26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართება

ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, 2019 წლის 26 მაისს, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად ევროპის მოედანზე გაიმართება. ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარის დახარჯვას კულტურის ცენტრი ტენდერის გარეშე გეგმავს. შესაბამისი თანხმობისთვის ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორც კულტურის ცენტრის განაცხადშია აღნიშნული, „სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობდა ღონისძიების ცენტრალურ …

ძველი ბათუმის ეზოების ესკიზები – 87 200 ლარი ცხრა ეზოს მოსაწყობად

ძველ ბათუმში ეზოების კეთილმოწყობა იგეგმება. მერიის მიერ ამჯერად შერჩეულია ცხრა ეზო, სადაც შესაბამის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შეასრულებს. სატენდერო თანხა 87 200 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 25 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება. 26 მაისი/ფ. მეფის N 37/87; რ. კომახიძის ქ. N7; ლუკა ასათიანის ქ. N12; ზ. გამსახურდიას ქ. N43; ი. აბაშიძის (იმნაძის) ქ. N4; კოსტავას ქ. N32; მემედ აბაშიძის ქ. …

სარაგბო კლუბი ბათუმი საქართველოს ჩემპიონია

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. დიდი ათის ფინალში ბათუმის “ბათუმმა” რუსთავის “ხარები”  ანგარიშით 36:11 დაამარცხა და დიდი 10-ის გამარჯვებული გახდა. პირველი ლელო სიჭინავამ 27-ე წუთზე დადო. ამ დროისთვის ანგარიში უკვე 19:6 იყო. მეორე ლელო ზურა ერისთავმა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე დადო და საკუთარ გუნდს 5 ქულა მოუტანა. ანგარიში 24:6 გახდა. მესამოცე წუთზე რუსთავის ხარებმა პირველი …

„ბათუმი“ VS „ხარები“ – საქართველოს ჩემპიონატის დიდი ფინალი ბათუმში

დღეს,  18:00 საათზე, ბათუმის რაგბი არენაზე 2019 წლის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური თამაში გაიმართება რაგბიში. დიდი 10-ის ფინალში ერთმანეთს ბათუმის სარაგბო კლუბი „ბათუმი“ და რუსთავის „ხარები” დაუპირისპირდებიან . ამ დროისთვის [17:30] სტადიონზე ტრიბუნები თითქმის შევსებულია. გულშემატკივრები რაგბი არენაზე თავიანთი კლუბების საქომაგოდ მივიდნენ. ბოლო შესარჩევი შეხვედრა „ბათუმსა“ და „ხარებს“  შორის 20 აპრილს გაიმართა. ბათუმურმა კლუბმა „ხარები“ ანგარიშით 32:10 დაამარცხა. …

ბათუმის დინამომ თბილისის დინამოს მოუგო ანგარიშით 3:2

დღეს, 11 მაისს, ბათუმში, ანგისის სტადიონზე გამართულ მატჩში 5 გოლი გავიდა. ხუთივე გოლი ბათუმის დინამოს ფეხბურთელებმა გაიტანეს. სამი სტუმრის კარში, ორიც კი საკუთარში. თამაშის დასასრულს ტაბლოზე 3:2 ანგარიში დაფიქსირდა. თამაშის დაწყებიდან 22-ე წუთზე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელმა თამაშის წესები დაარღვია, რის შემდეგაც თბილისის დინამოს კარში პენალტი დაინიშნა. პენალტი ბათუმის “დინამოს” კაპიტანმა ვაკო თევდორაძემ შეასრულა და მატჩის …

ქუჩების მოწყობა ბონის დასახლებაში – რატომ ანიჭებს რუსულ კომპანიას მერია უპირატესობას 

შპს „გზების“ განცხადებით, კანონშეუსაბამოა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთ ტენდერში შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ტენდერის პირობებთან. შპს „გზებიც“ ამ ტენდერში მონაწილეობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ იმ რუსული კომპანიის მუდმივი დაწესებულებაა, რომელიც საქართველოში ადრე თავისი სხვა ფილიალით საქმიანობდა. ეს ფილიალი კი შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა: …

ბათუმში 422 აბი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს-მ  აჭარაში 422 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. “ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 2 პირი – 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1991 წელს დაბადებული ხ.ჭ.დააკავეს. სამართალდამცველებმა, ნ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 322 აბი „ექსტაზი“, 12 გრამამდე „კოკაინი“ და 9 გრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს. ხ.ჭ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 100 აბი …

ტურისტული ავტობუსი ბათუმში ახალი ბულვარიდან მწვანე კონცხამდე იმოძრავებს

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტურისტული ავტობუსი ახალი ბულვარიდან მწვანე კონცხამდე [ბოტანიკურ ბაღამდე] იმოძრავებს. ამ მარშრუტზე სულ 5 ტურისტული ავტობუსი ივლის. მერია თავდაპირველად გეგმავდა, რომ ახალი მარშრუტი თამარ მეფის ქუჩაზე, ხელოვნების ცენტრამდე იქნებოდა, თუმცა საკრებულოში განხილვის დროს გადაწყდა, რომ მარშრუტი მწვანე კონცხამდე გაგრძელებულიყო. ტურისტული ავტობუსის მარშრუტი – მოძ­რაო­ბის სქემა: ახალი ბულვარი – შ. ხიმშიაშვილის ქუჩა [აკვა-პარკი] – რუსთაველის ქუჩა …

ბათუმობა 2019 – ღონისძიებები ღამის 2 საათამდე გაგრძელდება [ფოტო]

ბათუმობასთან დაკავშირებით ღონისძიებები ძველ ბულვარში დღეს, 28 აპრილს 12:00 საათიდან დაიწყო და 29 აპრილის 02:00 საათამდე გაგრძელდება. ღონიძიებას ბევრი სტუმარი ჰყავს, მათ შორის ტურისტები. ბულვარში წარმოდგენილია დამეგობრებული ქალაქების კუთხე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო კუთხე, სპორტული ღონისძიებები, კინო ბათუმში – ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა, წიგნების კუთხე, ფრანების შოუ, თითების თეატრი. საზაფხულო თეატრის წინ არსებულ სცენაზე იმართება კონცერტი, მიუზიკლი …

ადგილები ბათუმში, სადაც დღეიდან „ჭკვიანი“ კამერები ამოქმედდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 26 აპრილს, ბათუმში რვა ადგილზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები, ე.წ. „ჭკვიანი“ კამერები ამოქმედდება. ბათუმში, ახალ ბულვართან, სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე: ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-მდე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ); ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-დან ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 …

ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო ხომალდი შემოვიდა

დღეს, 21 აპრილს, ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო ხომალდი Ross [DDG 71] შემოვიდა. საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით. ეს, გემის პირველი ვიზიტია საქართველოში. USS Ross [DDG 71] არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. „USS Ross-ის ვიზიტი …

სოლიდარობა პანკისს – ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია იგეგმება

სოლიდარობა პანკისს! – დღეს, 21 აპრილს ბათუმში, ევროპის მოედანზე აქციაა დაგეგმილი. საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, რომ ევროპის მოედანზე დღეს, 19:00 საათიდან შეიკრიბებიან. პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, …

ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა პარალიზებულია

მარათონის გამო ბათუმის ქუჩებში ავტომანქანების მოძრაობა პარალიზებულია, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. ქუჩებში ისმის მანქანების საყვირების გაბმული ხმაური. დღეს, 20 აპრილს, ბათუმში მარათონის გამო, არაერთ ქუჩაზე მოძრაობა რომ ჩაიკეტებოდა, ამის შესახებ შსს-ს გუშინ განაცხადა. შსს ინფორმაციით, მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მითითებით, ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება მარათონის დასრულების …

როდის ჩაირთვება გაზი ბონის დასახლებაში

ბათუმში, ბონის დასახლებაში, მაიაკოვსკისსა და მიმდებარე ქუჩებზე, აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი გუშინ საღამოს შემდეგ არ მიეწოდება. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით გაზის შეწყვეტის მიზეზი მილსადენის დაზიანება გახდა, რომელსაც სავარაუდოდ მანქანა დაეჯახა. „აბონენტების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, თუმცა გაზის მიწოდება დღეს, 20 აპრილის 13:30 საათიდან დაიწყება. აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“ – გვითხრეს „სოკარში“.

გამარჯობა!

ავტორი: იუჯელ ალფაი დემირი ყველაფერი ჩემი ცოლის ნათასავის, მურად მასწავლებლის სიტყვებით დაიწყო: წამო, ბათუმში წავიდეთ! წესად არ მაქვს, ვიკითხო: „ხომ მშვიდობაა? რა საქმე გაქვს?“,  არც მისთვის მიკითხავს. ჩემი ხშირი მოგზაურობები ქვეყნის ფარგლებშიც და საზღვარგარეთაც, უმეტესად ასე სპონტანურად და ბევრი ფიქრის გარეშე დაწყებულა. მოგზაურობის დეტალები აეროპორტში გაცნობილ შოთა გაბაიძესთან საუბარში გავიგე. შოთას ქოჯაელის უნივერსიტეტში უსწავლია. დახვეწილი, …

ბიამ მორიგი რეგიონალური შეხვედრა ბათუმში გამართა

B Talks-ის ფარგლებში, ბიას მორიგი შეხვედრა – “ადგილობრივი ბიზნესის გამოწვევები და განვითარების ახალი შესაძლებლობები” გაიმართა. B Talks ბათუმი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით გაიმართა და მას აჭარის რეგიონში მოქმედი 150-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრაზე განხილეს აჭარის რეგიონისთვის აქტუალური ისეთი საკითხები, როგორიც არის ინვესტიციების მოზიდვის და ახალი ბაზრების ათვისების გზები, ტურიზმის განვითარება რეგიონში და ბიზნესის …

„ხანდახან ვეღარ ვგრძნობ, თუ ისევ ცოცხალი ვარ“ – ცხოვრება ქუჩაში

გორგილაძის ქუჩიდან მელიქიშვილზე როცა შეუხვევთ, ბათუმის კოლონადებთან მისვლამდე, ერთი კაცი შეგხვდებათ, რომელიც ქუჩაში, პირდაპირ ტროტუარზე ცხოვრობს. მერაბ დევაძემ აქ მთელი ზამთარი გაატარა. მერაბს თან მხოლოდ ქურთუკი აქვს, მუყაოს რამდენიმე ნაჭერი და კიდევ წყლის ბოთლი… ღამით, როცა ტროტუარზე ძილი გაუსაძლისი ხდება, მერაბს მეზობელი კორპუსის სარდაფში შენახული საძილე მატრასი გამოაქვს და ისე იძინებს. „მეოთხე ზამთარი გავატარე ქუჩაში, ახლა …

საიმიჯო კლიპი ბათუმზე, რომელსაც ხუთი თვე 50 ადგილას იღებდნენ

„შეიგრძენი აჭარა“ – ასე ჰქვია საიმიჯო კლიპს, რომელიც სარეკლამო რეჟისორმა ზვიად სირაბიძემ და ოპერატორმა გიორგი შკუბულიანმა გადაიღეს. კლიპის გადაღებას ხუთი თვე და ავტორთა დიდი ენთუზიაზმი დასჭირდა. „მინდოდა მომემზადებინა ვიდეო აჭარის ტურისტულ პოტენციალზე. ამ ტიპის ვიდეოფროდაქშენი ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი სურვილითა და ხარჯებით გავაკეთეთ. მიზანი იყო ჩვენება, რომ, აი, ბათუმშიც შეიძლება გაკეთება სერიოზული პროექტის და …

ბათუმში თევზის ფესტივალი გაიმართა [ფოტო]

დღეს, 7 აპრილს, ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი გაიმართა. საფესტივალო სივრცე ზღვის პირას, ალი და ნინოს ქანდაკების მიმდებარედ იყო მოწყობილი. სტუმრებს გრილზე შემწვარი თევზისა და ბათუმური ლუდის შეძენის საშუალება ჰქონდათ. გამოფენილი იყო  ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცული, აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი თევზეულის ტრადიციული კერძების მომზადების რეცეპტები და გასული საუკუნის შუა წლებში, ბათუმის თევზკომბინატის …

„ალიანს სიტიმ“ „ლუჟკოვის სახლი“ 29,5 მილიონ აშშ დოლარად იყიდა

კომპანია „ალიანს სიტი“ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილისა და რუსთაველის ქუჩის გაგრძელებას შორის მდებარე „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟს და მის ადგილზე მრავალსართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს. „ბათუმელებმა“ მოიპოვა კომპანიებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც „ლუჟკოვის სახლი“ და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი ყოფილმა მესაკუთრემ, „ბათუმი სიტიმ“, 29 მილიონ 500 ათას აშშ დოლარად მიჰყიდა „ალიანს სიტის“. კომპანია „ალიანს სიტიმ“ ბათუმის …

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმმა ტურიზმის ოსკარების ნომინაციაზე უნდა გაიმარჯვოს

ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ქალაქის ტიტული შესაძლოა ბათუმმა მიიღოს. ამ ნომინაციაზე ბათუმი World Travel Awards-მა წარადგინა. ამ ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე ხმის მიცემა, რის მიხედვითაც გამარჯვებული გამოვლინდება,  28 აპრილამდე არის შესაძლებელი. ეს ამბავი დღეს, 20 მარტს, ჟურნალისტებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გააცნო. “ეს არის მსოფლიო ტურიზმის „ოსკარებად“ წოდებული ნომინაცია. …

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ლერმონტოვის N96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 159 100 ლარია გამოყოფილი. მშენებლობაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. ბაღის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 510 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2019 წლის 31 მარტს დაიწყება და 5 აპრილს შეწყდება. ბაღის შენობა ორსართულიანი იქნება და ის 150 …

8 მარტი ბათუმში [ფოტო]

დღეს, 8 მარტს, ქალთა უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი ქალებისთვის უფასოდ მუშაობს. მზიანი ამინდის გამო, პლაჟზე და ბულვარშიც ბევრი ადამიანი ისვენებს. 8 მარტს, „ბათუმველომ“ ქალებს ველობარათები ნახევარ ფასად შესთავაზა.

Wolt უკვე ბათუმშია

საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კომპანია Wolt-მა ბათუმში ოპერირება დაიწყო. Wolt ახლა უკვე ბათუმელებს და მის სტუმრებს შესთავაზებს საკვების მიტანის სწრაფ და კომფორტულ სერვისს ისეთი რესტორნებიდან, როგორიცაა მაკდონალდსი, საბვეი, პრივეტ იზ ბატუმა, უოლი, პორტო ფრანკო და სხვები, და ამ რესტორნების სია მუდმივად განახლებადი და მზარდი იქნება. მთელი ამ თვის მანძილზე Wolt-ის მიტანის სერვისი ბათუმში უფასო იქნება. ასევე ყველა …

ბათუმი ხელვაჩაურს 55 ჰექტარ მიწას უკან უბრუნებს – საზღვრის ცვლილებას საკრებულო განიხილავს

„ქალაქ ბათუმის მერია თანახმაა განხორციელდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარმოდგენილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემოსაერთებელი ტერიტორიის საზღვრების დემარკაციის რუკის შესაბამისად“, – აღნიშნულია ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის წერილში, რომელიც მერმა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს 2019 წლის 30 იანვარს გადაუგზავნა. ორ მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დემარკაციის საკითხს ბათუმის საკრებულო …

„ვითხოვთ მწოლიარე პოლიციელს“ – ორი ავარია ერთსა და იმავე ადგილას ნახევარ საათში

ორი ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში დღეს, 4 მარტს, მოხდა. ერთ შემთხვევაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯეხა ერთმანეთს, შემდეგ მსუბუქი ავტომანქანა – მიკროავტობუსს. ავარიის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მოქალაქემ გამოაქვეყნა და „შესაბამის სამსახურებს“ პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა. იგი წერს, რომ მოსახლეობამ ხელმოწერებით მერიას უკვე მიმართა და ისინი ე.წ. მწოლიარე პოლიციელების ქუჩაში განთავსებას …

მაიაკოვსკის ქუჩა ნაწილ-ნაწილ გადაიკეტება – სამუშაოები უკვე დაიწყო

ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩის დასაწყისი ავტოსადგურის მიმდებარედ უკვე გადაიკეტა. ბონის სავაჭრო ცენტრის მხრიდან მოძრავი ავტოტრანსპორტი მანთაშევის შლაგბაუმთან ავტოსადგურის შემოვლით გამოდის. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ იგეგმება ქუჩის კეთილმოწყობა. სამუშაოების გამო ქუჩა ნაწილ-ნაწილ გადაიკეტება და ტრანსპორტის მოძრაობა მაიაკოვსკის ქუჩის ჩაკეტილი მონაკვეთის პარალელურ და ვერტიკალურ ქუჩებზე გადაერთვება. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია „გზები“ ახორციელებს; …

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 5 პირი დააკავეს

2 მარტის საღამოს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს ცნობით 5 ადამიანია დაკავებული. ინციდენტი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა, რის შედაგადაც ორი ადამიანი დაიჭრა, ხუთს კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის  236-ე, 239-ე და 117-ე მუხლებითაა აღძრული. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ჯგუფს შორის კონფლიქტი პირველ …

კულტურის სამინისტრომ გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“ ჯილდო გადასცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მსახიობ გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიანიჭა. ჯილდო სიხარულიძეს, 1 მარტს, ბათუმში გამართულ საიუბილეო საღამოზე გადასცეს. სცენაზე ჯილდოს გადასაცემად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი ავიდა. რომელმაც გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“ ჯილდოსთან ერთად საპატიო სიგელი  პირადად გადასცა. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გივი სიხარულიძის საიუბილეო საღამო 1 …

ბათუმში მიწა 20-30%-ით გაძვირდა – მერია ფასის გაზრდას კიდევ აპირებს

ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გაიზარდა. საკრებულომ შესაბამისი გადაწყვეტილება 28 თებერვლის სხდომაზე მიიღო, თუმცა დადგენილება იმ კვირიდან შევა ძალაში, როცა ის გამოქვეყნდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიწის ნორმატიული ფასი ბათუმის ცენტრალურ ზონაში 20%-ით გაიზარდა, შუალედურ ზონაში 25%-ით, ხოლო პერიფერიულ ზონაში – 30%-ით. მაგალითად, ბათუმის ცენტრალურ ზონაში სამი …

“ისრაელის სახლის” განცხადება ბათუმის ძველი სინაგოგის აღდგენაზე

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ ბათუმის ძველ სინაგოგასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ საქართველო-ისრაელის პირდაპირ კავშირებსა და ისრაელის წარმოდგენაზე (ჰასბარაზე) მუშაობენ. ეს საქმიანობა ქვეყნებს შორის ურთიერთობის 80%-ს მოიცავს და ამიტომ მზად ვართ, ჩავერთოთ ყველა იმ საკითხში, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის მიზნებს ემსახურება. ამასთან, „ისრაელის სახლი“ ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის …

კმდს-ს ხელმძღვანელი ბათუმის ძველი სინაგოგის შესაძლო დანგრევაზე

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის, ზაურ ახვლედიანის განცხადებით, თუკი ვინმეს ექნება სურვილი ბათუმის ძველი სინაგოგა ძველი ფორმით აღდგეს, სააგენტო მათ არქიტექტურულ პროექტს შეუსყიდის. “თუკი საქართველოს ებრაელთა კავშირს ან სხვას ექნება შენობის იგივე ფორმატში რესტავრაციის სურვილი, ჩვენ მზად ვართ, ისევე როგორც სხვა ეკლესიების შემთხვევაში, ვიყიდოთ პროექტი. დაფინანსების არსებობის შემთხვევაში სააგენტო მზადაა გამოაცხადოს ტენდერი რესტავრაციაზე,” – …

ბათუმში ისტორიული სინაგოგის ნაცვლად ებრაული ცენტრის აშენებას გეგმავენ

„ამ ადამიანებს უნდათ მე-19 საუკუნის სინაგოგის ადგილას დაიდგას მრავალსართულიანი კორპუსი, სადაც, თურმე, პირველ სართულზე სინაგოგას გახსნიან, მეორე სართულზე – ქაშერული ტიპის სასადილო-რესტორანს, მესამეზე – ებრაული კულტურის ცენტრს და მაღალ სართულებზე იქნება სტუმრის სახლი, ებრაელი რაბინებისთვის. სიტყვა სასტუმროს ხსენებას ერიდებიან, თუმცა ზუსტადაც სასტუმროზეა საუბარი,“ – ბათუმელი აქტივისტი ირაკლი კუპრაძე ბათუმის ძველი სინაგოგის მოსალოდნელ ტრანსფორმაციაზე წერს. „ბათუმელებმა“ …

სამი სახლი ძველ ბათუმში, რომელიც არ იყიდება

ყაზბეგის ქუჩა, სახლი №8 პატარა ქუჩაზე მდებარე კერძო სახლი მაღალსართულიანი კორპუსების ალყაშია მოქცეული, თეთრი ქვებით მოპირკეთებულ, გამწვანებულ ეზოს, ირგვლივ აშენებული კორპუსების აივნები გადმოჰყურებს. სახლის მეპატრონეს მიაჩნია, რომ სივრცე შეიძლება შეიცვალოს, შეიცვალოს ყველაფერი ქალაქში, მაგრამ ეს სახლი, სადაც მისი წინაპრებისა და მამის ბავშვობამ გაიარა – სულ დარჩება. როგორც ნინო გაბუნია ყვება, სახლის შენარჩუნება მარტივი არ ყოფილა. …

აჭარის განათლების სამინისტრო “ევროოდისეას” პროგრამას აგრძელებს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უცხოეთში სტაჟირების პროგრამა  „ევროოდისეას” აგრძელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. სამინისტროში მარტის თვეს ელოდებიან, როცა შესაძლებელი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კორექტირება და პროგრამის გაგრძელებისთვის საჭირო თანხის ბიუჯეტში ჩასმა. „პროგრამა გაგრძელდება და ჩვენ წელსვე შევძლებთ სამი სტაჟიორის გაგზავნას, მომდევნო წლებში იგეგმება, რომ გაიზარდოს სტაჟიორთა რაოდენობა,“ – ამბობს აჭარის განათლების, კულტურისა …

ლიბიაში გარდაცვლილ მეზღვაურს საქართველოში ამ კვირაში ჩამოასვენებენ – საგარეო

ლიბიაში 43 დღის წინ გარდაცვლილ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს საქართველოში მიმდინარე კვირაში ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ლიბიის ქალაქ მისრატას პროკურატურა შესაბამის აქტს ხვალ, 20 თებერვალს გამოსცემს. კონსტანტინიდი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა ამ საკითხზე და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა როგორც ლიბიურ მხარესთან, ასევე მეზღვაურის ოჯახის წევრებსა და …

Exit mobile version