შაბათ, 20 ივნისს, კლინიკა ინ ვიტროს ბათუმის ფილიალში, თბილისიდან ჩამოსული ექიმთა ჯგუფი, შემდეგი სახის კონსულტაციებს მართავს:
ბათუმელები
შაბათ, 20 ივნისს, კლინიკა ინ ვიტროს ბათუმის ფილიალში, თბილისიდან ჩამოსული ექიმთა ჯგუფი, შემდეგი სახის კონსულტაციებს მართავს:
10 ივნისს ბათუმში ახალი უნივერსიტეტი ”ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი” გაიხსნება, რომელიც მომავალ მედიკოსებს “ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან ერთად” მოამზადებს. ”ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმის” მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლეილა ახვლედიანის თქმით, უნივერსიტეტი და ჰოსპიტალი ერთ შენობაშია განთავსებული, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, პირველივე კურსიდან ჩაერთონ კლინიკურ პრაქტიკაში.
ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმით დაავადებულ იმ პაციენტებს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ სურთ ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა – არანებაყოფლობითი იზოლაცია მოუწევთ. ამის შესახებ ტუბერკულოზის მართვის ახალ კანონპროექტში წერია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს.
სტომატოლოგიურმა კლინიკა “ინდიგომ” გააფართოვა სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამა “თერაპიული სტომატოლოგია” და სერთიფიცირებულ სტომატოლოგებს კვალიფიკაციის ამაღლებას პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულებით სთავაზობს.
სტომატოლოგების თქმით, კბილის ემალის ფერი გენეტიკური ფაქტორების გარდა, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ საკვებზე, რასაც ადამიანი ყოველდღიურად იღებს. მათთვის, ვისაც თავიანთი კბილების ფერი არ მოსწონს, არსებობს სხვადასხვა გზა კბილების რამდენიმე ტონით გასაღიავებლად. ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ, თუ რა მითები არსებობს კბილების გათეთრებასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტურია ხალხური მეთოდები და რა გზები არსებობს სტომატოლოგიაში თეთრი კბილებისა და ჯანსაღი ღიმილის მისაღწევად.
ოჯახში ძალადობის პრობლემის გადაჭრაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულონ პირველადი სამედიცინო რგოლის წარმომადგენლებმა, რომლებთანაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს პირდაპირი შეხება აქვთ. სწორედ ამის გამო საქართველოს კანონმდებლობა სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს ავალდებულებს ასეთი შემთხვევების შესახებ აცნობონ სამართალდამცავ ორგანოებს.
ჭიპლარის სისხლის ბანკში დღეისთვის ათასობით ახალშობილის ჭიპლარის სისხლი ინახება, მათგან რამდენიმე ათეული ნიმუში ბათუმიდან არის გაგზავნილი. ჭიპლარის სისხლის ბანკის “ჯეოქორდის” სამედიცინო დირექტორის, მედიცინის დოქტორის გოჩა შათირიშვილის თქმით, დღეს ღეროვანი უჯრედები საკმაოდ წარმატებულად გამოიყენება ისეთი მძიმე დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც ლეიკემია ან ლიმფომაა, ასევე სხვა ისეთი თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების მკურნალობაში, როცა მკურნალობის ჩვეულებრივი მეთოდები ნაკლებ ეფექტური ან საერთოდ არაეფექტურია.
ამ დღეებში მქონდა საშუალება დამეთვალიერებინა ბათუმში არსებული სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა არაეფექტურია საწარმოების მართვა სახელმწიფოს მიერ (პრინციპში, ამაში ჩვენ ყველანი საბჭოთა ეპოქაში დავრწმუნდით). ზოგადად, ასეთ საწარმოებს ახასიათებთ ბიუროკრატიული და სახელფასო ხარჯის ზრდა, ჩერდება განვითარება, რეალურად სახელმწიფო საავადმყოფოებში დირექტორები პატარა მეფეებად გვევლინებიან, რომლებსაც შენობები თავზე ენგრევათ და ხელფასები კი, გეომეტრიული პროგრესიით ეზრდებათ, საჭირო ხდება კაპიტალური ხარჯების (მაგალითად, სარემონტო სამუშაოების თანხა) დამატებით მოძიება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ, რაც თავისთავად აძვირებს ჯანდაცვის ხარჯებს.
საქართველოში ნეფროლოგიურ კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობის მიხედვით, ყოველწლიურად თირკმლის ქრონიკული დაავადების (თქდ) 480-520 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც 1 მილიონ მოსახლეზე 120-160 პაციენტს შეადგენს. ნეფროლოგი დოდო ხაბაძე ამბობს, რომ შესაძლოა თირკმლის უკმარისობა არ გამოვლიდეს კლინიკურად და გამომჟღავნდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ძალიან დაგვიანებულია, ამიტომაც მნიშვნელოვანია აღნიშნული დაავადება ადრეულ სტადიაში იქნას გამოვლენილი. თირკმლის პათოლოგიების რისკჯგუფში მყოფმა ადამიანებმა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ჩაიტარონ შესაბამისი გამოკვლევა.
მსოფლიო სტატისტიკით საქართველო აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს მიეკუთვნება. ინფექციური პათოლოგიებისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ცნობით, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 6000-ს უტოლდება. ეს კი მათივე ცნობით, ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ სოლიდური რიცხვია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 65 წლის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობაში ნევროზის ანუ შფოთვითი დარღვევების რაოდენობა 24-ჯერ გაიზარდა. ფსიქიატრი სალომე ვაშალომიძე ამბობს, რომ მიუხედავად შფოთვითი დარღვევების ხშირი შემთხვევებისა, საქართველოში თავისი ნებით ფსიქიატრთან ცოტა თუ მიდის და მაშინაც კი, როცა ადამიანებს ნევროზის ფიზიკური სიმპტომები აღენიშნებათ, დიაგნოზის ძიებაში ხშირად შეცდომით მიმართავენ ექიმ თერაპევტებს, ნევროლოგებს, კარდიოლოგებსა თუ სხვადასხვა პროფილის ექიმებს. გამოკვლევები არანაირ ორგანულ დაავადებას არ ავლენს – შფოთვითი დარღვევების მიზეზი მოუგვარებელ შინაგან კონფლიქტში იმალება.
გუშინ შუახევში, „ევექსის“ კლინიკაში მისული დაჭრილის გარდაცვალებას იმის გამო, რომ კლინიკაში ქირურგი არ იმყოფებოდა, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყება სწავლობს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ლევან გორგილაძის თქმით, „ევექსს“ დღეს დღის ბოლომდე მისცეს ვადა გაუქმებული სერვისების აღსადგენად. „ხელშეკრულებაში ყოველთვის არის მუხლი, რომელიც ხელშეკრულების პიროების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოშლას ითვალისწინებს. მე არ ვამბობ, რომ ეს ასე მოხდება“, – ამბობს მინისტრის მოადგილე, რომელთანაც ამ საკითხზე ვრცელ ინტერვიუს გთავაზობთ.
გუშინ შუახევში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს მუცლის არეში. დაჭრილის ახლობლების თქმით, ის თავისი ფეხით მივიდა საავადმყოფოში, მაგრამ ქირურგის არყოფნის გამო ოპერაცია ვერ ჩატარდა და დაჭრილი სისხლისგან დაცლით დაიღუპა. ახლობლების თქმით, შუახევის საავადმყოფომ გამოიძახა ქირურგი როგორც ხულოდან, ისე ბათუმიდან. რეანომობილს ორივე შემთხვევაში დააგვიანდა. კორპორაცია „ევექსი“ გასულ კვირას აცხადებდა, რომ ის შეცდომებისგან თავის დაზღევის მიზნით წყვეტდა გარკვეული პროგრამების მომსახურებას მთიან აჭარაში და საჭიროების შემთხვევაში აქაური პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანას რეანომობილით ოპერატიულად უზრუნველყოფდა. გუშინ შუახევის კლინიკაში ქირურგის აყოფნის გამო ახალგაზრდის დაღუპვის ფაქტზე პასუხისმგებლობას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი სახელმწიფოსა და „ევექსს“ აკისრებს. ჯემალ ფუტკარაძემ დღეს ამ თემაზე ბრიფინგი გამართა:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 24-30 აპრილს მსოფლიო იმუნიზაციის კვირეულს აცხადებს, რომლის მიზანიც მოსახლეობისათვის იმუნიზაციის პროგრამის მნიშვნელობის შეხსენება და ინფორმირებაა. მსოფლიოში 20 წლის განმავლობაში ვაქცინაციით ყოველწლიურად თავიდან აცილებულია ბავშვთა სიკვდილის სულ ცოტა 3 მილიონი შემთხვევა. ”ამას გარდა, ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვია გადარჩენილი სიბრმავის, ინვალიდობის, გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებისაგან” – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარო ჩხაიძე.
1,2,3 მაისს თბილისიდან ჩამოსული ექიმთა ჯგუფი ბათუმში, კლინიკა “ინ ვიტროში” გაგიწევთ შემდეგი სახის კონსულტაციას:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] ცნობით, საკეისრო კვეთის სიხშირის მაჩვენებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილია და იგი ხშირად სამედიცინო ჩვენებების გარეშე კეთდება, რაც ქალებსა და ბავშვებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნის საფრთხის წინაშე აყენებს. სწორედ ამიტომ ჯანმოს რეკომენდაციით საკეისრო კვეთა მხოლოდ მკაცრი ჩვენების საფუძველზე უნდა ჩატარდეს. საკეისრო კვეთის ჩვენებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ”ბათუმელებს” მეან-გინეკოლოგი, პროფესორი ჯუმბერ უნგიაძე ესაუბრა.
პროსტატის კიბო შარდის ბუშტთან არსებული პროსტატის ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მამაკაცთა სიმსივნურ პათოლოგიებში ფილტვის კიბოს შემდეგ ის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
24,25,26 აპრილს თბილისიდან ჩამოსული ექიმთა ჯგუფი ბათუმში, კლინიკა “ინ ვიტროში” გაგიწევთ შემდეგი სახის კონსულტაციას:
ღორჯომის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება 2015 წლის 18 აპრილს. შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“, შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის“, შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრის”ექიმები უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებენ.
საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერებით 11 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა. ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა „ინ ვიტროს“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი ნატალია ხონელიძე ამბობს, რომ უშვილობის მკურნალობის ეს მეთოდები დღითი დღე პოპულარული ხდება საქართველოში. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო, რა ჩვენებებია საჭირო ხელოვნური განაყოფიერების თითოეული მეთოდისთვის და რამდენად ეფექტურია ეს მეთოდები.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 1000 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით, ანუ ქრომოსომული დარღვევით (46-ის ნაცვლად, 47 ქრომოსომით) იბადება. ეს ყოველწლიურად დაახლოებით 3000-5000 ახალშობილია. საქართველოში დაუნის სინდრომის ან სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების სტატისტიკას არავინ აწარმოებს. დღეს საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ბევრი საჭიროების წინაშე დგანან, მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჯანდაცვის სისტემის სოციალური მოდელის ნაცვლად სამედიცინო მოდელის არსებობაა.
ქ.ბათუმის მერიის „განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ადრეული რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ორგანიზაცია „აბილიტაციის და განვითარების ცენტრი“ 2015 წლის 25 დეკემბრამდე ბათუმში რეგისტრირებული განვითარების პრობლემების ან ამ მხრივ რისკის მქონე 0-დან 7 წლამდე ასაკის 30 ბავშვს მოემსახურება.
თუ თქვენ გაქვთ გულის რევის შეგრძნება, გაწუხებთ ბოყინი, შებერილობა ან გულძმარვა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს – ეს სიმპტომები კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულზე მიანიშნებს. იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ მიმართავთ ექიმს, შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდეს, რომ ქირურგის დახმარება დაგჭირდეთ. რა იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს და როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა – ”ბათუმელების” კითხვებს ექიმმა გასტროენტეროლოგმა ლუიზა კალანდაძემ უპასუხა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით (ჯანმო), მუსიკისა თუ სხვა ხმების ხმამაღლა მოსმენის გამო, 1.1 მილიარდი ახალგაზრდა სმენის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამის მიზეზია ის, რომ თინეიჯერებისა და ახალგაზრდების დაახლოებით 50% მუსიკას პერსონალურ აუდიომოწყობილობებში (მპ3 პლეიერებსა და სმარტფონებში) სახიფათო დონის სიმაღლეზე უსმენს.
თუ ათი-თხუთმეტი წლის წინ 30 წლის ქალის ორსულობა დაგვიანებულად მიიჩნეოდა, დღეს ეს ზღვარი ხუთი წლით გადაიწია: „მას შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა ადამიანების ცხოვრება და მათი სოციალური ქცევა. ქალები გვიან თხოვდებიან, იწყობენ კარიერას და თუ ადრე მიიჩნეოდა, რომ 30 წლის ქალი უკვე ასაკოვანია პირველი მშობიარობისთვის, ახლა ეს ასე აღარ არის, დღეისთვის ბევრი 35 და 40 წლის ორსული გვყავს“, – ამბობს მეან-გინეკოლოგი კობა ქამაშიძე.
საქართველოში თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის გამო ხელოვნურ თირკმელთან 1000-ზე მეტი პაციენტია მიერთებული, ხოლო ღვიძლის გადანერგვა ყოველწლიურად მინიმუმ 50 ახალ პაციენტს ესაჭიროება. ამ ადამიანებისთვის ორგანოების გადანერგვა საქართველოში მხოლოდ გენეტიკურ ნათესავს, მეუღლეს ან მეუღლის ახლო ნათესავს შეუძლია. საქართველოს კანონმდებლობით გვამიდან აღებული ორგანოების გადანერგვა, 15 წელია ნებადართულია. ამისათვის აუცილებელია გარდაცვლილის ოჯახის წევრთა თანხმობა. მიუხედავად აღნიშნულისა დღემდე საქართველოში არც ერთი გვამური ტრანსპლანტაცია არ განხორციელებულა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ფეხით სიარული და მსუბუქი სირბილი საგრძნობლად ამცირებს ისეთი დაავადებების წარმოშობის რისკებს, როგორიცაა სწორი ნაწლავისა და სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადებები, ინსულტი და დიაბეტი. მათივე მონაცემებით არასაკმარისი ფიზიკური აქტივობით გამოწვეული დაავადებების გამო მსოფლიოში ყოველწლიურად 3,2 მილიონი ადამიანი იღუპება.
ღვიძლის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ერთი წლის განმავლობაში სპეციალურად გადამზადებული სპეციალისტების გუნდმა ჩაატარა. როგორ კეთდება ღვიძლის გადანერგვა, რა რისკები ახლავს მას და რა სჭირდება ღვიძლის ქირურგიის სრულყოფას საქართველოში. ამ და სხვა თემებზე გუნდის ხელმძღვანელი, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ქაშიბაძე გვესაუბრა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ცნობით, იოდის დეფიციტი ბავშვებში გონებრივი განვითარების შეფერხების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ბათუმის 1-ლი პოლიკლინიკის ბავშვთა ენდოკრინოლოგ თამარ დუმბაძის თქმით, ხშირად იოდდეფიციტურ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ინტელექტუალური განვითარების საშუალო ინდექსი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე იმ მოსახლეობის, რომელიც იოდის საკმარის რაოდენობას იღებს. იოდდეფიციტური ქვეყნების რიცხვში საქართველოც შედის.
რა შემთხვევაში ემუქრება C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანის ოჯახის წევრებს ვირუსის გადადების საფრთხე და რა უნდა გაითვალისწინოთ სტომატოლოგისა თუ სტილისტთან ვიზიტისას? ამ და სხვა კითხვებს ექიმი-ინფექციონისტი მანანა ლომიძე პასუხობს.
წითელას გავრცელების პრევენციისთვის ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოიყოფა. საქართველოს მთავრობამ სპეცილური განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩამონთვალი დამტკიცა.
გულის ქირურგია
პროგრამა ითვალისწინებს იშემიური დაავადებების, სიმსივნის, თანდაყოლილი და შეძენილის მანკების კარდიოქირურგიულ მკურნალობას.
• მოსარგებლეები
18-წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობა, რომლებიც არ სარგებლობენ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული გულის ქირურგიის პროგრამით.
• დაფინასების ფორმა
მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა, შემდეგი პროპორციებით:
100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები-90 %–ით;
ყველა სხვა კატეგორიის ბენეფიციარები-80 %–ით;
ვეტერანებს პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში უფინანსდებათ სრულად.
32 წლის ტატიანა მეგრელიშვილი პირველია, ვისაც საქართველოში, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ქართველმა და უცხოელმა ექიმებმა ჩაუტარეს. ორგანოს დონორი მისი ძმა, 27 წლის ვახო მეგრელიშვილი გახდა, რომელმაც დას თავისი ღვიძლის 65% გადაუნერგა. რა გზა გაიარეს მათ ოპერაციამდე, როგორ მიიღეს გადაწყვეტილება და როგორ გრძნობენ თავს დღეს? „ბათუმელების“ ამ და სხვა კითხვებს საქართველოში ღვიძლის პირველი ტრანსპლანტაციის დონორმა და რეციპიენტმა უპასუხეს.
მოძრაობის შეზღუდვა, თითების, მაჯების, მუხლების ტკივილი – სიმპტომები, რომლებსაც პაციენტები აღწერენ როგორც სახსრების ტკივილს, ოსტეოართროზზე მიუთითებს და სხვადასხვა წყაროს მიხედვით იგი მოსახლეობის 25-30 პროცენტს აწუხებს, ყველაზე ხშირად – ხანდაზმულ ადამიანებს. ოსტეოართროზის მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე „ბათუმელებს“ რევმატოლოგი ნერიმან ცინცაძე ესაუბრა.
ფიზიკური უმოქმედობა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) ინფორმაციით, სიკვდილიანობის რისკფაქტორთა შორის მეოთხე ადგილზეა და ყოველწლიურად მსოფლიოში სამ მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალება სწორედ ამ პრობლემას უკავშირდება. მიიჩნევა, რომ ცხოვრების მჯდომარე წესი, ძირითადად, მოზარდებისა და ახალგაზრდების პრობლემაა, თუმცა ჯანმოს ინფორმაციით, ფიზიკური უმოქმედობა ხანდაზმული და მოხუცი ადამიანების ჯანმრთელობისთვისაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
ნაწლავური ჭიებით დასნებოვნება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ბავშვებში. პარაზიტებით უმეტესად ხუთ წლამდე ასაკის პატარები ავადდებიან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში დღეისთვის ჭიებზე მკურნალობა 900 მილიონამდე ბავშვს ესაჭიროება. პარაზიტოლოგების თქმით, ჭიები ორგანიზმში გამოყოფენ ტოქსინებს და გარდა ნაწლავების შიგთავსისა, მასპინძლის ორგანიზმში არსებული საკვები ნივთიერებებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებითაც იკვებებიან, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ბავშვის ზრდა-განვითარებას.