სახელმწიფო ბათუმში 1 ჰექტარ მიწას 780 ათას ლარად უპირობოდ ყიდის – აუქციონი 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ბათუმში 9 840 კვ.მ მიწის ნაკვეთს აუქციონზე 780 ათას ლარად უპირობოდ ყიდის. სააგენტო მიუთითებს, რომ ნაკვეთის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილი, სასტუმრო კომპლექსია. თუმცა, სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის წერილით ირკვევა, რომ „ამ ნაკვეთის განვითარება ისე უნდა დაიგეგმოს, რომ არ მოხდეს მაღალი ინტენსივობით შეჭრა არსებულ გარემოში“. გასაყიდი ნაკვეთი შემოერთებულ ტერიტორიაზე [ახალისოფელი], ავგიას ქუჩა N …

საოჯახო მედიცინის ცენტრის ნაცვლად 8-სართულიანი კომპლექსი – პროექტი ბარათაშვილზე

ბათუმში, ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩების გადაკვეთაზე, პირველი საჯარო სკოლის უკანა მხარეს არსებული შენობები, ასევე ბარათაშვილის ქუჩაზე არსებული ორსართულიანი ისტორიული სახლი, სადაც ახლა საოჯახო მედიცინის ცენტრია, შესაძლოა ახალ სამშენებლო პროექტს შეეწიროს. ინვესტორი მთლიანობაში 1 972 კვადრატული მეტრი ტერიტორიის ათვისებას გეგმავს გორგასლის #45-დან ბარათაშვილის #30-ის ჩათვლით. ამ ადგილზე ახალი სახლის მშენებლობის უფლებას შპს „სახლი ბარათაშვილზე“ ითხოვს. ტერიტორია, …

გადათხრილი სკვერი და შეჩერებული სამუშაოები

ბათუმში, ბაგრატიონის, გურამიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მდებარე სკვერთან, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა, მოსახლეობის თქმით, სამუშაოები  შეჩერებულია, ტერიტორია კი გადათხრილია. „ბათუმელები“ სექტემბრის დასაწყისში წერდა, რომ აქ მრავალწლოვანი ნარგავები ამოთხარეს და შემცირდა სკვერის ტერიტორიაც, გურამიშვილის ქუჩის მხრიდან. ადგილზე დასაქმებულები მაშინ ამბობდნენ, რომ მათ აქვთ პროექტი მერიისგან, რომლის მიხედვითაც ტროტუარი უნდა გაფართოებულიყო, ამოთხრილ ხეებს კი, სკვერის …

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე და აჭარის სოფლებში ხვალ დენი გაითიშება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ხვალ, 12 ნოემბერს, ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე და აჭარის მუნიციპალიტეტების სოფლებში ელექტროენერგია რამდენიმე საათით გაითიშება. კერძოდ, ბათუმში დენი 11-დან 17 საათამდე გაითიშება შემდეგ ქუჩებზე: [crosslist] პუშკინის ქუჩაზე სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გრიბოედოვის ქუჩაზე ოძელაშვილისა და მის მიმდებარე ქუჩებზე [რამდენიმე კვეთაში][/crosslist] ასევე, 10-დან 13 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება დაბა ხელვაჩაურის ნაწილს; დაბა შუახევში 11-დან 18 საათამდე …

ბათუმში “აპოლოსთან” მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს

ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს. პოლიცია მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავება. საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო. დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმის „აპოლოში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება იმართება. კინოთეატრში შემსვლელებს აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა და კვერცხები ესროლეს. ამ წუთებში [23:00] ფილმის ჩვენების პარალელურად მიმდინარეობს აქცია. …

„დინამო“ ბათუმის სპონსორმა გუნდის მიტოვება გადაიფიქრა

საფეხბურთო  კლუბ “დინამო“ ბათუმის სპონსორი არჩილ ბერიძე ამბობს, რომ გუნდის მიტოვება გადაიფიქრა. წასვლის შესახებ განცხადება მან დღეს, 1-ელ ნოემბერს, საღამოს 5 საათზე, მას შემდეგ გააკეთა, რაც „დინამო” ბათუმი საჩხერის “ჩიხურასთან” დამარცხდა. გულშემატკივართა აზრით, მათი ფავორიტი გუნდის მარცხის მიზეზი მსაჯის შეცდომებია – მათ მიაჩნიათ, რომ მსაჯმა „დინამოს“ სასარგებლოდ „პენალტი“ არ დანიშნა და, ზოგადად, “ცუდად იმსაჯა”. “ბათუმელები” …

“ბათუმის დინამოს” მფლობელი გუნდზე სავარაუდოდ უარს ამბობს

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და დინამო ბათუმს,” –  ამ განცხადებას საფეხბურთო  კლუბ “დინამო ბათუმის” მფლობელი არჩილ ბერიძე აკეთებს. ბერიძის განცხადება “დინამო  ბათუმის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. დამატებითი განმარტებებისგან არჩილ ბერიძე ამ ეტაპზე თავს იკავებს. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, ბერიძემ ეს გადაწყვეტილება დღეს გამართული საფეხბურთო მატჩის შემდეგ მიიღო. „ბათუმის …

ბათუმში სამი სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ – რას პასუხობს მერია მათ 

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები ამ მარშრუტზე #29 მიკროავტობუსების მოძრაობას აპროტესტებენ. ამჟამად ამ მარშრუტზე მოძრავი 31-ე, 24-ე და 21-ე სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები არიან გაფიცულები. მძღოლების თქმით, 29 ნომრით მოძრავი მიკროავტობუსი მათ მგზავრებს აკლებს. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მძღოლებს უფლება არ აქვთ, რომელიმე მიკროავტობუსის მოძრაობის აკრძალვა მოითხოვონ ამ …

რატომ დაიტბორა ბათუმი – ზოგიერთი სანიაღვრე არხის შესართავი ხრეშითაა ამოვსებული [ფოტო]

29-30 ოქტომბრის წვიმის გამო, „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, „ღამის განმავლობაში შენობების სარდაფებისა და პირველ სართულზე მდებარე კომერციული ობიექტების დატბორვის შესახებ „ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე 14 შეტყობინება შევიდა. პრობლემები ძირითადად იმ ქუჩებზე შეიქმნა, სადაც ამჟამად სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს“. ბათუმში ორი მთავარი სანიაღვრე არხია [„ჯავახიშვილის“ და „ლერმონტოვის“], რომლებიც ჭაობის დასახლების, ასევე, ჭავჭავაძე-ლერმონტოვი-გრიბოედოვის ქუჩებისა და მიმდებარე ტერიტორიებიდან წვიმის წყალს …

92 წლის დამსახურებული პედაგოგი: 4 წელია სოციალური დახმარების გარეშე ვცხოვრობ

92 წლის ტატიანა ჩიჩუას სოციალური მომსახურების სააგენტომ შემწეობა მოუხსნა. მარტოხელა მოხუცი ძველ ბათუმში ცხოვრობს, სხვის სახლში – ოთახის მესაკუთრე მას ქირას არ ახდევინებს. ჰყავს დისშვილი, რომელიც თბილისში ცხოვრობს. „მეცხრე სკოლაში ვმუშაობდი. ჩემი საყვარელი მოსწავლეები იყვნენ რეჟისორი ზაზა ხალვაში, ლევან ბერძენიშვილი – გენიოსი ბიჭია. რენე თანდილავა – ქირურგია. დამსახურებული პედაგოგი ვიყავი. ბევრი ცნობილი ადამიანი იყო ჩემი …

მთავარ სცენას და ნაძვის ხეს ევროპის მოედანზე აღარ დადგამენ – საახალწლო სამზადისი ბათუმში

ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის საჭირო სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით, ბათუმის კულტურის ცენტრი ბაზარს იკვლევს. სავარაუდო ფასის დადგენის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი მომსახურების შესყიდვაზე. კულტურის ცენტრის განაცხადში აღნიშნულია, რომ მთავარი სცენა საახალწლოდ არა ევროპის მოედანზე, არამედ ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ მოეწყობა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მთავარი ნაძვის ხეც არა ევროპის მოედანზე, არამედ ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში, შადრევნებთან [შესაძლოა შადრევანზეც კი] …

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები შავ ზღვაში სამ დღეს გაგრძელდება

დღეს, 25 ოქტომბერს, ბათუმის პორტში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ორი ხომალდი – ITS VESUVIO (იტალია) და TCG AMASRA (თურქეთი) შემოვიდა. სამხედრო ეკიპაჟს ბათუმის პორტში დახვდა ქალაქის მერი ლაშა კომახიძე, თურქეთის გენერალური კონსული – მაქბულე ქოჩაკი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე. ერთობლივი მანევრირება, წყალქვეშა უსაფრთხოების ოპერაციები …

ბეტონის ფარდა – ბათუმი, რომელიც ყოველდღე იცვლება [ფოტო]

ეს ბათუმია.  ქალაქი, რომელიც ყოველდღე იცვლება. ქალაქი, სადაც შენდება ახალი შენობები, მაგრამ ენერგოკომპანიას არ აქვს რესურსი, ეს შენობები ქსელში ჩართოს. ეს არის ახალი ბათუმი, საპარკინგე ადგილის, ეზოებისა და საბავშვო მოედნების გარეშე.  

შეამოწმე, როგორ იცნობ ბათუმის ქუჩებს

არ აქვს მნიშვნელობა, ბევრს დადიხარ ფეხით, თუ მანქანით გადაადგილებას არჩევ, დიდი ხანია ბათუმში ცხოვრობ, თუ ზაფხულობით ისვენებ ხოლმე –  ვინც არ უნდა იყო, ეს ტესტი შენთვისაა და დაგეხმარება გაიხსენო ბათუმის ქუჩები, რომლებიც ფოტოებიდან აუცილებლად გეცნობა.

25 ოქტომბერს ღამით წყლის მიწოდება ბათუმში 33 ქუჩაზე შეწყდება – „ბათუმის წყლის“ გაფრთხილება

კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2019 წლის 25 ოქტომბერს, ღამის 00:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: ლუკა ასათიანის ქუჩა; ვაჟა-ფშაველას ქუჩა; 26 მაისის ქუჩა; მელიქიშვილის ქუჩა; ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა; მეტაქსას ქუჩა; სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა; ლერმონტოვის ქუჩა; ფერაძის ქუჩა; ჯავახიშვილის ქუჩა; გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა; მამია ვარშანიძის ქუჩა; შამილაძის …

5 ცნობილი ადამიანი ბათუმის ისტორიიდან

ბათუმის ისტორია არაერთი ცნობილი ადამიანის შესახებ ინახავს ინფორმაციას. ზოგიერთი მათგანი უშუალოდ ისტორიის მონაწილე იყო, ზოგიერთი კი – მოგზაური, რომელიც სულ რამდენიმე დღით ან კვირით იმყოფებოდა ბათუმში, თუმცა ამ ქალაქმა მათზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ამჯერად ხუთი ადამიანის შესახებ მოგიყვებით, რომელთა სახელები ძველ ბათუმს უკავშირდება. [gray_box]ნორვეგიელი მწერლის მოგზაურობა[/gray_box] 1899 წელს, დილას, ბათუმის რკინიგზის სადგურში, თბილისი-ბათუმის მატარებლიდან შლაპიანი …

რატომ გააპროტესტა ბათუმში ოპოზიციამ ნუცუბიძის ქუჩაზე ასფალტის დაგება

„წყალია გზაზე და ასფალტს ასხამენ. სპეციალურად აკეთებენ ამას, რომ ასფალტი მალე გაფუჭდეს და ხელახლა იყოს გასაკეთებელი,“ – აცხადებს „ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მიშა ბოლქვაძე. მან ბათუმში, ნუცუბიძის ქუჩაზე ასფალტის დაგების ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქში გამოაქვეყნა. მიშა ბოლქვაძის თქმით, ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარს აგებენ, წყლის მილი დაზიანებულია. წყლის მილის დაზიანებას ადასტურებენ ბათუმის მერიაშიც, თუმცა აქ გვითხრეს, რომ …

მერიის პროექტი ძველი ბათუმის ეზოების მოწყობაზე ამ დრომდე ვერ შედგა 

ბათუმის მერია 2019 წელს ძველ ბათუმში 9 ეზოს კეთილმოწყობას გეგმავდა, რისთვისაც 87 200 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა მერიამ ამ დრომდე ვერ მოახერხა მომსახურების შესყიდვა. 9 ეზოზე გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, რის შემდეგაც მერიამ ეზოების რაოდენობა – სამამდე, თანხა კი 30 ათას ლარამდე შეამცირა. ამის მიუხედავად, უარყოფითი შედეგით დასრულდა მეორე ტენდერიც. მერია ეზოების კეთილმოწყობას ბათუმის …

შსს-ს მიწა ბათუმში სანაპიროსთან, რომელიც წლებია უსარგებლოდაა

ბათუმში, იუსტიციის სახლსა და ფიროსმანის ქუჩას შორის მდებარე ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში უკანონო ნაგავსაყარს წარმოადგენდა, ბოლო 6 წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაშია. 7023 კვ.მ მიწის ნაკვეთით, საჯარო რეესტრის მონაცემებით არაერთი კომპანიაა დაინტერესებული, თუმცა ნაკვეთის მესაკუთრე სახელმწიფოა.  „ბათუმელები“ დაინტერესდა, სარგებლობს თუ არა შსს ამ ნაკვეთს [რომელიც 2013 წელს გადასცეს სარგებლობაში], რისთვის ან რას გეგმავს აქ სამომავლოდ. …

ახალი ბულვარის პლაჟისთვის ხრეშს ბათუმის კონცხიდან მილებით გადაქაჩავენ

ბათუმის კონცხის მიმდებარე პლაჟიდან ქვიშა-ხრეშის გადატანა ახალი ბულვარისკენ სპეციალური მილებით განხორციელდება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს. ბათუმის კონცხთან ნატანის ამოღება და ადლია-აეროპორტის მიმდებარედ ჩაყრა ბათუმის სანაპირო დაცვის პროექტითაა გათვალისწინებული. ხრეშის სპეციალური მოწყობილობით გადაქაჩვა, კონცხიდან ადლიისკენ, 2019 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან უნდა დაიწყოს. ამ გზით პლაჟი უნდა გაფართოვდეს და შენარჩუნდეს იმ კედლის …

ბათუმში ფრანების ფესტივალი გადაიდო

წვიმის გამო ბათუმში „ფრანების ფესტივალი“ გადაიდო. ფესტივალი დღეს, 28 სექტემბერს უნდა გამართულიყო. ფესტივალის ორგანიზატორები ფეისბუქგვერდზე წერენ, რომ „ფესტივალი გადაიწევს მომდევნო დღეებში, ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ განახლებულ ინფორმაციას“. ფრანის ფესტივალი ცენტრალური პარკის პირდაპირ, ზღვის სანაპიროზე გაიმართება. ფესტივალზე სტუმრებს შეეძლებათ თავადაც გაუშვან თავიანთი ფრანები. ფესტივალი ტარდება ბათუმის მერიის მხარდაჭერით „შენი იდეა ბათუმს • Idea Batumi“ პროექტის ფარგლებში. ორგანიზატორები: ბათუმის სპორტული …

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს. „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ იახტკლუბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რომელიც მოიცავს: …

ჯავახიშვილის ქუჩაზე ბათუმის მერიამ 650-მეტრიანი არხი „აღმოაჩინა“

ქალაქის ბიუჯეტიდან 387 485 ლარის გაუთვალისწინებელი ხარჯი დასჭირდება იმ არხის რეაბილიტაციას, რომლის შესახებ ბათუმის მერიამ არაფერი იცოდა. ჯავახიშვილის ქუჩის მორიგი გადათხრისას მერიამ „აღმოაჩინა“, რომ მიწისქვეშ არის 650 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხი, რომელსაც, თურმე, გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდება. ეს ქუჩა ერთხელ უკვე გადაითხარა, როცა აქ ახალი საკანალიზაციო ქსელი მოეწყო [სამუშაოები დასრულდა 2018 წელს], მორიგი სამუშაოები კი ახლა მიმდინარეობს, …

მაიაკოვსკის ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა აღდგა

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ავტომანქანების მოძრაობა აღდგა. ქუჩა თითქმის შვიდი თვის განმავლობაში გადაკეტილი იყო, რის გამოც ავტომანქანები შემოვლითი გზებით გადაადგილდებოდნენ. ქუჩის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა დარჩენილია ტროტუარის ნაწილის რეაბილიტაცია, რომელიც მერიის კეთილმწყობის სამსახურის ინფორმაციით, სექტემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ქუჩის რეაბილიტაციაზე მერიის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 704 ათასი ლარი დაიხარჯა. განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მაიაკოვსკის ქუჩა ეტაპობრივად 2019 წლის მარტიდან …

ავტომობილის მოპარვის მცდელობის ფაქტზე ბათუმში ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ძ. და 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ძ.-მ ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მოიპარა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა იგი ბათუმი-სუფსის საავტომობილო გზის …

იტალიელი და აზერბაიჯანელი მწერლები ზემო აჭარაში ლიტერატურულ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას

19-22 სექტემბერს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში  ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ იტალიელი, აზერბაიჯანელი და ქართველი მწერლები, გამომცემლები და კარიკატურისტები. იტალიელი მწერალი დომენიკო პოლიტო, მხატვარი ალესანდრო ალეგრა, აფაგ მესუდა გამომცემელი და მწერალი აზერბაიჯანიდან, მწერალი და მთარგმნელი იმირ მამედლი, ასევე აზერბაიჯანიდან და კარიკატურისტი – კემო საქართველოდან. ასეთია წელს ფესტივალში მონაწილეთა შემადგენლობა. საფესტივალო დღეებში ჩატარდება საჯარო …

ზღვაზე ძებნა-გადარჩენა – ბათუმში მასშტაბური წვრთნები იგეგმება

13 სექტემბერს შავ ზღვაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩატარდება. წვრთნების მიზანი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნავთობის მე-2 დონის დაღვრისას ბრძოლისათვის მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობის შემოწმებაა, ასევე, იმის შემოწმება, თუ რამდენად კოორდინირებულად იმოქმედებენ შესაბამისი ორგანოები ზღვაზე ადამიანის ძებნა-გადარჩენის ოპერაციისას. წვრთნებს კოორდინაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი გაუწევს. წვრთნები ორ ადგილას …

ავარია აეროპორტის გზატკეცილზე – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად დაშავებული BAU-ში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 36 წლის კაცი და მას სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნება.    

BIAFF 2019 – კინოფესტივალის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროგრამა

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 15-22 სექტემბერს ჩატარდება. 2006 წელს დაარსებული კინოფესტივალი წელს მეთოთხმეტედ იმართება და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ქალაქ ბათუმის მერია. უკვე ცნობილია BIAFF 2019-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი 10 ფილმი, ესენია: [checklist] “ ბიუზჰალტერი”, ვეიტ ჰელმერი, გერმანია / აზერბაიჯანი, 2018 წელი, 90 წთ. “გულგრილად ლამაზი”, კივანჩ …

მოხალისეები ბათუმიდან, რომლებიც გარემოს ასუფთავებენ

Trash Hero –არის საერთაშორისო მოხალისეობრივი პროექტი, ერთგვარი ეკოლოგიური მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც ადამიანები აგროვებენ ნაგავს ქალაქის შემოგარენში, რეკრეაციულ ზონებსა და სანაპიროებზე.  წელს ამ მოძრაობას მოხალისეები ბათუმიდანაც შეუერთდნენ. აპრილის შემდეგ მათ უკვე დასუფთავების 13 აქცია მოაწყვეს, რომლებშიც ჯამში 91 აქტივისტი იყო ჩართული, შედეგად კი 1206 კგ ნაგავი მოაგროვეს. Trash Hero Batumi-ის ერთ-ერთი ძირითადი წევრი, ანდრეი დიაჩენკო ამბობს, …

ტროტუარის გასაფართოებლად სკვერში ხეებს იღებენ

ბათუმში, ბაგრატიონის, გურამიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მდებარე სკვერში, მრავალწლოვან ნარგავებს თხრიან. მოსახლეობა ამბობს, რომ აქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მცირდება სკვერის ტერიტორიაც, გურამიშვილის ქუჩის მხრიდან. მათივე თქმით, ადგილზე დასაქმებულები ამბობენ, რომ მათ აქვთ პროექტი მერიისგან, რომლის მიხედვითაც ფართოვდება ტროტუარი, ამოთხრილ ხეებს კი, სკვერის სიღრმეში გადარგავენ. „ადგილზე მიმდინარეობს სამუშაოები, ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში. …

ბათუმში პარკირების წესების დარღვევის ფაქტები დღეს [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს, 19:00 საათის მდგომარეობით, ბათუმში 283 მძღოლი დაჯარიმდა პარკირების წესების დარღვევისთვის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – 250 ნიშანში დგომა – 20 ტროტუარზე დგომა – 3 დგომა-გაჩერების წესის დარღვევა – 5 იდგა ავტობუსის გაჩერებაზე – 5      

ანტისაოკუპაციო ფლი მარკეტი ბათუმში კვირას გაიმართება

კვირას, 1 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ანტისაოკუპაციო ფლი მარკეტი გაიმართება. “საქართველოში მოქმედი სტარტაპები თავიანთ პროდუქციას გაყიდიან და შემოსული თანხის 20%-ს ნებაყოფლობით ჩარიცხავენ აქციების ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე,” – ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ ტექსტში. ფლი მარკეტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუ გსურთ, თქვენც გაიტანოთ პროდუქცია გასაყიდად, საჭიაროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, სადაც აღწერთ თუ რა ტიპის პროდუქციას გაიტანთ და ასევე …

ბათუმში 55 ქუჩას ღამით წყლის მიწოდება შეუწყდება

„ბათუმის წყალის“ განცხადებით, სარემონტო სამუშაოების გამო, 24 აგვისტოს ღამის 12:00 საათიდან 25 აგვისტოს დილის 8:00 საათმდე წყალმომარაგება შეუწყდება ქვემოთ ჩამოთვლილ ქუჩებს: მაქაცარიას ქუჩას, ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩას, ბაქოს ქუჩა (იმედაშვილის ქუჩიდან შავშეთის ქუჩამდე), კანდელაკის ქუჩა, მერკვილაძის ქუჩა, შავშეთის ქუჩა (ბაქოს ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე), ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩა, ფადიმე გოგიტიძის ქუჩა, ქართველ იუნკერთა ქუჩა, სესილია თაყაიშვილის ქუჩა, შალვა …

23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

23  და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა  „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება. მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 23-25/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena– ბათუმი- Black Sea Arena–  თბილისი   #884/883 გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი …

შაბათ-კვირის აფიშა

შაბათ-კვირა ბათუმში მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით არის დატვირთული. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე ფესტივალი გაიმართება. ნახეთ აფიშა: 17-18 აგვისტო – შავი ზღვის ღვინის ფესტივალი „შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი“ 17 დან 18 აგვისტოს ბათუმის ძველ ბულვარში ყოველდღე 12 საათზე დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება: ასამდე ღვინის მარანი, (უფასო დეგუსტაცია), ეთნოკულინარიული გამოფენა – ქართული …

Exit mobile version