მთავარი,სიახლეები

თურქეთის 29 ქალაქში პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლა იკრძალება

19.05.2020
თურქეთის 29 ქალაქში პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლა იკრძალება

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის 29 ქალაქში.

ეს ქალაქებია: ამასია, ადიამანი, აიდინი, აფიონქარაჰისარი, ბალიქესირი, ბოლუ, ბართინი, ბურდური, გაზიანთეფი, გუმუშჰანე, დენიზლი, დუზჯე, იზმირი, კასტამონუ, მუღლა, უშაქი, რიზე, ქარაბუქი, კაისერი, საქარია, სიირთი, თუნჯელი, ქირიქქალე, ქოჯაელი, ქირქლარელი, კონია, ქაჰრამანმარაში, ისპარტა და შანლიურფა.

ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

18 მაისს პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის პროვინციებში გადაადგილების შეზღუდვა კიდევ 15 დღეს გაგრძელდება, ხოლო სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება.

19 მაისის მონაცემებით, თურქეთში დადასტურებულია კორონავირუსის 150 593 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელდა 111 577 ადამიანი, გარდაიცვალა – 4171.

___________

ფოტოზე: სტამბოლის ყოველდღიური ცხოვრება კორონავირუსის პანდემიისას. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERPIL GEDIK

ამავე თემაზე: 

თურქეთში ბაირამის გამო 4 დღით კარანტინი გამოცხადდა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: