კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. ჯამში საქართველოში კორონავირუსის 828 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 694, ხოლო გარდაიცვალა – 13 ადამიანი. ახალი ექვსი შემთხვევიდან 5 გუშინ, 10 ივნისს, დღის განმავლობაში დადასტურდა. ამ 5 ახალი შემთხვევის პირველწყაროს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯერჯერობით ვერ ადგენს. ამავე თემაზე:  5 ახალი შემთხვევის პირველწყაროს ჯერ …

კორონავირუსის ფონდში შეგროვილი 133 მილიონის ხარჯვა ისევ არ დაუწყიათ

2020 წლის 10 ივნისისთვის StopCoV ფონდში ჩარიცხულია 133 638 721 ლარი. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ „ბათუმელებისთვის“ დღეს მოწოდებული ინფორმაციით, „ფონდში მობილიზებული თანხების ხარჯვა, დღეის მდგომარეობით, არ მომხდარა/არ მიმდინარეობს და მისი გახარჯვა მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“. ბიზნესომბუდსმენის აპარატი არ ასაჯაროებს ინფორმაციას, თუ ვინ რამდენი გადარიცხა აღნიშნულ ფონდში. „საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და „პერსონალურ მონაცემთა …

„მირჩევნია უარი ვთქვა ტურზე“, – რას ამბობენ გიდები ტურიზმის რეგულაციებზე

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, კორონავირუსის პირობებში გიდებმა და მძღოლებმა ტურებში უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვან. კერძოდ, გიდებს თან უნდა ჰქონდეთ ინდივიდუალური თერმომეტრი და ყოველდღე, ტურის დასაწყისში ტურისტებს სიცხე უნდა გაუზომონ, აკონტროლონ ტურისტებს შორის დისტანცია. ავტომობილში კი 2 საათში ერთხელ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ხშირად შეხებადი ზედაპირები. მძღოლი გამოყოფილი უნდა იყოს დამცავი ბარიერით სალონისგან და …

მატარებელი 5 მიმართულებით მხოლოდ დღისით იმოძრავებს – ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოს რკინიგზის ცნობით, 15 ივნისს, ორშაბათს, საქართველოში მაგისტრალური მატარებლები ხუთი მიმართულებით დაიწყებენ მოძრაობას: თბილისი-ბათუმი თბილისი-ოზურგეთი თბილისი-ფოთი თბილისი-ზუგდიდი თბილისი-ქუთაისი „საქართველოს რკინიგზაში“ გვითხრეს, რომ ფასები უცვლელი დარჩა, თუმცა მატარებელი იმოძრავებს მხოლოდ დღისით და არა – ღამით. ასევე, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით იმოძრავებს 2 მატარებელი. ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მატარებელი გავა დილის 07:50 საათზე და საღამოს 17:55 საათზე. თბილისიდან …

ბათუმში 105 ადამიანის ანალიზის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 105 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია. სამინისტროს ცნობით, დღეს, 10 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 16 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 14 941 პირს. აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ …

კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა საქართველოში – 10 ივნისის მონაცემები

დღეს, 10 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 2 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, პაციენტები საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს კლინიკებში, ერთი შემთხვევა საბურთალოს კლასტერის პაციენტის კონტაქტირებულ პირს უკავშირდება, ერთი ინფიცირებული კი სამედიცინო პერსონალია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად საქართველოში 119 პაციენტი მკურნალობს Covid19-ზე. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 822 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 690 უკვე გამოჯანმრთელდა, …

აბიტურიენტები გამოცდებს პირბადით ჩააბარებენ – რა მითითებები უნდა იყოს დაცული

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება. ეროვნული გამოცდების პროცესში აბიტურიენტებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით: მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი ასევე, სურვილის …

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილია 400 ათასზე მეტი ადამიანი – ბოლო მონაცემები

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 9 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა 406 913 ადამიანი. Covid19-ით ყველაზე მეტი, 111 007 ადამიანი გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში. გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობით მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, სადაც კორონავირუსით გარდაიცვალა 40 680 ადამიანი. მესამე ადგილზეა ბრაზილია – ქვეყანაში სულ გარდაიცვალა 37 134 ადამიანი. კორონავირუსის გავრცელება ჩინეთში  დაიწყო 2019 წლის დეკემბერში. ახალი კორონავირუსის …

როდის დაიწყება მატარებლის ბილეთების გაყიდვა

2020 წლის 15 ივნისიდან საქართველოში სამგზავრო მატარებლების მოძრაობა აღდგება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ, 8 ივნისს, მიიღო. ამ დროისთვის საქართველოს რკინიგზაში სამგზავრო ბილეთების შეძენა არ არის ხელმისაწვდომი. რკინიგზის ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ზუსტდება მატარებლების მოძრაობის განრიგი, რომელიც სავარაუდოდ შეიცვლება. „2-3 დღეში ცნობილი იქნება განრიგიც და მგზავრობის ფასიც, რის შემდეგაც გავავრცელებთ ინფორმაციას, თუ როდიდან იქნება შესაძლებელი …

ბათუმში 44 პირის ანალიზის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია – 9 ივნისის მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 44 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია. სამინისტროს ცნობით, დღეს, 9 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 24 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 14 836 პირს. აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ …

8 ახალი შემთხვევა დღეს – რა ვიცით კოვიდინფიცირების წყაროების შესახებ

დღეს, 9 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, დღეს განაცხადა, რომ ინფიცირების ორ შემთხვევაში წყარო გაურკვეველია, თუმცა დღესვე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რას უკავშირდება ახალი შემთხვევები. ეზუგბაიას თქმით: ინფიცირების 1 შემთხვევა დაკავშირებულია ბოლნისის კლასტერთან, პაციენტს კონტაქტი ჰქონდა ბოლნისში გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევასთან 2 ახალი შემთხვევა უკავშირდება მარნეულის დადასტურებულ …

საქართველოს მოქალაქე პოლონეთიდან: ვერც სახლში ვბრუნდები, ვერც მედიკამენტებს ვყიდულობ

ქობულეთელი გიორგი ქათამაძე თავის ნათესავთან ერთად პოლონეთში, ქალაქ პოზნანში იმყოფება, მან კორონავირუსის პანდემიის გამო სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო. გიორგი ამბობს, რომ უმუშევრობას ნერვის მწვავე  ანთებაც დაემატა, რის გამოც ფეხზე ვეღარ დგება. „ვწევარ და ვეღარ ვმოძრაობ, ვერც წამალს ვყიდულობ, რადგან აქ ექიმის რეცეპტის გარეშე წამალს ვერ შეიძენ აფთიაქში. არაფერს ვითხოვ, გარდა იმისა, რომ სახლში დამაბრუნონ“ – …

კერძო საბავშვო ბაღები მუშაობის დაწყებას ითხოვენ, რას პასუხობს სახელმწიფო

„ყოველდღე სულ ცოტა 20-30 მშობელი გვირეკავს და გვეკითხება, როდის დავიწყებთ მუშაობას. სამსახურში გავედით და ბავშვებს ვერავისთან ვტოვებთო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის – „ცოდნის კარიბჭეს“ თანადამფუძნებელი, ნინო ბოლქვაძე. მისი თქმით, კერძო საბავშვო ბაღები ჯანდაცვის სამინისტროსგან რეკომენდაციებს ელოდებიან მუშაობის გასაგრძელებლად. „ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, თანამშრომლები უმუშევარი დარჩნენ, შემოსავალი აღარ არის, ძალიან დიდი კრედიტები გვაქვს …

ბოლო 24 საათში რუსეთში 112 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსისგან

რუსული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთში ახალი კორონავირუსისგან 112 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ქვეყანაში. ბოლო 24 საათში რუსეთში გამოვლინდა კორონავირუსის 8985  ახალი შემთხვევა. მედიის ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 3293 ადამიანს (36,6%) ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება. მედიისვე ცნობით, დღეის მონაცემებით რუსეთში Covid19-ის 239 999 აქტიური შემთხვევაა დადასტურებული. ჯონ ჰოპკინსის …

ბათუმში 70 პირის კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია – ახალი მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 70  ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია. სამინისტროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 21 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა …

სავალუტო ჯიხურები, საქალაქთაშორისო მიმოსვლა, რესტორნები – რა შეზღუდვები უქმდება ორშაბათიდან

ორშაბათიდან, 8 ივნისიდან, მუშაობას განაახლებენ სავალუტო ჯიხურები, დასაშვებია დახურულ სივრცეში რესტორნებისა და კაფე-ბარების მუშაობა, აღდგება საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობა. 8 ივნისიდან დასაშვებია სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი ობიექტების საქმიანობა, თუ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს დააკმაყოფილებენ. [red_box]8 ივნისიდან სამგზავრო მატარებლების მოძრაობა არ აღდგება[/red_box] ორშაბათიდან კვლავ არ იმოძრავებს სამგზავრო მატარებლები აკრძალული რჩება 10 პირზე მეტის შეკრება [ქორწილი, …

აჭარაში კორონავირუსზე 449 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 449 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 27 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამჟამად რეგიონში არ არის კოვიდ დადებითი პაციენტი. stopcov.ge-ს 7 ივნისის დილის მონაცემებით, …

მატარებელით მგზავრობა უახლოეს მომავალში აღდგება – საქართველოს რკინიგზა

საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ „საქართველოს რკინიგზაში“ უთხრეს. თუმცა, ასევე დასძინეს, რომ ამ ეტაპისთვის კონკრეტული თარიღი უცნობია. „გვაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ არის. შემუშავებულია ტრანსპორტისთვის რეგულაციები და საქართველოს რკინიგზა ყველა ამ რეგულაციას დააკმაყოფილებს, რადგან მათ შექმნაში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. აუცილებლად გამოვაქვეყნებთ ყველა ინფორმაციას, …

ქალი, რომელიც 5 ბავშვს მარტო ზრდის და ემიგრანტები დაეხმარნენ, ახლა სხვებს ეხმარება

„როცა გიჭირს, ერთი პურით დახმარებაც დიდი რამეა, მეც მივიტანე გულთან სხვისი ტკივილი,  როგორც სხვებმა ჩემი მდგომარეობა. სხვას გავუკეთე ანალოგიური. როცა უცხო ადამიანები მოდიოდნენ  პროდუქტით, ბავშვები მეკითხებოდნენ, ვინ არიან, რატომ მოდიან და მოაქვთ ჩვენთვის საჭმელიო. ვუხსნიდი, რომ ეს დროებითია, კრიზისი გვაქვს და ხალხის დახმარების იმედად ვართ, წამოვდგებით ფეხზე და სხვებს დავეხმარებით, ისინი იქნებიან ჩვენს იმედად-მეთქი. “ …

„ფაქტია, ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ“ – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „უნდა ვასწავლოთ ქართველებს, დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ“. „ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია ძალიან შეუყვარდათ, არ ვიტყვი ახლა, სად სიარული. ამიტომ, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ — უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული გადაიხადონ ტურიზმში საქართველოში. …

თურქეთში დასაქმებული ქალების მეორე აქცია „ქართული ოცნების” ოფისთან ბათუმში

დღეს, 5 ივნისს, ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, თურქეთის ქალაქ ქემალფაშაში დასაქმებულმა საქართველოს მოქალაქეებმა, ქალებმა აქცია გამართეს. კორონავირუსის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ ეს ქალები უმუშევრები დარჩნენ. ისინი მთავრობისგან ერთჯერად კომპენსაციას ითხოვენ. საქართველოს მთავრობას თვითდასაქმებულებისთვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდნენ ან შემოსავალი ჰქონდათ და დაკარგეს, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება აქვს გათვალისწინებული. ამ კომპენსაციის მიმღებთა შორის, ჯერჯერობით, ვერ …

50 ლარით დაჯარიმდებით, თუ დახურულ სივრცეში პირბადით არ იქნებით – კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, დახურულ სივრცეში, აგრეთვე ავტობუსებსა და ტაქსებში, პირბადის გარეშე ყოფნისთვის ფიზიკური პირები 50 ლარით დაჯარიმდებიან. კანონპროექტი ინიცირებულია ანრი ოხანაშვილისა და პარლამენტის სხვა წევრების მიერ. „პირბადეების ტარება სავალდებულო არის დახურულ საჯარო სივრცეში, თავშეყრისას. თუკი ფიზიკური პირი არ დაიცავს წესს, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული წესით ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი არ …

ბათუმში 306 ადამიანის კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია – ახალი მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 306 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია. სამინისტროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 22 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 13 999 პირს. აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღემდე რეგიონში …

1500-მდე გარდაცვლილი დღე-ღამეში – კორონავირუსის ანტირეკორდი ბრაზილიაში

ბრაზილიაში კორონავირუსის პანდემიამ ბოლო 24 საათში 1473 ადამიანი იმსხვერპლა. ეს ახალი ანტირეკორდია ქვეყანაში, რომელშიც პანდემიის შედეგად 614 941 ადამიანია ინფიცირებული. ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, აშშ-ის შემდეგ. მიუხედავად კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობისა, ბრაზილიის ულტრაკონსერვატორი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ Covid19-ს უბრალო გრიპს უწოდებს.  პანდემიის მიმდინარეობისას ბრაზილიაში გადადგა ჯანდაცვის ორი მინისტრი და ამ დრომდე ამ პოსტზე …

ბათუმში 262 პირის კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია – 4 ივნისის მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 262 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია. სამინისტროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 33 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 13 693 პირს. აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა …

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ნახევარ მილიონზე მეტია

ბრაზილიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 3 ივნისის მონაცემებით, ბრაზილიაში დადასტურებულია Covid-19-ის 555 383 შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 31 199 და განიკურნა 223 638 ადამიანი. ბრაზილია მეორე ადგილზეა ახალი კორონავირუსის გავრცელებით, აშშ-ის შემდეგ. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი გაიზარდა ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც. პერუში დადასტურებულია Covid-19-ის 170 039 შემთხვევა [გარდაიცვალა 4 634 …

თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ივნისის ჩათვლით თიბისი ეტაპობრივად დაუკავშირდება და შესთავაზებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობას ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის ბაზაში და იღებს საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას. ასევე, საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ბანკის მიერ არიან იდენტიფიცირებული …

როდის შეძლებთ ქორწილის გადახდას და რა შემთხვევაში დააჯარიმებენ სიძე-პატარძალს

როდის იქნება შესაძლებელი ქორწილის გადახდა, ისევ უცნობია. 8 ივნისიდან  დახურული კაფე-რესტორნების ნაწილი იხსნება, თუმცა ეს არ ეხება საქორწინო და სარიტუალო დარბაზებს. 15 ივლისამდე ძალაში რჩება მთავრობის განკარგულების ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, მაგალითად, ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.“ „თუკი შესაძლებელია რესტორნებში 10-ზე …

უსინათლო ქალი ბათუმში: კომპენსაცია არ მომცეს

ბათუმში მცხოვრებმა მარტოხელა პენსიონერმა ქალმა, რომელსაც უსინათლობის გამო პირველი ჯგუფის ინვალიდობის სტატუსიც აქვს, მთავრობის მიერ მისთვის გამოყოფილი ერთი თვის კომპენსაცია ვერ მიიღო. საუბარია 100-ლარიან კომპენსაციაზე, რომელიც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღონ. უსინათლო და მარტოხელა ქალმა, რომელიც „ბათუმელებს“ დაუკავშირდა, გვითხრა, რომ არ უნდა საჯაროდ გამოჩენა, რადგან შესაძლოა მის ნათესავებს ამან …

8 ივნისიდან სამგზავრო მატარებლების მოძრაობა არ აღდგება

საქართველოს მთავრობის 2 ივნისის დადგენილებით, საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა 8 ივნისიდან არ აღდგება. მანამდე, 27 მაისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 8 ივნისს საქართველოში აღდგებოდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. მთავრობის 2 ივნისის დადგენილების მიხედვით კი: „ჩერდება: სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ …

იტალიამ ტურისტებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, საზღვრები გაუხსნა

დღეიდან, 3 ივნისიდან, იტალიამ ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან ტურისტებს საზღვარი გაუხსნა. ნაწილობრივ აღდგა საერთაშორისო ფრენებიც. იტალიაში ჩასულ ტურისტებს არ მოუწევთ კარანტინის გავლა. დღესვე იტალიამ გახსნა საფრანგეთთან სამი თვის წინ ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარიც.  თუმცა მესაზღვრეები საზღვარზე გადამსვლელ ყველა ავტომობილს ამოწმებენ. ჯერჯერობით იტალიასთან სახმელეთო საზღვარს არ ხსნიან შვეიცარია და ავსტრია. ევრონიუსის ინფორმაციით, შვეიცარია საზღვრების გახსნას 15 ივნისიდან გეგმავს …

პაციენტებს Covid19-ით შეგვიძლია სახლშიც მოვუაროთ, ვემზადებით ამისთვის – იშხნელი

ვემზადებით კორონავირუსის მსუბუქი ფორმების ბინაზე მკურნალობისთვის – განაცხადა დღეს, 3 ივნისს, ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა კახა იშხნელმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ Covid19-ის მართვის პროტოკოლში გაჩნდება მსუბუქი ფორმების მკურნალობის შესახებ ჩანაწერი და ამისთვის ემზადებიან. კახა იშხნელის თქმით, საქართველოში უკვე დაგროვდა შესაბამისი გამოცდილება და კორონავირუსის მსუბუქი ფორმების მართვაში ძირითადად პირველადი ჯანდაცვის სექტორი იქნება …

ბათუმში 156 პირის კვლევის შედეგი კორონავირუსზე უარყოფითია – ახალი მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 156 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია. სამინისტროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 32 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 13 431 პირს. აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღემდე რეგიონში …

200-ლარიან კომპენსაციაზე 91 810 დასაქმებულის განაცხადი დაკმაყოფილდა – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამსახურმა ამ დროისთვის 22 851 დამსაქმებლის მიერ წარდგენილი 91 810 განაცხადი დააკმაყოფილა. შესაბამისად, აპრილის თვისთვის კომპენსაციის სახით ჯამში 18 362 000 ლარი გაიცემა. „კომპენსაციის მიღების მიზნით შესაბამისი მონაცემები გადაეგზავნა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“, – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან. კანონით, კომპენსაცია მოქალაქეებმა 11 ივნისამდე უნდა მიიღონ. თანხა მათ პირად ანგარიშებზე …

გამოცდებისთვის 1 მილიონი ლარით სადეზინფექციო და დამცავ საშუალებებს შეიძენენ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე. გამოცდები და ტესტირება ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება 24 საგამოცდო ცენტრში. ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა …

თურქეთში სამკურნალოდ წასასვლელად საჭიროა ვიზა – საელჩო

თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეები თურქეთში გამგზავრებას ვიზის აღების შემთხვევაში შეძლებენ – ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საქართველოს საელჩო თურქეთში. „თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩამოსვლის მსურველმა საქართველოს მოქალაქემ, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -USHAŞ-ს მიერ გაცემული ნებართვის შემდეგ, უნდა მიმართოს თბილისში ან ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის საკონსულო სამსახურს მიზნობრივი ვიზის მისაღებად,“ – ვკითხულობთ საელჩოს მიერ …

Exit mobile version