მთავარი,სიახლეები

ბათუმში 272 პირს Covid19 არ დაუდგინდა

19.05.2020
ბათუმში 272 პირს Covid19 არ დაუდგინდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში ჩატარებული 272 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია.

დღეს ბათუმში, ცხელების კლინიკებში, მოთავსებულია 18 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს 2 ინფიცირებული პაციენტი. აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 67-მა პაციენტმა.

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღემდე აჭარაში ვირუსი გაუდგინდა71 ადამიანს, მათგან გარდაიცვალა 2 პაციენტი.

19 მაისის მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება 1136 პირი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: