ბათუმში ტროტუარზე პარკინგს აწყობენ, მერიაში ამის შესახებ არ იციან

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის #42-ში, ზუსტად #14 საბავშვო ბაღის წინ, ბაღის შესასვლელ ჭიშკართან, ტროტუარზე პარკინგს აწყობენ. ამოთხრილი და დაზიანებულია ტროტუარის ფილაქანი, რომელიც გასულ წელს დააგეს. ბაღის გვერდით მრავალსართულინი შენობის ფასადის მოპირკეთების სამუშაოებს ასრულებს შპს „ნიკალა“. სხვა სახის სამშენებლო სამუშაოები ქუჩის ამ მონაკვეთში არ ტარდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პარკინგის ადგილისთვის ტროტუარის ათვისებას  სწორედ ეს კომპანია ცდილობს, თუმცა კომპანიის …

ხვალიდან ბათუმი და ქუთაისი გაიხსნება, თბილისი და რუსთავი – ჯერჯერობით არა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში, თუმცა გახარია აღნიშნავს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლოა ეს ქალაქებიც გაიხსნას: „მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მივიღეთ იძულებითი ღონისძიება ჩაგვეკეტა მსხვილი ქალაქები. ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი ყველა შეზღუდვა გადაადგილებაზე მოიხსნება. დარჩება …

აჭარაში გამოკვლეული 382 პირიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარიდან 382 პირს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა. მათგანც არცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, 2 მაისს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ მიაწოდა. „ჯერჯერობით სიტუაცია გვაქვს სტაბილური და ვიმედოვნებთ ახალი შემთხვევები გვექნება მინიმალური და ერთეული შემთხვევები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ გვაქვს კარგი სიტუაცია, ვინაიდან ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შემდგომი …

ბათუმის 3 ქუჩაზე და ქობულეთის 5-ზე მეტ სოფელში შუქი გაითიშება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 29 აპრილს, ბათუმში 12:20 საათიდან 18:00 საათამდე ტბელ აბუსერიძის, ფიროსმანის, გუდიაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. კომპანიის ინფორმაციით, შუქის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსაც. 16:00-იდან 19:00 საათამდე მონაკვეთში, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სოფლებს:  ბუკნარი, ოჩხამური, წყავროკა, მუხაესტატესა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქის გათიშვა მიმდინარე …

ბათუმში ხანძრის შედეგად 4 ოჯახის საცხოვრებელი დაიწვა

21 აპრილს, დაახლოებით დილის ორ საათზე, ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 300 კვ.მეტრზე იყო მოდებული ბარაკული ტიპის ერთსართულიან სახლში. ხანძრის შედეგად  4 ოჯახის საცხოვრებელი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის ადგილას 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებული ოჯახები ბათუმის მერიამ დააბინავა.

რა ეტაპზეა საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმში

ბათუმში საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეუფერხებლად გრძელდება. პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში ახალი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს ანგისის დასახლებაში. 2020 წლის ბილომდე კი ახალი ქსელის მოწყობა უნდა დასრულდეს ჯავახიშვილის ქუჩასა და მდინარე მეჯინისწყალს შორის არსებულ ტერიტორიაზე. ბონი-გოროდოკის, ბარცხანისა და თამარის დასახლებების შიდა ქსელები უკვე დაერთებულია ახალ ცენტრალურ სისტემაზე, ანუ, ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე. …

სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე – ბათუმში ყველა ტაძარი დაკეტილია

18 აპრილის საღამოს ბათუმში ყველა ტაძარი დაკეტილია. ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის გადაწყვეტილებით  სააღდგომო ლიტურგია ეპარქიის  ტაძრებში არ ჩატარდა. მსახურება მხოლოდ ერთ, სამების დედათა მონასტერში ჩატარდა. სასულიერო პირები სამების მონასტერში მრევლის გარეშე წირავდნენ. სააღდგომო ღვთისმსახურება   19 აპრილს, დილის 7 საათზე დაიწყება ეპარქიაში შემავალ ტაძრებში. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის განცხადებით მრევლიც და სასულიერო პირებიც …

ბათუმი მანქანების გარეშე [ფოტო]

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა. აკრძალვა ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ  21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს. საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, ავტომანქანებისგან დაცარიელდა ბათუმიც. ქუჩებში ხალხი ძირითადად ველოსიპედით და ფეხით გადაადგილდება.

ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 6 აპრილს, ბათუმში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით დაინფიცირებული პირები კარანტინში იმყოფებოდნენ, ორს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ერთი კი ლონდონში იმყოფებოდა. ინფიცირებული პირები ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ იმკურნალებენ. „სამივეს მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი. სამივე არის 45 წლამდე ასაკის. აქედან, ორი პირი იყო საკარანტინო სივრცეში, მეორე კი კლინიკაში აეროპორტიდან გადაიყვანეს. …

დაესწრებიან თუ არა სააღდგომო წირვას რიჟვაძე და გაბაიძე

„აპირებთ თუ არა სააღგომო ლიტურგიაზე დასწრებას?” – ჰკითხა დღეს „ბათუმელებმა“ აჭარის  მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს. „ვინაიდან ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდვები, სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, წელს ჩვენ ვერ მოვახერხებთ წასვლას,“ – თქვა კითხვის პასუხად თორნიკე რიჟვაძემ. „მეც ასევე,“ – თქვა დავით გაბაიძემ. დღეს, 3 აპრილს, თორნიკე რიჟვაძემ და დავით გაბაიძემ „ქართული …

კომენდანტის საათი – ბათუმი

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე  21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს. დროის ამ მონაკვეთში გადაადგილება აკრძალულია როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით. ნახეთ, როგორ გამოიყურება ბათუმი კომენდანტის საათის დროს. 9 საათის შემდეგ მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, რომლებითაც სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების უფლება (მაგალითად, პოლიციელები, ექიმები და სხვა …

10 წლის ბავშვი, რომელსაც covid-19 დაუდასტურდა, კარანტინში იყო

ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით ინფიცირებული ათი წლის ბავშვია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ბავშვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა კარანტინის პერიოდში. “გვაქვს ათი წლის ბავშვის შემთხვევა,  რომლის მოგზაურობის ისტორია  უკავშირდება ევროპას, კონკრეტულად – საფრანგეთს. ის იმყოფებოდა საკარანტინო ზონაში, ბებიასთან ერთად. მიღებული გადაწყვეტილებით, ვითვალისწინებთ რა ოჯახის თხოვნას, გადაყვანასთან დაკავშირებით, …

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დღეს, 27 მარტს, ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ინფიცირებულ ადამიანს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის საქართველოში შემოსვლამდე 7 დღე იმყოფებოდა ესპანეთსა და გერმანიაში და კარანტინში იყო. როგორც მინისტრი ამბობს, როცა პაციენტს დაუფიქსირდა ტემპერატურა 37.4c გრადუსი, ის მაშინვე იქნა გადაყვანილი კარანტინიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. ბოლო 24 საათის განმავლობაში საკარანტინო …

პუშკინის ქუჩა ხანძრის შემდეგ [ფოტორეპორტაჟი]

25 მარტს, დილის ხუთ საათზე, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 მაღაზია დაიწვა, სამი კი დაზიანდა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ადგილზე მეხანძრეების 4 ჯგუფი მუშაობდა. დაიწვა ლაქ-საღებავების და სარემონტო მასალების მაღაზიები. მეპატრონეების თქმით,  სულ მცირე თითოეულ მათგანს 15 ათასი ლარის ზიანი მიადგა, ზოგ მაღაზიას კი 30 ათასზე  მეტი ლარის. არც ერთი მაღაზია დაზღვეული …

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, 6 მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს 25 მარტს, გამთენიისას, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე,6 სავაჭრო ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი დილით, 05:00 საათზე გაჩნდა. ადგილზე მეხანძრეების 4 ჯგუფი მუშაობდა. „ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა,“ – ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.] ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. ზარალი დათვლილი არ არის. ______ ფოტო შემთხვევის ადგილიდან

ბათუმში წამლის ურეცეპტოდ განმეორებით გაყიდვის გამო აფთიაქი დაჯარიმდება

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 5 მარტს ბათუმში, ერთ-ერთ აფთიაქში, დააფიქსირა მეორე ჯგუფსმიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევის განმეორებითი ფაქტი. მეორე ჯგუფს განეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და რომელიც გაიცემა რეცეპტით. ამით დაირღვა ,,წამლისა და …

ბათუმში კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა – ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული სამი პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგები კორონავირსუზე უარყოფითია. ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ახლახან [18:31] გახდა ცნობილი. სამი პირი, რომლებსაც იტალიაში მოგაზურობის ისტორია აქვთ, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ მოათავსეს. ერთი პირი სარფის საბაჟოდან შემოვიდა, ორი კი თვითიზოლაციაში იყო, ანუ უფრო ადრე დაბრუნდნენ …

ესპანელი წყვილი, რომელმაც ბათუმში ცხოვრება გადაწყვიტა: „მგონი, ადრეც აქ ვცხოვრობდით“

„ძალიან მშვიდია ეს ქალაქი, თუ არ ჩავთვლით ქაოსურ საგზაო მოძრაობას…“ – ასე დაიწყო ესპანელმა წყვილმა იმის ახსნა, თუ რატომ გააკეთეს არჩევანი ბათუმზე. მათ აბაშიძის გამზირზე, ერთ-ერთ კაფეში შევხვდით. ხუან პონსი და მარგარიტა ნუევო აქამდე ესპანეთში ცხოვრობდნენ, კუნძულ მენორკაზე. წყვილმა ბათუმში ბინა შეიძინა და გასული წლის აპრილიდან აქ დასახლდა საცხოვრებლად. წყვილმა ემოციურად განაგრძო იმის ჩამოთვლა, თუ …

კვადრატული მიწა 221 ლარად ბათუმში – მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ჯამში 2 285 კვ.მ ფართობის სამ მიწის ნაკვეთს აუქციონზე ყიდის. ნაკვეთები გვერდიგვერდ, ბათუმში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე [ტაბიძის N2ა-ში და ტაბიძის N16-ში] მდებარეობს და ამ ქონებაზე მომავალმა მესაკუთრემ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ნაკვეთების საწყისი გასაყიდი ფასი 505 ათასი ლარია, ვაჭრობის ბიჯი 15 ათასი ლარი. ქონების შემძენი საბოლოო საპრივატიზებო საფასურს …

რამდენად არის მზად ბათუმის ინფექციური და როდის მივმართოთ მას – კორონას პრევენცია

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 27 თებერვალს, დაფიქსირდა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. თბილისის გარდა ინფექციური საავადმყოფოები ბოქსირებული განყოფილებებით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც არის. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 2 ბოქსირებული და 1 ნახევრადბოქსირებული განყოფილებაა. თითოეულ ასეთ განყოფილებაში თავსდება ერთი პაციენტი. ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერი, ექიმი ინფექციონისტი დავით მურვანიძე განმარტავს, რომ “ეს არის განყოფილება …

სასწრაფოდ იყიდება ბინა ბათუმში, ცენტრალურ პარკთან

ბათუმში, ცენტრალურ პარკთან, ძელ აშენებულ 5-სართულიანი კორპუსის, მე-5 სართულზე სასწრაფოდ იყიდება 108,45 კვ/მ ფართობის კუთხის ბინა, ტბის ხედით. ბინაში ძველი რემონტია, შესაძლებელია ორად გაყოფა და აქვს დაშენების პერსპექტივა. ფასი: 69 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. დაგვიკავშირდით : 555 72 99 69 ან 597 09 55 09  

ბათუმის მერია: ხეების დაფერთხვის სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში დეკორატიულ და ბუჩქოვან ხე-მცენარეებს თოვლისგან ათავისუფლებენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქუჩებში თოვლისგან იწმინდება გზის საფარიც, ასევე, ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი გამტარუნარიანია. ბათუმში დღეს, 8 თებერვალს, პირველი თოვლი მოვიდა.    

რატომ იცვლება ლერმონტოვის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი

ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, „სამშენებლო სამუშაოების დაწყების წინ, ირგვლივ არსებული საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა უკმაყოფილება ასაშენებელი ბაღის ადგილმდებარეობის გამო“, ამიტომ კორექტირება უნდა შევიდეს პროექტში. ბაღის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ვექტორთან“ ხელშეკრულება 1 912 504 ლარზეა გაფორმებული, საიდანაც კომპანიას უკვე გადაუხადეს 527 …

მეთევზეების სეზონი შავ ზღვაში [ფოტო]

წლის მანძილზე ათი თვე ზღვაში არიან. თუმცა არც ერთი მათგანი არასდროს ყოფილა შორეულ ნაოსნობაში. „ჩვენ მებადურები ვართ, მებადური მეზღვაურები“, – ამბობენ ისინი, თევზსაჭერ სეინერ „ბეშუმის“ ეკიპაჟის წევრები. სეინერი „ბეშუმი“ მისმა მეპატრონემ ბათუმში ააგო და ზღვაში 5 წლის წინ ჩაუშვა. ეკიპაჟი ექვსი წევრისაგან შედგება, კაპიტანი და ხუთი მებადური. სეინერი ზღვაში მხოლოდ კარგ ამინდში გადის. ყველა გასვლას …

რუსთაველის ქუჩის ბოლოში სატრანსპორტო მოძრაობა 45 დღით შეიზღუდება

ბათუმში  წყალარინების სისტემების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ამ კვირის ბოლოდან 45 დღის განმავლობაში, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე, ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით. მიმდინარე სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა უკვე შეზღუდულია პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გორგილაძისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, ფიროსმანის ქუჩაზე, ხახუტაიშვილისა და გენერალ აბაშიძის ქუჩების მიმართულებით, ასევე, …

ბონში შუქი გაითიშა – „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განმარტება

ბათუმში, ბონის დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდება. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ შუქის მიწოდება დაახლოებით ერთ საათში აღდგება. კომპანიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა და ამ დროისთვის უცნობია, ავარიის ზუსტი მიზეზი. ადგილზე რამდენიმე ბრიგადა მუშაობს. დენის გარეშე ბონის ბაზრის მიმდებარე დასახლებაა დარჩენილი.

ავარია მელიქიშვილზე – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, მელიქიშვილისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად დაშავებული ერთი პირი კლინიკა „ბრაზერსში“ გადაიყვანეს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში გვითხრეს, რომ დაშავებულს გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნებოდა.  

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა

ბათუმში, პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში დღეს, 14 იანვარს, ლიფტი ჩავარდა. ლიფტში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, ამბულატორიული მომსახურება მხოლოდ ლიფტში მყოფ დედა-შვილს დასჭირდა. მათ გარეგნული დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ისინი კლინიკაში რჩებიან. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლიფტი მე-13 სართულიდან ეშვებოდა ქვემოთ და მე-11 სართულიდან ჩავარდა. ამ კორპუსის …

„ოცნების ქალაქში“ სახლი იწვის

ბათუმში, „ოცნების ქალაქში“, სახლი იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ჯგუფი მუშაობს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„არ არის სიმაღლის შეზღუდვა“ – ბათუმი Forbes-ის საინვესტიციო ქალაქების სიაში

ბათუმი Forbes-ის 2020 წლის საუკეთესო საინვესტიციო ქალაქების სიაში მოხვდა. სიაში კიდევ ევროპის ხუთი ქალაქია. ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად, რის გამოც გამოცემის შეფასებით, ბათუმს ინვესტორები ირჩევენ, ესაა მშენებლობების შეუზღუდავი სიმაღლე. „ამ დროისთვის ახალ შენობებზე არ არის დაწესებული სიმაღლის შეზღუდვები, ამიტომ დეველოპერები და მყიდველები მაქსიმალურად იყენებენ შესაძლებლობას,“ – აღნიშნულია სტატიაში. გამოცემა ასევე წერს, რომ ბათუმი შავი ზღვის პოპულარული …

“დღეს სირცხვილია სახლში ჯდომა” – მდუმარე აქცია ევროპის მოედანზე

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პლაკატებით და დუმილით გააპროტესტეს 15 წლის მოზარდის დაღუპვა. “დღეს სირცხვილია სახლში ჯდომა, როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში,” – ამბობენ აქციის მონაწილეები. 15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა. არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა  11 დეკემბერს სცადა, ის რამდენიმე დღე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდმა თვითმკვლელობა საგამოძიებო ორგანოს …

#ბოდიშილუკა – სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების აქცია ბათუმში

დღეს, 18 დეკემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  სტუდენტები, მოსწავლეები და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები აქციაზე შეიკრიბნენ. აქცია ერთდროულად იყო სოლიდარობის და საპროტესტო. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ დღეს ქუჩაში დადგნენ იმიტომ, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს და რომ “სისტემა უნდა დაინგრეს”. “ვის უნდა დაურეკო მაშინ, როცა პოლიცია გკლავს?”, “გუშინ შენი შვილიც მოკლეს”, “მშიშარაა, ვინც ფიქრობს რომ ცხოვრება მშვენიერია”, “სისტემა …

საქართველოს უნივერსიტეტი ბათუმის რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკას გახსნის

საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს 6 რეგიონში ბიბლიოთეკებს გახსნის.  ეს არის კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო-სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონულ ოფისებში,  სამკითხველო სივრცეები მოეწყობა. უნივერსიტეტის ერთი-ერთი რეგიონული ოფისი, სადაც ბიბლიოთეკის გახსნა იგეგმება ბათუმში მდებარეობს.  სიახლის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ ისაუბრა.  გვიამბეთ უნივერსიტეტის ახალი წამოწყების შესახებ  საქართველოს უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს, იყოს პასუხისმგებლიანი კორპორაციული მოქალაქე, 2 …

ევროპის ყველაზე ბინძური ზღვა – BBC შავი ზღვის შესახებ

„ბოლო ათი წლის განმავლობაში შავი ზღვა იქცა სოფლის მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელად აღმოსავლეთ ევროპის მხრიდან და ბინძურდება ისეთი საშიში ნარჩენებით, რასაც მეცნიერები ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოდ მიიჩნევენ“, – ასე იწყებს ბრიტანული BBC რვაწუთნახევრიან ვიდეორეპორტაჟს, რომლის პირველივე კადრებზეც ბათუმის ნაგავსაყრელი ჩანს. შავი ზღვის ქვეყნებში მდგომარეობის საკუთარი თვალით სანახავად BBC-ის კორესპონდენტმა, იონა ფიშერმა იმოგზაურა. ,,ეს ბათუმის მთავარი …

სად გიმასპინძლებენ ღამით ბათუმში

გარდა გეოგრაფიული, პოლიტიკური, აგრარული და სხვა ტიპის მეცნიერული რუკებისა, ქალაქებს აქვს კიდე ერთი, ღამის გართობის რუკა. სადმე რომ მიდიხარ, გონებაში ხაზავ ამ რუკას. არჩევ ადგილებს, სადაც უნდა წახვიდე, ვის შეხვდე და ასე შემდეგ. ბათუმსაც აქვს ასეთი. ზაფხულის ბათუმში მარტივია თვალდახუჭული ამ გზებს გაჰყვე; მუსიკა ხმამაღალია, ყველაფერი განათებული, სითბოა და ბევრსაც დადიხარ, რათა აღმოაჩინო ზუსტად შენი …

გოგებაშვილის ქუჩაზე მრავალწლოვანი ხე დააბეტონეს

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, დღეს დილით მრავალწლოვანი ხის ძირში ბეტონის საფარი დააგეს. ფოტომასალა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ მოაწოდა. ჩვენ ქალაქის მერიას დაუკავშირდით, სადაც განაცხადეს, რომ სამუშაოებს სავარაუდოდ კერძო პირი ატარებს და გაარკვევენ აქვთ თუ არა შესაბამისი ნებართვა. ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა მონიტორინგის ჯგუფი. „კერძო კომპანიას არ ჰქონდა ნებართვა, შედგა ოქმი და ის 1000 …

Exit mobile version