„გზაზე ბევრია დასაქმებული, ფურცელს აწევენ თუ რაღაც, ხან გამოდიან გზაზე, ხან – არ გამოდიან. ხელფასს იღებენ, მე კი ყოველდღიურად ვმუშაობ,“ – გვიყვება დალი ქათამაძე-ბერიძე, რომელსაც ქედაში, სოფელ კოკოტაურში შევხდით და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების შესახებ ვესაუბრეთ. დალი ქათამაძე-ბერიძე, როგორც სოციალურად დაუცველი, კოკოტაურის სკოლაში დამლაგებლად მუშაობს. ამ სოფელში დასაქმებული კიდევ ერთი სოცდაუცველი სოფლის ცენტრს და ადმინისტრაციულ …
Tag Archives: ქართული ოცნება
ბაღი ხულოში 33 ბავშვით და 20 თანამშრომლით – როგორ ასაქმებს სოცდაუცველებს „ოცნება“ | VIDEO
„ქართული ოცნების“ კოორდინატორი ვიყავი,“ – გვითხრა თეონა შავაძემ, რომელიც როგორც სოციალურად დაუცველი, ხულოში, სოფელ დიდაჭარის საბავშვო ბაღში დაასაქმეს. თეონა სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს, საბავშვო ბაღში კი, სულ 33 ბავშვი და 20 თანამშრომელია – 15 მუდმივი, ხუთი კი, დამატებით დაასაქმეს სოცდაუცველების სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში. ივლისის დასაწყისში, როცა დიდაჭარის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ადგილზე ვესაუბრეთ, ბაღის გამგეს „ბათუმელებისთვის“ …
ჟურნალისტებსა და ოპოზიციას საგარეჯოში ქვები დაუშინეს
დღეს, 6 ივლისს, საგარეჯოში, სადაც ენმ-ს წევრები ამომრჩევლებს ხვდებოდნენ, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მომხრეებმა ოპონენტებთან ხელჩართული ჩხუბი გამართეს და ქვები დაუშინეს. დაშავდნენ ჟურნალისტებიც. კადრებში ჩანს, რომ მობილიზებული აგრესიული ადამიანები ისვრიან ბოთლებსა და ქვებს. კადრში „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ამბობს, რომ ერთ-ერთი ნასროლი ქვა მასაც მოხვდა. დაშავდნენ სხვა ჟურნალისტებიც. ჟურნალისტის თქმით, მოძალადეებმა ჟურნალისტებს დაუზიანეს კამერა და მიკროფონი, რაც …
Continue reading “ჟურნალისტებსა და ოპოზიციას საგარეჯოში ქვები დაუშინეს”
ცემა ქუჩებში პატრიარქის სახელით – რას ამბობენ საპატრიარქოში
ბოლო დღეებში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ქუჩებში ცემა დაიწყეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს მიშა მშვილდაძეს, „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ხელმძღვანელს ზურაბ ჯაფარიძეს, ენმ-ს სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს დავით ოსიყმიშვილს. თავს დაესხნენ ლევან ბერძენიშვილს. მანამდე კი ქვები დაუშინეს ბანაკში შეკრებილ ახალგაზრდებს და სტუდენტებს სცემეს თსუ-ში. თავდამსხმელები ხელისუფლებისთვის მიუღებელ პირებს ზურგიდან ეპარებიან და ისე ურტყამენ. დავით ოსიყმიშვილს კი …
Continue reading “ცემა ქუჩებში პატრიარქის სახელით – რას ამბობენ საპატრიარქოში”
„ეს დასაწყისია“ – ძალადობის გარდა „ოცნებას“ სხვა ინსტრუმენტი აღარ დარჩა – ინტერვიუ
„ჩანაფიქრი მარტივია: „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ უკვე არამხოლოდ სიტყვით დააზიანოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი, არამედ გადავიდეს საქმეზე,“ – მიიჩნევს არმაზ ახვლედიანი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელსაც ვკითხეთ: რას აჩვენებს ფიზიკური თავდასხმების გახშირება „ოცნების“ პოლიტიკურ ოპონენტებზე? პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი და დამოუკიდებელი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ „ეს დასაწყისია“ და ძალადობის, ოპონენტების წინააღმდეგ ბინძური მეთოდების გამოყენების მასშტაბი …
„ოცნებამ“ გადაწყვიტა ყველა ხიდის ჩანგრევა – არმაზ ახვლედიანი ევროკავშირის დროშებზე
წელს, თბილისსა და ბათუმში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მორთული საჯარო სივრცეებიდან გაქრა ევროკავშირის დროშა, რომელიც ყოველთვის, მათ შორის 26 მაისს, ქართული სახელმწიფო დროშის გვერდით იყო აღმართული, ქართული სახელმწიფოს ევროპული მისწრაფებების ნიშნად. რისი მანიშნებელია ევროკავშირის დროშების მიჩქმალვა, მაშინ როცა წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პასუხს ელოდება ევროკავშირისგან? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პარლამენტის წევრს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა. …
ვინ ზის „უცნობის“ მატარებელში? – ლევან ცუცქირიძის ბლოგი
ლევან ცუცქირიძე არის პოლიტოლოგი, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი. დატრიალდა ძველი ბორბალი. დიდი ალბათობით, ხდება ის, რაც სავარაუდო იყო: „ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ საზოგადოება ერთიანია თავისუფლებისა და ევროპული იდეის გარშემო და ახლა შეეცდება სხვა გზებით მოსპოს პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლება. უცნობის აქციის შემდეგ, „პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწე“ ზაზა პაპუაშვილმა მოთხოვნები …
Continue reading “ვინ ზის „უცნობის“ მატარებელში? – ლევან ცუცქირიძის ბლოგი”
არჩილ ჩიქოვანი „ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის უფროსად აირჩიეს
ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს. პარტიული კონფერენცია ბათუმში დღეს, 28 მარტს, გაიმართა. აქამდე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მანველიძე იყო, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია. პარტიული შეხვედრა ბათუმის დრამატულ თეატრში დახურულ კარს მიღმა შედგა. კონფერენცია პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა – მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრებს თეატრის წინ საჯარო სივრცის დატოვებას აიძულებდნენ „ოცნების“ …
Continue reading “არჩილ ჩიქოვანი „ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის უფროსად აირჩიეს”
დეპუტატმა ჯაფარიძემ თვითნებურად დაკავებული 1343 კვ.მეტრი მიწა დაირეგისტრირა თბილისთან
2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის თებერვლის ბოლომდე ვიქტორ ჯაფარიძის და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გრძელ ჩამონათვალს კიდევ რამდენიმე დაემატა. ვიქტორ ჯაფარიძე პარლამენტის უმრავლესობის წევრია და „ხალხის ძალას“ წარმოადგენს. ის „უცხოელი აგენტების შესახებ“ რუსული კანონის ერთ-ერთი ავტორია. ვიქტორ ჯაფარიძე მათ შორის არის, ვინც საქართველოს პარლამენტში კოლეგა დეპუტატებთან საქმეებს არჩევს და ამისთვის ხშირად თავის კოლეგებთან …
ყველაფერი „ნაცების ბრალია“ – ღარიბაშვილისა და კობახიძის გზავნილები
12 მარტს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა 18-ჯერ ახსენა მიხეილ სააკაშვილი, 7-ჯერ „ნაციონალები“, 21-ჯერ სიტყვა ომი, 4-ჯერ რუსეთი და 6-ჯერ „ფრანკლინის კლუბი“. 14 მარტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პრესკონფერენცია გამართა. 34-წუთიან გამოსვლაში კობახიძემ 20-ჯერ ახსენა „ნაციონალური მოძრაობა“, 3-ჯერ – მიხეილ სააკაშვილი, ერთხელ – სიტყვა ომი, 6-ჯერ „ფრანკლინის კლუბი“ და 4-ჯერ „ლიბერალური ფაშიზმი“. …
Continue reading “ყველაფერი „ნაცების ბრალია“ – ღარიბაშვილისა და კობახიძის გზავნილები”
„მეორე მოსმენის დროს ჩავარდება“ – მამუკა მდინარაძე რუსულ კანონზე
„რაც შეეხება კანონპროექტის, რომელიც პირველის მოსმენით არის[მიღებული], გამოწვევის გზებს, საქართველოს [პარლამენტის] რეგლამენტის თანახმად მეორე მოსმენთ გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ. ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს,“ – აღნიშნა დღეს, 9 მარტს, მამუკმა მდინარაძემ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. მამუკა მდინარაძის განმარტებით, ის კანონპროექტი, რომელზეც კენჭი …
Continue reading “„მეორე მოსმენის დროს ჩავარდება“ – მამუკა მდინარაძე რუსულ კანონზე”
რა იქნება ახლა, როცა მთავრობა ევროკავშირის დემარშს არ ითვალისწინებს – ინტერვიუ
„ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ძალაუფლება და მისი მიზანიც ესაა – ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ივანიშვილის დაჯგუფებამ გავლენა მიტაცებულ ძალაუფლებაზე,“ – მიიჩნევს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი. ის პერსონალურ სანქციებს ელის, როცა საქართველოს მთავრობა ევროკავშირის 27-ივე სახელმწიფოს დემარშსაც არ ითვალისწინებს. თუმცა მიაჩნია, რომ ყველაზე მთავარია პროტესტის მასშტაბი ქვეყნის შიგნით. რა შემთხვევაში იყენებს ევროკავშირი დემარშს, …
Continue reading “რა იქნება ახლა, როცა მთავრობა ევროკავშირის დემარშს არ ითვალისწინებს – ინტერვიუ”
რა მოუვა თქვენ სესხს, თუ „ეროვნული ბანკის“ კანონს შეცვლიან – ინტერვიუ
„არსებობს საფრთხე, რომ ეროვნული ბანკი გამოიყენონ პოლიტიკური, პარტიული მიზნებისთვის,“ – ეს შთაბეჭდილება შეუქმნა ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილს ეროვნული ბანკის საკანონმდებლო ცვლილებამ, რასაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, ხოლო აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს გაუჩინა კითხვა: „რატომ უნდა შეცვალო სტრუქტურა? საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ეროვნულ ბანკში სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება და ის შეასრულებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, პრეზიდენტის არყოფნის …
Continue reading “რა მოუვა თქვენ სესხს, თუ „ეროვნული ბანკის“ კანონს შეცვლიან – ინტერვიუ”
„მეც აგენტი ვყოფილვარ, ევროკავშირმა მეურნეობა დამიფინანსა“ – მებაღე ხულოდან
გურამ ძირკვაძე და იზოლდა სურმანიძე აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოში მცხოვრები მეწარმეები არიან. იზოლდა სურმანიძეს სოფელ სხალთაში საოჯახო სასტუმრო „სხალთა“ აქვს და ყოველწლიურად ასობით ტურისტს მასპინძლობს. გურამ ძირკვაძე სოფელ დიოკნისიდანაა. დიოკნისსა და ხულოს სხვა სოფლებში ჟოლოს მეურნეობა მისი ძალისხმევით გაშენდა, შედეგად მთელ აჭარას წელიწადის ყველა დროს სწორედ ხულოს სოფლები ამარაგებენ ადგილზე მოყვანილი ჟოლოთი. გურამ ძირკვაძემ და იზოლდა …
Continue reading “„მეც აგენტი ვყოფილვარ, ევროკავშირმა მეურნეობა დამიფინანსა“ – მებაღე ხულოდან “
ლუსტრაციის 1 წელი – რას ამბობს „ოცნება“ უკრაინის ომზე 24 თებერვლიდან დღემდე
ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის წევრების განცხადებები მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ომობს, განსაკუთრებულად მკაფიოდ აჩვენებს ხელისუფლების საგარეო პრორუსულ ვექტორს. „ბათუმელებმა“ საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებების არქივს გადახედა 24 თებერვლიდან 24 თებერვლამდე ————- ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წინა დღეს – 23 თებერვალს იწყება საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა რუსეთის სასარგებლოდ. იარაღის მიწოდება გამოსავალი არ არის, კონფლიქტი უნდა …
Continue reading “ლუსტრაციის 1 წელი – რას ამბობს „ოცნება“ უკრაინის ომზე 24 თებერვლიდან დღემდე”
ეს მოქალაქეებს აიძულებს, გაიქცნენ ქვეყნიდან, რომელიც დარჩება ასობით ათას რუსს – ისტორიკოსი
ხელისუფლება აპირებს მიიღოს რუსული კანონი, რომლის თანახმადაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა, აგენტად მიიჩნევა. რას ნიშნავს აგენტის იარლიყი პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და რაში სჭირდება ხელისუფლებას რუსული კანონი, რომელმაც რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრა, „საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარს. ხელისუფლება, ვგულისხმობ …
„ოცნება“ ემზადება ორი სცენარისთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით – ინტერვიუ
„გადაიყვანეთ სააკაშვილი, დაასანქცირეთ ივანიშვილი“- ევროპარლამენტმა ეს რეზოლუცია 15 თებერვალს მიიღო. რეზოლუციას 577-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. რა იქნება ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯი, თუკი საქართველოს ხელისუფლება ამ რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს? ამ თემაზე „ბათუმელები“ ღია საზოგადოების ფონდში ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა. ბატონო ვანო, თუკი „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებს ევროპარლამენტის ამ რეკომენდაციას და არ გადაიყვანს სააკაშვილს სამკურნალოდ უცხოეთში, …
Continue reading “„ოცნება“ ემზადება ორი სცენარისთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით – ინტერვიუ”
გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება ცალსახად შეცდომა იყო – ინტერვიუ ისტორიკოსთან
„როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატი ფორმდებოდა, რუსეთი მზარდი ძალა იყო და ეს ძალა მოდიოდა სამხრეთ კავკასიაში. დღეს კი რუსეთი ცალსახად მილევადი ძალაა და კავკასიიდან მიდის….“ – ამბობს ისტორიკოსი თეიმურაზ პაპასქირი. მისი დაკვირვებით, ხელისუფლება საქართველოში აქტიურადაა ჩართული ერეკლე მეორეს დაცვის კამპანიაში, თუმცა ღიად ვერ ამბობს, რომ ტრაქტატის დადება გამართლებული იყო. „ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი: ხელისუფლება შეინარჩუნოს… ის საფრთხეს …
Continue reading “გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება ცალსახად შეცდომა იყო – ინტერვიუ ისტორიკოსთან”
რატომ აჩენენ „ოცნების“ დეპუტატები და თანამდებობის პირები შვილებს ევროპასა და აშშ-ში
„ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც ბოლო პერიოდში დასავლეთის ღია კრიტიკას არ ერიდებიან, სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებენ საქართველოს ევროპელ პარტნიორებს, ასევე უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, საკუთარი შვილებისთვის მომავალს სწორედ დასავლეთში გეგმავენ. გუშინ, 14 დეკემბერს, მაგალითად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა გავლენიანმა ლიდერმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მიხეილ სააკაშვილის საკითხზეა დამოკიდებული, მაშინ ეს …
რატომ შეუერთდა დეპუტატი ზაალ მიქელაძე „ოცნებიდან“ წასულ „ოთხეულს“
4 ოქტომბერს აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის წევრი „ოცნებიდან“, ზაალ მიქელაძე მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდა. ეს მოძრაობა „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს წელს, აგვისტოში და აქამდე ძირითადად იმით გახდნენ ცნობილი, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით ავრცელებენ კრიტიკულ განცხადებებს. რატომ გადაწყვიტა ზაალ მიქელაძემ მოძრაობაში …
Continue reading “რატომ შეუერთდა დეპუტატი ზაალ მიქელაძე „ოცნებიდან“ წასულ „ოთხეულს“”
პატრონი ჰყავს? გათხოვილია? – როგორ ესხმიან თავს საჯარო მოხელეები და „ოცნების აქტივი“ ქალს
სამოქალაქო აქტივისტი ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად მაგიდაზე აბრახუნებს – ამ პროცესის ამსახველ ვიდეოკადრებს, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით, ფეისბუქის გვერდზე საჯარო მოხელეები და „ოცნების“ აქტივი ავრცელებს. გვერდი „ფსიქიატრიული ოთახი 5.2.5“ კი ვიდეოს ავრცელებს წარწერით: „ჩვენი ბათუმელი პაციენტი ნაციონალური მოძრაობიდან“. ამავე წარწერით კადრებს ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, თენგიზ აფხაზავა, საკუთარ გვერდზე აზიარებს. როცა სისტემა ერთი მოქალაქის …
ვის დისკრედიტაციაში იხდის ფულს „ქართული ოცნება“
„დაფინანსებულია ქართული ოცნების მიერ“ – ამ წარწერას დაინახავთ ყველა გამოქვეყნებული პოსტის ზემოთ, რომლებიც ფეისბუქგვერდ „სინამდვილეში“ ქვეყნდება. შინაარსის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი გვერდი ძირითადად კრიტიკული მედიის, სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ეწევა. გვერდზე გამოქვეყნებულ ყველა პოსტს „ქართული ოცნება“ არეკლამებს, 149 ასეთი პოსტის რეკლამირებაში კი 7 503 დოლარი გადაიხადა. ფეისბუქგვერდი …
Continue reading “ვის დისკრედიტაციაში იხდის ფულს „ქართული ოცნება“”
„ოცნების“ ამოცანაა შფოთვა და სიღარიბე შეინარჩუნოს – ინტერვიუ ფსიქოლოგთან
„ხელისუფლების ამოცანაა, საზოგადოების შფოთვა შეინარჩუნოს, სტრატეგიულად რომ იმოქმედოს“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ფსიქოლოგი დავით ჯინჭარაძე, რომელმაც აბუ დაბის ნიუ-იორკის უნივერსიტეტი დაამთავრა და ამჯერად მაგისტრატურისთვის ემზადება. დავით ჯინჭარაძე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარია. 5-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული დავით ჯინჭარაძე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოება კომპლექსებს უნდა მოერიოს და უფრო აქტიური მოქმედება შეძლოს. ფსიქოლოგის აზრით, გადამწყვეტი ახლა ე.წ. შუაში …
Continue reading “„ოცნების“ ამოცანაა შფოთვა და სიღარიბე შეინარჩუნოს – ინტერვიუ ფსიქოლოგთან”
ჩემი პირადი ტრაგედია დაცინვის ობიექტად აქციეს – სამირა ბაირამოვა „ოცნების“ მხარდამჭერზე
სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვას მარნეულის ბაზარში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გარკვეულმა პირებმა ხელი შეუშალეს „შინ ევროპისკენ“ ბუკლეტების დარიგებაში. სამირას მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ირმა ზარქუა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია [სავარაუდოდ, მარნეულის მერიის თანამშრომელი]. ის სამირას მიმართ შეურაცხმყოფელ სტატუსებს სოციალურ ქსელებში ისევ წერს. გუშინ კი სამირას დისკრედიტაცია მისი პირადი ცხოვრების ხელყოფით სცადა. რას ნიშნავს, როცა აქტივისტ ქალს …
„ის იყო დაკავშირებული სუს-თან“ – რას ჰყვება „ოცნების“ ყოფილი წევრი დეპუტატ სამხარაძეზე
„2017 წლის არჩევნებზე, როცა დიმიტრი სამხარაძე „ოცნების“ რეგიონული სამსახურის უფროსი იყო, შექმნა ფორმულარი, რომ საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე თანხმობა ხელმოწერით დაედასტურებინა სუს-ს,“ – ამბობს პარლამენტის ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე, რომელმაც პარტია „ქართული ოცნება“ 2019 წელს დატოვა. დიმიტრი სამხარაძე პარლამენტარია, რომელმაც წუხელ, 3 ივლისის აქციაზე, „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისის აივნიდან ჯერ აქციის მონაწილეებს აგინა, შემდეგ კი მიხეილ …
გამოუვა „ოცნებიდან“ წამოსულ 3 დეპუტატს ის, რაც არ გამოუვიდა „ალტ-ინფოს“? – ინტერვიუ
„ოცნება“ ცდილობს მოსინჯოს, რამდენად წაჰყვება ხალხი ანტიდასავლურ კამპანიას,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებაზე – ამ დეპუტატებმა თქვეს, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, თუმცა მმართველ პარტიასთან „ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ ჰქონდათ“. პოლიტოლოგს მოლოდინი აქვს, რომ სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე ძირითადად ისაუბრებენ იმაზე, რომ „საქართველოს ომში ჩართვა სურდათ“ და კანდიდატის …
ბსუ-ს რექტორს სტუდენტების „ტროლ-ბოტურ ქარხანაში ჩართვაზე“ რეაგირებას სთხოვენ
დღეს, 28 ივნისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლევან გორგილაძემ, ბრიფინგი გამართა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და ბათუმის საკრებულოს მიმართა. მან რეაგირება მოითხოვა ბსუ-ს სტუდენტების ოპოზიციის დისკრედიტაციაში ჩართვაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“, რიჩარდ სირაბიძე უწევს კოორდინაციას. საუბარია TV25-ის მიერ გუშინ, 27 ივნისს, მომზადებულ სიუჟეტზე, რომლის მიხედვითაც ბსუ-ს …
Continue reading “ბსუ-ს რექტორს სტუდენტების „ტროლ-ბოტურ ქარხანაში ჩართვაზე“ რეაგირებას სთხოვენ”
გადადგით ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად – მედიის ადვოკატირების კოალიცია
მედიის ადვოკატირების კოალიცია ხელისუფლებას მოუწოდებს გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. კოალიცია ეხმიანება 2022 წლის 9 ივნისს ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, S&D, ECR, PPE, Renew Europe) მიერ საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუციის მიღების ფაქტს. „როცა ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ქართველი …
თუ სანქციები შეეხება ივანიშვილს, ეს პრობლემებს შეუქმნის მის ქონებას და „ოცნებასაც“ – პოლიტოლოგი
„ქართული ოცნება“ ჭირვეული ბავშვივით იქცევა… ასეთი ტონით საუბარი არ შეიძლება,“ – ასეთია პოლიტოლოგის და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, კორნელი კაკაჩიას შეფასება ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე. პოლიტოლოგის დაკვირვებით, ევროკავშირის რეზოლუციიდან მკაფიოდ ჩანს კონკრეტული პრობლემები, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. „ქართული ოცნება“ კი ცდილობს, საზოგადოება დააჯეროს, რომ თუკი კანდიდატის სტატუსზე უარს გვეტყვიან, ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალი არ იქნება. …
გახარიას პარტიიდან წასული დეპუტატი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა
ირაკლი თავდგირიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს. ის ბათუმის საკრებულოს წევრი გახდა გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“, თუმცა მან პარტია საკრებულოში შესვლის წინ დატოვა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებდა. პარტიიდან ირაკლი თავდგირიძის წასვლის შემდეგ გახარიას გუნდმა განაცხადა, რომ „გასაყიდი უნდა გაიყიდოს“. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 3400 ლარია. დღეს, 30 მაისს, ირაკლი თავდგირიძემ საკრებულოს …
Continue reading “გახარიას პარტიიდან წასული დეპუტატი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა”
„ოცნება“ საარჩევნო კოდექსს ცვლის იმისთვის, რომ ბათუმში ოპოზიციას გვერდი აუაროს
„ერთიანი მიდგომა და სტანდარტი“ – ამ სიტყვებით ცდილობს „ქართული ოცნება“ ახსნას კანონპროექტი, რომელიც კონკრეტულად ბათუმის საკრებულოზეა მორგებული, უფრო ზუსტად კი, ერთ დეპუტატზე – რამაზ ჯინჭარაძეზე. „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსს ცვლის და აპირებს, შუალედურ არჩევნების გზით არჩეული დეპუტატის – რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს შეკრება აღარ იყოს საჭირო – „საარჩევნო კოდექსის“ შეცვლის შემთხვევაში, ცესკოს შუალედური არჩევნების …
Continue reading “„ოცნება“ საარჩევნო კოდექსს ცვლის იმისთვის, რომ ბათუმში ოპოზიციას გვერდი აუაროს”
„ოცნებასთან“ დაკავშირებული ღვინის კომპანიები ბიუჯეტიდან მილიონებს იღებენ – გამჭვირვალობა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) კვლევის მიხედვით, 2021 წელს ღვინის კომპანიებზე სახელმწიფომ 107 მილიონი ლარის სახელმწიფო სუბსიდია გასცა. 80 კომპანიიდან 31 კომპანია „ქართული ოცნების“ მოქმედ ან ყოფილ წევრებს ეკუთვნით ან დაკავშირებულია მათთან და მათ ოჯახებთან. კვლევის მიხედვით, აღნიშნულ 31 კომპანიაზე 30 343 512 ლარი გაიცა, რაც სუბსიდიის საერთო მოცულობის 22 პროცენტია. „კვლევის შედეგად გამოიკვეთა ტენდენცია, …
სააკაშვილის მიზანმიმართულ სიკვდილს ცდილობენ – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე
„ისინი უშვებენ მიხეილ სააკაშვილის ფატალური შედეგის დადგომის შესაძლებლობას და გათვლილი აქვთ ამ შედეგის პლიუს-მინუსები, ჩათვლილი აქვთ, რომ ეს მათთვის პოლიტიკურად სასარგებლო იქნება,“ – ამბობს ნონა წოწორია, ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე. მისი შეფასებით, ევროსასამართლოში საქართველოს ხელისუფლება სამომავლოდ აუცილებლად წააგებს დავას „სააკაშვილის საქმეზე“, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს განცდა აქვს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებისთვის „დღევანდელი პოლიტიკური ამოცანა გაცილებით უფრო …
Continue reading “სააკაშვილის მიზანმიმართულ სიკვდილს ცდილობენ – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე”
„ოცნება“: პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს
„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პრეზიდენტს კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს: „კონსტიტუციის პატივისცემა და მის შესაბამისად მოქმედება ყველა კონსტიტუციური ორგანოს უპირველესი ვალია. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებას თავად კონსტიტუცია პირდაპირი ტექსტით აკისრებს.“ გუშინ, 14 თებერვალს, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. ამ მოხსენებაში მან უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის და …
Continue reading “„ოცნება“: პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს”
ბათუმში ოპოზიციის 6 წევრი დააკავეს
პოლიციამ დღეს, 19 თებერვალს, ბათუმში ოპოზიციის 6 წევრი დააკავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციაზე, რომლის მიმდინარეობისას ოპოზიციის წევრები „ოცნების“ ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან ითხოვდნენ შეხვედრას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, დაკავებულები არიან: ელგუჯა ბაგრატიონი, ლაშა კილაბერია, ბაჩი მექვაბიშვილი, ბონდო თედორაძე, მამუკა ჯევაიში და გიგა ნაგერვაძე. “ბათუმელებს” ენმ-ის წევრების დაკავება დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. …
„რატომ მომიკალით ძმა“ – ბათუმის საკრებულოს წევრი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა
დღეს, 19 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნაზი ფუტკარაძე, რომლის ძმა, ნუგზარ ფუტკარაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-იდან, გასულ წელს, არჩევნების შემდეგ გარდაიცვალა, ბათუმში ჩამოსულ „ოცნების“ ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან ითხოვდა შეხვედრას. ნაზი ფუტკარაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ოპოზიციის სხვა წევრებიც. ისინი შეხვედრას ითხოვდნენ ირაკლი კობახიძესთან და აკაკუნებდნენ სასტუმრო „ჰილტონის“ იმ დარბაზის კარებზე, სადაც შეხვედრა იმართებოდა. „რატომ მოკლეს …
Continue reading “„რატომ მომიკალით ძმა“ – ბათუმის საკრებულოს წევრი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა”