ინდოეთში ჩარჩენილი საქართველოს 15 მოქალაქე 27 მაისს ჩამოფრინდება

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად და ვერ ახერხებდნენ ინდოეთიდან დაბრუნებას დაწესებული შეზღუდვების გამო, 27 მაისს ჩამოფრინდებიან საქართველოში დელი-თბილისი-დელის ავიარეისით – ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინდოეთის მთავრობის ორგანიზებით. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ფრენას ავიაკომპანია Air India შეასრულებს და აქართველოს 15 მოქალაქე დაბრუნდება ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, საქართველოში ჩამოფრინდება ინდოეთში მყოფი …

წულუკიანმა განსაზღვრა, ვის შეუძლია დაესწროს წყვილის ქორწინების რეგისტრაციას 

ქორწინების სახლები სარიტუალო მომსახურებას ეტაპობრივად განაახლებენ, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. ვინაიდან 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, იმ პირების ჩამონათვალი განსაზღვრა [მაქსიმუმ 9 კაცით], რომლებიც დასაქორწინებელ პირებთან ერთად შესაძლოა დაესწრონ ხელის მოწერის რიტუალს. მინისტრის ბრძანებით, საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოგრაფი. აუცილებელია სოციალური დისტანციის …

რუსეთში 2 მედდა იზოლაციაში მორგის გვერდით მოათავსეს

ბაშკირეთის პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მასმედიის ადგილობრივმა საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია არხანგელსკის საავადმყოფოს ორი მედდის შესახებ, რომლებიც კორონავირუსის გამო ღამით იზოლაციისთვის ჩაკეტეს მორგში. ინფორმაციას BBC ავრცელებს. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ მედდები მართლაც პათანატომიის განყოფილებაში იყვნენ იზოლატორში, თუმცა განმარტავენ, რომ განყოფილებაში ამ დროს გვამები არ იყო. როგორც BBC წერს, უწყებაში ამბობენ, რომ საავადმყოფოს ერთ …

როდის უნდა აანაზღაუროს პანდემიის გამო გაუქმებული ავიარეისის ბილეთის ფასი კომპანიამ

COVID19-ის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ – ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. „მგზავრებს, რომელთა ფრენაც გაუქმდა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ან უცხო ქვეყნის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, უფლება აქვთ შეცვალონ ბილეთში მითითებული მგზავრობის თარიღი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ან …

Covid19-ის გავრცელებით ბრაზილია მეორე ადგილზეა, გარდაცვლილია 22 666 პირი

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 25 მაისის მონაცემებით, ბრაზილია მეორე ადგილზეა ახალი კორონავირუსის გავრცელებით. ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში ინფიცირებულია 363 211 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 22 666 და განიკურნა – 149 911. ამ ინფორმაციით, ბრაზილიის მონაცემები აღემატება რუსეთის მონაცემებს, სადაც, დღეის მონაცემებით, ინფიცირებულია 353 427 ადამიანი, მათგან, ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 633 ადამიანი, განიკურნა – 118 798. Covid19-ის …

ბათუმში ჩატარებული 268 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 268  კვლევის შედეგი უარყოფითია. ბათუმის ცხელების კლინიკებში დღეს, 25 მაისს, სულ 22 პირია მოთავსებული, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 11 041 პირს. 30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღემდე …

139 ათასამდე უხელფასოდ დარჩენილი დასაქმებული კომპენსაციის მოლოდინში – პანდემია

შემოსავლების სამსახურის ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 22 000 დამსაქმებელს უკვე წარდგენილი აქვს ინფორმაცია 138 949  დაქირავებით დასაქმებულზე, რომლებიც პანდემიის გამო უხელფასოდ დარჩნენ. დამსაქმებლებს ასეთი თანამშრომლების მონაცემების გადაგზავნა 20 მაისის ნაცვლად 30 მაისის ჩათვლით შეუძლიათ. ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის მიხედვით – „გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე. კერძოდ, კომპენსაციის მიღების …

ბსუ 29 ათას ლარად სადეზინფექციო მოწყობილობას იყიდის – რეკომენდაციები უმაღლეს სასწავლებლებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბსუ 8 ცალი თაღოვანი ტიპის სადეზინფექციო მოწყობილობის და 16 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარის [დენზოტეკის კონცენტრატის] შეძენას 29 280 ლარად, ტენდერის გარეშე გეგმავს. ამ ღირებულებაში შედის მოწყობილობის ტრანსპორტირება, მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება. „ბსუ-ში 2020 წლის ივნისის მესამე დეკადიდან იგეგმება სასწავლო პროცესების განახლება და სტუდენტთა ლაბორატორიული პრაქტიკები, რომლებზეც სტუდენტთა დასწრება განხორციელდება ფიზიკურად. …

როგორ გააგრძელებს კლინიკა „მედალფა“ ბათუმში მუშაობას

კლინიკა „მედალფაში“, რომელიც ბოლო ორი თვეა კოვიდკლინიკად იყო გადაკეთებული, 23 მაისის მდგომარეობით არცერთი ინფიცირებული პაციენტი აღარაა. ბოლო ორმა პაციენტმა კლინიკა დღეს დატოვა. რა რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას კლინიკა და მიიღებს თუ არა არაკოვიდ პაციენტებს, ამის შესახებ „ბათუმელები“ „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონულ დირექტორს, ლევან ანთაძეს ესაუბრა. ბატონო ლევან, რა რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას კლინიკა „მედალფა“? ორი დღის წინ გვქონდა …

ბათუმში ბოლო 2 პაციენტი განიკურნა კორონავირუსისგან – აჭარა მწვანე ზონაა

დღეს, 23 მაისს, ბათუმში კლინიკა „მედალფა“ დატოვა ბოლო ორმა კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ეს ინფორმაცია ბრიფინგზე გაავრცელა. მისი თქმით დღეიდან აჭარა მწვანე ზონა ხდება და მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ რეგიონმა ეს სტატუსი შეინარჩუნოს. აჭარაში 23 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხევა არ დაფიქსირებულა. ამ დრომდე აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 10 773 პირს. კორონავირუსი დაუდასტურდა 71 ადამიანს, …

ტაქსით მხოლოდ ორი მგზავრის გადაყვანას შეძლებთ – საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული შეზღუდვების ჩამონათვალის თანახმად, ტაქსში სამ პირზე მეტის ყოფნა ისევ აკრძალულია. ამასთან, ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან. მგზავრს მძღოლის გვერდით, წინა სავარძელზე განთავსება არ შეუძლია. დღეს, 23 მაისს საქართველოში გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და მოიხსნა კომენდანტის საათი. თუმცა, ამის მიუხედავად, …

“არ უნდა გამოვიდეს ისე, რომ შეზღუდვები მოიხსნა და ახლა ყველაფრის უფლება გვაქვს” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ეხმაურება.  ცერცვაძის თქმით, თუ როგორ წარიმართება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ეს მთლიანად საზოგადოებაზეა დამოკიდებული. „თუ რა შედეგს მოახდენს ამ შეზღუდვების მოხსნა, ამას დროს  გვიჩვენებს. ჩემი ძალიან დიდი სურვილი იქნება რომ შევინარჩუნოთ დღევანდელი დონე. ეს მთლიანად დამოკიდებულია ჩვენზე და საზოგადოებაზე. ჩვენს შეგნებაზე,  ჩვენს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. არ …

როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა – ამირან გამყრელიძის განმარტება

დღეიდან, 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმებულია. გაუქმდა მთელი რიგი შეზღუდვებიც, თუმცა ძალაშია აკრძალვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია როდის დაიწყებს შიდასაქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას. 22 მაისს, გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრად მყოფმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ესმის მოქალაქეების, რომელიც გაბრაზებული არიან შექმნილი დისკომფორტის …

ტრაილერის მძღოლის კარანტინი მანქანაში

მას შემდეგ, რაც ქვეყნებს შორის საზღვრები კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიკეტა, ტრაილერის მძღოლები გამონაკლისები არიან მათ შორის, ვინც შეუფერხებლად გადაადგილდება ერთი ქვეყნიდან მეორეში – მძღოლებს წუთითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა. თუმცა გართულდა მათი სამუშაო პირობები. მძღოლებს, თუკი ისინი ტრანზიტულად გადაადგილდებიან, 48 საათში უწევთ ქვეყნის დატოვება, ხოლო თუკი საქართველოა მათი დანიშნულების ბოლო ქვეყანა, მაშინ 14-დღიანი კარანტინის გავლის ვალდებულება …

როგორ უნდა წახვიდეთ სამკურნალოდ თურქეთში – საელჩოს ახალი განმარტება

საქართველოს საელჩო თურქეთში აქვეყნებს დეტალურ ინსტრუქციას იმ მოქალაქეებისათვის, ვისაც თურქეთში სამკურნალოდ წასვლა სურთ. თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის სამინისტროს გადაწყვეტილების მიხედვით, 31 ქვეყნის პაციენტებს, მათ შორის, ქართველ პაციენტებს, შეუძლიათ  თურქეთის ტერიტორიაზე შევიდნენ და მათთვის სასურველ კლინიკებში იმკურნალონ. თურქეთში გამგზავრება რამდენიმე საფეხურისგან შედგება. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველ რიგში, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა უნდა მიმართოს თურქეთის შესაბამის …

სახლიდან მუშაობა ვირუსის შემდეგ ნორმად იქცევა

გუშინ, 21 მაისს, ფეისბუქმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამუშაო ძალის დისტანციურ მუშაობაზე დიდი ხნით გადავა. მიმდინარე კვირას კი ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდენი 4-დღიანი სამუშაო კვირისა და მეტი დასვენების დღის შემოღების იდეით გამოვიდა, რითიც, მისი თქმით, ეკონომიკის სტიმულირება და შიდა ტურიზმის განვითარება უნდა მოხდეს. მსოფლიო პანდემიის შემდეგ ოფისები თანდათან იხსნება და დამსაქმებლები შრომის ახალი და მოქნილი …

„მზად ვართ, ბალტიის ქვეყნებთან ტურისტების მიმოსვლა აღვადგინოთ“ – თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ბალტიის ქვეყნებთან ტურისტების მიმოსვლის აღსადგენად. „ბალტიის ქვეყნებმა ერთმანეთთან უკვე გახსნეს მიმოსვლა. ჩვენ მზად ვართ, თითოეულ მათგანთან ტურისტების მიმოსვლა აღვადგინოთ. ძალიან კარგია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ დაადასტურა მზადყოფნა, რომ აღადგინოს პირდაპირი ფრენები, მათ შორის, ვილნიუსსა და ქუთაისს შორის,“ – განაცხადა ნათია თურნავამ, ლიეტუვას ეკონომიკისა …

ბათუმში 263 პირის კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ლაბორატორიებში ჩატარებული 263 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია. სამინისტროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 20 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 10 377 პირს. ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს 2 ინფიცირებული პაციენტი. ჯამში აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 68-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. 30 …

აჭარაში სამი კვირაა კორონავირუსი არ გამოვლენილა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში ჩატარებული 348 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ამჟამად ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 35 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.  კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს გადის 2 ინფიცირებული პაციენტი. კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 68-მა პაციენტმა, გარდაიცვალა – 2. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PSR ტესტი ჩაუტარდა 10114 პირს. აჭარაში კორონავირუსის პირველი მშემთხვევა დადასტურდა …

კომპენსაციის მისაღებად მონაცემების გადაგზავნა 30 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი – სიახლე

დამსაქმებლებს, შემოსავლების სამსახურში იმ თანამშრომლების მონაცემების გადაგზავნა, რომლებიც პანდემიის გამო უხელფასოდ დარჩნენ, 20 მაისის ნაცვლად 30 მაისის ჩათვლით შეუძლიათ. დამქირავებელი უფლებამოსილია ასევე ამ დროისთვის უკვე წარდგენილი მონაცემები დააზუსტოს და 30 მაისის ჩათვლით პერიოდში ხელახლა წარადგინოს შემოსავლების სამსახურში. ამასთან, კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა  პირის მითითებულ საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც  პირმა ვერ მიიღო …

Covid19-ისგან განკურნებულთა რაოდენობა ინფიცირებულებთან შედარებით ორჯერ მეტია

21 მაისის მონაცემებით [10 სთ], ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებულმა შემთხვევებმა 721-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში COVID-19-სგან  10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებული პაციენტების რაოდენობამ 485 შეადგინა. საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით 12 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში ახალი კორონავირუსის 721 შემთხვევა დადასტურდა ვირუსის გავრცელებიდან დღემდე. ამჟამად აქტიური შემთხვევების რაოდენობა …

78 000 დასაქმებული უმუშევარი დარჩა, მათი რიცხვი მეტი უნდა იყოს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით, 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე წარდგენილი აქვს ინფორმაცია უმუშევრად დარჩენილი 78 000 დასაქმებულის შესახებ, თუმცა, უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს. პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან [04.05.2020 წელი] 6 თვის განმავლობაში. ამ თემაზე: კომპენსაციის …

ჩრდილოეთ ოსეთში 380 ჯანდაცვის მუშაკი დაინფიცირდა კორონავირუსით

ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსი დაუდგინდა 380 სამედიცინო მუშაკს. ამის შესახებ „ოსეთი – ერისტონის” სატელევიზიო ეთერში რუსეთის სოციალური დაზღვევის ფონდის რეგიონალური განყოფილების მენეჯერმა ზალინა აილაროვამ განაცხადა. მისივე თქმით, ჩრდილოეთ ოსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებთან 2882 სამედიცინო მუშაკი მუშაობს. დაინფიცირებულ 380 მედმუშაკთაგან 123 ექიმი კორონავირუსით დაზარალებულთა სიაში  მოხვდა, რაც ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ისინი ფულად კომპენსაციას, 68 ათას …

როგორ აპირებენ მუსლიმები რამადან ბაირამის აღნიშვნას და საერთო ლოცვას 

24 მაისს მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ. ამ დროისთვის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე მოხსნილი იქნება. როგორ გეგმავენ მუსლიმები ამ დღის აღნიშვნას საქართველოში? სრულიად საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ გვითხრა, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით გარკვეული არ არის. იგი ფიქრობს, რომ ლოცვა შედგება, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვით და რეკომენდაციების გათვალისწინებით. „22 მაისს საგანგებო მდგომარეობა იხსნება, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დადებითია უკვე …

ბათუმში 110 ადამიანის ანალიზის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 110 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. დღეს, 20 მაისს, ბათუმში, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 30 პირი, მათი კვლევის პასუხები Covid19-ზე დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს  2 ინფიცირებული პაციენტი. ჯამში აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 68-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. …

საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელი იქნება ნიღბის ტარება – პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე _____________________ „საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთი ძირითადი, რაც ადამიანებს მოეთხოვებათ, ეს იქნება ნიღბების აუცილებელი ტარება და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება, არ არის ადვილი ტრანსპორტში ეს დაიცვა, ამიტომ ამაზე მიდის მუშაობა, თუ რა გზით მოვახერხოთ ამ პრობლემების გადაჭრა. …თუ ჩვენი მოსახლეობა მაქსიმალურად დაიცავს ვირუსთან თანაცხოვრების …

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა – სულ 707

19 მაისის 20:30 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით გაიზარდა და სულ 707-ს შეადგენს.  ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 456 ადამიანი, გარდაიცვალა – 12. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით კარანტინში იმყოფება 3914 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 340. 

გახარია: არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 19 მაისს, კახეთში ყოფნისას განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოითხოვს გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას. „ჩვენ სხვებთან შედარებით COVID-19-ის რისკებს ვმართავთ ეფექტურად, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკის ამოქმედების გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რისთვისაც ჩვენ უკვე მზად ვართ და რაც უკვე განვაცხადეთ, მაგრამ არავინ იფიქროთ, რომ ჩვენ ან მსოფლიომ კოვიდი დაამარცხა. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ეკონომიკური …

თურქეთის 29 ქალაქში პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლა იკრძალება

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის 29 ქალაქში. ეს ქალაქებია: ამასია, ადიამანი, აიდინი, აფიონქარაჰისარი, ბალიქესირი, ბოლუ, ბართინი, ბურდური, გაზიანთეფი, გუმუშჰანე, დენიზლი, დუზჯე, იზმირი, კასტამონუ, მუღლა, უშაქი, რიზე, ქარაბუქი, კაისერი, საქარია, სიირთი, თუნჯელი, ქირიქქალე, ქოჯაელი, ქირქლარელი, კონია, ქაჰრამანმარაში, ისპარტა და შანლიურფა. ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება. 18 …

ქართველი სტუდენტი რუსეთიდან – მემუქრებოდნენ, მაიძულებდნენ ინფიცირებულებთან მემუშავა

19 მაისის მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 290 678 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2 722-ია. თებერვალში 146-მილიონიან რუსეთში ოფიციალურად კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, მარტის პირველ ნახევრამდე კი, ოფიციალური ინფორმაციით, ინფიცირებულთა როდენობა მხოლოდ 100-მდე იყო. არსებობს ეჭვი, რომ რუსეთი გარდაცვლილთა რაოდენობას ახლაც მალავს და რეალურ სურათს არ ასაჯაროებს. რუსეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტი, რომელიც …

როგორ გადარჩეს ოჯახი, რომელიც საკვებისა და ქირის ფულს თურქეთში მუშაობით შოულობდა?

ნარგიზ პაპიძის ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს, „თვეში 260 ლარია“, რასაც  პროდუქტის 30-ლარიანი ვაუჩერი ემატება“.  ეს თანხა  მხოლოდ საკვებისთვის ჰყოფნით. „პროდუქტი რომ ვიყიდე, ქირა ვეღარ გადავიხადე, ქირა რომ გავიხადე, საჭმლისთვის ფული არ დამრჩა, ორივე ერთად არ გამოდის“, – გვიყვება ახალგაზრდა ქალი თავისი ოჯახის განსაცდელზე. ნარგიზ პაპიძე ოჯახთან ერთად ბათუმსშემოერთებულ ტერიტორიაზე  ხის სახლში, გოთუას ქუჩაზე  ცხოვრობს. ეს …

თურქეთში ბაირამის გამო 4 დღით კარანტინი გამოცხადდა

თურქეთი 4 დღით მთელ ქვეყანაში აცხადებს კარანტინს კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში. ოთხდღიანი კარანტინი მარხვის დასრულებისას დღესასწაულს უკავშირდება, რომელსაც მუსლიმური სამყარო 23-26 მაისს აღნიშნავს. 18 მაისს პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის პროვინციებში გადაადგილების შეზღუდვა კიდევ 15 დღეს გაგრძელდება, ხოლო სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება. ამ დრომდე თურქეთში მეჩეთებში შეკრება დაშვებული არ არის. თურქეთში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების …

კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე კიდევ 92 მოქალაქე დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 101 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 92 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის …

ვინ მიიღებს აჭარაში სასურსათო კალათას – პროდუქტის ჩამონათვალი და რაოდენობა

აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან იმ პროდუქტებს შეიძენენ, რომლებსაც ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გარკვეულ ოჯახებს უფასოდ გადასცემენ. პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა, აცხადებენ აჭარის მთავრობაში. ამჯერად ამზადებენ 19 260 სასურსათო კალათას, რომელსაც ამდენივე ოჯახს გადასცემენ, მათ შორის „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ 993 ოჯახს. სასურსათო კალათა შედგება შემდეგი პროდუქტებისგან: [checklist] ხორბლის ფქვილი 10 კგ; შაქარი 2 …

ბათუმში 272 პირს Covid19 არ დაუდგინდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში ჩატარებული 272 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია. დღეს ბათუმში, ცხელების კლინიკებში, მოთავსებულია 18 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს 2 ინფიცირებული პაციენტი. აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 67-მა პაციენტმა. 30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღემდე აჭარაში ვირუსი გაუდგინდა71 …

20 ათას ოჯახზე სასურსათო კალათა მზადდება, როდის დაიწყებს მთავრობა დარიგებას?

აჭარაში მცხოვრებ ამჯერად 20 ათასამდე ოჯახს სასურსათო კალათას დაურიგებენ. რეგიონის მთავრობის ინფორმაციით, ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი, როდის დაიწყება პროდუქტების დარიგება და რა კატეგორიის მოქალაქეები მიიღებენ მას. 10 ათასზე მეტ მოქალაქეს აჭარაში სასურსათო კალათა რომ გადაეცემოდა, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 27 აპრილს განაცხადა. თუმცა, ეს რაოდენობა შეიცვლება. როგორც მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ჩანს, კალათას …

Exit mobile version