ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდზე სინდისის პატიმრები იქნებიან

საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელს პირველად წარადგენს ახლად დაარსებული საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია. წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 15-19 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს სტენდზე სინდისის პატიმრების ფოტოები იქნება წარმოდგენილი. „2025 წლის ოქტომბერში ერთი წელი შესრულდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან, რომლის გამოცხადებულმა შედეგებმა ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. გაყალბებულ არჩევნებად მიჩნეული შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის …

რეჟისორი ოთარ ქათამაძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა ოთარ [ოთო] ქათამაძე, ბათუმელი რეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი. ოთო ქათამაძის გადასარჩენად საზოგადოება ცოტა ხნის წინ გაერთიანდა. მას ანევრიზმა გაუსკდა და რეანიმაციაში იყო მოთავსებული. მოგვიანებით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოთარ [ოთო] ქათამაძე დაიბადა 1983 წლის 9 ივლისს. 2004 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2014 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი, …

„ქუჩაში რაც ხდება, თუ სცენაზე არ გადმოვა, თეატრი მოკვდება“ – საუბარი დათა თავაძესთან

ავტორი: ბუთა ორჯონიკიძე ____________________ „როგორც იქნა თეატრში გაისმა მაყურებლის ხმა“, – ამბობს რეჟისორი დათა თავაძე თეატრში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტზე საუბრისას. დათა თავაძე „სამეფო უბნის თეატრთან“ ერთად „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. კანონის ინიცირების და განხილვის პერიოდში „სამეფო უბნის თეატრის“ სცენაზე ფაქტობრივად გაუქმდა ტაშის ნაწილი და იქცა პატარა აქციად, სადაც მსახიობები სცენიდან …

კონცერტს ვაუქმებთ ადამიანის უფლებებზე საქართველოს მთავრობის თავდასხმის გამო – MASSIVE ATTAK

ჯგუფი MASSIVE ATTAK საქართველოში კონცერტის გაუქმების მიზეზად მთავრობის მიერ ადამიანების ძირითად უფლებებზე თავდასხმას ასახელებს. „ჩვენ გადავწყვიტეთ გავაუქმოთ ჩვენი შოუ 28 ივლისს, საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებზე თავდასხმის გამო. ამ მომენტში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე გამოსვლა შეიძლება აღქმული იყოს, როგორც მშვიდობიანი პროტესტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ძალადობრივი ჩახშობის მხარდაჭერა. მშვიდობიანი დემონსტრანტების, აქტივისტებისა, ოპონენტების ცემა, დაკავება, …

Liquid Structure – გამოფენა, პერფორმანსი და მუსიკა ბათუმში, ზღვის პირას

შაბათს, 11 მაისს, 16 საათიდან, ბათუმის პირსის ტერიტორია დროებით გადაიქცევა სივრცედ გამოფენისთვის, პერფორმანსებისთვისა და საჯარო საუბრებისთვის. ბათუმში უკვე მეორედ იმართება პროექტი Liquid Structure. პროექტი აერთიანებს 7 მონაწილეს საქართველოდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან, რომლებიც სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს წარადგენენ ინსტალაციის, სკულპტურის, პერფორმანსისა და სხვა სახით და, ასევე, ერთ კოლექტივს, რომელიც გამოფენას დახურავს ცოცხალი ელექტრო- აკუსტიკური იმპროვიზაციით. …

რა შეეშალა წულუკიანს კულტურის დამორჩილების დროს – თეატრები რუსული კანონის წინააღმდეგ

„გათითოკაცებული როცა არ არის ეს პროტესტი, გაცილებით მეტი ძალა გაქვს,“ – პირველ რიგში, სოლიდარობაზე ამახვილებს ყურადღებას კინომცოდნე თეო ხატიაშვილი, რომელსაც სხვადასხვა თეატრში გააქტიურებულ პროტესტზე ვკითხეთ. მათ შორის, ოზურგეთის თეატრზე, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელს წინ მთლიანად დასი დაუდგა. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებია კულტურის სფეროს და თეატრის დამორჩილებას, კრიტიკული აზრის ჩახშობას, მინისტრი თეა წულუკიანი აქტიურად ცდილობს, თეატრალები …

„ცენზურის და ნგრევის მინისტრი“ – აქცია ბათუმში წულუკიანის წინააღმდეგ

„ჩვენ ვქმნით დღევანდელ კულტურას და არავითარ შემთხვევაში არ იქნება ეს კულტურა მოთვინიერებული და დაცენზურებული“ – აცხადებენ ხელოვანები, რომლებმაც დღეს, 20 სექტემბერს, ცენზურისა და საქართველოს კულტურის მინისტრის პოლიტიკის წინააღმდეგ აქცია გამართეს ბათუმში, ევროპის მოედანზე. „ბათუმელებთან“ საუბარში მსახიობი თინა ლაღიძე ამბობს, რომ ხელოვანები თავისუფალი ადამიანები არიან და სურთ აზრის და შემოქმედების თავისუფლება. „წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ვინმემ …

„თუ ქოცი ხარ და მეხოტბე, დაგაფინანსებენ“ – რეჟისორის თქმით, ბათუმის მერია ფესტივალს ხურავს

დღეს, 14 ივნისს, რეჟისორ ოთარ ქათამაძეს ბათუმის მერიაში უთხრეს, რომ „დაფინანსება არ იქნება“ მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალისთვის, რომელიც ბათუმში უკვე 9 წელია ტარდება და ყოველწლიურად ბათუმის მერია აფინანსებდა. „წელს ადრე შევიტანეთ დაფინანსებაზე განაცხადი, რადგან ყველას გვახსოვს – რაც მოხდა გასულ წელს, როცა შემოდგომაზე გასამართ ფესტივალებს, მათ შორის BIAFF-ს, გვითხრეს, ფული აღარ გვაქვს და პირველ ნაკადზე დავხარჯეთ …

„ლიმონის“ აფიშა და მასტერკლასები – მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ბათუმში

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი „ლიმონი“ მიმდინარეობს, რომელზეც წარმოდგენილია მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები. წელს ფესტივალს დაემატა კიდევ ერთი საკონკურსო სექცია. კერძოდ, დაწესდა სადებიუტო-პროფესიული  ფილმების საერთაშორისო კონკურსი. კინოფესტივალში  მონაწილეობს 47 კონკურსანტი 27 ქვეყნიდან. კინოჩვენებები ხელოვნების უნივერსიტეტის დარბაზში მიმდინარეობს და მათზე დასწრება თავისუფალია.  „ლიმონის“ აფიშა ასე გამოიყურება: 25 ნოემბერი სტუდენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი …

ბათუმის სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალში 25 სკოლის დასი მიიღებს მონაწილეობას

20 – 27 ნოემბერს ბათუმში საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლებში არსებული თეატრალური დასები. ფესტივალი წელს მეორედ იმართება. „პირველი ავტოგრაფის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორია შემოქმედებითი ორგანიზაცია ა(ა)იპ „არტ პორტალი“, ფინანსური მხარდამჭერი – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბათუმის მერია. სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი …

რატომ მოხსნეს თამარ მაყაშვილი სპექტაკლებიდან – ინტერვიუ

13 ნოემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში ბერტოლტ ბრეხტის პიესის, „დედა კურაჟის“ საპრემიერო ჩვენებაა დაგეგმილი. წელს 144-ე თეატრალური სეზონი ბათუმში ამ სპექტაკლით გაიხსნა. მასში ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი თამარ მაყაშვილი ასრულებდა, თუმცა 13 ნოემბერს ის აღარ ითამაშებს, რადგან თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მოიხსნა „მიმდინარე რეპერტუარიდან“. ამის მიზეზი გახდა მსახიობის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 31 ოქტომბერს გასულ გადაცემაში ნათქვამი …

გორან ბრეგოვიჩი ბათუმში კონცერტს გამართავს

10 აგვისტოს ბათუმში ბალკანელი მუსიკოსის, გორან ბრეგოვიჩისა და მის ბენდის კონცერტი გაიმართება. კონცერტი Mono Hall Batumi-ში გაიმართება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება TKT.GE-ზე, ბილეთის ფასი 50 ლარიდან იწყება. როგორც აფიშაზეა აღნიშნული, კონცერტზე დაიშვებიან მსმენელები +18 წლიდან. ბრეგოვიჩის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს კინოსთვის შექმნილ მუსიკას. აქვს ნამუშევარი ემირ კუსტურიცას ფილმების მუსიკაზე, რომლებმაც ბრეგოვიჩს მსოფლიო აღიარება მოუტანა. …

ბათუმში მოკლემეტრაჟიანი ფილმების სტუდენტური ფესტივალი გაიმართება

23-27 ნოემბერს ბათუმში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი LemON-ი გაიმართება. სტუდენტური ფილმების ფესტივალის ორგანიზატორი არტსაზოგადოება „ლიმონარიუმია“. კინოფესტივალი 23 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება, სადაც, კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, დასწრებას მხოლოდ წინასწარ მოწვეული 32 სტუმარი შეძლებს.  ხოლო 27 ნოემბერს სტუდენტური კინოფესტივალის  დახურვის ცერემონიალი  ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება. კინოფესტივალის კონკურსში წარმოდგენილი იქნება ქართული, ფრანგული, ამერიკული, …

„თინათინის გამეფებას“ ახალი ზელანდიის საკოლექციო მონეტაზე გამოსახავენ

ლიეტუვას ზარაფხანა 31 ოქტომბერს ახალ, საკოლექციო ვერცხლის მონეტას გამოსცემს, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი ცნობილი სცენა  – „თინათინის გამეფება“ იქნება აღბეჭდილი. მონეტა შეზღუდული რაოდენობით გამოიცემა. „თინათინის გამეფება“ გამოისახება ახალი ზელანდიის ერთდოლარიან რევერსზე. მონეტის ერთ მხარეს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე იქნება გამოსახული, მეორე მხარეს კი – თინათინის გამეფება. საერთაშორისო ტენდერი ახალი მონეტის დამზადებაზე ლიეტუვას ზარაფხანამ გამოაცხადა, რომელშიც …

მწერალთა სახლი: „შეიძლება ახალი ჟიური მოვიწვიოთ, მაგრამ თუ წიგნი არ დარჩა, ვისთვის?“

ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ ოცამდე ნომინირებულმა ავტორმა დატოვა. ავტორებმა საკუთარი წიგნები კონკურსიდან მოხსნეს. ასევე მოიქცა ჟიურის ხუთიდან ოთხი წევრი და ამჯერად კონკურსში რჩება ჟიურის მხოლოდ ერთი, სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი, იოსებ ჭუმბურიძე. პროტესტის ძირითადი მიზეზი სწორედ მისი დანიშვნა იყო სამინისტროს მხრიდან. მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე, ლელა შუბითიძე გვეუბნება, რომ ჯერ არ არსებობს ზუსტი პასუხი კითხვაზე, ჩატარდება …

კონკურსი ქალაქებში კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი EU4Culture საქართველოს რეგიონების ქალაქებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია ქალაქების მხარდაჭერა კულტურის განვითარების სტრატეგიების მომზადებაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ქალაქებს (თბილისის გარდა), მათ შორის, ბათუმსაც. მუნიციპალიტეტთან ერთად თანააპლიკანტი შესაძლებელია იყოს არაკომერციული ორგანიზაციაც. პირველ ეტაპზე შეირჩევა საქართველოს ხუთი ქალაქი, რომლებიც სრული საკონკურსო განაცხადის დასაწერად 1000 ევრომდე ოდენობის გრანტს მიიღებენ. მომდევნო ეტაპზე მაქსიმუმ სამი …

კულტურის სამინისტრომ პროექტების დაფინანსების წესი შეცვალა

კულტურის სამინისტრომ კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსების წესი შეცვალა. ახალი წესის მიხედვით, პროექტის დაფინანსების თაობაზე საკონკურსო განცხადების მიღების, განხილვის, კონკურსში გამარჯვებული პირის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების საერთო ვადა 45 დღის ნაცვლად 25 დღე იქნება. ამასთან, საქმის წარმოებაში გამოიყენება ელექტრონული ფოსტა და საბუთების ხელზე ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. გაუქმდა ე.წ. მოხსენებითი ბარათების ინსტიტუტიც, „რადგან ეს ბიუროკრატიული …

თანამედროვე ქართული თეატრების მართვის მოდელი პოსტსაბჭოურია | კვლევა

ქართული თეატრის ელექტრონული არქივის „შემოქმედებითი საქართველოს“ და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა ქართული თეატრების კვლევა, რომელიც 2018-2020 წლების პერიოდს მოიცავს. კვლევის მიზანია აჩვენოს ქართული თეატრების შემოქმედებითი ინდუსტრიების კომერციული და ინტერნაციონალური პოტენციალის, არსებული მდგომარეობის, რესურსებისა და გამოწვევების შესწავლა შავი ზღვის აუზის სათეატრო ქალაქების მაგალითზე. განსხვავებები რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის მაგალითზე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების თეატრების …

„ბათუმი კინოში და კინო ბათუმში“ – გამოფენა ბათუმში, საჯარო ბიბლიოთეკის წინ | ანონსი

დღეს, 27 დეკემბერს, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, საჯარო ბიბლიოთეკის წინ სკვერში გაიმართება საერთაშორისო პროექტ Connecting Georgia-ს ფარგლებში მომზადებული პროექტების გამოფენა. 16.30 – 18.00 საათზე:  შოთა გუჯაბიძის ფოტოპროექტის გამოფენა – „ბათუმი კინოში და კინო ბათუმში“. ფოტოებზე ასახულია ბათუმში გადაღებული კინოფილმების კადრები და ამ კადრებში ნაჩვენები ადგილების/შენობების დღევანდელი მდგომარეობა. 18.00 – 18.15 საათზე: ლევან წულუკიძის მუსიკალური ვიდეოარტის …

სტუდენტური კინოფესტივალის ქართველი და უცხოელი გამარჯვებულები

თბილისში 4-6 ნოემბერს საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ონლაინ გაიმართა. ფესტივალში 17 ახალგაზრდა კინორეჟისორი მონაწილეობდა. სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტში გამოვლინდა სამი გამარჯვებული კონკურსანტი. პირველი ადგილი – „ჩატვირთვა“, რეჟისორი გიორგი წილოსანი  მეორე ადგილი – „დიდი და პატარა ხელები“, რეჟისორი ვაჟიკო ჩაჩხიანი მესამე ადგილი – „დაბრუნება“, რეჟისორი გურამ ბაქრაძე  საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა არგენტინული ფილმი THE PACK …

ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრია

27-29 ოქტომბერს კანის კინოფესტივალი 2020 წლის სპეციალური გამოშვებით დაბრუნდება. ფრანგული კინოსკოლის, Cinéfondation-ის საკონკურსო სექციის ნამუშევრებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებს წელს ფესტივალზე ჟიურის სხვა წევრებთან ერთად ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი დეა კულუმბეგაშვილი შეაფასებს. კანის კინოფესტივალზე 11 მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ. ჟიური გადაწყვეტს, რომელ მათგანს მიენიჭება “პალმის რტო”, ამავე ჟურიმ კინოფესტივალის სამი ჯილდო უნდა გასცეს კინოსკოლის საუკეთესო ფილმებისთვის. დეა …

მოთხრობა „იგის” მიხედვით შექმნილი ანიმაცია აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის გამარჯვებულია

ქართული ანიმაციური ფილმის პროექტი – „იგი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმის გამარჯვებული გახდა სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმებს შორის. ფილმი ჯემალ ქარჩხაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმი დისტანციურად, ონლაინრეჟიმში ჩატარდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟიურიმ გამარჯვებული ფილმები ოთხ კატეგორიაში გამოავლინა, რისთვისაც 28 ანიმაციურ პროექტს შორის აარჩიეს საუკეთესოები. ქართული ანიმაცია „იგი“ რეჟისორმა …

ბათუმში შავი ზღვის ფესტივალი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების მერვე ფესტივალი, რომელიც 16-18 ოქტომბერსაა დაგეგმილი, შეცვლილი ფორმატით გაიმართება. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი კორონავირუსის გამო შექმნილი პანდემიიდან გამომდინარე წელს მაყურებლის გარეშე ჩატარდება. „ფესტივალი ჩატარდება პანდემიისგან გამოწვეული რეგულაციებისა და სანიტარული წესების გათვალისწინებით, მაყურებლის გარეშე, როგორც ადაპტირებული პროექტი, სატელევიზიო და სოციალური მედიის ტექნოლოგიების გათვალისწინებით“, – ამბობენ სამინისტროში. როგორც …

BIAFF-ი ბათუმის ბულვარში თავისუფალ კინოჩვენებებს იწყებს

8 აგვისტოდან BIAFF ბათუმის კინოფესტივალი კინოჩვენებებს იწყებს. კინოჩვენები ბათუმის ბულვარში, რესტორან „ქართული/პონტოს“ ტერასაზე გაიმართება, სადაც დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნება BIAFF-ის მენეჯმენტის მიერ შერჩეული ფილმები – ახალი ქართული და ევროპული კინო. მენეჯმენტის ინფორმაციით, კინოსეანსები გაიმართება კვირაში სამჯერ – პარასკევს, შაბათს და კვირას. დასაწყისი – 21.00 საათზე.  დღეში ერთი სეანსი. კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია. ამავე წყაროს ცნობით, პროექტი …

„კარფურმა“ და ირმა ინაშვილმა თეატრის თანამშრომლებს წინასაარჩევნოდ სურსათი დაურიგეს

ბათუმის დრამატული და თოჯინების თეატრების მსახიობებს, ასევე ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, „კარფურისა“ და ირმა ინაშვილის სახელით სასურსათო კალათები დაურიგეს. „ბათუმელებთან“ სურსათის დარიგების ფაქტი დრამატული თეატრის დირექტორმა თავდაპირველად უარყო, თუმცა დავით ოქიტაშვილთან ჩვენი საუბრის შემდეგ, კალათების გადაცემის ფაქტი დაადასტურა. ოქიტაშვილის თქმით, სასურსათო კალათა დღეს, 6 აგვისტოს, 77 ადამიანს გადასცეს. „დაახლოებით ორი კვირის წინ მთხოვეს სია, თუმცა …

ბათუმის ცენტრალურ პარკში ახალი სკულპტურის, „ფოსტის“ განთავსება სურთ

ხვალ, 31 ივლისს, ბათუმის საკრებულო აპირებს განიხილოს ბათუმის ცენტრალურ პარკში „ფოსტის“ მონუმენტის განთავსების საკითხი. ინიციატივა „გაერთიანებულ საფოსტო კავშირს“ ეკუთვნის, რომელმაც ბათუმის მერიას მიმდინარე წლის 20 იანვრს მიმართა წერილით. მონუმენტი სიმაღლეში 2.6 მეტრი იქნება. დოკუმენტში, რომელიც საკრებულომ უნდა განიხილოს, ნათქვამია, რომ მონუმენტის განთავსების საკითხზე, მერის სათათბირო ორგანომ – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომაც იმსჯელა [ ეს სათათბირო ორგანო …

იკრძალება ყველა ტიპის სპორტული და კულტურული ღონისძიება ღია და დახურულ სივრცეში

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, იკრძალება ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. იკრძალება კონცერტები, სპექტაკლები, დროებითი და მუდმივი გამოფენები, რეპეტიციები, გასტროლები, მასტერკლასები, ტრენინგები და კონფერენციები, გარდა დისტანციური ფორმისა, – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში. აღნიშნული დადგენილებით ასევე  აკრძალულია ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება. მათ შორის: შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის …

ვირტუალური მოგზაურობა ვერსალში, პომპეიში, პარიზის ოპერასა და ვან გოგის მუზეუმში

კორონავირუსის გავრცელების პარალელურად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით თვითიზოლაცია და შინ დარჩენა ვირუსის გავრცელების შემაფერხებელი ყველაზე ეფექტური გზაა, თუმცა აღმოჩნდა, რომ შინ დარჩენა არც ისე მარტივია. ამ პრევენციული ქმედების წასახალისებლად ქართულ პლატფორმებზე saba.com.ge და lit.ge ერთი თვით უფასო გახდა ყველა წიგნზე წვდომა. მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილმა მუზეუმმა, ბიბლიოთეკამ და თეატრმა ბოლო დღეების განმავლობაში დაიწყო ისეთი რესურსების გასაჯაროება, …

74 700 ლარი ბიუჯეტიდან – საგრანტო კონკურსი ხელოვანებისთვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს სახელოვნებო სფეროში მოქმედი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის. 2020 წელს საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტი 74 700 ლარია. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი ორ ეტაპად ცხადდება. პირველი ეტაპის ბიუჯეტი 34 000 ლარია, ხოლო მეორე ეტაპის – 40 700 ლარი. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს ღონისძიებაზე რეგისტრაციის, მონაწილეობის, ტრანსპორტირების, განთავსებისა …

ბათუმში პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება

პირველი საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში  7 დეკემბერს გააიხსნება. ბათუმის დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება ევრიპიდეს „მედეა“. სპექტაკლს 8 დეკემბერსაც აჩვენებენ. ფესტივალს გერმანული თეატრი „ბერლინერ ანსამბლი“ გახსნის. თეატრი 1949 წელს გერმანელმა დრამატურგმა და პოეტმა ბერტოლტ ბრეხტმა დააარსა აღმოსავლეთ ბერლინში. სპექტაკლის რეჟისორია მიხაილ ტალჰაიმერი სცენოგრაფი, ოლაფ ალტმანი კოსტიუმების მხატვარი, ნეჰლ ბალკჰაუზერი მუსიკალური გაფორმება: ბრეტ ვრედი ვიდეოს ავტორი: ალექსანდრ დუ …

„სკოლა გვაკლია“ – რას ითხოვდნენ ქედელები XIX საუკუნის ბოლოს

სოფ. ქედა, ქვედა აჭარა – „აგერ ოცი წელიწადი სრულდება, რაც რუსეთმა აიღო ეს მხარე და დღემდის ერთი პირველდაწყებითი სასწავლებელი რა არის და იმასაც ვერ ვეღირსეთ, არ ვიცით რა არის ამის მიზეზი. სხვა სოფლებში არათუ პირველ დაწყებითი, ორკლასიანი სასწავლებლებიც კი დააარსეს და აარსებენ. არის ბათუმში სამოქალაქო და ქართული სასწავლებლები, მაგრამ აქაურ მცხოვრებათათვის გამოუსადეგარია, რადგან ბათუმი ქედაზედ …

მუცო ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდოს მფლობელი გახდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ციხე-სოფელი მუცო ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდოს – „საზოგადოების რჩეულის“ ჯილდოს მფლობელი გახდა. 2019 წლის ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდოს – „საზოგადოების რჩეულის“ პრიზის მოსაპოვებლად ხმის მიცემა მიმდინარე წლის მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. სწორედ მაისში მოიპოვა მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი – ევროპა ნოსტრას ჯილდო. მუცოსთან ერთად მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობიდან „საზოგადოების …

“განდაგანას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ცეკვა “განდაგანას”  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაადასტურეს. „განდაგანა“ სატრფიალო ცეკვაა.  ცეკვაში ქალის პარტია განი-გან სრულდება. სწორედ აქედან წარმოდგება მისი სახელწოდება. აჭარულ ცეკვაში მხარისთვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრების ელემენტებია გადმოცემული. სხვადასხვა ანსამბლი ცეკვას სხვადასხვაგვარად ასრულებს. ორიგინალ ვერსიაში კი აჭარულის ცეკვას ქალი იწყებს. ხორუმის და განდაგანას ისტორია

კლასიკური მუსიკის კონცერტი ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით

27 ოქტომბერს ბათუმის დრამატული თეატრის შენობაში  კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ შემსრულებლები:  სოპრანო – ნინო ლეჟავა, (იტალია) და ზურაბ ზურაბიშვილი – ტენორი (გერმანია). სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს იტალიელი ალბერტო ვერონეზი. კონცერტში ასევე მონაწილეობენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტები, ინგა ჯახუტაშვილი (სოპრანო) და სულხან ჯაიანი (ბანი), სიმფონიური ორკესტრი და კაპელა. ______________________ მთავარ ფოტოზე: ნინო …

Biaff-ის ჩვენებები ღია ცის ქვეშ – ფილმები, რომლებსაც ევროპის მოედანზე ნახავთ

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალზე Biaff 2019  ფილმების ჩვენება გაიმართება კინოთეატრ აპოლოსა და ევროპის მოედაზე – ღია ცის ქვეშ. ყოველ სექტემბერს Biaff-ის  ღია ცის ქვეშ მოწყობილ ჩვენებებს უამრავი მაყურებელი ჰყავს, წელს კი ევროპის მოედანზე სანახავი ფილმების განრიგი ასეთია:   16 სექტემბერი 20.30 –„აღლუმი“, ნინო ჟვანია, საქართველო, 2018;87 წთ. 22.00 – FILM surprise   17 სექტემბერი 20.30 …

პროდიუსერი ჰოლივუდიდან გეილი ანე ჰურდი, გელა ბაბლუანი და სხვები – Biaff 2019-ის მასტერკლასები

კინოფესტივალი BIAFF-ი ყოველწლიურად  საინტერესო კინოპროგრამას წარუდგენს მაყურებელს როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო სექციებში. ფესტივალს ყოველ წელს ბევრი მნიშვნელოვანი სტუმარი ჰყავს – რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები და ა.შ. კინოფესტივალი 2019 წლის 15-22 სექტემბერს ჩატარდება. 2006 წელს დაარსებული კინოფესტივალი წელს მეთოთხმეტედ იმართება და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ქალაქ ბათუმის მერია. უკვე ცნობილია საკონკურსო ფილმების …

Exit mobile version