74 ჰიბრიდულ ავტომობილს შეიძენს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 5 მლნ ლარად

ოპერატიული დანიშნულების მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილების სახელმწიფო შესყიდვაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. საგამოძიებო სამსახური 74 ავტომობილის შეძენას მაქსიმუმ 5 მილიონ 172 ათას 563 ლარად გეგმავს. ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 17 დეკემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 22 დეკემბერს დასრულდება. „შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს არაუმეტეს 50 კილომეტრი გარბენით“ – წერს საგამოძიებო სამსახური. რაც …

1.3 მილიონს გადააჭარბა ბათუმში ახალი წლის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯებმა ჰონორარების გარეშე

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ჯამში 349 ათას 943 ლარით ორი ტენდერი გამოაცხადა. საახალწლო დღეებში მანათობელი კონსტრუქციებით ბათუმის გაფორმებისთვის კი ტენდერი მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს აქვს გამოცხადებული 976 ათას 60 ლარით. რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებს, ბათუმის მერია ტრადიციულად, ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გასცემს. საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეები და მათი ჰონორარები ჯერ ცნობილი არ არის. …

აჭარის მთავრობა 3 ახალ ჯიპს იყიდის, გამოყოფილია 271 ათასი ლარი

აჭარის მთავრობის აპარატმა 3 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანის შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 271 ათას 380 ლარია, თუმცა ფასების ცხრილში მითითებულია, რომ ერთი ავტომანქანის ზღვრული ღირებულება 68 ათას 860 ლარი უნდა იყოს. ამავე ცხრილში აღნიშნულია, რომ „ავტომობილის ღირებულება მოცემულია – აქციზის გადასახადის გათვალისწინებით [მსუბუქ ავტომობილებზე დღგ-ს გადასახადი არ მოქმედებს], ხოლო ავტონაწილების ღირებულება …

„აეროპორტის დაცვის არე ზღუდავს ბათუმის ურბანულ განვითარებას“ – საქაერონავიგაცია ახალ კვლევას იწყებს

სახელმწიფო კომპანია „საქაერონავიგაცია“ გეგმავს ჩაატაროს ახალი კვლევა, იმის განსასაზღვრად, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ბათუმის აეროპორტის მიმდებარედ ტერიტორიის უსაფრთხოების ზონა. კვლევის ერთ-ერთი მიზანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება“ იქნება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ფრენების უსაფრთხოებას, ასევე ქალაქის „ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას“. ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS)  მოდიფიკაციის, …

პარლამენტი 2,9 მილიონი ლარით ახალ ავტომობილებს იყიდის

საქართველოს პარლამენტის აპარატმა 25 ერთეული I კლასის მსუბუქი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 999 375 ლარია, ანუ ერთ ავტომობილში პარლამენტი მაქსიმუმ 119 ათას 975 ლარს გადაიხდის [ამაში, როგორც ტენდერშია აღნიშნული, შედის გეგმიური მომსახურების ღირებულებაც 150 000 კილომეტრზე]. ავტომობილები შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა. „შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს არაუადრეს 2025 …

ბათუმის მერიას საკრებულოში ავეჯის ახალი დიზაინით შეცვლა სურს, მაგრამ დიზაინერს ვერ პოულობს

ბათუმის მერია ქალაქის საკრებულოს კაბინეტებისა და სამუშაო ოთახებისთვის ახალი დიზაინის ავეჯის შესყიდვას გეგმავს, თუმცა მანამდე დიზაინერს ეძებს, ვინც შექმნის საოფისე ავეჯის დიზაინს, ჩაატარებს აზომვით სამუშაოებს და დახაზავს ესკიზებს. საკრებულოსთვის საოფისე ინვენტარისა და ავეჯის შესასყიდად ქალაქის ბიუჯეტიდან 61 ათას 200 ლარი გამოიყოფა. უშუალოდ დიზაინერისთვის მერიას ცალკე 3 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. „ავეჯის დიზაინის სფეროში“ მომსახურების შეძენა …

საახალწლო ნაძვის ხის და განათებების აწყობა-დაშლაში ბათუმის მერია 976 ათას ლარს გადაიხდის

საახალწლო დღეებში მანათობელი კონსტრუქციებით ბათუმის გაფორმებისთვის მერიის სამმართველომ ტენდერი 976 ათას 60 ლარით გამოაცხადა. ტექნიკური დავალებიდან ჩანს, რომ მერია წელს ახალი კონსტრუქციებისა თუ აქსესუარების შეძენას არ აპირებს და ტენდერში გამარჯვებულს მხოლოდ არსებულის [მათ შორის საახალწლო ნაძვის ხის] მონტაჟი, ზედამხედველობა და შემდეგ მათი დემონტაჟი ევალება. გამარჯვებულმა ასევე „უნდა უზრუნველყოს საახალწლო ნაძვის ხის ანთების რიტუალის შესაძლებლობა“. ბათუმის …

შსს 1 მილიონი ლარის დრონებს იყიდის – ტენდერი გამოცხადდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სტრუქტურული დანაყოფების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, უპილოტო საფრენი აპარატების [დრონი] შესყიდვაზე“ ტენდერი გამოაცხადა. შსს სხვადასხვა ზომის 40 დრონში მაქსიმუმ 1 მილიონ 66 ათას ლარს გადაიხდის. ტენდერიც ამ თანხითაა გამოცხადებული. შესასყიდი დრონები: მცირე ზომის მაღალი კლასიფიკაციის მქონე – 26 ცალი; მოზრდილი ზომის – 12 ცალი დიდი ზომის – 2 ცალი. „შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, …

„ოცნების ქალაქში“ საბავშვო ბაღის აშენებას ბათუმის მერია გეგმავს – დაიხარჯება 6,6 მილიონი

ბათუმის მერია „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის აშენებას გეგმავს. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N188-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 6 630 952 ლარით გამოაცხადა, თუმცა საბავშვო ბაღი გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩის მხარეს აშენდება – „ოცნების ქალაქის“ ახალაშენებული კორპუსების გვერდით. პროექტის მიხედვით, 300 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა ორსართულიანი იქნება. „შენობა …

„ფერი არ იყოს წითელი ან ყვითელი“ – 4 ჯიპს ყიდულობს აჭარის უმაღლესი საბჭო, გამოყოფილია 289 ათასი ლარი

აჭარის უმაღლესი საბჭო 4 ავტომობილს იყიდის. II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილების შესაძენად კი ბიუჯეტიდან 289 ათას 760 ლარია გათვალისწინებული, ანუ ერთი ავტომობილისთვის 72 440 ლარი. ავტომობილების შესყიდვაზე უმაღლეს საბჭოს ტენდერი აქვს გამოცხადებული. „შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის, ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვება, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს …

შსს 1200 ცალ რკინის ხელბორკილს ყიდულობს – ცალში 58 ლარს იხდის

შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 200 ცალ რკინის ხელბორკილს ყიდულობს და ერთ ცალში მაქსიმუმ 58 ლარის გადახდას აპირებს. ხელბორკილების შესყიდვაზე შსს-მ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის მთლიანი ღირებულება 69 600 ლარია. შესასყიდი ხელბორკილების ტექნიკური მახასიათებლები: 100% უჟანგავი ფოლადი; ორმაგი ჩაკეტვის სისტემით; 2 საკეტი; საკეტის ჩაკეტვის პოზიცია – არანაკლებ 20 კბილანა; წონა – არანაკლებ 340 გრამი; მაჯის ღიობი …

შსს-ს 45,5 ტონა შოკოლადი და სხვა ტკბილეული შეუძლია იყიდოს 5 თვეში – დაიხარჯება 1 მილიონი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომდევნო 5 თვეში 45,4 ტონა ტკბილეულის შეძენის უფლება ექნება. აქედან 43,5 ტონა – შოკოლადი გულსართით – ბატონის ტიპის, 1,1 ტონა – გულსართიანი ტკბილეული [სამარხვო], 0,7 ტონა – გულსართიანი ტკბილეული [არასამარხვო] და 188 კილოგრამი – კარამელის კანფეტი[სხვადასხვა]. ტკბილეულის შეძენაზე კონსოლიდირებული ტენდერია გამოცხადებული. შსს სწორედ ამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიისგან შეისყიდის ტკბილეულს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 …

ბსუ პირველკურსელებს 150-ნაჭრიან ტორტზე რესტორანში ეპატიჟება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ბსუ-ს პირველკურსელთა დახვედრის ღონისძიების მომსახურების ორგანიზებაზე“ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 18 850 ლარია. მიმწოდებელი ვალდებული იქნება ბათუმში, ბსუ-ს მიერ შერჩეულ დროსა და სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ ადგილას უზრუნველყოს მომსახურების გაწევა, კერძოდ: „1500 ადამიანზე გათვლილი სივრცის უზრუნველყოფა; სარესტორნო სივრცე; მდებარეობა სანაპიროს პირველი ან მეორე ზოლი; აუცილებელია სივრცეს გააჩნდეს მოქმედი სამზარეულო და …

გოროდოკში ხიდი კვლავ ჩაკეტილია – ახლის მოწყობაში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

ხიდი გოროდოკის დასახლებაში, რომელზეც ბათუმის მერიამ ავტოტრანსპორტის მოძრაობა მაისში აკრძალა, კვლავ ჩაკეტილია. მერიის სამმართველოში მაშინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხიდზე მოძრაობა მინიმუმ 3 თვით შეიზღუდა, ანუ სექტემბრამდე, თუმცა ამავე სამმართველომ ხიდის მოწყობაზე ტენდერი მხოლოდ ახლა 12 სექტემბერს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ბათუმში, ნადიმ ნიჟარაძის ქუჩა №10-ის მიმდებარედ ხიდის მოწყობაზე ტენდერი 2 553 386 …

ბათუმისთვის დიდ და პატარა ავტობუსებს იყიდიან – 10,5 მილიონი ლარი 18 ავტობუსისთვის

ბათუმისთვის 18 ავტობუსის შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერები გამოაცხადა. ორი ტიპის ავტობუსებში მთლიანობაში ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 10,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ავტობუსები ბათუმმა 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს, თანხას კი მიმწოდებელს 2027 წლის თებერვლამდე გადაუხდიან სრულად. სატენდერო პირობების მიხედვით შესასყიდი 10 ავტობუსიდან თითოეულის სიგრძე უნდა იყოს 11,5 მეტრიდან 12-500 მეტრამდე, ხოლო 8 ავტობუსის შემთხვევაში – სიგრძე 6,5 …

ბათუმისთვის ახალ ავტობუსებს ყიდულობენ – ტენდერში მონაწილეობა 10 ათასი ლარი ღირს

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად გამოსაცხადებელ ტენდერში დაინტერესებულ პირს თუ მონაწილეობის მიღება სურს, წინადადების წარდგენისთვის 10 000 ლარის გადახდა მოუწევს. შესაბამისი განკარგულება „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 12 აგვისტოს მიიღო. ბათუმისთვის 18 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა გამოაცხადოს. ავტობუსების შესაძენად კი, ქალაქის [2025-2027 წლების] ბიუჯეტებიდან, მერიის ახლანდელი გათვლებით, ჯამში 11 702 456 ლარი …

ბათუმში პროტესტის ადგილზე ტროტუარის მოსაწყობად მერიამ ტენდერი მეოთხედ გამოაცხადა

ბათუმის მერიამ 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე ვერ გამოავლინა ტენდერში გამარჯვებული, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება,  ტროტუარზე ფილებს აყრიდა და ხელახლა დააგებდა. ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან 2024 წლის 28 ნოემბრიდან ყოველდღე იმართება. დღეს, 2025 წლის 14 აგვისტოს უწყვეტი საპროტესტო აქციის 260-ე დღეა. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებული …

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახალ ოფისს მოიწყობს 40-მდე ოთახით

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ახალ ოფისს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მერიის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში მოიწყობს. ვისი საკუთრებაა ახალი საოფისე ფართობი და რა პირობებით გეგმავს იქ მუნიციპალური ინსპექცია გადასვლას? – ამ კითხვაზე პასუხის მიღება „ბათუმელებმა“ ინსპექციაში სცადა, თუმცა არ გვიპასუხეს. მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ ჩვენს მიერ დასმული [და დასასმელი] ყველა კითხვა ჩამოვწეროთ, წერილობით ელექტრონულად გავუგზავნოთ და …

ბათუმის საკრებულოში ავეჯის დიზაინს ცვლიან – ფულს მერია იხდის

ბათუმის საკრებულოს აპარატის სამუშაო ოთახებისა და კაბინეტებისთვის ახალი დიზაინის ავეჯს დაამზადებენ, მანამდე კი ქალაქის მერია 3 000 ლარად „ავეჯის დიზაინის მომსახურებას“ შეისყიდის, რაზეც ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულს ევალება ბათუმის საკრებულოს აპარატის სამუშაო ოთახებისა და კაბინეტების საოფისე ავეჯის დიზაინის შექმნა, აზომვითი სამუშაოების ჩატარება და სქემატური ნახაზების/ესკიზების დახაზვა. პირობებში მერიას გაწერილი აქვს, რომ „შესყიდვის ობიექტი უნდა …

აჭარის მთავრობა ადმინისტრაციული შენობის რემონტს იწყებს – ტენდერი 293 000 ლარით

აჭარის მთავრობის აპარატმა ადმინისტრაციული შენობების შიდასარემონტო სამუშაოებზე 293 000 ლარით ტენდერი გამოაცხადა. სარემონტო სამუშაოები ბათუმში, აჭარის მთავრობის აპარატის ორ ადმინისტრაციულ შენობაში უნდა ჩატარდეს – კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N9-ში, სადაც მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტია და მთავრობის სხდომები იმართება და ახმედ მელაშვილის ქუჩა N26-ში. სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ შენობებში სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად და მთავრობის აპარატის …

ხულოში დროშის აღსამართად 84 ათასი ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან

დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში სახელმწიფო დროშის აღსამართავად კონსტრუქციის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 ათას 520 ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში შედის დროშის შეძენაც, თუმცა დამატებით ცალკე თანხაა გადახდილი პროექტში. კონსტრუქციის მოწყობაზე ხულოს მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. კონსტრუქცია აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში მოეწყობა. ტენდერს თან ახლავს 17-გვერდიანი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ხულოს მერიის დაკვეთით …

აჭარის მთავრობა 118 ათას ლარად ვერცხლისფერ ავტომობილს ყიდულობს

აჭარის მთავრობა 118 ათას ლარად მსუბუქი ავტომობილის შესყიდვას გეგმავს. ავტომობილი უნდა იყოს მაღალი გამავლობის, ახალი, 2025 წელს გამოშვებული,  ვერცხლისფერი ან რუხი. ავტომობილის შესყიდვაზე აჭარის მთავრობის აპარატმა ტენდერი 118 ათას 125 ლარით გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2025 წლის 17 ივნისს დაიწყება და 19 ივნისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა მთავრობის აპარატს ავტომობილი უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში, მაგრამ …

ბათუმის ცენტრალურ პარკში ტუალეტი არც ამ სეზონზე იქნება – რა უნდა გაკეთდეს 345 ათას ლარად

ბათუმის ცენტრალურ პარკში დაგეგმილია არსებული საპირფარეშოს შენობის რემონტი, პარკის შესასვლელში [კოლონადებთან] მდებარე ხის შენობის დაშლა და ახლის, ლითონისა და სენდვიჩ-პანელების კონსტრუქციით აშენება, პარკში არსებული ერთ-ერთი ჯიხურის რემონტი და დამატებით ერთი კონსტრუქციის, საზოგადოებრივი სივრცის მშენებლობა. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ დაგეგმილი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 345 ათას 269 ლარით გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2025 წლის 12 …

ბათუმში ორდღიანი ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან 228 ათასი ლარი დაიხარჯება

ფესტივალის – „ზაფხული იწყება აქ“ ორგანიზებისთვის წელს აჭარის ბიუჯეტიდან 228 ათასი ლარი დაიხარჯება. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ორი ტენდერი უკვე გამოაცხადა – ცალკე სცენის და ცალკე – სანახაობის მოწყობაზე. ფესტივალი 2025 წლის ივნისში ჩატარდება თუმცა კონკრეტული დღეები ამ დროისთვის უცნობია. 130 ათასი ლარითაა გამოცხადებული ტენდერი სცენისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვაზე, „რაც გულისხმობს მასშტაბური სცენის მოწყობას, …

ბათუმის მერია სანაპიროზე 300 ათასი ლარად საგუშაგოებს მოაწყობს და შსს-ს გადასცემს

ბათუმის მერია ზღვისპირა ზოლში სტაციონალურ საგუშაგოებს მოაწყობს და მათ შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველო სამსახურს გადასცემს. 10 საგუშაგოს მოწყობაში ქალაქის ბიუჯეტიდან 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 390 ათას 243 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2025 წლის 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. გამარჯვებულმა 10 ჯიხური ივლისამდე უნდა …

აჭარის პოლიცია 52 ტელევიზორს იყიდის, შენობის რემონტში კი 1 მილიონს უტენდეროდ დახარჯავს 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტი ბათუმში, ტბელ აბუსერიძის N11ა-ში მდებარე ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობის რემონტში 1 051 845 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. დეპარტამენტი 52 ახალ ტელევიზორსაც იყიდის, რაზეც ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 30 048 ლარით. აჭარის პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული სტრუქტურული და საშტატო ცვლილების საფუძველზე შეიქმნა 2 ახალი მთავარი სამმართველო და …

„ბათუმობის“ ჩატარებას მერია 3-4 მაისს გეგმავს – 108 ათასი ლარი ორგანიზებისთვის

ბათუმის მერია 3 და 4 მაისს „ბათუმობა 2025“-ის ჩატარებას გეგმავს. ღონისძიების ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 141 ათას 225 ლარია გათვალისწინებული. ამ დროისთვის უცნობია ვინ მიიღებს მონაწილეობას და ასევე, უცნობია ინფორმაცია ჰონორარების შესახებ. ღონისძიება წელსაც ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ უნდა ჩატარდეს. ბათუმის კულტურის ცენტრმა ღონისძიების ორგანიზებაზე ორი ტენდერი გამოაცხადა: ერთი ტენდერი 103 050 ლარით – დაგეგმილია …

„ოზურგეთში ქუჩები გადათხარეს და ორმოებსაც არ ავსებენ“- 48-მილიონიანი ტენდერი

ქალაქ ოზურგეთში იმ ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა, სადაც წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ამბობს, რომ სამუშაოები წესების დაცვით არ სრულდება – გადათხრილია ქუჩები, არ ავსებენ ორმოებს, არის მტვერი. ოზურგეთში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზა“ აწარმოებს. კონტრაქტი 48 მილიონ 548 ათას 995 ლარზეა გაფორმებული. 50 მილიონი ლარით გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ „გზა“ მონაწილეობდა. სამუშაოები …

შენობა სკანდალური კიბით – ამჯერად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება კულტურის სახლის რემონტზე

ახალშენის კულტურის სახლი, რომელსაც ხელვაჩაურის მერია უკვე მეცხრე წელია არემონტებს, კვლავ სარეაბილიტაციოა. ამჯერად მუნიციპალიტეტმა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი 1 707 267 ლარით გამოაცხადა. აღნიშნული შენობა საზოგადოებას მორიგი რემონტის შემდეგ ყრუ კედელზე მიდგმული კიბითაც დაამახსოვრდა. ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 2 აპრილს დაიწყება და 7 აპრილს დასრულდება. სატენდერო …

ბათუმის მერია ტროტუარზე ფილების შეცვლას გეგმავს იქ, სადაც 104 დღეა აქცია იმართება

ბათუმში ქალაქის მერია ტროტუარზე ფილებისა და ბორდიურების შეცვლას გეგმავს იმ ადგილზე, სადაც უკვე 104 დღეა უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პირობის მიხედვით სამუშაოები 30 აგვისტომდე უნდა დასრულდეს. სამუშაოების დაწყება დამოკიდებულია ტენდერის შედეგზე, რომელიც 319 ათას 887 ლარით არის გამოცხადებული. ტენდერში წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება …

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის გათბობა-გაგრილებისთვის 900 ათასი ლარი დაიხარჯება

შენობაში, სადაც დღეს აჭარის ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოა განთავსებული, გათბობა-გაგრილების სისტემას მოაწყობენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 900 000 ლარი დაიხარჯება. „აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის [ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. №37] გათბობა-გაგრილების სისტემის სახელმწიფო შესყიდვაზე – თანმდევი მონტაჟით და არსებულის დემონტაჟით“ – ტენდერი საბჭოს 963 ათას 77 ლარით აქვს გამოცხადებული. „დაიგეგმა შენობის გათბობა-გაგრილება VRV სისტემით. გარე ბლოკები დამონტაჟდეს …

ქალაქიდან თოვლის გატანაზე ბათუმის მერიის „სანდასუფთავებამ“ ტენდერი გამოაცხადა

ბათუმში თოვლი თითქმის დადნა, ქალაქის მერიის შპს „სანდასუფთავებამ“ კი ქუჩების თოვლისგან გაწმენდასა და თოვლის გატანაზე ტენდერი გამოაცხადა. ტექნიკური დავალების მიხედვით „მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბათუმის ტერიტორიაზე თოვლის გაწმენდის ან/და მოთხოვნის შემთხვევაში სხვა სახის სამუშაოები“. „სანდასუფთავების“ მოთხოვნის შესაბამისად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა შესრულდეს. ტენდერი 58 ათასი ლარითაა გამოცხადებული და წინადადებების მიღება …

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში პოლიციის ახალი შენობისთვის შსს 3 მილიონს დახარჯავს

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს, რისთვისაც 3 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტიდან გამოყოფილი. პოლიციის განყოფილება დღეს ხუცუბანში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული. „ხუცუბანში 1-ელი ქუჩის N2-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის სადემონტაჟო, პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე“ ტენდერი სამინისტრომ 3 014 265 ლარით …

გორში სტალინის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია იგეგმება – დაიხარჯება 109 000 ლარი

გორში სტალინის სახლ-მუზეუმისა და მისი დამცავი ნაგებობის [პავილიონის/ფანჩატურის] რესტავრაცია იგეგმება. „სტალინის ბავშვობის საცხოვრებელი სახლის და ფანჩატურის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოებზე“ ტენდერი „ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმმა“ 109 ათას 430 ლარით გამოაცხადა. სახლი ამ მუზეუმის ტერიტორიაზეა განთავსებული. ტენდერში აღნიშნულია, რომ ხარჯები მუზეუმის საკუთარი შემოსავლებთ დაიფარება. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით: „სტალინის ბავშვობის დროინდელი სახლი [აგების თარიღი — XIX საუკუნე] რესტავრირებული და …

ბათუმის პოლიციის I განყოფილება ტაბიძის ქუჩიდან სტადიონთან გადავა – 3 მილიონი ახალი ოფისისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის სტადიონთან, გუდიაშვილის ქუჩაზე ახალ ადმინისტრაციულ შენობას ააშენებს, რისთვისაც ტენდერი 3,8 მილიონი ლარით აქვს გამოცხადებული. ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ახალ შენობაში ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილება გადმოვა, რომელიც დღეს ტაბიძის ქუჩაზეა განთავსებული. საპროექტო ტერიტორია გუდიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კუთხეში მდებარეობს და მისი ფართობი 925 კვადრატული მეტრია. ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის შსს-ზე სარგებლობის უფლებითაა …

რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ – დაიხარჯება 22 მილიონი

ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე, ქვაფენილს აყრიან და ასფალტის საფარს დააგებენ, ქალაქის ბიუჯეტიდან კი, ჯამში 22,3 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მთლიანობაში შეეხება ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის კვეთიდან [საბაგიროს სადგურიდან] ჯავახიშვილისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთამდე მონაკვეთს. სამუშაოები ტენდერებში გამარჯვებულებთან ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 10 იანვრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციაზე …

Exit mobile version