მთავარი,სიახლეები

ბათუმში ფრანების ფესტივალი გადაიდო

28.09.2019
ბათუმში ფრანების ფესტივალი გადაიდო

წვიმის გამო ბათუმში „ფრანების ფესტივალი“ გადაიდო. ფესტივალი დღეს, 28 სექტემბერს უნდა გამართულიყო. ფესტივალის ორგანიზატორები ფეისბუქგვერდზე წერენ, რომ „ფესტივალი გადაიწევს მომდევნო დღეებში, ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ განახლებულ ინფორმაციას“.

ფრანის ფესტივალი ცენტრალური პარკის პირდაპირ, ზღვის სანაპიროზე გაიმართება. ფესტივალზე სტუმრებს შეეძლებათ თავადაც გაუშვან თავიანთი ფრანები.

ფესტივალი ტარდება ბათუმის მერიის მხარდაჭერით „შენი იდეა ბათუმს • Idea Batumi“ პროექტის ფარგლებში. ორგანიზატორები: ბათუმის სპორტული ცენტრი და კლუბი Kitedreams Georgia.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: