კვირის ამბები

“ინდიგოს” ქირურგიული სტომატოლოგიის სასწავლო პროგრამა ბათუმში სტომატოლოგებისთვის

01.06.2015 • 3771
“ინდიგოს” ქირურგიული სტომატოლოგიის სასწავლო პროგრამა ბათუმში სტომატოლოგებისთვის


კლინიკა ინდიგო, ბათუმი
კლინიკა ინდიგო, ბათუმი

პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგიის პროგრამის მიზანია სერტიფიცირებული ექიმი-სტომატოლოგებისათვის(თერაპიული სტომატოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია) პირის ღრუს ქირურგიის მიმართულებით დამატებითი კომპეტენციის მინიჭება, რათა მათ შეძლონ ამბულატორიულ დონეზე პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგიური მანიპულაციების შესრულება.

 

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა 3 თვეა, მეცადინეობების ხანგძლივობა კი კვირაში მაქსიმუმ 30 საათი, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, ასევე, კლინიკური გარჩევასა და პრეზენტაციას.  კურსის მონაწილეები ხელმძღვანელის მეთვალყურეობის პირობებში შეასრულებენ სამკურნალო, დიაგნოსტიკურ და პროფილაქტიკური სამუშაოებს.

 

პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგიის პროგრამის შესწავლის ღირებულება თვეში 300 ლარია, სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეზე გაიცემა შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. კურსი აკრედიტებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

 

სტომატოლოგიურ კლინიკა “ინდიგოს” სტომატოლოგებისთვის დიპლომის შემდგომი განათლების მიცემის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. “ინდიგომ” წლების განმავლობაში სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამა “თერაპიული სტომატოლოგიის” ფარგლებში ათეულობით პროფესიონალი მოამზადა, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკებში. “თერაპიული სტომატოლოგიის” სარეზიდენტო პროგრამა გაწერილია 11 თვეზე და შედგება პროფესიული მზადებისაგან მოზრდილთა და ბავშვთა თერაპიულ სტომატოლოგიაში. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის ყოველთვიური ღირებულება 600 ლარია.

 

პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგიის პროგრამის მონაწილეებს, სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგო” ინდივიდუალურად სთავაზობს კვლაფიკაციის ამაღლებას იმპლნტოლოგიის მიმართულებითაც. ასეთ შემთხვევაში, სწავლის ღირებულებას თვეში 300 ლარი ემატება.

 

პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგიის პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად განცხადებების მიღება დაწყებულია. სასწავლო კურსს „ინდიგოს“ წამყვანი ქირურგები გაუძღვებიან.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით “ინდიგოს” თბილისისა და ბათუმის ფილიალებს შემდეგ მისამართებზე:

 

ბათუმი: ზურაბ გორგილაძის ქუჩა. 29

(+995 04 22) 22 30 03,

(+995 04 22) 27 11 81



თბილისი: აღმაშენებლის გამზირი 187/189

(+995 32)2 731313

(+995) 514 311113

 

ინდიგოს ფილიალი თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე
ინდიგოს ფილიალი თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: