BIAFF 2019 – კინოფესტივალის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროგრამა

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 15-22 სექტემბერს ჩატარდება. 2006 წელს დაარსებული კინოფესტივალი წელს მეთოთხმეტედ იმართება და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ქალაქ ბათუმის მერია. უკვე ცნობილია BIAFF 2019-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი 10 ფილმი, ესენია: [checklist] “ ბიუზჰალტერი”, ვეიტ ჰელმერი, გერმანია / აზერბაიჯანი, 2018 წელი, 90 წთ. “გულგრილად ლამაზი”, კივანჩ …

BIAFF 2019 – რა ფილმებს აჩვენებენ „დიდოსტატთა კოლექციაში“

BIAFF 2019 – ბათუმის კინოფესტივალის „დიდოსტატთა კოლექციის“ პროგრამა უკვე ცნობილია. კინოფესტივალის ერთ-ერთ საინტერესო სექციაში – „დიდოსტატთა კოლექცია“ ცნობილი რეჟისორების ბოლო წლის ნამუშევრებს აჩვენებენ. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 15-22 სექტემბერს ჩატარდება. 2006 წელს დაარსებული კინოფესტივალი წელს მეთოთხმეტედ იმართება და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ქალაქ ბათუმის მერია. BIAFF 2019-ის „დიდოსტატთა კოლექციაში“ წარმოდგენილი …

რას მოისმენთ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალზე – პროგრამა

1-10 სექტემბერს ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი იმართება, რომლის ფარგლებშიც ბათუმს კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები და ახალგაზრდა, ვირტუოზი შემსრულებლები ესტუმრნენ. ფესტივალი პირველ სექტემბერს იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნა და 10 სექტემბერს ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტით დასრულდება. ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი UNESCO-ს პატრონაჟით უკვე მეშვიდე წელია იმართება. წელს დრამატული თეატრის საკონცერტო დარბაზში გაცოცხლდება ბახის, მოცარტის, …

კონცერტი ფლეიტისა და ფორტეპიანოსთვის – ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის მეორე დღე

დღეს, 2 სექტემბერს ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების რიგით მეშვიდე ფესტივალის მორიგი კონცერტი გაიმართა დრამატულ თეატრში. დავით მუქერიას დირიჟორობით, კონცერტი ბათუმის ფესტივალის ორკესტრმა აზარშვილის სიმებიანი ორკესტრის ნოქტიურნით გახსნა, შემდეგ კი მსმენელმა იტალიელი ფლეიტისტის, ლუიზა სელოს შესრულებით ფესტივალის ორკესტრთან ერთად, ვივალდის კონცერტი ფა მაჟორი და ფილიპ ემანუელ ბახის რე მინორი მოისმინა. ფლეიტის კონცერტები შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტით გაგრძელდა, …

იაპონელი მხატვრის გამოფენა ბათუმში

ბათუმში პირველად, იაპონელი მხატვრის ისაო ტომოდას ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენა, სახელწოდებით – „წარმოიდგინე“, ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში 8-10 აგვისტოს გაიმართება. აჭარის მუზეუმის ინფორმაციით, ისაო ტომოდა 1944 წელსაა დაბადებული, განათლება მიღებული აქვს ნიუ-იორკის ხელოვნების ლიგაში დიზაინის განხრით. „დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ილუსტრატორად, გაფორმებული აქვს 200-მდე წიგნი, 1970-იანი წლებიდან მოღვაწეობს თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით მრავალფეროვან ტექნიკაში (ტუში, პასტელი, ზეთი)“. …

კულტურის ეროვნული ფონდი 50 მილიონი ლარით დაფინანსდება

განათლებისა და კულტურის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს, 6 აგვისტოს, კულტურის სფეროს რეფორმა დააანონსა და განაცხადა, რომ რეფორმის ფარგლებში იქმნება კულტურის ეროვნული ფონდი, რომელიც 50 მილიონი ლარით დაფინანსდება. მინისტრის განცხადებით, ფონდის მუშაობა დაფუძნებული იქნება „თანაბარი შესაძლებლობებისა და შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეუხებლობის დაცვის პრინციპებზე. მისი მთავარი დანიშნულება იქნება  კულტურის განვითარების, პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა“. პრესრელიზში, რომელიც სამინისტრომ ჟურნალისტებს …

„ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გადაიდო

რამდენიმე წუთის წინ მწერალთა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ლიტერატურული პრემია, – „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გადაიდო. „მწერალთა სახლის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ტექნიკური მიზეზების გამო, 25 ივნისს დაგეგმილი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია დროებით გადაიდო. განახლებულ თარიღს შეგატყობინებთ უახლოეს დღეებში,“-ნათქვამია განცხადებაში. „ლიტერატურის ეროვნული ფონდი“ სსიპის, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ …

„ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორად ირმა რატიანი დანიშნეს

„ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორად ირმა რატიანი დანიშნეს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ირმა რატიანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს თარგმანები. „მას ეკუთვნის იაპონური პოეზიის ძეგლის – „ასი უძველესი იაპონური ლექსი“ მხატვრული თარგმანი იაპონური ენიდან ქართულად და ესეისტური წიგნი – „იაპონური დღიურები“. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ირმა რატიანი ლიტერატურათმცოდნეა და მისი ინიციატივით, საქართველოში შედარებითი ლიტერატურის ქართული …

ქართული კინო რომში, შანხაისა და პერუს კინოფესტივალებზე

ივნისის თვე ქართველი რეჟისორებისა და ზოგადად ქართული კინოსთვის მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა. 16-18 ივნისს ქართული კინოს დღეებს რომმა უმასპინძლა. რომის კინოს სახლში [Casa del Cinema] ნაჩვენები იყო სხვადასხვა დროს გადაღებული ქართული ფილმები: „მანდარინები“ [რეჟისორი ზაზა ურუშაძე], „ცისფერი მთები“ [რეჟისორი ელდარ შენგელაია], „ნატვრის ხე“ [რეჟისორი თენგიზ აბულაძე], „შემთხვევითი პაემნები“ [რეჟისორი ლევან კოღუაშვილი] და „ჩემი ბებია“ [რეჟისორი კოტე …

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ბათუმის კოლონადებთან

პირველად ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება, რომელიც ივლისის თვეშია დაგეგმილი. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე ქვეყნიდან ეწვევიან მუსიკოსები, მათ შორის იტალიიდან. როგორც აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ფესტივალის – „ბათუმის ცის ქვეშ“ პროექტის ავტორია ბათუმის მუსიკალური ცენტრის წამყვანი სოლისტი ინგა ჯახუტაშვილი. „ბათუმის მუსიკალური ცენტრი წლების განმავლობაში თანამშრომლობს ცნობილ იტალიელ დირიჟორთან, ლორენცო ტაციერთან. სწორედ მისი …

პირველად ბათუმში პუჩინის „ბოჰემა“ დაიდგმება

ბათუმის მუსიკალური ცენტრი პრემიერისთვის ემზადება. ბათუმში პირველად დაიდგმება პუჩინის ოთხმოქმედებიანი ოპერა „ბოჰემა“. პრემიერა 28 და 30 მაისსა დაგეგმილი. ოპერის დამდგმელი რეჟისორია დავით მუქერია, კიდევ ერთი რეჟისორი და სცენოგრაფი – გეორგ რუთერინგი [შვეიცარია], სამხატვრო ხელმძღვანელები არიან: ნინო ლეჟავა, რომელიც იტალიაში ქალაქ პეზაროს რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახელობის  საერთაშორისო საოპერო მომღერლების აკადემიას წარმოადგენს და მარიამ …

5 წელიწადში წიგნის ეროვნულმა ცენტრმა 250 ქართველი ავტორის წიგნი თარგმნა 30 ენაზე

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ხუთი წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ამ ხნის განმავლობაში 250-მდე ქართველი ავტორის 30 ენაზე თარგმნილი 300 წიგნი გამოიცა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მედეა მეტრეველის თქმით, ცენტრის სტრატეგიის შესაბამისად, 155 უცხოელ გამომცემელთან თანამშრომლობით ითარგმნა და გამოიცა არა მარტო თანამედროვე, არამედ ძველი ქართული ლიტერატურა, მათ შორის ჰაგიოგრაფია, კლასიკა და თანამედროვე კლასიკა. 300 …

“16 ქალი ცვლილებისთვის” – კინოჩვენება ბათუმში

ორშაბათს, 6 მაისს, 13:00-დან 16:00 საათამდე, კინოთეატრ „აპოლოში“ “მულტიმედია განათლების ცენტრი” და კომპანია “საქდოკ ფილმი” მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენებას მოაწყობს. ფილმების სერია “16 ქალი ცვლილებისთვის” ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და აერთიანებს ახალგაზრდა ქალი დოკუმენტალისტების მიერ შექმნილ 16 ფილმს საქართველოში მცხოვრებ ქალებზე. დასწრება თავისუფალია. See more

„ხანუმა“ – სპექტაკლის პრემიერა ბათუმის განახლებულ დრამატულ თეატრში

2-3 აპრილს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრი ავქსენტი ცაგარელის „ხანუმას“ წარმოადგენს. სპექტაკლის რეჟისორი ანდრო ენუქიძეა. სპექტაკლში როლებს ასრულებენ: თათია თათარაშვილი, მამუკა მანჯგალაძე, ანანო იაშვილი, ანო ზურაშვილი,ზაალ გოგუაძე, მაია ცეცხლაძე, კახა კობალაძე, ქეთევან ეგუტიძე, ტიტე კომახიძე, ოთარ ქათამაძე, ზაზა ზოიძე, ინგა ღირდალაძე, ნინო კვიტაიშვილი, ნოდარ ძიძიგური, დიანა ჩახუნაშვილი, ხატია ფოფხაძე, ნანა კიკვაძე, მერი ნაკაშიძე და .შ. დასაწყისი: …

საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე წელს თბილისს ოცამდე ცნობილი ავტორი ეწვევა

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი წელს თბილისში 17-22 მაისს მეხუთედ გაიმართება. თბილისს უცხოელი პოეტები, პუბლიცისტები და პროზაიკოსები ეწვევიან ექვსი დღით აშშ-დან, იტალიიდან, პოლონეთიდან, მაკედონიიდან, ნიდერლანდებიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან და ა.შ. ფესტივალის მონაწილე ავტორების ზუსტი სია მოგვიანებით გახდება ცნობილი, მათ შორის იქნებიან: მიშელ პალმერი (აშშ); იუჯინ ოსტაშევსკი (აშშ); მელანია მაძუკო (იტალია); ვალჟინა მორტი (ბელარუსი); ლინდა მარია ბაროსი (საფრანგეთი); ანდრეი …

გზა ორკესტრამდე

სანამ კლასიკური მუსიკა ჩვენამდე მოაღწევს საკონცერტო დარბაზებიდან სიმებიანი, ჩასაბერი თუ სხვა სახის ინსტრუმენტების საშუალებით, მუსიკოსებს დიდი შრომა უწევთ. მევიოლინეები დღეში საშუალოდ 6-7 საათს უკრავენ ფორმის შესანარჩუნებლად. ფლეიტისტებისთვის სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშებია აუცილებელი, ჩელისტებს კი, მართალია, ერთი შეხედვით უზარმაზარი ინსტრუმენტის ტარება უწევთ, თუმცა ვიოლონჩელოზე დაკვრას ძალიან მსუბუქი ხელი სჭირდება. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ხელოვნების …

თებერვალში საკითხავი 10 ბესტსელერი

2019 წლის დასაწყისისთვის ყველაზე პოპულარულ წიგნებს შორის არის როგორც უცხოურიდან თარგმნილი, ასევე, ქართულენოვანი წიგნები. აქტიური მკითხველები ხშირად ბესტსელერებს სკეპტიკურად უყურებენ და რეალურადაც ყველას საუკეთესო წიგნების საკუთარი სია აქვს. თუმცა თუ  ქართველი მკითხველის არჩევანს ენდობით, მაშინ ამ ათეულიდანაც აარჩევთ რამეს წასაკითხად. გამომცემლობების – „ინტელექტი”, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, „დიოგენე” და „წიგნები ბათუმში”  – ინფორმაციით, 2019 წლის თებერვლის …

ყველაზე სამარცხვინო მოვლენიდან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე – ლიტერატურული წლის შეფასება

ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს „ბათუმელებმა“ სთხოვა დაესახელებინა, მისი აზრით, 2018 წელს ქართულ ენაზე გამოცემული საუკეთესო წიგნები. მან არა მხოლოდ წიგნებზე, არამედ ზოგადად, წლის ლიტერატურულ პროცესებზე და ყველაზე სამარცხვინო ლიტერატურულ მოვლენაზეც კი ისაუბრა.  ლევან ბერძენიშვილი: საქართველოსთვის წლის მთავარი, 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იყო. როცა მსოფლიოს ეუბნები, როგორი მაგარი იყავი წარსულში, ფიქრობენ, რომ ეს …

ბათუმში წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა“ გაიხსნა

„ქალაქი იზომება ბევრი კრიტერიუმით, მაგრამ თუ გახსოვთ, ერთმა დიდმა მწერალმა, როდესაც განიზრახა კარგი წიგნი დაეწერა, თქვა, რომ თუ გინდათ ქალაქი გაიგოთ, უნდა იცოდეთ, როგორ უყვართ, როგორ კვდებიან და რა წიგნებს კითხულობენო. ეს ალბერ კამიუა, „შავი ჭირი“, მაგარი წიგნია მოგეხსენებათ და ისიც ზღვისპირა ქალაქზეა დაწერილი, თუმცა ჩვენ სილამაზით ქალაქი ორანი ვერ შეგვეჯიბრება, ნამყოფი ვარ და დიდი …

ქალი თურქეთიდან, რომელიც ბათუმში ინგლისურს ასწავლის

გურბეთ ქართალმიზი მეორე წელია ბათუმში ცხოვრობს. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის მაგისტრატურას ასრულებს. სწავლის პარალელურად კი, ერთ-ერთ კერძო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის. გურბეთი თურქეთიდანაა. მას ბათუმის ბულვარში შევხვდით და შთაბეჭდილებებზე ვესაუბრეთ: „აქ ჩამოსვლამდე არასდროს მენახა საქართველო. გულწრფელი რომ ვიყო, სხვა ქვეყნების ნახვაზე უფრო ვოცნებობდი, სწავლის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება… როცა ჩამოვედი, ოქტომბერი იყო და …

„პეპი მაღალიწინდა” – ანშლაგი ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე

ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენა შობა-ახალი წლის წინ მაყურებელს ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელიწინდას“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სთავაზობს. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი მანანა კვირკველიაა, პეპის როლს კი  24 წლის მსახიობი, ხატია ფოფხაძე ასრულებს. ხატიასთვის პეპი პირველი როლია ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე. სპექტაკლის პრემიერა ბათუმში 23 ნოემბერს შედგა. მსახიობებმა ბავშვების საყვარელი მწერლის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი …

„გურული დღიურები” უკრაინულად გამოცემული წიგნების ტოპ ხუთეულშია

გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები” უკრაინულად გამოცემული წიგნების ტოპ ხუთეულში მოხვდა. წიგნი უკრაინულ ენაზე თარგმნა რაულ ჩილაჩავამ. „გურული დღიურები” ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გამოიცა უკრაინულ ენაზე და გამომცემლობა Charitable Found ‘The Literary Initiatives Foundation-მა გამოსცა. წიგნების უკრაინული ხუთეული ეგტოზიკური, დოკუმენტური პროზისგან შედგება და გარდა გურიის ამბებისა პარიზის, სარაევოს, სამხრეთ ამერიკის უცნაურ ისტორიებს გვიამბობს. „გურული დღიურები“ …

95 წლის ძეფირელი ვერდის „რიგოლეტოს” დგამს

ომანში, მასკატის ოპერის სამეფო თეატრში ფრანკო ძეფირელი ვერდის ოპერა „რიგოლეტოს“ დადგამს. მასკატის ოპერის თეატრში „რიგოლეტოს“ პრემიერა 2020 წლის სექტემბერში შედგება. 2020 წელს მასკარტის ოპერის – ათი და ომანის ხელისუფლებაში სულთნის მოსვლიდან 50 წლისთავი აღინიშნება. ძეფირელის „რიგოლეტოს“ ომანის თეატრში ვერონას,  რომის, ვილნიუსისა და ზაგრების საოპერო თეატრებთან თანამშრომლობით დგამენ. სხვადასხვა ქვეყნის საოპერო თეატრების ერთობლივი სპექტაკლის დადგმა ომანის …

ბერლინის სახელმწიფო ოპერამ სეზონი კოლხი მედეას თემაზე შექმნილი ოპერით გახსნა

ბერლინის სახელმწიფო ოპერამ შემოდგომის სეზონი კოლხი მედეას თემაზე შექმნილი, ლუიჯი კერუბინის ფრანგულენოვანი ოპერის პრემიერით გახსნა. იტალიური წარმოშობის ფრანგი კომპოზიტორი, ლუიჯი კერუბინი, ბეთჰოვენის თანამედროვეა. ოპერა „მედეა“ მან საფრანგეთის რევოლუციიდან მალევე, 1797 წელს დაწერა პიერ კორნელის ტრაგედიის მიხედვით. ბერლინის სახელმწიფო ოპერის პრემიერაზე მედეას როლი ბულგარელმა სოპრანომ, სონი იონჩევამ შეასრულა. არგონავტებზე მითის მიხედვით მსოფლიოში არაერთი ტექსტია დაწერილი სხვადასხვა …

ლოს ანჯელესში ზაზა ხალვაშის „ნამეს” პირველი ჩვენება გაიმართება

დღეს, 7 ნოემბერს, აშშ-ში, ლოს ანჯელესში „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიის ფარგლებში ზაზა ხალვაშის ფილმის, „ნამეს“ პირველი, ოფიციალური ჩვენება გაიმართება. ეროვნული კინოცენტრის ცნობით, დამატებით ორ ჩვენებას 11-15 ნოემბერს EFP (European Film Promotion) გაუწევს ორგანიზებას. ჩვენებებს ამერიკის კინოაკადემიის წევრები, კინოფესტივალის წარმომადგენლები, ცნობილი უცხოური გამოცემების ჟურნალისტები და საერთაშორისო ბაიერები დაესწრებიან. „ნამეს“ მსოფლიო პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 2017 …

„ჩვენი შემოსავალი გასამმაგდა“ – რა შეიცვალა ბათუმის თოჯინების თეატრში

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს თემურ მახარაძე წელიწადი და ორი თვეა რაც ხელმძღვანელობს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კი გიორგი ჩხაიძეა. რა შეიცვალა ბოლო წლის განმავლობაში ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში? – ამის შესახებ „ბათუმელები“ თეატრის დირექტორს, თემურ მახარაძეს ესაუბრა. თემურ, რა შეიცვალა თეატრში თქვენი მოსვლის შემდეგ? ბევრი რამ შეიცვალა. გახმოვანების აპარატურა არ ვარგოდა და …

ბათუმის თემატიკის ნახატების ალბომის შექმნაზე 20 000 ლარი დაიხარჯება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ბათუმის თემატიკაზე შექმნილი ნახატების წიგნი-ალბომის შექმნაზე 20 000 ლარს დახარჯავს. კონკურსი წიგნი-ალბომის შექმნის თაობაზე უკვე გამოცხადდა. კატალოგში შევა აჭარის რეგიონში მოღვაწე არანაკლებ 50 მხატვრის სხვადასხვა ჟანრში შექმნილი ნამუშევრები. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 21 ნოემბრამდე უნდა წარმოადგინონ წიგნი-ალბომის ელექტრონული მაკეტი, რომელიც წარმოაჩენს ავტორის ჩანაფიქრს, წიგნის წყობას და კონცეფციას. კონკურსში გამარჯვებული პროექტი 20 000 ლარით დაფინანსდება.   როგორც საკონკურსო პირობებში წერია, წიგნი ქართულ და ინგლისურენოვანი იქნება. იგი 200 გვერდისგან შესდგება.

ბათუმის კინოფესტივალი დარტყმის ქვეშ – მერია დაფინანსების მოდელს ცვლის

ბათუმის მერია საერთაშორისო ფესტივალების დაფინანსებას ახალი მოდელით იწყებს. ხვალ, 26 ოქტომბერს, საერთაშორისო ფესტივალების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდება, სადაც მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, გარდა საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისა. ერთი ფესტივალის მიერ მოთხოვნილი თანხა 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ჯამში კი, მერია საერთაშორისო ფესტივალებს 500 000 ლარით დააფინანსებს. ბათუმში …

160 ათასი ლარი ვენეციის ბიენალეზე წარსადგენი პროექტისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ი, „შემოქმედებითი საქართველო“, ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის შესარჩევად  კონკურსს აცხადებს. ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა 2019 წლის 11 მაისიდან 24 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება, რომლის მთავარი თემაა „გეცხოვროთ საინტერესო დროს“ (May You Live in Interesting Times). კურატორი – რალფ რუგოფი (Ralph Rugoff). …

ანიმაციური სერიალი Adventure Time დასრულდა

„ქართუნ ნეთვორქის” ერთ-ერთი საუკეთესო, სამეცნიერო-სათავგადასავლო ანიმაციური სერიალი „თავგადასავლების დრო“ 10 სეზონის შემდეგ დასრულდა. თუ აქამდე Adventure Time-ის შესახებ არ გსმენიათ, წინ ჯადოსნობებით, მამაცი გულებით, სიკეთითა და ნამდვილი გმირობებით სავსე თავგადასავლები გელით. მიუხედავად იმისა, რომ ანიმაციური სერიალი „ქართუნ ნეთვორქზე“ გადის, ნუ ჩათვლით, რომ იგი მხოლოდ ბავშვებისთვისაა. სერიალი ორ გმირზე – ბიჭი ფინისა და მისი საუკეთესო მეგობარი …

ბათუმში “ღამის სერენადები” იწყება

26, 28 და 29 აგვისტოს ბათუმში, სასტუმრო “შერატონ ბათუმის” საკონცერტო დარბაზში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები”  გაიმართება. ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა. დღეს, 25 აგვისტოს, ორკესტრი გენერალურ რეპეტიციას გამართავს ხვალინდელი კონცერტის წინ. ფესტივალი გაიხსნება მოცარტის „ღამის პატარა სერენადით”, მეორე განყოფილება – ი. ბარდანაშვილი – „სერენადა“ ვიოლინოსა და სიმებიანებისთვის – შესრულება ეძღვნება კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს და ა. დვორჟაკი – …

ბათუმში პრინტის საერთაშორისო ფესტივალი იწყება

21 აგვისტოს ბათუმში „პრინტის საერთაშორისო ფესტივალი – LIFE – N – STYLE“ გაიხსნება, რომელიც 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.  პროექტის ავტორი ასოციაცია „არტ-კავკასიაა“. ფესტივალში რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობს. ფესტივალი „ბოტანიკოში“ გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს, შვეიცარიისა და აზერბაიჯანის სერიგრაფიის (ხელით ბეჭდვა) სახელოსნო. 22 აგვისტოს აჭარის ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება ოფორტის სახელოსნოს ნამუშევრები. ასევე იქნება  ნამუშევრები საქართველოდან, ესპანეთიდან, სომხეთიდან, ლიბანიდან, …

მადონა 60 წლის გახდა

პოპვარსკვლავი, მომღერალი, რეჟისორი და მწერალი, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის სექსსიმბოლო, მადონა  დღეს 60 წლის გახდა. თანამედროვე მსოფლიოს პოპკულტურაში დღემდე იგრძნობა მისი გარეგნული სტილისა და მუსიკის გავლენა. მადონას სრული სახელი და გვარი მადონა ლუიზა ვერონიკა ჩიკონეა. მომღერალს, მსოფლიოს ქალ მომღერლებს შორის, ყველაზე მეტი – 300 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მადონა მიჩიგანის შტატში, როჩესტერში გაიზარდა. 1977 წელს …

ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალი BIAFF-ი 16 სექტემბერს დაიწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის საავტორო ფილმების მე-12  საერთაშორისო კინოფესტივალი 2018 წლის 16-23 სექტემბერს ჩატარდება. „კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების მიღება 2018 წლის პროგრამისთვის. BIAFF 2018 ფესტივალის სრული პროგრამა გამოცხადება პირველ სექტემბერს. აგვისტოს შუა რიცხვებიდან პერიოდულად დაანონსდება ფესტივალის სხვადასხვა სექციის მონაწილე ფილმების სია“. კინოფესტივალი 16 სექტემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში გაიხსნება.  გახსნის ცერემონიაზე  ქართული კინოს 110 წლისთავის …

„უზრუნველთა თაობა”-დოკუმენტური ფილმი პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ცხოვრებაზე

„უზრუნველთა თაობა“ (Generation Wealth) ახალი დოკუმენტური ფილმია და ამერიკული ოცნების კორუფციულ გარემოს ასახავს. ეს არის შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტებით სავსე ისტორია, რომელიც სიმდიდრისადმი ადამიანების სულ უფროდაუფრო ველურ სწრაფვას გვაჩვენებს. საქმე ეხება არა თავად მდიდრების ყოფას, არამედ სურვილს, გავხდეთ მდიდრები, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. რეჟისორი ლორენ გრინფილდი ფილმზე 30 წელი მუშაობდა პლანეტის ყველზე მდიდარი ადამიანების დოკუმენტური კადრების შესაგროვებლად. …

Exit mobile version