Batumelebi | თუ დღეში 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, პანდემიის პიკს ავიშორებთ – ეზუგბაია თუ დღეში 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, პანდემიის პიკს ავიშორებთ – ეზუგბაია – Batumelebi

თუ დღეში 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, პანდემიის პიკს ავიშორებთ – ეზუგბაია

დღეს, 8 აპრილს, 20:00 საათის მონაცემებითაც, კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი არ გაზრდილა. დაინფიცირებულთა სტატისტიკა იგივეა, ანუ – 208 ადამიანი.

„რომ დავიანგარიშეთ, ამ ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი დღეში 10 ადამიანი გამოდის. თუ ასე გავაგრძელებთ და ყოველდღიურად ათზე მეტი პაციენტი არ დაგვემატება, პანდემიის პიკს ავიცილებთ თავიდან და სიტუაციის გამკლავება არ გაგვიჭირდება“, – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.

მისი თქმით, პანდემიის პიკი რომ ავიშოროთ, ამისთვის საჭიროა მოსახლეობამ გაითვალისწინოს რეკომენდაციები. „დარჩით სახლში. ავარიდოთ თავი თავყრილობებს და დავემორჩილოთ ვირუსის შეჩერების ღონისძიებებს“, – ამბობს ეზუგბაია.

დღევანდელი მონაცემებით, სულ გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინში იმყოფება – 4 682, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 375 ადამიანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com