გამოფენა იუსტიციის სახლში

 

დღეს, ბათუმის იუსტიციის სახლში ქართველი მსახიობის რამაზ ჩხიკვაძის დაბადებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი და ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი ესწრებოდნენ.

 

<!** Image 1 align="left" alt="დავით ჯანდიერი და თეონა იაშვილი გამოფენაზე" sub="დავით ჯანდიერი და თეონა იაშვილი გამოფენაზე" width="300" height="574" >

 

დავით ჯანდიერის თქმით, „ეს პროექტი  ეროვნულ არქივში დაცული საგანძურის რეგიონის მოსახლეობისთვის გაცნობას ისახავს მიზნად“.

 

გამოფენაზე წარმოდგენილია რამაზ ჩხიკვაძის 40-მდე ფოტო. წარმოდგენილია, როგორც ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოები, ასევე კინოროლებისა და რეპეტიციების ამსახველი ფოტოები. გამოფენაზე დაცული ფოტოების ნაწილი დაცულია „საქინფორმის“ კოლექციაში.

 

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი რამაზ ჩხიკვაძემ რუსთაველის თეატრის სცენაზე მრავალი საინტერესო როლი განასახიერა: ლირი („მეფე ლირი“), კირილე მიმინოშვილი („სამანიშვილის დედინაცვალი“), ქოსა მრჩეველი („ჭინჭრაქა“). რამაზ ჩხიკვაძე ასევე 70-ზე მეტ მხატვრულ ფილმშია გადაღებული. მათ შორის „ჭრიჭინა“, „თეთრი ბაირაღები“, „ნატვრის ხე“.

 

ბათუმის იუსტიციის სახლში გამოფენა 23 აგვისტომდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

არტ-პროექტი „ბათუმის ეზოს ამბები“ იწყება

ბათუმში საჯარო ხელოვნების პროექტი „ბათუმის ეზოს ამბები“ იწყება. არასამთავრობო ორგანიზაცია „micro-ფონი“ უკვე მეორედ აწყობს ქალაქის ქუჩებში მასშტაბურ გამოფენას, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ მხატვრებსა და ქართველ შემოქმედებთან ერთად, ბათუმის ეზოს მაცხოვრებლებიც მონაწილეობენ.


<!** Image 1 align="left" width="350" height="675" >

უცნობი აჭარა მინის ნეგატივებზე

 

 

ბათუმში, „იალონი სტუდიომ“ საუკუნის წინანდელი მინის ნეგატივების დასკანერება დაასრულა. 2013 წლის შემოდგომაზე, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში ფოტოგამოფენა გაიხსნება – დამთვალიერებლები 80 ფოტოს ნახავენ, რომელზეც გასული საუკუნის ბათუმი და აჭარის სოფლებია აღბეჭდილი. „იალონი სტუდიოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფოტოგრაფი, რეჟისორი და ძველი ბათუმის ფოტოკოლექციონერი შოთა გუჯაბიძე დარწმუნებულია, რომ გამოფენის გახსნის მომენტში მსოფლიოში არ იქნება უფრო საინტერესო გამოფენა, თუმცა 80 ფოტო სულ მცირე ნაწილია იმ ძველი არქივის, რომელსაც „იალონი სტუდიო“ რამდენიმე თვეა ამუშავებს.

შავი ზღვის ქალაქების ქალ მხატვართა გამოფენა

 

დღეს, 16 მაისს, ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში, 4 საათზე, შავი ზღვის ქალაქების ქალ მხატვართა გამოფენა გაიხსნება. 

აჭარის განათლების სამინისტრო კინოწარმოების ხელშეწყობას იწყებს

 

 

აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა თბილისში, ეროვნულ კინოცენტრში აჭარაში კინოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართეს.

ლექსების კრებულის პრეზენტაცია

 

დღეს, 24 აპრილს,  ბენზეს #18  საჯარო სკოლაში პოეტ თინა თენიეშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. 

„მთავარია, ხელი არ ჩაიქნიო“


ხმა, რომელიც ყოველდღიურად გვისურვებს ბედნიერ დღეს და გვთავაზობს სასიამოვნო მუსიკალურ პროგრამას – ეს ილო შავიშვილია,  რადიო „აჭარის“ წამყვანი და გჯუფ „ნემოს“ მუსიკოსი. 

„ის, რაც შემორჩა ფოტოზე“ – ფოტოგამოფენა ბათუმში

 

„ის, რაც შემორჩა ფოტოზე“ – ამ ფოტოგამოფენით დღეს ბათუმში მსოფლიო ძეგლთა დაცვვის საერთაშორის დღესთან დაკავშირებით გამართული კვირეული დაიხურა.

თვითნასწავლი ხელოვანის პერსონალური გამოფენა

 <!** Image 2 align="left" width="300" height="576" >

დღეს ხარიტონ ახვლედიანის ხელოვნებათმცოდნეობის მუზეუმში თვითნასწავლი ხელოვანის ვარდო დიასამიძის ხელნაკეთი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.

 

გამოფენის ავტორმა სტუმრებს 40-მდე ნამუშევარი წარუდგინა, რომელიც მისი თქმით, ყოველგვარი დამხმარე ინსტრუმენტების გარეშე, საქსოვი ძაფითა და ჩხირებითაა შესრულებული.

როგორც ხელოვანი იხსენებს, მისი ნამუშევრები საზოგადოებამ პირველად პროექტ „ნიჭიერის“ კასტინგზე ნახა. მართალია, ის პროექტში არ მიიღეს, მაგრამ ავტორის თქმით, კასტინგზე მისვლა მისთვის მაინც წარმატებული გამოდგა, რადგან საზოგადოება მისი ნამუშევრებით დაინტერესდა.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ, ნამუშევრების პრეზენტაცია ბათუმის „პრესკაფეში“ გამართა, თუმცა იქ ნამუშევრების მცირე ნაწილი იყო წარდგენილი, სწორედ ამ დღეს ბათუმის მხარეთმცოდნეობის თანამშრომლის ინგა დიასამიძისგან მიიღო შეთავაზება, რომ პერსონალური გამოფენა გაემართათ.

როგორც მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი ინგა დიასამიძე აცხადებს, მას შემდეგ რაც ვარდო დიასამიძის ნამუშევრებს გაეცნო, გაუჩნდა იდეა, რომ „მუზეუმში, რომელიც ძალიან დიდ ისტორიას ინახავს, ყოფილიყო ქალბატონი ვარდოს ნამუშევრების გამოფენა“.

 

 

 

„ქეთო და კოტეს“ შემდეგ ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი

ოთხშაბათს, დღის 12 საათისთვის, ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრის ცენტრალური შესასვლელი დაკეტილია. გამჭვირვალე კარის იქით არავინ ჩანს. არც შადრევანი მოჩუხჩუხებს ფოიეში. კითხვაზე, რატომაა ასეთი სიჩუმე ცენტრში? – ბენზეში შენობასთან ახლოს მცხოვრებლები ხშირ შემთხვევაში  პასუხობენ, რომ ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან  „ქეთო და კოტეს შემდეგ აქ ისეთი ამბავი აღარ ყოფილა“.


<!** Image 1 align="middle" alt="ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი" sub="ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი" width="500" height="334" >

მონეტების კოლექცია და ავტომანქანა გულის ორნამენტებით – გამოფენა ხელვაჩაურში

ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, 14 თებერვალს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში  ცენტრის წევრების მიერ შექმნილი ხელნაკეთების, მაკეტების და სხვადასხვა კოლექციების გამოფენა გაიმართა.  ჩვენებაში ასევე მონაწილეობდნენ ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მონეტებისა და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების შეგროვებით.

ბათუმელი სტუდენტების ექსპერიმენტალური თეატრი პარიზში

ნინო სიხარულიძე

 

23 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ-ექსპერიმენტალური თეატრი, რომელიც უკვე 5 წელია არსებობს, პარიზში სტუდენტურ-თეატრალური ფესტივალის გასახსნელად მიემგზავრება.

 

წელს ქართველებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ფესტივალში. მანამდე კი, 14 თებერვალს, 19:00 საათზე, საფრანგეთში წასაღებ სპექტაკლს სტუდენტები აჩვენებენ ბათუმის დრამატულ თეატრში. ეს სპექტაკლის ბოლო საპრემიერო ჩვენება იქნება.

 

სპექტაკლი – „მელოტი მომღერალი ქალი“, ფრანგი დრამატურგის ეჟენ იონესკოს პიესის მიხედვით დაიდგა. „ეს არის კომედია ცუდი დასასრულით“, აღნიშნავს სპექტაკლის რეჟისორი გიორგი ჩხაიძე.

 

დასი სპექტაკლზე ერთ თვეს მუშაობდა. პრემიერა ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში გასული წლის 19 დეკემბერს შედგა. მთავარ როლებს ასრულებენ სტუდენტები: მარიამ ხიტალიშვილი, გიორგი არველაძე, ფრიდონ მოდებაძე, ნონა სურმანიძე და იაგო მორთულაძე. მხატვარი კი – მარიამ გოგოლიშვილია.

 

დასის მხარდამჭერები არიან: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრო, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი და ბათუმის დრამატული თეატრი.

 

ფესტივალი საფრანგეთის დედაქალაქში  25 თებერვალს იწყება. დასი საქართველოში პირველ მარტს დაბრუნდება.

 

იგორ ობოლენსკი ბათუმში

<!** Image 1 align="left" width="500" height="432" >



ხვალ, 13:00 საათზე სასწავლო ცენტრი „ი-თი-აი 2000“ და აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაცია აწყობს შეხვედრას მწერალ, ჟურნალისტსა და ტელეწამყვან იგორ ობოლენსკისთან.

თანამედროვე რუსი მწერლის, იგორ ობლინსკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მონოგრაფია – „სილამაზის ხვედრი, ქართველი ცოლების ისტორია“, საქართველოში  საკმაოდ მაღალიგაყიდვად ნამუშევრად მიიჩნევა. მონოგრაფიაში 50 ქართველი ქალის ისტორიაა მოთხრობილი, მათ შორის მერი შერვაშიძის, ნინო ჭავჭავაძის, როდამ ამირეჯიბის…

 

ორგანიზატორების ცნობით,
შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, შეიძლება გამომცემლობის ფასებში შეიძინო იგორ ობოლენსკის შემდეგი წიგნები ავტორის სამახსოვრო წარწერით:

1. „სიყვარულის გამოცანა. რასპუტინი, შანელი, ჰოლივუდი“ (25 ლარი) 
2. ბარათების წიგნი: „ძველი თბილისის პორტრეტები: ქართველი ლამაზმანები” (10 ლარი);

3. ბარათების წიგნი: „ძველი თბილისის პორტრეტები: ქართველი ვაჟკაცები“ (10 ლარი);

4. საერთაშორისო ბესტსელერის „სილამაზის ხვედრი, ქართველი ცოლების ისტორია“ მეორე გამოცემა (30 ლარი)

5. ფიროსმანის ზღაპრები (10 ლარი);

6. “ვერა პროხოროვას მოგონებები რიხტერსა და პასტერნაკზე” (20) ლარი
დასწრება თავისუფალია.

შეხვედრა გაიმართება აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დარბაზში (ბათუმი, მელაშვილის 26).

„სატურნალია“, ანუ საუბრები თანამედროვე ხელოვნებაზე და არა მხოლოდ მასზე

ინგა ხალვაში 

 

რა ვიცი თანამედროვე სახვითი ხელოვნების შესახებ? ბევრი არაფერი. რაც მინახავს, ნაკლებად ორიგინალში, უფრო მეტად ფოტოებითა და ინტერნეტით, იმათ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენიათ. ამდენად შემფასებლად ვერ გამოვდგები. მხოლოდ ემოციების დონეზე თუ შემიძლია შთაბეჭდილებების გაზიარება. ამის მიზეზი, ვფიქრობ ის არის, რომ ამ დარგის ნიმუშებს იშვიათად ვხვდები და ინტერესიც ნაკლებია. 

ვინ იკლავს თავს ახალ წელს?

„20/12“ -ის პრემიერა „აპოლოში”  


ნანა კვაჭაძე


12 რეჟისორი, 12 მოკლემეტრაჟიანი ფილმი წელიწადის თვეების მიხედვით – 17 დეკემბერს კინოთეატრ „აპოლოში” „თიბისი ბანკის“ მიერ დაფინანსებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ალმანახის პრემიერა შედგება. პირველი, რვაწუთიანი ფილმის რეჟისორი შოთა გუჯაბიძეა.  „ბოლო სადგური” – ასე ეწოდება სურათს, რომელშიც მთავარ როლებს ბერდია ინწკირველი და ზურაბ ქავთარაძე ასრულებენ. 


ზაფხულის ფესტივალი ბათუმში

 ქეთი ლაბაძე 

 

ბათუმში ზაფხულის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. ფესტივალის მესამე დღეს, ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში მსმენელების წინაშე კვლავ ელისო ბოლქვაძე წარსდგა,  ამ ფესტივალზე ეს მუსიკოსის  ბოლო გამოსვლა იყო.   

 

 „მუსიკის კიდევ ერთი ზეიმი შედგა, შოპენთან და ბეთჰოვენთან შეხება არამარტო მუსიკოსებისთვისაა სასიამოვნო, არამედ დილეტანტებზეც საოცრად მოქმედებს. ძალიან გვასიამოვნა ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ, ორკესტრი, როგორც ყოველთვის, თავის სიმაღლეზე იყო, ძალიან მიხარია, რომ ფესტივალი გრძელდება და კიდევ გვექნება საშუალება, ვეზიაროთ ჭეშმარიტ ხელოვნებას.” –  აღნიშნა მუსიკოსმა ნატო ორაგველიძემ კონცერტის დასრულების შემდეგ. 

 

ზაფხულის ფესტივალის მსმენელი, დიანა ხომერიკი თავის გულწრფელ ემოციებს ვერ მალავდა: „არაჩვეულებრივი ფესტივალია, ძალიან ვარ ნასიამოვნები, სიტყვები არ მყოფნის ემოციების გამოსახატად.” 

  

ფესტივალს ბევრი უცხოელი სტუმარი ესწრება, მათ შორისაა სარა გუბაკი: „ძალიან ლამაზი საღამო იყო, მოხიბლული ვარ მუსიკით.” 

 

კლასიკური მუსიკის მოყვარული ბათუმელ ნინო გაბუნია უკმაყოფილებას გამოთქვამს ფესტივალზე მაყურებლის ნაკლებობის გამო: „აღფრთოვანებულივარ მუსიკით და ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი მცირე რაოდენობა დადის მსგავს კონცერტებზე, როცა პოპმუსიკის კონცერტებზე მსმენელის ტევა არ არის.” 

 

ზაფხულის საერთაშორისო ფესტივალი  გრძელდება და 5 და 8 სექტემბერს კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ისევ უმასპინძლებს. 

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="2248" > 

The Nemo – „აბი გლუკოზას” რეინკარნაცია

 რადიოს კიბეებიდან ყვითელმაისურიანი ბიჭი ქუჩაში გადმოხტა. ცოტა ხანში ლურჯმაისურიანიც მოვიდა. პაატა ძიძიგური და ილია შავიშვილი მუსიკალურ ბენდ The Nemo -ს წევრები არიან. „ძირითადად ვუკრავთ დასავლურ პოპულარულ ჰიტებს. გვაინტერესებს დაკვრა კლუბებში, პაბებში და სხვა – მუსიკაზე ორიენტირებულ ადექვატურ ადგილებში,“ – წერია მათი ფეისბუქის ფანგვერდზე. გაცნობიდან 3 წუთში იქვე, პატარა კაფეში ვსხედვართ და ვსაუბრობთ. პაატა ისტორიაა ჰყვება, როგორ და რატომ შეიქმნა ჯგუფი, ცოტა ხანში მირზა სელიმბა მოდის, დრამერი. ჯგუფის მეოთხე წევრი, ირაკლი ჩხეტია შეხვედრაზე არ მოვიდა. მნიშვნელოვანი საქმეებითაა დაკავებულიო – მითხრეს.  

 

მანანა ქველიაშვილი 

  

 

 

Exit mobile version