ბათუმში, პუშკინის #77-ში “რომპეტროლის“ სადგური განახლებული ფორმატით იწყებს მომსახურებას

ბათუმში, პუშკინის #77-ში მდებარე „რომპეტროლის“ ბანზინგასამართი სადგური მომხმარებელს განახლებული ფორმატით მოემსახურება. ახალი ფორმატის ფარგლებში, სადგურზე წარმოდგენილი იქნება ყველა ის სერვისები და პროდუქტები რაც სხვა რომპეტროლის სადგურებზე მოქმედებს. „ჩვენს მომხმარებლებს, კორპორატიულ და ფიზიკურ პირებს, ამიერიდან საშუალება ექნებათ განახლებულ სადგურზე გამოიყენონ კორპორატიული FILL&GO ბარათები, ლოიალობის ბარათები და სატალონე მომსახურება. ვფიქრობთ განახლებული მომსახურების ფორმატი დამატებით კომფორტს შეუქმნის ბათუმელებს.“ …

სად რა ხდება ბათუმში მომდევნო დღეების განმავლობაში 

მომდევნო დღეები ბათუმში მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებეით არის დატვირთული. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე ფესტივალი გაიმართება. ნახეთ აფიშა: 16-17-18 აგვისტო – შავი ზღვის ღვინის ფესტივალი „შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი“ 16 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით ბათუმის ძველ ბულვარში ყოველდღე 12 საათზე დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება: ასამდე ღვინის მარანი, (უფასო დეგუსტაცია), ეთნოკულინარიული გამოფენა …

16-17 აგვისტოს ბათუმის ლუდის ფესტივალი გაიმართება

ყოველწლიური „ბათუმის ლუდის ფესტივალი“  განახლებული პროგრამით, მდებარეობით, გარემოთი, თუმცა უცვლელი მზისფერი ლუდით, დაგვიბრუნდა 16-17 აგვისტოს ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარედ.  ფესტივალზე წამორდგენილი იქნება ყველა წამყვანი ქართული ლუდსახარში – „აისი“, „კაიაკი“, „ლუდი ბათუმური“, „ყაზბეგი“, ტანმდემში ქართული ხორც–პროდუქტების მწარმოებელ ლიდერ კომპანია „ვაკესთან“, რომელიც თავისი უგემრიელესი სოსისებით მოგვამარაგებს.   ფესტივალის  ორგანიზატორები გვპირდებიან უამრავ სიახლესა და მრავალფეროვან, როგორც გასტორნომიულ, ასევე …

ბათუმში ვითიბი ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა

ბათუმში, ვითიბი ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა. ფილიალი ნიკოლოზ ბართაშვილის 31/ფარნავაზ მეფის 55 ნომერში, მდებარეობს. აღნიშნული ფილიალი ასათიანის ქუჩაზე მდებარე ფილიალს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ დროისთვის აღარ ფუნქციონირებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  ფილიალი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. აღნიშნულ  წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. ფილიალში მდებარეობს ვიდეო ბანკის ზონა, ასევე პრემიუმ კლიენტების მომსახურების სივრცე. ვითიბი ბანკი  საქართველოში 33  წერტილით …

ხელახალი ტენდერი ძველ ბათუმში ეზოების მოწყობაზე – ამჯერად 3 ეზო, 9-ის ნაცვლად 

ძველ ბათუმში ცხრა ეზოს კეთილმოწყობაზე ქალაქის მერიას წელს 87 200 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული და ტენდერიც გამოცხადებული, თუმცა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით ტენდერში მონაწილე ერთადერთ პრეტენდენტს – „პატიო არტს“ დისკვალიფიკაცია მისცეს. კომპანია მომსახურებას მერიას 82 840 ლარად სთავაზობდა. მერიამ დღეს, 7 აგვისტოს ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, თუმცა 9 ეზოს ნაცვლად, ამჯერად 3 ეზოს მოწყობა …

რას გვიბრუნებს უკან ზღვა შტორმის შემდეგ

ბათუმის ბულვარი და პლაჟი ყოველი შტორმის შემდეგ ზღვიდან გამორიყული ნარჩენებით იფარება. პლასტმასის ბოთლები, თუნუქის ქილები, ერთჯერადი ჭიქები, სიმინდის ნარჩენები – ეს   არასრული ჩამონათვალია იმ ნარჩენებისა, რასაც ზღვა უკან, ნაპირზე აბრუნებს. ნახეთ, როგორ გამოიყურება სანაპირო შტორმის შემდეგ.

აღმაშენებლის ქუჩაზე მუნიციპალური ავტობუსი ავარიაში მოყვა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მუნიციპალური ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. მძღოლი, რომელსაც დარღვევა დაუდგინდება, დაჯარიმდება.  

ფერების ფესტივალი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, ევროპის მოედანზე ფერების ფესტივალია. შეკრებილებმა სხვადასხვა საღებავით უკვე გააფერადეს ერთმანეთი. ფესტივალში მონაწილეობენ პოპულარული ქართული ჯგუფები და არტისტები – ASEA SOOL, ჯგუფი „არა”, Melomaniakk, Irakli Pagava & Groovephonics, KID Jesus. ფესტივალი პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება, ორგანიზატორია კომპანია EREDELI, რომლის მიზანიც მუსიკისა და ხელოვნების დარგში თანამედროვე და ალტერნატიული მიმართულებების განვითარებაა. ფესტივალის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა …

საკურორტო სეზონისთვის GLOVO-ს დიდი სიახლე აქვს – Delivery Point პირდაპირ პლაჟზე

ბანაობითა და მზეზე ნებივრობით დაღლილს უკვე აღარ მოგიწევთ ბევრი გარჯა გემრიელად მისართმევად. GLOVO-ს დიდი სიახლე აქვს – Delivery Point პირდაპირ პლაჟზე. ბათუმის სანაპიროზე, „კროკო ბიჩზე“,  ბულვარის 32-ე სექტორში შეგიძლიათ გვიპოვოთ GLOVO-ს ფერებით, დაისვენოთ სასიამოვნო გარემოში, სადაც დაგხვდებათ განსაკუთრებული სივრცე თქვენთვის, სათამაშო ზონა თქვენი ბავშვებისთვის, შეზლონგები და რაც ყველაზე მთავარია, ამ ადგილიდან GLOVO-ს სერვისით სარგებლობა უფასოა! ჰო, …

„საბჭო ხართ თუ ბასტი-ბუბუ?“ – მენაშენის მიმართვა ვაჟა-ფშაველას #13-ის თაობაზე ზონალურ საბჭოს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ სხვა სამშენებლო პროექტებთან ერთად 31 ივლისს ვაჟა-ფშაველას #13-ში კორპუსის მშენებლობის საკითხი განიხილა. ვაჟა-ფშაველას #13-ში რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას შპს „ბათ ინვესტი“ გეგმავს. კომპანიას, ამავე მისამართზე ორსართულიანი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დანგრევის გამო პროკურატურაში ედავებოდნენ. ამ დროისთვის ტერიტორიას ძეგლის სტატუსი აღარ აქვს და სამშენებლო პროექტს ძეგლების საბჭო აღარ განიხილავს. „ბათ ინვესტმა“ პროექტის …

#silksummer – მზე, კამკამა სანაპირო, ყველაზე სწრაფი ინტერნეტი და მრავალფეროვანი გართობა

#silksummer – ზაფხული სილქნეტთან ერთად – საზაფხულო შეთავაზებას გულისხმობს, მათ შორის ტურისტებისთვისაც. წელს სილქნეტმა განსაკუთრებით იზრუნა  არამარტო ჯეოსელის აბონენტებისთვის, არამედ საქართველოში დასვენების ყველა მსურველისთვის, ვინც საზაფხულო სეზონის გატარება აჭარაში გადაწყვიტა. ბათუმში ჩასულებს „ივერია ბიჩი“ არაერთი წელია მასპინძლობს სტუმრებს. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ ტერიტორიიდან გაუსვლელად მთელი დღე საუკეთესოდ გაატარო: არაჩვეულებრივი კამკამა სანაპირო ზოლი და კომფორტული გარემო.  …

რკინიგზის გადასასვლელზე ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა

ბათუმში, ავტოსადგურთან, სარკინიგზო [მანთაშევის] გადასასვლელზე სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. მძღოლი, რომელსაც მოძრაობის წესების დარღვევა დაუფიქსირდება, დაჯარიმდება.

„ძირითადად სასტუმროში ვიყავით და ლუდს ვსვამდით“ – ტურისტების არჩევანი წვიმიან ბათუმში

ექსკურსია, რესტორანი, ლუდი – ძირითადად ამ შესაძლებლობებს ასახელებენ უცხოელი ტურისტები, რომლებმაც ბათუმური წვიმის ხასიათი ბოლო რამდენიმე დღე აქტიურად გამოსცადეს. ტურისტები არ მალავენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ წვიმის დროს ბათუმში გასართობი და საინტერესო თითქმის არაფერია. არიან გამონაკლისებიც, რომლებიც ბევრს მოგიყვებიან იმის შესახებ, თუ რამდენად კარგი სანახავია ზღვა და წვიმა ერთად. „ორივეს ნატალია გვქვია. თავდაპირველად ძალიან მოვიწყინეთ, …

26 ივლისს ბათუმში სამდღიანი მუსიკის ფესტივალი იწყება

26, 27 და 28 ივლისს ბათუმში ყოველწლიური ფესტივალი Black Sea Sound-ი იწყება. პროექტის ფარგლებში კონცერტები გაიმართება ბათუმის ქუჩებში. 26 ივლისი, 20:00 საათზე, კონცერტი დაიწყება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯგუფები: Savannah Fish (თბილისი); Project – Free Space (ბათუმი); Dj Max (ბათუმი). 27 ივლისს, ამავე დროს, „წიგნები ბათუმში“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, Flow Masters-ი დაუკრავს. …

შავი ზღვის ჯაზფესტივალი ბათუმში ხვალ გაიხსნება

ხვალ, 18 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში  შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზფესტივალი გაიხსნება. პირველ დღეს ფესტივალი Cory Henry & The Funk Apostles-ს უმასპინძლებს, 19 და 20 ივლისს კი მათ სცენაზე  Kraak & Smaak, MokuMoku და Incognito შეცვლის. ფესტივალის განრიგი წელს ასეთია: 18 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი Cory Henry & The Funk Apostles …

ივანიშვილი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს: რუსთავი 2-ის ფილიალი ხართ

ბიძინა ივანიშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, რომელიც მას კითხვებს უსვამდა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაზე, უთხრა: „დაწყნარდით შვილო, ნუ უზრდელობ.  როგორ ერთმანეთს გავხართ (იგულისხმა, საზოგადოებრივი მაუწყებელი და რუსთავი 2),  გიორგი გახარიამ დაიცვა რუსთავი 2-ის მეპატრონეები, თქვენიც (საზ.მაუწყებლის),“-განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, სადაც ის პარტიულ შეხვედრას დახურულ ფორმატში მართავდა. ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან  დაკავშირებით განაცხადა, …

ხელოვნური „სატუმბი სადგური“ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე [ფოტო]

ფრიდონ ხალვაშის გამზირი არ არის ერთადერთი გამონაკლისი ბათუმის ქუჩებს შორის, რომელიც წვიმის დროს იტბორება. ამ ქუჩაზე ინტენსიური მოძრაობა და ვაჭრობაა. 30 ივნისს ერთ-ერთმა მოქალაქემ, ტროტუარზე წყლის დონე რომ დაკლებულიყო, კუსტარული „სატუმბი სადგური“ მოაწყო. ამ „სადგურით“ გზაზე დაგუბებული წვიმის წყალი გვერდით მდებარე ნაკვეთში იტუმბებოდა.

როდის აღუდგება ბათუმში რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება

ბათუმის რამდენიმე ქუჩას ბუნებრივი აირი, 29 ივნისის ათი საათიდან აღარ მიეწოდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში გაზი არ მიეწოდება მელიქიშვილის, ასათიანის, ბაგრატიონისა და მისი მიმდებარე ქუჩებს. „სოკარ ჯორჯია გაზი ბათუმის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებეს“ უთხრეს, რომ არ იციან რამდენი აბონენტია ამ დროისთვის გამორთული. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზის მიწოდება ავარიული დაზიანების გამო შეწყდა. „სოკარის“ ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ გაზის …

“სისხლიანი 9+7 წელი” – სტენსილები ბათუმის ქუჩებში

“სისხლიანი 9+7 წელი”, “გახარია წადი”,  “აჯანყდი, რადგან წინააღმდეგობა დამცირებაზე უკეთესია,” “აჯანყდი, რადგან შესაძლოა შენი ბოლო შანსი იყოს,” – ბათუმის ქუჩებში წუხელ ამ შინაარსის სტენსილები გამოჩნდა. სტენსილის ავტორები ამ ფორმით 20 ივნისის მოვლენებს ეხმაურებიან. დღეს, 29 ივნისს ბათუმში, 19 საათზე, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები უერთდებიან თბილისში, 20 ივნისის ღამის შემდეგ ყოველდღიურად მიმდინარე აქციების …

„ნუ მესვრი“ – ბათუმში ჟურნალისტები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ

„ნუ მესვრი“ – ამ სლოგანით დღეს, 21 ივნისს, ჟურნალისტები ბათუმშიც შეიკრიბნენ. პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს ათზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. სხვადასხვა ქალაქში აქციაზე გამოსული ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას აპროტესტებენ. ჟურნალისტების დაშავების შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, სამართალდამცავებმა არ მიაყენონ სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანებები და …

ადგილები აჭარის ზღვის სანაპიროზე, სადაც ბანაობა აკრძალულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პლაჟის იმ მონაკვეთებზე, სადაც ბანაობა აკრძალულია, სამსახური შესაბამის ამკრძალავ ნიშნებს განათავსებს. სამსახურში აცხადებენ, რომ აჭარის ტერიტორიაზე არსებულ საბანო ზონებს მიმდინარე სეზონზე სრულად აითვისებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ წელს მაშველები დაემატებიან რამდენიმე ისეთ მონაკვეთზე, სადაც აქამდე სამაშველო კოშკურები არ არსებობდა და მაშველების მიერ არ კონტროლდებოდა. ასეთი …

ლოკომოტივი – დინამო ბათუმის შეხვედრა 1:0 ანგარიშით დასრულდა

დღეს, 15 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩი გაიმართა. გუნდებს შორის შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა.  რამდენიმე საგოლე მომენტის მიუხედავად, მეორე ტაიმის მიწურულამდე ანგარიში 0:0 იყო. მხოლოდ თამაშის 89 -ე წუთზე შეძლო „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა სიხარულიძემ გოლის გატანა და ანგარიში 1:0 გახდა „ლოკომოტივის“ სასარგებლოდ. მიუხედავად “დინამო” ბათუმის მცდელობისა,  საბოლოო ანგარიში ტაბლოზე სწორედ 1:0 …

დღეს ბათუმში ზღვის სეზონი გაიხსნა

დღეიდან ზღვის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.  ზაფხულის ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია პლაჟზე, ანბანის კოშკის წინ,  დღის 14:00 საათზეა დაგეგმილი. ასევე ორ საათზე დაიწყება და ხუთ საათამდე გაგრძელდება ფრანების შოუ. ფესტივალზე მისული სტუმრებისთვის სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობებია გათვალისწინებული. ფესტივალი გვიან ღამით გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები …

როცა სმენისარმქონე ხარ და სამსახურს ეძებ

უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, სამსახურის პოვნა ბევრად რთულდება, როცა სამუშაოს მაძიებელი სმენისარმქონეა. 33 წლის ნათია შარაშენიძე ამბობს, რომ სმენისარმქონე ადამიანებს თვითრეალიზაციის გარდა დასაქმება, უპირველეს ყოვლისა, შემოსავლისთვის სჭირდებათ: “ჩვენი შემოსავლის წყარო, ძირითადად, პენსიაა – 100 ლარი. ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვყავს ოჯახები, გვყავს ბავშვები, ძალიან რთულია ჩვენთვისაც ცხოვრება. შემოსავლის წყარო ფაქტობრივად არაფერი გვაქვს”. ნათია …

ბათუმი „World Travel Awards“-ის მფლობელი გახდა

ბათუმმა  ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა. „World Travel Awards“-ის ჯილდოს მფლობელი პორტუგალიაში, მადეირაზე  გამოვლინდა. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ჯილდოს მისაღებად ბათუმს კონკურენციას  სოფია, მატერა, ბაქო, ლუბლიანა, კუტნა ჰორა, მოსტარი და დერი უწევდა. ბათუმისთვის ხმის მიცემა 28 აპრილამდე  ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე  შეეძლო. მადეირაზე დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის …

4 დღის განმავლობაში ბათუმისა და ხელვაჩაურის გარკვეულ უბნებს დენის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ იწყებს მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ბათუმი 1“-ის რეკოსტრუქცია-რეაბილიტაციას. სამუშაოების პირველი ეტაპი 4 დღის განმავლობაში განხორციელდება, რის გამოც, გარკვეულ დასახლებებსა და უბნებში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. მუშაობის პროცესში, 9 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით, დილის 05:00 საათიდან 09:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: დაბების – მახინჯაურისა და ჩაქვის აბონენტებს, ასევე, მიმდებარე სოფლებს; თამარის, ბარცხანის, ბონისა …

8 ივნისს გაირკვევა მიიღებს თუ არა ბათუმი პრესტიჟულ ჯილდოს

ხვალ, 8 ივნისს, მადეირაზე გაირკვევა მიიღებს თუ არა ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულს. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებია სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარ (ბოსნია ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია). 28 აპრილამდე ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე https://www.worldtravelawards.com/vote შეეძლო. დაჯილდოების ცერემონიას აჭარის …

„ბათუმი FM 93.7“ – დამოუკიდებელი ადგილობრივი რადიო აჭარაში ბსუ-დან ანალიტიკურ გადაცემას იწყებს

წესით, ცოტას არ უნდა ჰქონდეს მოსმენილი რადიო „ბათუმის“ ეთერში – FM 93.7 გაჟღერებული ხარისხიანი მუსიკა. ორი წლის თავზე კი ეს რადიო ანალიტიკური გადაცემების მომზადებას იწყებს. მისი კარები ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული ახალგაზრდისთვის. ამ რადიოს ოფისი ბსუ-შია განთავსებული, შესაბამისად, არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა დაინტერესებული სტუდენტებისთვის. მანამდე კი, ორი წლის განმავლობაში, რადიო „ბათუმი“ აქტიურად აშუქებდა და იყო სხვადასხვა ადგილობრივი ღონისძიების …

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების შემდეგ, 15 წლის გოგოს მონასტერში უშვებენ

„გარეთ იშვიათად ან საერთოდ აღარ გავდივარ. დედამ თქვა, სხვებს არ უნდა დაენახოო… ამას წინათ ქუჩაში ვიღაც ქალმა მიცნო, შეხედეთ, ეს უსირცხვილო ქუჩაში დასეირნობს უკვეო,“ – საკუთარ ისტორიას 15 წლის გოგო გვიყვება. ცხოვრება მისთვის რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, როცა მისი და მისი თანაკლასელი ბიჭის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი კადრები სოციალური ქსელში გავრცელდა. უკვე რამდენიმე თვეა გოგოს სკოლაში არ …

წელს პირველად ბათუმის სანაპიროზე კანალიზაცია გაუფილტრავად ზღვაში აღარ ჩაედინება

აჭარის სანაპიროსთან ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე +20 გრადუსია. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, ბათუმის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის პარალელურად კი, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ბათუმში ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება. ბათუმის საკანალიზაციო ქსელი, დღეის მდგომარეობით, ძირითადად ჩართულია ახალ სისტემაში, რომელიც ადლიის გამწმენდ ნაგებობას უერთდება, აქედან კი …

როგორ აღნიშნეს ბათუმში ბავშვთა დაცვის დღე [ფოტო]

დღეს, პირველ ივნისს, მსოფლიოში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ცენტრალურ პარკში ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. დღეს ბავშვებისთვის პარკში გართობა უფასოა. ბავშვებს მშობლებთან ერთად პარკში არსებული ზოოკუთხის დათვალიერებაც უფასოდ შეუძლიათ. ამავე თემაზე:   უფასო ნაყინები და ატრაქციონები – რა იგეგმება ბავშვებისთვის პირველ ივნისს ბათუმში  

ბათუმში პლაჟზე კაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში დღეს, 31 მაისს, დილით, არდაგანის ტბის მოპირდაპირე მხარეს, პლაჟზე კაცის ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი ნაპირზე ზღვამ გამორიყა. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. „ბათუმელები“ შსს-ს დაუკავშირდა. სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 40 წლამდე კაცის ცხედარი ნაპირზე ზღვამ გამორიყა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მავნებელია თუ არა ბოლო დროს მომრავლებული პეპლები

წელს ქალაქში პეპლების სიმრავლეს შეამჩნევდით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს გადამფრენი მწერი – ნარშავას ფრთაკუთხაა (Vanessa cardui). იგი მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული პეპლის სახეობაა და თითქმის ყველა კონტინენტზე გვხვდება. სურსათის ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ ნარშავას ფრთაკუთხა არ მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელს, მეტიც, მიიჩნევა, რომ სასარგებლო მწერის სახეობაა, რადგან ანადგურებს დიდი რაოდენობით სარეველას. გადაზამთრებული პეპლის ფრენა იწყება მაისის …

მერაბ კოსტავას მემორიალთან შეკრებილები: ხელისუფლებას ამის გახსენება არ სურს

ბათუმში, მერაბ კოსტავას მემორიალთან, „ეროვნული მოძრაობის“ წევრები და პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები შეიკრიბნენ. მათ მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლისთავი აღნიშნეს და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ის, რომ ამ დრომდე მერაბ კოსტავასთვის ბათუმში ძეგლი არ დაუდგამთ. „სირცხვილია, რომ ჩვენ ისევ ვდგავართ ქვასთან, რომელიც აქ 1994 წელს გაჩნდა… ქვაზე წერია, რომ აქ უნდა აღიმართოს მერაბ კოსტავას …

მშენებლობიდან გადმოვარდნილმა მასალამ სახურავი დააზიანა

ბათუმში, მელიქიშვილის 77-ში მშენებარე კორპუსიდან ქარის დროს სამშენებლო მასალები გადმოცვივდა. სახურავის დაზიანების ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში იქვე მცხოვრებმა თამარ გურგენიძემ გამოაქვეყნა. მოქალაქის თქმით, დაზიანდა მისი სახლი. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები მას უკვე ესაუბრნენ და ზიანის ანაზღაურებას დაჰპირდნენ. თამარ გურგენიძის თქმით, მშენებლობას მისი სახლის მხარეს სამშენებლო უსაფრთხოების დამცავი ბადე არ ჰქონია. საცხოვრებელ კორპუსს მელიქიშვილის 77-ში შპს „ელგიგა“ …

52 წელი ერთი საკერავი მანქანით [ფოტო]

ისინი თავის პროფესიაზე მშვიდად და აუღელვებლად საუბრობენ. საუბრობენ ისე, რომ კერვას არ წყვეტენ და მათი ხმა საკერავი მანქანის ხმას ერევა. ისინი მკერავები არიან, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროფესიის ადამიანები, ვისთანაც ორიგინალური ჩაცმა და საკუთარ გარდერობში ცვლილების შეტანა სიამოვნებას ანიჭებს. ავთო ვაჩეიშვილი 52 წელია მკერავი ვარ. 1966 წელს დავიწყე მუშაობა და მას შემდეგ არ შემიწყვეტია. თავიდანვე რაღაც …

Exit mobile version