ბათუმში 39 პირის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია – კლინიკაში რჩება 2 პაციენტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში Covid19-ზე ჩატარებული 39 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ასევე, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 14 პირი და მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. დღეის მონაცემებით, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს გადის 2 ინფიცირებული პაციენტი. გუშინ ორმა გამოჯანმრთელებულმა პირმა დატოვა კლინიკა. 30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარაში კორონავირუსზე PSR …

ბათუმში კორონავირუსისგან დღეს ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში კორონავირუსისგან დღეს, 17 მაისს, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელიც საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. კლინიკა მედალფაში მხოლოდ 2 პაციენტი რჩება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პაციენტი ბათუმში დღეს დილით გაწერეს. 29 პაციენტის ანალიზის პასუხები კი, რომლებსაც დღეს საღამოს ელოდებოდნენ, ყველა უარყოფითია. დილის მონაცემებით, ბათუმში 260 ტესტის პასუხიც კორონავირუსზე უარყოფითი იყო. 17 მაისის 23:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში: კორონავირუსის …

რეკომენდაციები სილამაზის სალონებისთვის, რომლებიც 18 მაისს გაიხსნება

ორშაბათიდან, 18 მაისიდან, სილამაზის სალონებს შეუძლიათ განაახლონ მუშაობა, თუმცა უნდა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 15 მაისის ბრძანებით დაამტკიცა: [red_box]ძირითადი რეკომენდაციები:[/red_box] რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად, რომ არ მოხდეს …

გადაამოწმეთ, ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა სიაში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი პროგრამა იძლევა შესაძლებლობას მოქალაქემ, რომელიც იყო დასაქმებული და კორონავირუსის პანდემიის გამო უხელფასოდ დარჩა, თავად გადაამოწმოს, არის თუ არა ის კომპენსაციის მიმღებთა სიაში/რეესტრში. გადასამოწმებლად შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე [თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დამსაქმებელს დასაქმებულის მონაცემების ელექტრონულად წარდგენა შემოსავლების სამსახურში 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით შეუძლია]. პირადი ნომრისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით …

22 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა

საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, 17 მაისამდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სულ 7 570 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 22 მილიონ 710 ათას ლარს გადააჭარბა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ანუ 10 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო …

ბათუმში კიდევ ერთი ინფიცირებული განიკურნა კორონავირუსისგან

ბათუმში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 მაისის დილის მონაცემებით, ბათუმის კლინიკა მედალფაში კორონავირუსზე სულ 3 პაციენტი მკურნალობს. ბათუმში, ბოლო 260 ტესტირების პასუხი ყველა უარყოფითია. ცხელების კლინიკებში კი ამ დროისთვის იმყოფება 29 პაციენტი. ბათუმში 260 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

ბათუმში 260 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ბოლო 260 ტესტის პასუხი  უარყოფითია. ბათუმის ცხელების კლინიკებში იმყოფება 29 პაციენტი, რომელთა ტესტირების პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 17 მაისის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12-ით გაიზარდა და 697-ს მიაღწია. 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და სულ გამოჯანმრთელებულია – 425. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 12 ახალი ინფიცირებულიდან …

ქართველი პაციენტები 20 მაისიდან თურქულ კლინიკებში გამგზავრებას შეძლებენ

თურქეთის ჯანმრთელობის სამინისტროს პაციენტის უფლებებისა და სამედიცინო სოციალური მომსახურების პალატის ოფიციალური ინფორმაციით, 20 მაისიდან საქართველოს [სხვა ქვეყნებსაც] მოქალაქეებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, შეეძლებათ თურქეთში გამგზავრება. დოკუმენტის თანახმად, პაციენტებს გამგზავრება შეეძლებათ, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით. თურქეთის ჯანმრთელობის სამინისტროს პაციენტის უფლებებისა და სამედიცინო სოციალური მომსახურების პალატის დოკუმენტში წერია, რომ პაციენტებს შეეძლებათ თურქეთის ორ ქალაქში – …

კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ კიდევ 84 მოქალაქე დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 93 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 84 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების …

ბათუმში 280 პირის ანალიზის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ბათუმში 280 პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ არ გამოვლენილა. ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს 4 ინფიცირებული პაციენტი. რეგიონში კორონავირუსის პირველი, იმპრორტირებული შემთხვევა დადასტურდა 14 მარტს. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა „მედალფა“ დატოვა 60-მა პაციენტმა, გადაიცვალა 2 პაციენტი. 15 …

კომპენსაციის მისაღებად დასაქმებულის მონაცემების გადაგზავნა 20 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი

პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაქირავებულ პირებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო უხელფასოდ დარჩნენ, შეუძლიათ ისარგებლონ კომპენსაციის – 200 ლარის მიღების უფლებით. ამისათვის საჭიროა დამსაქმებელმა მეწარმე სუბიექტებმა შემოსავლების სამსახურს წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი. იმისათვის, რომ დაქირავებულმა პირებმა ისარგებლონ კომპენსაციით, დამსაქმებელმა კომპანიებმა, ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით [მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით] შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინონ იმ დაქირავებულ პირთა …

რატომ შეწყდა „რემდესივირის“ კლინიკური კვლევა აშშ-ში

აშშ-ში შეაჩერეს ანტივირუსული პრეპარატის, რემდესივირის კლინიკური კვლევა, რომელიც ბოლო დრომდე Covid19-ის ყველაზე პერსპექტიულ პოტენციურ სამკურნალო მედიკამენტად მიიჩნეოდა. ამის შესახებ BBC-ი ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტზე (NIAID) დაყრდნობით წერს. BBC-ი წერს, რომ კვლევა დასრულდა არა მისი წარუმატებლობის გამო – არამედ, პირიქით. ექსპერიმენტი დახურეს საბოლოო შედეგის მიღებამდე, რათა არ დაეშვათ ზედმეტი მსხვერპლი საკონტროლო ჯგუფის წევრ …

თვითდასაქმებულებს 300 ლარის მისაღებად განაცხადის შევსება დღეიდან შეუძლიათ – ინსტრუქცია

თვითდასაქმებულებს, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, დღეიდან, 15 მაისიდან, საშუალება აქვთ, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და გაიარონ რეგისტრაცია, 300 ლარის კომპენსაციის ერთჯერადად მისაღებად. რეგისტრაცია შეუძლიათ ასევე იმ თვითდასაქმებულებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში. განაცხადის ფორმის შევსების ინსტრუქცია ნახეთ ამ ბმულზე ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესავსები …

ქორწილები და ქელეხები ისევ აკრძალულია

მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადით, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. იკრძალება ასევე სოციალური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან [მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა]. 18 მაისამდე კი, ასევე, აკრძალულია 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრება და ანალოგიური ღონისძიებები, რაც 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთანაა დაკავშირებული. საგანგებო მდგომარეობა …

ორ კვირაზე მეტია აჭარაში კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში ჩატარებული 335 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 24 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში კორონავირუსის პირველი, იმპრორტირებული შემთხვევა დადასტურდა 14 მარტს. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PSR ტესტი ჩაუტარდა 8612 …

ვიდეოთამაში, რომელშიც მოთამაშეს პანდემიისგან მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია

Plague Inc-ი 2012 წელს გამოსული კომპიუტერული თამაშია, რომლის საშუალებითაც მოთამაშე მთელ მსოფლიოში ავრცელებს დაავადებას მანამ, სანამ წამალს არ გამოიგონებენ. ვიდეოთამაშის მომხმარებელთა რაოდენობა კორონავირუსის გავრცელებისთანავე, იანვრიდან მარტის ჩათვლით 123%-ით გაიზარდა. თამაშის შემქმნელი ბრიტანული კომპანია Ndemic Creation-ის თანახმად, ყოველ ჯერზე, როცა დაავადებები ვრცელდება, იზრდება ინტერესი ამ თამაშის მიმართაც. კომპანია ამას იმით ხსნის, რომ ადამიანებს აინტერესებთ დაავადებების გავრცელების …

კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 89 პირი დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 102 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 13 მაისის 21 საათიდან 14 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 89 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის …

ვირუსი შეიძლება არასოდეს გაქრეს – ჯანმო კორონავირუსსა და ვაქცინაზე

COVID19- ის გამომწვევი კოროვირუსი, შეიძლება აივ-ინფექციის მსგავსად, მუდმივად არსებული ვირუსი გახდეს – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა იმაზე საუბრისას, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კორონავირუსის ცირკულაცია მსოფლიოში. „ეს ვირუსი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი ენდემური ვირუსი ჩვენს საზოგადოებებში და შესაძლოა, ეს ვირუსი არასოდეს გაქრეს. აივ-ი არსად წასულა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ …

საშემოსავლო შეღავათი ბიზნესისთვის – გაიგეთ, რა იცვლება

შეღავათი, რომელიც თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, 2020 წლის 1-ლი მაისიდან, ამავე წლის ოქტომბრის ჩათვლით გაცემულ ხელფასებზე გავრცელდება. თუმცა, ეს შეღავათი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულზე გაცემული ხელფასი, თითოეულ თვეში, არ აღემატება 1 500 ლარს. ამ შეღავათის ასამოქმედებლად საგადასახადო კოდექსის გარდამავალ დებულებებში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება. პროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია დასამტკიცებლად. შემოსავლების …

covid 19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

დღეს, 14 მაისს, Covid 19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დღეს გარდაცვლილი 81 წლის ქალია. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 12-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევაა – 652, გამოჯანმრთელდა – 383, კარანტინის რეჟიმშია – 4246, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – 394.

აჭარაში COVID 19-ზე კიდევ 391 პირი გამოიკვლიეს

აჭარაში 391 პირს ლაბორატორიული კვლევის შედეგად Covid19 არ დაუდასტურდა. კვლევები დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დღის ბოლომდე კიდევ 20 ადამიანის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. ისინი ცხელების ცენტრში არიან მოთავსებული. ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის  კურსს მხოლოდ  4 ინფიცირებული პაციენტი გადის. ჯამში აჭარაში 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა. უკვე ორი …

როგორ გამოიყენებს ფერმერი აგრობარათზე დარიცხულ თანხას – 200 ქულა 1 ჰექტარზე

პროგრამა, რომელიც ფერმერების „პირდაპირ დახმარებას“ ითვალისწინებს, 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სუბსიდიის მისაღებად საჭიროა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მინიმუმ 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია. ეს პროგრამა თითქმის იგივეა, რაც 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შემოღებული აგრობარათები …

საელჩო საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში ჰოსტელებითა და საკვებით უზრუნველყოფს 

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში 550 ათასი ლარის მომსახურების შესყიდვას გეგმავს პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. საელჩოს ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიების მიზანია „მსოფლიოში კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, საცხოვრებლისა და საკვების გარეშე დარჩენილი ასობით საქართველოს მოქალაქის უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ, ეს იქნება დროებითი თავშესაფარი, საკვები, მედიკამენტები, ტრანსპორტირება თუ სხვა.“ საელჩოს განცხადებით, 2020 წლის 18 მაისიდან 2020 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში, დაგეგმილი …

ბათუმში 424 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 424 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ბოლო მონაცემებით ამჟამად ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“, 4 პაციენტი მკურნალობს დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით. გუშინ, 12 მაისს, კლინიკა დატოვა 7-მა განკურნებულმა პაციენტმა. ბათუმში უკვე 13 დღეა არ გამოვლენილა Covid19-ის ახალი შემთხვევა. 13 მაისის მონაცემებით [11 სთ], საქართველოში კორონავირუსის 647 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 372 ადამიანი, …

სარფში დაკავებულ პირს Covid19 დაუდასტურდა

სარფის საბაჟოზე 24 აპრილს დაკავებულ ბრალდებულს Covid19 დღეს, 12 მაისს, დაუდასტურეს. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებისთანავე ანუ 24 აპრილს გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც კარანტინია მოწყობილი. „ბრალდებული კვლავ იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო ნაწილში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, იგეგმება მისი გადაყვანა ე.წ. კოვიდის სამკურნალო კლინიკაში. ამავე …

რა უნდა გააკეთოს ფერმერმა, რომ 50%-იანი დაფინანსება მიიღოს 

მთავრობის განცხადებით, ფერმერებს, 2020 წლის 20 მაისიდან, საშუალება ექნებათ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საიტზე დარეგისტრირდნენ და მიიღონ 50%-იანი დაფინანსება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ასევე სათბურებისა და სარწყავი სისტემების მოსაწყობად. „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 50%-იანი თანადაფინანსებით შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის ტრაქტორის, ხელის მოტობლოკების და ა.შ. მეორე მიმართულება არის სასათბურე მეურნეობის მოწყობა და …

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ 4 პაციენტი დარჩა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამჟამად კლინიკა „მედალფაში“, სადაც კოვიდინფიცირებულ პირებს მკურნალობენ, მხოლოდ 4 პაციენტი დარჩა. აჭარაში 12 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღეს, ასევე, კორონავირუსზე 36 ტესტის პასუხი უარყოფითია. აჭარაში 50 პაციენტი განიკურნა კორონავირუსისგან, გარდაიცვალა – ორი. 12 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 639 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, …

ბათუმში 250 პირს covid19 არ დაუდასტურდა

დღეს, 12 მაისს, ბათუმში Covid19 250 პაციენტს არ დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, კლინიკა „მედალფაში“ 13 პაციენტი მკურნალობს Covid19-ზე. აჭარაში ჯამში 43 პირი განიკურნა კორონავირუსისგან. კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გუშინ, 11 მაისს გარდაიცვალა – 81 წლის კაცი „ქობულეთის კლასტერიდან“ იყო. პირველი პაციენტი 18 აპრილს გარდაიცვალა, 73 წლის ქალი, რომლის ინფიცირებაც …

ქალი: დღეს ჩემებმა მხოლოდ ტყემალი და პური ჭამეს, მშივრები არიან

ტექსტი ქვეყნდება სტილის დაცვით ______ ვის მივმართო?! თურქეთში დავდიოდი/ვმუშაობდი და ოჯახს ვარჩენდი. ახლა ვზივარ უთეთროდ მშიერი. ვის მივმართო დახმარებისთვის? რამდენს მივმართე? – ბევრსსს… 20 მარტი იყო, როდესაც მირიანს მივმართე [მირიან ქათამაძე, ქობულეთის გამგებელი]. მოვიდნენ და მცირედი ამანათი მოიტანეს. მერე, აპრილში, ისევ მივმართე. მისი პასუხი ეს იყო – რომ „მე თქვენ დაგეხმარეთ ამანათითო“. სამჯერ მივწერე, გაუსაძლისი …

ბათუმში Covid19-ით დღეს გარდაცვლილი კაცის ცოლიც კორონავირუსით გარდაიცვალა აპრილში

ბათუმში 81 წლის კაცს, რომელიც დღეს, 11 მაისს, კორონავირუსით გარდაიცვალა კლინიკა „მედალფაში“, თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის, გადატანილი ჰქონდა ინსულტი. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, კორონავირუსითაა გარდაცვლილი მისი ცოლიც, 71 წლის ქალი. იგი კოვიდინფიცირებული პირველი პაციენტი იყო, რომელიც ბათუმში 18 აპრილს გარდაიცვალა. ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის: შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადება. ცოლ-ქმარი ე.წ. …

როგორ შევავსოთ მონაცემები 200 ლარი კომპენსაციის მისაღებად [ინსტრუქცია]

დამსაქმებლებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ საგანგებო მდგომარეობის გამო მუშაობა გაეჩერებინათ, საშუალება აქვთ შემოსავლების სამსახურში ინფორმაციები გადააგზავნონ იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებიც უხელფასოდ დარჩნენ და მთავრობისგან დაპირებული კომპენსაცია [თვეში 200 ლარი] ეკუთვნით. ინფორმაციის გადასაგზავნად დამსაქმებელი შემოსავლების სამსახურის ვებპორტალიდან rs.ge  შედის თავის [გადამხდელის] გვერდზე, შემდეგ გადადის „განცხადებებში“, აქედან შედის გრაფაში – „ახალი განცხადების რეგისტრაცია“ და ძებნის გრაფაში უთითებს „ინფორმაცია …

გახარია ტურიზმის გახსნაზე: უნდა გვქონდეს უკან გადახვევის შესაძლებლობა

დღეს, 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერმა მოკლედ მიმოიხილა მთავრობის მიერ ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები და ხაზი გაუსვა, რომ ტურიზმში „ძირითადი გამწევი ლოკომოტივი უნდა გახდეს აჭარა“. „ჩვენ, ასე თუ ისე, შედარებით, ვირუსს ნორმალურად ვუმკლავდებით, მაგრამ ეს პროცესია, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენ გავუმკლავდით და გავიმარჯვეთ, ამის ილუზია არავის არ …

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა ქობულეთის კლასტერიდან

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი, 81 წლის მამაკაცი, „ქობულეთის კლასტერიდან“ იყო. მას კორონავირუსი 9 აპრილს დაუდასტურდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ეს აჭარაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. პირველი პაციენტი 18 აპრილს გარდაიცვალა, 73 წლის ქალი, რომლის ინფიცირებაც „ქობულეთის კლასტერს“ უკავშირდებოდა. ბოლო მონაცემებით, კლინიკა „მედალფაში“ 13 პაციენტი მკურნალობს Covid19-ზე. აჭარაში …

„აბაზანაც არაა, ავტომანქანებში გვძინავს“- მძღოლები საკარანტინო სივრცეში გადაყვანას ითხოვენ

„აქ არიან მძღოლები, რომლებიც რეისში იყვნენ. ზოგი ერთი თვეც კი აქაა. აქ არც აბაზანაა, ვერც დაიძინებ სადმე, ისეც ტრაილერში უნდა იძინო,“ – გვიყვება ბათუმელი რომან ძნელაძე. ბათუმის ეკონომიკური გაფორმების ზონაში ის მძღოლები ითხოვენ საკარანტინო სივრცეში გადაყვანას, რომლებიც ტრანზიტულ რეისებს ასრულებენ სატვირთო ავტომანქანებით და ბათუმში რამდენიმე დღით, განბაჟების პროცედურების დასრულებამდე, უწევთ გაჩერება. „…საკვები შემოაქვთ, კი, ძირითადად, …

ბათუმში კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა, ხუთის განკურნებაზე კი პასუხს ელიან – Covid19

10 დღეზე მეტია აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, ბათუმში კი Covid19-სგან კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ დღეს, 11 მაისს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში კიდევ 5 პირის განმეორებითი ტესტირების პასუხს ელიან და ამის შემდეგ გადაწყდება მათი კლინიკა „მედალფადან“ გაწერის საკითხი. ბოლო მონაცემებით, კლინიკა „მედალფაში“ 14 პაციენტი …

განკურნებულთა რაოდენობა აქტიური შემთხვევების რიცხვს აჭარბებს – ბოლო მონაცემები

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ აქტიური შემთხვევების რიცხვს გადააჭარბა. კერძოდ: ამ დროისთვის ახალი კორონავირუსისგან საქართველოში განკურნებულია 317 ადამიანი. დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობენ 311 ადამიანს. კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა სულ 30 891 ადამიანს. 11 მაისის [10:45 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 638 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 317 ადამიანი, …

Exit mobile version