მთავარი,სიახლეები

2 ახალი შემთხვევა ბათუმში – covid 19

09.04.2020 • 1256
2 ახალი შემთხვევა ბათუმში – covid 19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ახლახან განაცხადა, რომ დღეს დილის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ეზუგბაიას განცხადებით, ოთხივე შემთხვევის წყარო ცნობილია და ინფიცირებული პირები უცხოეთიდან არიან შემოსულები. ეზუგბაიას თქმით, მათ შორის 2 დადასტურებული ახალი შემთხვევა არის ბათუმში.

ბათუმში დღეს დილისთვის 14 დადასტურებული შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

დღეს კორონავირუსის ახალი 8 შემთხვევა დადასტურდა ქვეყანაში. ამ დროისთვის [19:30] საქართველოში უკვე 218 ინფიცრებული პირია სხვადასხვა კლინიკაში მოთავსებული, მათგან 50 პირი უკვე განიკურნა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 408, კარანტინის რეჟიმში კი 4 722 ადამიანი იმყოფება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: