ბათუმში, ევროპის მოედანზე „მედეას“ ძეგლიდან ფილები ჩამოცვივდა

ბათუმში, ევროპის მოედანზე განთავსებული „მედეას“ ძეგლი დაზიანდა. პიედესტალზე, რაზეც მედეას ქანდაკებაა, მარმარილოს ფილები მოირყა და ძირს ჩამოცვივდა. ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ბათუმის მერიამ რკინის ღობით შემოსაზღვრა. როგორც „ბათუმელებს“ მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში უთხრეს, ფილების ჩამოცვენის მიზეზები დადგინდება და პიედესტალი თავიდან მოპირკეთდება. „15 წელია უკვე ეს ძეგლი დგას, მასალა გამომშრალია და შესაძლოა ამიტომ ჩამოცვივდა ფილები. ჩამოვიყვანეთ მერიის …

ბათუმში კორონავირუსის 175 შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ბათუმში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 492 პაციენტი, აქედან – 40 ბავშვი და 14 ორსული. დღეის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში მკურნალობს 998 ადამიანი, ხოლო ბინაზე – 600-მდე ადამიანი. კოვიდკლინიკებიდან გაეწერა 17 გამოჯანმრთელებული, ხოლო საკარანტინო სივრცეებიდან – 38. ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ …

ბათუმში სახლს სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის N69-ში მდებარე შენობას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა. სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანების მიხედვით, შენობისთვის სტატუსის მოხსნის შესახებ განცხადებით მესაკუთრეებმა მიმართეს. ამავე ბრძანების მიხედვით, აღნიშნულ კუთხის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანებით. „ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი, …

ურეხიდან, კოხტა გორას ქუჩიდან, არჩილ ჩიქოვანს წერილი მისწერეს

ურეხში, კოხტა გორას ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მერიას სანიაღვრე არხების მოწესრიგებას სთხოვს, ასევე გზის სავალი ნაწილის გაფართოებას და ტროტუარის მოწყობას. მოსახლეობის თქმით, ძლიერი წვიმის დროს ქუჩაზე გაკეთებული მცირე ზომის გადასასვლელი ხიდი, რომლის ქვეშ არხი მიედინება, ვერ წვდება წყლის ძლიერ ნაკადს, გადმოდის და ტბორავს როგორც კოხტა გორას, ასევე ახლომდებარე მამია ვარშანიძის ქუჩას. მოსახლეობის თქმით, პრობლემაა ასევე საკანალიზაციო …

ცენტრალური პარკის განათებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის ცენტრალური პარკი ბოლო რამდენიმე თვეა ჩაბნელებულია. პარკის გარეგანათების მოწყობაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 9 სექტემბერს გამოაცხადა. სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 250 137 ლარია გამოყოფილი. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 1-ელ ოქტომბერს დასრულდება. გარეგანათების მოწყობა პარკში ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. პირობის მიხედვით, „ყველა მასალა, მოწყობილობა, საკომპლექტო …

ბათუმში სახელოვნებო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა – წყარო უცნობია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმის ერთ-ერთი სახელოვნებო სკოლის პედაგოგს. როგორც შავიშვილი ამბობს, პედაგოგის ინფიცირების წყარო უცნობია. „ერთი ტესტირებით გამოვლენილი პირია, დანარჩენი, შეისწავლება და მიეცემა რეკომენდაცია დანარჩენ თანამშრომლებს. ინფიცირების წყაროს ჯერჯერობით ვერც ერთ გამოვლენილ კლასტერს ვერ ვუკავშირებთ. ინფიცირების წყარო უცნობია“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი. აქამდე ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა პედაგოგს, რომელიც …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გახსნა გადაიდო

ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის გახსნა, რომელიც 12 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, გადაიდო. აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა: „თავი დავიზღვიეთ. კონკრეტულად როდის გაიხსნება სტადიონი, ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის“. სტადიონი შესაძლოა ოქტომბერში გაიხსნას. 12 სექტემბერს ახალ სტადიონზე ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი უნდა ჩატარებულიყო. „შეხვედრა ახალ სტადიონზე არ ჩატარდება, სად …

აჭარაში აგვისტოდან დღემდე კორონავირუსის 156 შემთხვევა დაფიქსირდა – ამირან გამყრელიძე

„აჭარაში აგვისტო-სექტემბერში 156 დადებითი შემთხვევა გვაქვს, აქედან 40 უკავშირდება საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერს, 30 – ქობულეთს და ერთი ჩაქვის „ოაზისს“. დღევანდელი დღით დაძაბულ და ცხელ წერტილად რჩება აჭარა,“ – აღნიშნა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სტატისტიკა მზარდია, თუმცა ქვეყანა მწვანე ზონად რჩება. „ინციდენტობის მაჩვენებლებით, რაც ნიშნავს …

13 ახალი შემთხვევა ბათუმში, 9 „დონას“ კლასტერია – 5 სექტემბერი

ბათუმში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 9 „დონას“ კლასტერია. გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ორი პირის დაინფიცირების წყარო უცნობია. სამთავრობო ვებსაიტ stopcov.ge-ს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი და ჯამურმა რაოდენობამ 1 302-ს მიაღწია. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 6 020 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299. კორონავირუსს საქართველოში 19 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა 25 ახალი შემთხვევა. …

ბათუმში ზღვამ წარეცხა 1 კილომეტრი პლაჟი, აქ ნაპირდაცვისთვის 55 მილიონი დაიხარჯა [ფოტო]

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსები რომ შენდება, ახალი ამბავი არ არის. აქ სიახლე ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი იყო, თუმცა ის, ერთკილომეტრიან მონაკვეთში, ზღვამ უკვე წარეცხა, ზოგან მთლიანად. ზღვამ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ზოგიერთ ადგილზე ნაპირის დაცვის მიზნით ჩალაგებული ლოდების წყობის დაშლაც დაიწყო. ამ ხელოვნური პლაჟის მოწყობაზე ქვეყანამ უკვე დახარჯა 55 მილიონი ლარი. „ბათუმელებს“ …

ბათუმში „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურეს

ბათუმში ნამცხვრების მაღაზია „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ შემთხვევის წყარო ჯერ დაზუსტებული არ არის. განცხადებას ახალი შემთხვევების შესახებ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცოტა ხანში გააკეთებენ. საკონდიტრო მაღაზიის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე ფილიალი უკვე დაკეტეს. მაღაზიის შესასვლელთან გამოკრულია აბრა, სადაც აღნიშნულია, რომ 14 სექტემბრამდე თვითიზოლაციის გამო მუშაობა შეაჩერეს.  მუშაობას განაგრძობს გორგასლის ფილიალი. კორონავირუსზე უფასო ტესტირების …

დაზიანებული ქვის ბოძები ბათუმში, ევროპის მოედანზე [ფოტო]

ბათუმში, ევროპის მოედანზე, დამონტაჟებული ქვის დაბალი ბოძები, რომლებითაც მოედანია შემოსაზღვრული, მოგლეჯილია. ზოგიერთ ადგილზე კი საერთოდ აღარ არის. ქვის ბოძები ერთმანეთთან რკინის ჯაჭვით არის დაკავშირებული. ჯაჭვები ბევრ ადგილზე გაწყვეტილია და იქვე ყრია. ზოგ ადგილას კი აღარც აწყვეტილი ჯაჭვებია და აღარც ბოძები. ამ მონაკვეთზე ქვის 3 ბოძია მოგლეჯილი. ერთი ბოძი იქვე აგდია. უცნობია, დანარჩენი ბოძები მერიამ გაიტანა …

ფრანების ფესტივალი ბათუმში [ფოტო]

დღეს 29 აგვისტოს ბათუმში ზღვის სანაპიროზე ფრანების ფესტივალი გაიმართა, რომელიც ხვალ, 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალი 25 ათასი ლარით ფინანსდება აჭარის ბიუჯეტიდან. ფესტივალი ითვალისწინებს მოწვეული მხატვრების მონაწილეობით ხელნაკეთი ფრანების დამზადებას, მოხატვას და სამოყვარულო ფრანების აშვების მასტერკლასებს. ფესტივალის კოლექციაში შესულია 100-მდე პროფესიონალური და სამოყვარულო ფრანების შოუ, ახალი ფრანის პრეზენტაცია და აშვება, რომელიც ფესტივალისთვის სპეციალურად ახალ ზელანდიაში …

ბათუმში ავტომანქანა ამოტრიალდა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის კვეთაში, მსუბუქი ავტომანქანა ამოტრიალდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.  

ბათუმში ტაქსი ავარიაში მოყვა

ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების გადაკვეთაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, მათ შორის, ერთ-ერთი ტაქსია. თვითმხილველის თქმით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევაზე ადმინისტრაციული მოკვლევა დაიწყო.

მოქალაქე: „ჩემი მეუღლე მუცლით დაეცა არმატურაზე, რომელიც მოსაცდელის ადგილას დატოვეს“

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, გაჩერების დემონტაჟის შემდეგ დარჩენილ რკინის შვერილზე მოქალაქე დაზიანდა. დაზარალებული ქალის ქმარმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მის მეუღლეს გადაჭრილ რკინაზე დაცემის შემდეგ სასწრაფო ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. „გუშინ საღამოს ჩემი მეუღლე მიდიოდა, წამოკრა ფეხი ამ არმატურის  ნაგლეჯზე და მუცლით დაეცა. სასწრაფოთი წავიყვანეთ და გაუკეთდა ოპერაცია. ახლა უკეთაა, გადავრჩით,“ – ამბობს ვანო, დაზარალებული ქალის მეუღლე. მისივე …

Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!

თუ ბათუმში ხართ, ან მალე მიემგზავრებით, შეგიძლიათ შეუკვეთოთ Wolt ბათუმში, გადაიხადოთ Mastercard-ით, დაიბრუნოთ მიტანის საფასური და ისიამოვნოთ დასვენებით. ბათუმში Mastercard და Wolt-ის ახალი საზაფხულო კამპანია 3 აგვისტოს დაიწყო! მთელი აგვისტოს განმავლობაში Wolt-ისა და Mastercard-ის მომხმარებლებისთვის საკვების მიტანა უფასო იქნება.  Wolt და Mastercard თავის მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს საინტერესო აქციებს და სხვადასხვა აქტივობებს. ბათუმის საზაფხულო აქცია Mastercard-ის …

ბათუმში კორონავირუსი კიდევ 2 მძღოლს დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი კიდევ ორ მძღოლს დაუდასტურდა. მძღოლები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. ინფიცირებული პირები ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. StopCov.ge-ს 8 აგვისტოს, 12:00 საათის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1216 შემთხვევაა სულ გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულია 996 ადამიანი. კარანტინში 7 166 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 282, 17 კი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 საქართველოს მოქალაქე. …

მუნიციპალურმა ინსპექციამ აკუსტიკური ხმაურის გამო ბათუმში 9 პირი დააჯარიმა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ადგილების შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ხაზობრივი ნაგებობების, გარე რეკლამისა და იერსახის მონიტორინგის მიმართულებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში 64 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 9 სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა, ცხრა პირი დაჯარიმდა აკუსტიკური ხმაურის გამოც. ბოლო ერთი თვის განმავლობაში აკუსტიკურ ხმაურზე სულ 34 შეტყობინება …

ამ შაბათ-კვირას ბათუმში ხომ არ მოდიხარ? | ყველა საჭირო ინფორმაცია ერთად

დასაწყისშივე გეტყვით, რომ ეს სტატია 8-9 აგვისტოს ბათუმში გასატარებელი შაბათ-კვირის გეგმების დალაგებაში დაგეხმარებათ, იქნება თქვენი გიდი წვიმასა თუ მზეში და მოდით, ამინდით დავიწყოთ: დილა ბათუმში კვირის ბოლო დღეებში დილა ბათუმში ზანტად იწყება. თუმცა დილაადრიან ნახავთ მხარზე პირსახოცგადაკიდებულ ადამიანებს, რომლებიც სანაპიროსკენ საცურაოდ მიემართებიან. ბათუმში ზღვამდე თუ ზღვის შემდეგ ყავის დალევა მაგიური რიტუალია, რომელიც ერთნაირად გემრიელად სრულდება, …

გამოიძახე GLOVO ბათუმში 24 საათის მანძილზე

თუ დამღლელი დღის შემდეგ სახლში დაბრუნებულს საყვარელი აჭარული ხაჭაპური გენატრება, ან თუ ოფისიდან ლანჩზე გასვლას ვერ ახერხებ, ან თუ მეგობრებთან ერთად გართობისას შიმშილმა შემოგიტია, მაშინ,  შენთვის შესანიშნავი ამბავი გავაქვს: ბათუმში Glovo-ს გამოძახება გამოძახება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი! თუ ბათუმურ ღამეებში ნაყინით მოგინდა გაგრილება, ან ბორანო და სინორი გესიზმრება, იქნებ ზღვის პროდუქტები მოგენატრა? მაშინ, სადაც არ …

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში აგრძელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და  ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 1001 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. პირველი აგვისტოს მონაცემებით რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში 17  პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე. დღეისათვის ცხელების კლინიკებში …

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი მძღოლი დაინფიცირდა – 30 ივლისი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში. ინფიცირებულია მძღოლი, რომელიც ცხელების ცენტრში იმყოფებოდა. მძღოლი საქართველოს მოქალაქეა. ამ დროისთვის ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 15 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე. ორი პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ კლინიკამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია. ქვეყნის მასშტაბით დღეს 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 6 პირი. __________________________________________ ბოლო ოფიციალური მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსის დადასტურებული …

ტაქსი „დაგი“ ბათუმში – იაფი და სწრაფი

2020 წლის იანვრიდან ბათუმში მუშაობა დაიწყო ტაქსის ახალმა კომპანიამ, „დაგიმ“, რომელმაც მომხმარებელს თავი უკვე დაამახსოვრა სისწრაფით, კომფორტულობითა და დაბალი ფასით. დღეისათვის კომპანია 70 ავტომობილითაა წარმოდგენილი. ყველა მათგანში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები: მძღოლები პირბადეებს იყენებენ, ავტომობილებში დაგხვდებათ სადეზინფეციო ხსნარი.  1 კილომეტრის გავლის ფასი 50 თეთრია და ათვლა ნულიდან იწყება. კომპანია მუდმივად აკონტროლებს ავტომობილების გამართულობასა და სისუფთავეს.  …

ბათუმში ავარიის შედეგად 5 ადამიანი მრავლობითი მოტეხილობით კლინიკებში გადაიყვანეს

ბათუმში ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მათ მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ. როგორც „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, დაშავებული სამი მოქალაქე იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, ერთი – რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კიდევ ერთი კი  -კლინიკა „ბრაზერში“. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 14, 15 და 17 წლის მოზარდებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს ღია ჭრილობა აღენიშნება. ბათუმში, აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების გადაკვეთაზე, მსუბუქი …

ავტობუსების სავალი ზოლის დახაზვაში ბათუმის ბიუჯეტიდან 621 687 ლარი დაიხარჯება

ბათუმში, გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების ნაწილზე ავტობუსების სავალი ზოლის [Bus lane] დახაზვაში ქალაქის ბიუჯეტიდან 621 687 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ხელშეკრულება მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს „მიონი დეველოპმენტი“-ს შორის უკვე გაფორმებულია. სამუშაოები 2020 წლის 16 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც შეიცვლება. მერიის სამმართველომ თავდაპირველად ავტობუსების სავალი …

მეორე დღეა ბათუმში ზღვაში არასრულწლოვანს ეძებენ

ბათუმში მეორე დღეა ეძებენ ზღვაში დაკარგულ არასრულწლოვანს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, გუშინ მიმდინარეობდა ზღვის ფსკერის დათვალიერება. მაშველები დაკარგულ მოზარდს „პიერ ბათუმის“ მიმდებარედ, ზღვაში ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 2 ნავი, 2 სკუტერი, 3 მყვინთავი და დრონი. ზღვაში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სამაშველო სამსახურში 16 ივლისს, დილით, 07:00 საათზე შევიდა.

რა შემოსავლები დაკარგეს ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა

აჭარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივმა ბიუჯეტებმა, როგორც შესაბამის საფინანსო სამსახურებში აცხადებენ, პანდემიის გამო შემოსავლები დაკარგეს ძირითადად დღგ-ს ნაწილში, ასევე ქონებისა და სხვა გადასახადების კუთხით. აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ჯამში, რისი დაზუსტებაც „ბათუმელებმა“ შეძლო, 40 მილიონზე მეტი ლარი დააკლდა. შემოსავლების შემცირების გამო ზოგიერთი პროგრამა და ღონისძიება მიმდინარე წელს გაუქმდა ან გადაიდო; ბევრი პროექტი კი წელს ვერ დასრულდება. ყველაზე …

ბათუმში ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მსუბუქ ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანის მძღოლმა მეხანძრეების მისვლამდე ცეცხლმაქრი ბალონი გამოიყენა. სახანძრო-სამაშველო სამსახურში გვითხრეს, რომ ცეცხლი უკვე ჩააქრეს და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ___________________ მთავარი ფოტო: ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ქეთი დუმბაძის ფოტო

რუსთაველზე, გრიბოედოვთან, გზაგამყოფი აღარ არის – როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე [გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისში], გზაგამყოფი გაიხსნა. შესაბამისად, უნივერსიტეტის მხრიდან მოძრავ ტრანსპორტს უკვე შეუძლია რუსთაველის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩაზე გასვლა. გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე შუქნიშანიც ამუშავდა. ამ ადგილიდან ახალი ბულვარის მიმართულებით კი, რუსთაველის ქუჩა ჯერ კიდევ ცალმხრივადაა გადაკეტილი, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. რუსთაველის ქუჩის სავალი ნაწილის აღდგენა, გრიბოედოვის ქუჩიდან ყოფილი „ლუჟკოვის სახლის“ მიმდებარე წრიულამდე, როგორც …

ბათუმში კოორონავირუსზე 514 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 514 ლაბორატორიული კვლევის შედეგი, უარყოფითია. ამავე წყაროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 26 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 23 996 პირს. დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 2075 პირი. კარანტინი დატოვა 9593-მა პირმა.

როგორ უნდა მოიქცეთ ზღვაზე – ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაციები

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებს აქვეყნებს ზღვის სანაპირო ზოლისთვის. ამ რეკომენდაციების თანახმად პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს  განთავსებული ინფორმაცია COVID19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. დადგენილებაში ნათქვამია  რომ,  მიზანშეწონილია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ასევე თუ შესაძლებელია, პლაჟები უნდა დაიყოს ზონებად. პლაჟები უნდა დასუფთავდეს პერიოდულად და დასუფთავებაში მონაწილე პერსონალი …

ბათუმის საკრებულომ ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა უნდა დაამტკიცოს

ბათუმის საკრებულო 30 ივნისის სხდომაზე ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის ახალ სქემას განიხილავს. მერიის პროექტის მიხედვით, მოძრაობის წესები იცვლება გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, პუშკინის, გრიბოედოვისა და გორგასლის ქუჩებზე. ამასთან, გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებში ავტობუსის სავალი ნაწილი დაიხაზება, სადაც მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. მოძრაობის ახალი სქემის ორგანიზებისთვის ტექნიკური საკითხების მოგვარება, ბათუმის მერიამ, საკრებულოს მიერ …

მაიაკოვსკის ქუჩის ნაწილს წმინდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის სახელს არქმევენ

ბათუმის საკრებულო მორიგ სხდომაზე მაიაკოვსკის ქუჩის ნაწილისთვის სახელის გადარქმევის საკითხს განიხილავს. განკარგულების პროექტში აღნიშნულია: „ქალაქ ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის ნაწილს [ავტოსადგურიდან ბონის კულტურის სახლამდე] მიენიჭოს წმინდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის სახელი“. ქუჩის დანარჩენ ნაწილს – კულტურის სახლიდან ნადიმ ნიჟარაძის ქუჩამდე [გოროდოკის დასახლება] – შეუნარჩუნდება ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელი. როგორც პროექტის განკარგულების განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროექტის ინიციატორი მაიაკოვსკის …

რა ღირს კატერით გასეირნება ბათუმში

ბათუმის იახტკლუბში სასეირნო გემით ან კატერით გასეირნება მსურველებს 10 ლარად შეუძლიათ. კორონავირუსის პანდემიამ კვალი ამ სფეროსაც დააჩნია. მიუხედავად იმისა, რა ტევადობისაა თითოეული მცურავი საშუალება, მეპატრონეებს ეკრძალებათ გემზე ან კატერზე 8 ადამიანზე მეტის აყვანა. “ნახევარი საათით გასეირნება ჩვენს კატერზე ღირს 10 ლარი ერთი ადამიანისთვის. იმისათვის, რომ ზღვაში გავიდეთ, მინიმუმ ექვსი ადამიანი მაინც უნდა შეგროვდეს. ისე გასვლა …

ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი დღეს, 24 ივნისს, დილით იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია შუახნის ას კაცი.  მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გუშინ, 23 ივნისს, შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზღვაში გაუჩინარებულ კაცს მყინთავები ეძებდნენ.

Exit mobile version