მთავარი,სიახლეები

ანტისაოკუპაციო ფლი მარკეტი ბათუმში კვირას გაიმართება

31.08.2019
ანტისაოკუპაციო ფლი მარკეტი ბათუმში კვირას გაიმართება

კვირას, 1 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ანტისაოკუპაციო ფლი მარკეტი გაიმართება.

“საქართველოში მოქმედი სტარტაპები თავიანთ პროდუქციას გაყიდიან და შემოსული თანხის 20%-ს ნებაყოფლობით ჩარიცხავენ აქციების ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე,” – ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ ტექსტში.

ფლი მარკეტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუ გსურთ, თქვენც გაიტანოთ პროდუქცია გასაყიდად, საჭიაროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, სადაც აღწერთ თუ რა ტიპის პროდუქციას გაიტანთ და ასევე მიუთითებთ გჭირდებათ თუ არა რაიმე სპეციფიკური რეკვიზიტი აქციის ორგანიზატორებისგან.

ფლი მარკეტი ევროპის მოედანზე 18:00-დან დაიწყება.

ფლი მარკეტის ბათუმში გამართვა ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც რუსთაველი ფილმ “ფორსაჟის” გადაღებების გამო გადაკეტეს.

ორ თვეზე მეტია რაც თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ, ყოველ საღამოს მოქალაქეები იკრიბებიან და შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენების გამო. ქვეყნის ისტორიაში ეს არის ყველაზე ხანგრძლივი საპროტესტო აქცია.

*ფლი მარკეტი არის ერთგვარი ბაზრობა, სადაც მოქალაქეები ხელნაკეთი ნივთებით და სხვადასხვა წვრილმანებით ვაჭრობენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: