მთავარი,სიახლეები

რა ექნებათ საახალწლო სუფრაზე უფასო სასადილოს ბენეფიციერებს

26.12.2023
რა ექნებათ საახალწლო სუფრაზე უფასო სასადილოს ბენეფიციერებს

ბათუმის მერიის უფასო სასადილოების ხელმძღვანელის, მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, მერია სასადილოს ბენეფიციარებისთვის საახალწლო პაკეტს წელსაც გასცემს. მისივე განმარტებით, ერთი პაკეტი გათვლილია ერთ ბენეფიციარზე და არა ოჯახზე. შესაბამისად, თუ ოჯახიდან ორი, სამი ან მეტი ადამიანი სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით, ასეთი ოჯახი ორ, სამ ან მეტ პაკეტს მიიღებს.

ბათუმის მერიის უფასო სასადილოებით 7650 პირი სარგებლობს. შესაბამისად, მერია წელს ამდინივე საახალწლო ნობათს გასცემს.

მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, მერიის სასურსათო პაკეტი აერთიანებს პროდუქტებს:

გაყინული ქათამი – 1 ცალი, 1 კგ შაქარი, ზეთი 1 ლიტრი, შესქელებული რძე 1 ცალი, 1 კგ ფქვილი, 2 ცალი ჩურჩხელა, 1 კგ კარამელის კამფეტი, 8 ცალი შოკოლადი „ბატონი“, 1 კგ ყველი, 2 ცალი წვენი, 10 ცალი კვერცხი, 2 კგ ბრინჯი.

მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, საახალწლო ნობათის დაფინანსებას ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზევე ითვალისწინებენ.

2023 წელს საშობაო და საახალწლო ნობათისთვის ბიუჯეტში 510 867 ლარი იყო გათვალისწინებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: