მთავარი,სიახლეები

BIAFF 2019 – კინოფესტივალის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროგრამა

09.09.2019
BIAFF 2019 – კინოფესტივალის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროგრამა

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 15-22 სექტემბერს ჩატარდება. 2006 წელს დაარსებული კინოფესტივალი წელს მეთოთხმეტედ იმართება და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ქალაქ ბათუმის მერია.

უკვე ცნობილია BIAFF 2019-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი 10 ფილმი, ესენია:

[checklist]

  • ბიუზჰალტერი, ვეიტ ჰელმერი, გერმანია / აზერბაიჯანი, 2018 წელი, 90 წთ.
  • “გულგრილად ლამაზი”, კივანჩ სეზერი, თურქეთი, 2019, 94 წთ.
  • “და იქმნა ნათელი“, მარკო სკოპი, სლოვაკეთის რესპუბლიკა / ჩეხეთი, 2019; 93 წთ.
  • „დღის სასიამოვნო დასასრული“, იაცეკ ბორცუხი, პოლონეთი, 2019; 96 წთ.
  • “მბრძანებლის ხმა”, გეორგი პალფი, კანადა / უნგრეთი / საფრანგეთი / შვედეთი / აშშ; 2018; 108 წთ
  • “სატყუარა”, მარკ ჯენკინი, დიდი ბრიტანეთი, 2019; 89 წთ.
  • “სეზონის დასასრული”, ელმარ იმანოვი, გერმანია / აზერბაიჯანი / საქართველო, 92 წთ.
  • “სიზმრების ციხესიმაგრე”, რეზა მირკარიმი, ირანი, 2019 წელი, 86 წთ.
  • “სიცარიელე“, ალექსი სალმენპერა, ფინეთი, 2018; 97 წთ.
  • „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019; 108 წთ.

[/checklist]

საუკეთესო მხატვრულ ფილმებს კონკურსზე ოთხ ნომინაციაში გამოავლენენ: საუკეთესო ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი, საუკეთესო რეჟისურა და ქალისა და მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებელი.

BIAFF 2019 – ის საერთშორისო ჟიური 5 წევრისგან შედგება: ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი) – ჟიურის თავჯდომარე, ტატიანა დეტლოფსონი (აშშ), 3. მარტინ ბლეინი (დიდი ბრიტანეთი), კარმენ გრეი (დიდი ბრიტანეთი) და რუსუდან გლურჯიძე (საქართველო).

ფესტივალის კინოჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „აპოლოში“, სასტუმრო “Wyndham”-ის საკონფერენციო დარბაზსა და ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე.

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება (რაც დაჯავშნისა და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფოცენტრში.


გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: