მთავარი,სიახლეები

კორონავირუსი დაუდასტურდა დედასა და მის ათ წლამდე ბავშვს – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

09.04.2020
კორონავირუსი დაუდასტურდა დედასა და მის ათ წლამდე ბავშვს – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ დღეს, 9 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

„ეს არიან ერთი ოჯახის წევრები, დედა-შვილი, დედა 40 წლამდე, ბავშვი 10 წლამდე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გადმოვიდნენ თურქეთის რესპუბლიკიდან და იყვნენ საკარანტინო ზონაში. ეს არის იმპორტირებული შემთხვევა,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ. პაციენტებს გადმოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩნდათ სიმპტომები კარანტინში და მეხუთე დღეს დაუდასტურდათ კორონავირუსი.

ამჟამად აჭარაში, ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“, ახალი ორი შემთხვევის ჩათვლით, 16 პაციენტს მკურნალობენ COVID-19-ზე. მათგან ერთი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

9 აპრილის 20 საათის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 218 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.

კარანტინში 4 722 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 408.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: