყოლებით იხურება ყველა დიდი აგრობაზარი. ფოთის ბაზრის ადმინისტრაციამ კი გამოსავალი იპოვა – გვეუბნება ბაზრის დირექტორი. მისი თქმით, სოციალურ დისტანციას იცავს ყველა, ვინც ბაზარში შედის, ხდება ფულის დეზინფექცია და სტერილიზაცია. ყველა შემსვლელს უზომავენ სიცხეს. ფოთის აგრარული ბაზრის შენობა კაპიტალურია, მასში შესვლა და გამოსვლა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი კარით ხდება. შესვლისას …

„სამყაროს არც ერთმა ექიმმა არ იცის ამ ვირუსის სტრატეგია, უნდა ვიყოთ დისტანცირებული“

ლევან რატიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი _____________________ „ერთი რაღაც მინდა ვითხრა მთელ ჩვენ ქვეყანას, რაც შეიძლება ვიყოთ სოციალურად დისტანცირებული ერთმანეთისგან. არავინ არ ვიცით ამ ვირუსის სტრატეგია სამწუხაროდ, სამყაროს არც ერთმა ექიმმა და მათ შორის არც მე, მე პირადად თქვენ [ჟურნალისტებს] და არა მარტო თქვენ მოგიწოდებთ, ნუ დადიხართ ასე და ნუ ეხუტებით …

ბათუმში ბაზარი დაიკეტა, მიმდებარე ქუჩებზე ხილ-ბოსტნეული აღარ იყიდება [ფოტო]

ამ შაბათ-კვირას ბათუმის ბაზარში და მიმდებარე ქუჩებზე ჩვეული ხალხმრავლობა აღარ არის. 4 აპრილს ბათუმში დაიკეტა ბაზარი და მიმდებარე ქუჩებზე არსებული ღია ბაზრობებისა და საბითუმო ვაჭრობის ობიექტების უმრავლესობა. ადგილი, რომელსაც ყოველ დღე და განსაკუთრებით შაბათ-კვირას უამრავი ბათუმელი აკითხავდა ხილის, ბოსტნეულის, ყველისა და სხვა პროდუქტის შესაძენად, ახლა თითქმის ცარიელია. ნახავთ მხოლოდ რამდენიმე ადგილს, სადაც ხილ-ბოსტნეულის შეძენას შეძლებთ. …

113 მოქალაქე დააჯარიმეს კომენდანტის საათის დარღვევისთვის

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და …

„თუ ჩვენი დინამიკა 600 -700 შემთხვევას არ ასცდება აპრილის ბოლომდე, ეს იქნება იდეალური“

ბიძინა კულუმბეგოვი, ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი: _______________________________________ „ჩვენი ტიპის ქვეყნებში – ლიეტუა, ლატვია, ესტონეთი, 15 თებერვალს იყო პირველი შემთხვევა. ჩვენთან იყო 26-ში, ანუ 10 დღის მერე. დღეს ისინი არიან იქ, სადაც არიან – დაახლოებით 500-დან 700 შემთხვევამდე. თქვენ იცით, ჩვენი მეზობლების ისტორიაც დაახლოებით ასეთია. ამიტომ, ჩვენ თუ პირველი დაავადების აღმოჩენიდან, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან დაახლოებით თვე-ნახევარში, აპრილის ბოლომდე …

რას ამბობენ ქალაქის კედლები მსოფლიოს 7 ქალაქში კორონავირუსზე [ფოტო]

კორონავირუსის პანდემია ქუჩის მხატვრებისთვის შთაგონების წყარო აღმოჩნდა. მსოფლიოს არაერთ ქალაქში გამოჩნდა ქუჩის მხატვრობა, რომელიც პანდემიას ეხმიანება.  

საქართველოში პიკის დასაწყისს ველოდებით აპრილის მეორე ნახევარში – ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის პიკის დასაწყისი საქართველოში შესაძლოა დადგეს აპრილის მეორე ნახევარში. მან ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. „ეს [მიმდინარე] პერიოდი, ჯერჯერობით, ეპიდემიოლოგების მხრიდან არ არის იდენტიფიცირებული როგორც პიკი. ჩვენ პიკის დასაწყისს ველოდებით აპრილის მეორე ნახევარში. იმისათვის, რომ ეს პიკი იყოს უფრო ზომიერი, და  სწრაფად მზარდი, რისაც ჩვენ ყველაზე …

ბათუმში კორონავურისის ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ დღეს, 5 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. „დღეს დილით დაგვემატა ახალი დადასტურებული შემთხვევა, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტირებული პირი და რომელიც იმყოფებოდა საკარანტინე სივრცეში. ეს არის 80 წლამდე პირი, რომელსაც მსუბუქი რესპირაციული ჩივილები აქვს, ის კლინიკა „მედალფაშია“ გადაყვანილი“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. დღეს, ამ …

5 ქვეყანა, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 4 აპრილის, 23 საათის მონაცემების თანახმად, კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა. ხუთ ქვეყანას შორის, სადაც COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აღარ არის ჩინეთი, საიდანაც ვირუსი გავრცელდა მსოფლიოში 2020 წლის იანვრიდან. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ის 1 181 825 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის: ამერიკის შეერთებული შტატები – 300 915 დადასტურებული …

ბათუმის აეროპორტში სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანეს ბრიტანეთიდან

დღეს, 4 აპრილს, ღამით, ბათუმის აეროპორტში სპეციალური რეისი შეასრულა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან. თვითმფრინავი დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიდა. ტრადიციულად, უცხოეთიდან შემოსული ნებისმიერ პირს, საზღვარზე შემოსვლისთანავე მედიკოსების სპეციალური ჯგუფი ამოწმებს და შემდეგ მათ კარანტინში უშვებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ რეისის მგზავრებთან დაკავშირებითაც იგივე პროცედურა იმოქმედებს. 4 აპრილის ღამის მონაცემებით, კარანტინში 5 067 პირია …

Exit mobile version