თორნიკე რიჟვაძის კომენტარი 2018 წლის შეფასებაზე

დღეს, 29 დეკემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ჟურნალისტებთან 2018 წლის მნიშვნელოვან მოვლენებზე გააკეთა კომენტარი. თავმჯდომარის თქმით, 2018 წელს, აჭარისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა რეგიონის განვითარების თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურული პროექტები იყო. „გამოვყოფდი ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებს, რომელიც მომავალ წელს აქტიურ ფაზაში გადადის და ჩვენ გპირდებით, რომ ძალიან ბევრი სიახლე გვექნება პრაქტიკულად ყოველ თვეში“, – განაცხადა მან. ქვეყნისთვის …

ზურაბიშვილმა შუახევის ერთ უბანზე ვაშაძეს 1 ხმით მოუგო 

ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ოქმების თანახმად, შუახევის #82 ოლქში სალომე ზურაბიშვილმა ამ დროისთვის [00:40 საათი] 13 უბნიდან 11 უბანი მოიგო, გრიგოლ ვაშაძემ კი – ორი. შუახევის მეთხუთმეტე უბანზე კანდიდატებს შორის გამარჯვება ერთმა ხმამ გადაწყვიტა – #15 საარჩევნო უბანზე 224 ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო, 225 ხმა კი – სალომე ზურაბიშვილმა. ამ მუნიციპალიტეტში, ცესკოს მონაცემებით, სულ 49 საარჩევნო …

თორნიკე რიჟვაძე: შეგვიძლია ქალბატონ სალომეს გაპრეზიდენტება მივულოცოთ

28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად „ქართული ოცნების ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. წინასწარი შედეგების გამოცხადებას მმართველი პარტიის და აჭარის მთავრობის წევრები საარჩევნო შტაბში ელოდნენ, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, კომენტარი გააკეთა. „პირველ რიგში ვულოცავ ჩემს ქვეყანას კიდევ ერთ ახალ ეტაპს, დემოკრატიის ტესტის წარმატებით ჩაბარებას. ეგზიტპოლების პირველი შედეგებით ჩვენი …

ოლადაურში ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტენი ღუმელში შეაგდო

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოლადაურის #18 საარჩევნო უბანიდან გასული გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტენი ღუმელში შეაგდო. „როგორც ჩვენ გვითხრეს, ამომრჩეველს გაუფუჭდა ბიულეტენი და ამის გამო შეაგდო ღუმელში, რის გამოც შეიქმნა დაძაბულობა“ – გვითხრა „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონალურმა კოორდინატორმა, მადონა ბერიძემ. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში საარჩევნო პროცედურის თანახმად, გაფუჭებულ ბიულეტენს კუთხე უნდა ჩამოეჭრას და …

ქედაში „ევროპული საქართველო“ ხუთმა წევრმა დატოვა

ქედაში „ევროპული საქართველოს“ ხუთმა წევრმა: ნუგზარ ბერიძემ, სერგო მიქელაძემ, თენგიზ დიასამიძემ, სანიბეგ საფარიძემ და მარინე ცინცაძემ პარტია დატოვა. „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, ნუგზარ ბერიძის თქმით, მათ პარტია პროტესტის ნიშნად დატოვეს. „წამოვედით იმ მოტივით, რომ არ ვთანამშრომლობთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არ ვიზიარებთ მათ პროგრამას და შეხედულებებს,“ – ამბობს ნუგზარ ბერიძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ აპირებენ …

რას გეგმავს სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილის პოსტზე

დღეს 27 ნოემბერს, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მომღერალ სოფო ხალვაშს მეორე მოადგილის პოსტზე დანიშნავს. ეს თანამდებობა რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო. „ბათუმელებთან“ საუბარში სოფო ხალვაშმა განაცხადა, რომ შემოთავაზება უშუალოდ ბათუმის მერისგან მიიღო. მისი განცხადებით, მას შემოთავაზება ლაშა კომახიძისგან უფრო ადრეც ჰქონდა. „ადრეც მქონდა ლაშა კომახიძისგან შემოთავაზება, მაგრამ თავს ვიკავებდი“- გვეუბნება ის. კითხვაზე, მისი აზრით, რატომ …

რატომ უნდა დალიოს ყავა სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძესთან ერთად

„როგორ წარმოგიდგენიათ, დღეს სალომე ზურაბიშვილი რომ ყავას სვამდეს სადმე გრიგოლ ვაშაძესთან ერთად?“ – ლევან ცუცქირიძის ამ შეკითხვამ შეხვედრის დასაწყისში ღიმილი გამოიწვია… ლევან ცუცქირიძე „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელია და ბათუმში შეხვედრა გამართა არჩევნებზე სასაუბროდ: რა გამოჩნდა არჩევნების პირველი ტურიდან და რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს არჩევნების დასრულების შემდეგ – „ბათუმელები“ ლევან ცუცქირიძის საჯარო გამოსვლიდან რამდენიმე …

შუახევში „პატრიოტთა ალიანსის“ ათმა წევრმა პარტია დატოვა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა  შუახევიდან, ბეგლარ ფუტკარაძემ, დღეს, 23 ნოემბერს, ბათუმში, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან და პარტიის კიდევ ათმა წევრმა პარტია დატოვეს. ბეგლარ ფუტკარაძე ამბობს, რომ ყოფილი წევრები აპროტესტებენ პარტიის პრორუსულ კურსს და მმართველ პარტიასთან ალიანსს. „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრები გაერთიანებულ ოპოზიციას უერთდებიან. „შექმნილმა ვითარებამ, პარტიის არასწორმა ქმედებებმა, მათ შორის პრორუსულმა პოლიტიკამ, იმან, …

რა ქონებას ფლობს გრიგოლ ვაშაძე

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, პირადად არავითარ უძრავ-მოძრავ ქონებას არ ფლობს. ერთადერთი ქონება, რომელიც 2009 წელს, სამემკვიდრო მოწმობით მიუღია გრიგოლ ვაშაძეს [თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე 97 კვადრატული მეტრი ბინა], 2012 წელს თავის მეუღლისთვის – ნინო ანანიაშვილისთვის უჩუქებია. გრიგოლ ვაშაძის მიერ 2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციაშიც, რომელიც მან ბოლოს ქვეყნის საგარეო საქმეთა …

რა ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი

მმართველი გუნდის მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოში ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2004 წელს აქვს შევსებული. მას მაშინდელ ხელისუფლებაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. იმ წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი არ ფლობს არავითარ უძრავ ქონებას, ნაღდი ფულის სახით აქვს 3 ათასი დოლარი, ხოლო საფრანგეთში საბანკო ანგარიშზე 80 ათასი ევრო – გრძელვადიანი კრედიტი. 2005 წელს, დეკლარაციის …

„მოტყუებით მიგვიყვანეს“ – სტუდენტი ბათუმში „ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრაზე

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა დღეს, 16 ნოემბერს, ბათუმის საზაფხულო თეატრში შეხვედრა მოაწყვეს. საზღვაო აკადემიის ერთ-ერთი სტუდენტი, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ, ამ შეხვედრას ესწრებოდა. ის ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები – საზღვაო აკადემიის სტუდენტები, მოტყუებით აღმოჩნდნენ საზაფხულო თეატრში. „გვითხრეს ოფიცრებმა, რომ შეხვედრა დათო მაღრაძესთან იქნებოდა, ჰიმნის ავტორთან, თან კონცერტი იქნებაო, მანამდე შეკითხვებიც შეგიძლიათ დასვათო… ჩემი ერთი …

„მთავრობის თავმჯდომარედ დავაბრუნებდი ლევან ვარშალომიძეს“ – ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან  

გაპრეზიდენტების შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძემ უნდა მოითხოვოს, რომ დაიწყოს პროცედურა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოსაცხადებლად, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, უნდა აღუდგინოს საქართველოს მოქალაქეობა – ეს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, მურმან დუმბაძის ხედვაა, რასაც ოპოზიციის კანდიდატს გაპრეზიდენტების შემთხვევაში ურჩევს. ბატონო მურმან, ყოველი არჩევნებისას თქვენ ამომრჩეველთან ახალი შეთავაზებით გიწევთ მისვლა. აქამდე პოლიტიკური გუნდიდან წასვლის შემდეგ ამბობდით – არ ვიცოდი, სად …

„რევოლუციის საფრთხე არ არსებობს“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ქართული ოცნების“ ლიდერები ბოლო დღეებში ყველაზე მეტად ოპოზიციის „რევოლუციურ სცენარზე“ საუბრობენ. მანამდე ისინი სამოქალაქო ომის საშიშროების შესახებ უყვებოდნენ ამომრჩევლებს. ყოველდღე ახალ-ახალი ფეისბუქ სტატუსები ჩნდება ყოფილი სამხედრო პირებისგან, ასევე პატრულის თანამშრომლებისგან დაწერილი – მათ მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი მთავარსარდალი არ შეიძლება იყოს. რეალურად ჩანს თუ არა მოვლენების რევოლუციურად  განვითარების შესაძლებლობა – „ბათუმელები“ ისტორიკოს გრიგოლ გეგელიას ესაუბრა. …

როდის უნდა დანიშნოს ცესკომ არჩევნების მეორე ტური

როდის გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ამ დრომდე უცნობია. მეორე ტურის თარიღს, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] ნიშნავს. „ცესკომ 17 ნოემბრამდე უნდა შეაჯამოს პირველი ტურის შედეგები. შეჯამებიდან ორ დღეში კი, ცესკომ უნდა გამოსცეს განკარგულება მეორე ტურის თარიღის შესახებ“, – განმარტავს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის უფროსი. ცესკომ მეორე ტური არჩევნების პირველი …

წინასაარჩევნოდ ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანიდან აჭარაში დაბრუნდა

წინასაარჩევნოდ, უფრო ზუსტად, მეორე ტურის წინ, აჭარაში ზურაბ პატარაძე დაბრუნდა. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და ახლა უკვე საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, მოქალაქეებს ხვდება ბათუმსა და ქობულეთში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ზურაბ პატარაძე „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტულად „ქობულეთში სამუშაოდ“ ჩამოიყვანა. „მხოლოდ ქობულეთში არა, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მექნება შეხვედრები,“ – გვითხრა ზურაბ პატარაძემ. მისი თქმით, …

„ამომრჩეველი არის ნაწყენი“ – ჭეიშვილი მეორე ტურში „ოცნების“ გეგმებზე ბათუმში

რა სტრატეგიით მუშაობს „ქართული ოცნება“ ამჯერად? რა მეთოდებით აპირებს მმართველი პოლიტიკური ძალა ამომრჩევლის გულის მოგებას? – ეს კითხვები აჭარაში იმ შტაბების უფროსებს დავუსვით, სადაც „ოცნებამ“ არჩევნები წააგო. ბათუმის შტაბში გვითხრეს, რომ, ჯერჯერობით, შეცდომებს აანალიზებენ და „მოსახლეობასთან არის გასარკვევი, რატომ დაიდო ეს შედეგი“. ხელვაჩაურში ლიდერების პათოსს კომუნიკაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად არ იზიარებენ და თვლიან, რომ ამ …

ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარს სამი საპრეზიდენტო კანდიდატი მიიღებს

საპრეზიდენტო კანდიდატები, რომლებმაც ამომრჩეველთა ხმების ათი პროცენტი ან მეტი მიიღეს, საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარად ბიუჯეტიდან არაუმეტეს მილიონ ლარს მიიღებენ. 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ასეთი კანდიდატები არიან: „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. მან ცესკოს მონაცემებით ხმების 38,64 % მიიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიღებული ხმებით – 37,74 %-ი და …

თორნიკე რიჟვაძე არჩევნების შედეგებზე: რიგ საკითხებზე ჩვენ დაგვაგვიანდა რეაგირება

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე კომენტარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა. თორნიკე რიჟვაძე მიიჩნევს, რომ პირველივე ტურში მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ არა იმის გამო ვერ გაიმარჯვა, რომ მთავრობა ცუდად მუშაობას, არამედ იმიტომ, რომ კომუნიკაციის პრობლემა არსებობდა და ამომრჩევლამდე ინფორმაცია ვერ მივიდა. თორნიკე რიჟვაძემ აქცენტი ამომრჩევლის მობილიზების აუცილებლობაზე გააკეთა და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ „ნაციონალური …

ოლქის წევრის შვილს ბიულეტენი დაეკარგა – საჩივრების განხილვა საოლქოში

კამათი რამდენიმე საჩივრის განხილვას მოჰყვა ბათუმის 79-ე საოლქო კომისიაში. ერთ-ერთი საჩივარი თავად ოლქის წევრის – რამაზ ფირცხალაიშვილის შვილს ეხებოდა: გიორგი ფირცხალაიშვილი ბათუმის 37-ე უბნის კომისიის წევრია და გადასატან ყუთს გაჰყვა. უბანზე დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ ერთი ბიულეტენი გაუჩინარდა. საჩივარი ამ შემთხვევაზე “სამართლიანი არჩევნების” და “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლებმა დაწერეს. გადასატანი ყუთისთვის კომისიის წევრებმა უბნიდან დილით 9 …

რა ხდება, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნების მეორე ტურზე უარს ამბობს – იურისტის განმარტება

„ხომ შეიძლება პრეზიდენტობის კანდიდატმა მეორე ტურზე უარი თქვას?“ „პრეზიდენტის იმპიჩმენტი ხომ პარლამენტს მარტივად შეუძლია“ – ეს ფრაზები არჩევნების შედეგების გაგების შემდეგ ყველაზე ხშირად გვესმის. „ბათუმელები“ საია-ს იურისტს, მირზა მამულაძეს ესაუბრა კანონზე, რომელიც ამ საკითხებს აწესრიგებს. „პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტობის კანდიდატის მოხსნა დაუშვებელია,“ – განმარტავს იურისტი. კანონის მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო …

ვის აქვს მეორე ტურში მოგების შანსი – „შედეგს განაპირობებს ზიზღი“

„გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იქნება ახლა ოქროს საბადო“, – ამბობს პოლიტოლოგი და „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია მეორე ტურზე საუბრის დროს. მისი აზრით, ორივე პოლიტიკური ძალა ამ ეტაპზე ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გულის მოსაგებად იმუშავებს. პოლიტოლოგთან ინტერვიუ გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე საუბრით დავიწყეთ: რა აჩვენა პროცენტებმა? იყო თუ არა ეს მოულოდნელი? ბატონო კორნელი, პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, რამდენად …

ვინ ლიდერობს აჭარის ოლქებში – ყველა უბნის მონაცემები დათვლილია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 3 705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3 689 უბანი [99%]. 29 ოქტომბრის 11:30 საათის მონაცემებით, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ზღვარი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლებიდან, ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მეტი ხმა – 614 964 [38,66%] მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, შემდეგ ადგილზეა გრიგოლ ვაშაძე – …

საჩივრები გურიაში: „დამკვირვებლები ერთ ადგილას დაჯექით და ისე დაგვაკვირდითო“

ხმების დათვლის დაწყებამდე ოზურგეთში სულ სამი საჩივარი დაიწერა. სამივეს ავტორი „სამართლიანი არჩევნებია“ და აქედან ორი საჩივარი ოზურგეთის #6 უბანზე მოდის. #6 უბანში დაწერილი ერთ-ერთი საჩივარი დამკვირვებლებისთვის კონკრეტული ადგილის დაკავების იძულებას შეეხება. საჩივარში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა მიუთითა, რომ კომისიის მდივანმა დამკვირვებლებს სკამზე დაჯდომა და პროცესზე დაკვირვება ერთი კონკრეტული ადგილიდან მოსთხოვა. კანონის მიხედვით, დამკვირვებელს ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია …

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ბათუმში საარჩევნო დარღვევებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ფილიალის ინფორმაციით, ამ დროისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებს არცერთ უბანზე საჩივარი არ დაუწერიათ. „გვქონდა შენიშვნები. მაგალითად, ბათუმის 25-ე საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი არ მუშაობდა და ამასთან დაკავშირებით დავწერეთ შენიშვნა, ამავე უბანზე იყო ჩხუბი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლებს შორის და ამაზეც ჩავუწერეთ შენიშვნა. ბათუმის რამდენიმე უბანზე იყო პრობლემა, რომ ორ-ორი წარმომადგენლები ჰყავდათ ზოგიერთებს …

აჭარაში 12 საათისთვის 50 ათასამდე ამომრჩეველმა მისცა ხმა

28 ოქტომბრის დღის 12 საათისთვის აჭარის ტერიტორიაზე, 6 საარჩევნო ოლქში, ხმა 48 852-მა ამომრჩეველმა მისცა. ყველაზე მაღალი აქტივობა ამ მონაცემებით ქედის საარჩევნო ოლქშია. ცესკოს მონაცემებით აჭარაში 311 149 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ანუ 12 საათისთვის, 6 ოლქში, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 15,7 პროცენტმა მისცა ხმა. ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცა 12:00 საათისთვის აჭარაში, ოლქების მიხედვით: [checklist] ბათუმი – …

საია: კენჭისყრის შენობის გარეთ აგიტაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

“მთელი დღე აქ ვაპირებ ყოფნას,”- ამბობს ოზურგეთელი პეტრო სავეტია. იგი ოზურგეთის მესამე საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი მაისურით და პლაკატით მივიდა. “უბნის გარეთ ვარ და წესრიგს არ ვარღვევ, ამის უფლება მაქვს… ხმა ჯერ არ მიმიცია. თუ არ შემიშვებენ, გამოვიცვლი მაისურს”,- გვითხრა პეტრო სავეტიამ. “ტერიტორიას არ ვაკონტროლებ მე. კომისია პასუხისმგებელია უბნის შიგნით სიტუაციაზე. ამას შესაბამისმა ორგანოებმა …

საოლქო კომისია: ბათუმში ამომრჩეველთა აქტივობა 5,27 პროცენტია

ბათუმის საოლქო კომისიის ინფორმაციით დილის 10 საათისთვის ბათუმის საარჩევნო უბნებში ხმა 7549 ამომრჩეველმა მისცა, რაც მთლიანი ამომრჩევლების რაოდენობის 5,27%-ია. ამ დროისთვის [11:30 სთ.] ბათუმის N79 საარჩევნო ოლქში 6 საჩივარია შესული. რაც შეეხება ბათუმის საარჩევნო უბნებს, საოლქო კომისიის თავმჯდომარის ციალა შავაძის ინფორმაციით, მათ ამ დროისთვის მონაცემები არ აქვთ: „საუბნო კომისიები ადგილზე არიან უფლებამოსილნი აღმოფხვრან საჩივარში დაფიქსირებული …

რას იგებს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერით? – ინტერვიუ

„სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია, ზეპარტიული,“ – ეს ფრაზა ხშირად გვესმის „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან. ამ განცხადებების ფონზე „ქართული ოცნება“ თითქმის სრული შემადგენლობით უჭერს მხარს „დამოუკიდებელ კანდიდატს“. „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი ოფიციალურად არ ჰყავს, თუმცა საარჩევნო შტაბებიც კი გახსნა პარტიამ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად. შტაბებს არჩეული მერები ხელმძღვანელობენ. რატომ და ვინ არჩია სტატუსი „დამოუკიდებელი“, რა პოლიტიკური გათვლაა ამ …

„ვახშამზე რჩეული ქობულეთელების პროექტიდან არავინ ყოფილან“ – დეპუტატს ტყუილში ამხელენ

22 ოქტომბერს რესტორან “ხალაგრანდში” გამართულ ვახშამზე პროექტ “რჩეული ქობულეთელების” ფარგლებში დაჯილდოებული ადამიანები არ ყოფილან“, – ეს “ბათუმელებს” პროექტის თანაორგანიზატორმა და საინფორმაციო მხარდამჭერმა ჯემალ მეგრელიძემ ახლახან [20:40] უთხრა. ჯემალ მეგრელიძე  საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ნაკაიძის განცხადებას გამოეხმაურა – დეპუტატმა დღეს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ 22 ოქტომბერს „რჩეულ ქობულეთელებს“ უმასპინძლეს. პროექტის თანაორგანიზატორის თქმით, დეპუტატი იტყუება და მას საერთო …

“ვახშამი ბიუჯეტიდან არ დაგვიფინანსებია” – ქობულეთის მერის განმარტება

“ეს არ იყო არც ერთ შემთხვევაში მუნიციპალური ღონისძიება და არც ერთი თეთრი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ ღონისძიებაზე არ გახარჯულა საბიუჯეტო სახსრებიდან. ამის გადამოწმება ძალიან მარტივად  შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს იმ გზით, რომ გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, თუ რა თქმა უნდა, ჩემი არ გჯერათ,” – უთხრა “ბათუმელებს” ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ. ქობულეთის მერს რესტორან „ხალაგრანდში“ გამართულ ვახშამთან დაკავშირებით დავუსვით …

„მე მაგი ბოროტება არასდროს მქონია“ – ანზორ ბოლქვაძე ხულოს მერის გადადგომასა და არჩევნებზე

„ჩემი სურვილით გავხდი ხულოს შტაბის უფროსი,“ – გვითხრა პარლამენტის წევრმა, ანზორ ბოლქვაძემ. იგი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს მას შემდეგ ხელმძღვანელობს, რაც გაურკვეველ ვითარებაში ხულოს არჩეული მერი და მისი მოადგილე სამსახურიდან წავიდნენ. გოჩა მელაძე მერობის პარალელურად საარჩევნო შტაბსაც ხელმძღვანელობდა. ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარ დეპუტატს, ანზორ ბოლქვაძეს ვკითხეთ, თავად გაუჩნდა შტაბის ხელმძღვანელობის სურვილი, თუ შესთავაზეს. „სულ …

„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“ – საია ბაღების დირექტორების ფარულ ჩანაწერებზე

„თუ დადგინდება, რომ ეს ჩანაწერები ნამდვილია, მაშინ კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე, კონკრეტულად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან,“ – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ბათუმში სამი საბავშვო ბაღის დირექტორთან ფარული სატელეფონო ჩანაწერი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, 24 ოქტომბერს, გამოაქვეყნა. ჩანაწერების მიხედვით, ბაღების დირექტორები „ოცნების“ მხარდამჭერებს აგროვებენ. ანნა მდინარაძის განმარტებით, თუკი ჩანაწერი ავთენტურია, ირღვევა საარჩევნო კოდექსის 49-ე …

„საბავშვო ბაღების დირექტორები „ოცნებისთვის“ სიებს აგროვებენ“ – ფარული ჩანაწერები ბათუმში

„სამ საათზე მოვიტან მხარდამჭერების სიებს… ნაციონალი არა, არ გვყავს,“ – ეს ერთ-ერთ ფარულ ჩანაწერში ისმის, რომელიც დღეს, 24 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა. პარტიის წარმომადგენელი ბათუმში სამი საბავშვო ბაღის დირექტორს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ შტაბიდან ურეკავდა. ბაღის დირექტორები ნანული ერემაშვილი, როენა ბოლქვაძე და ფატი შარაშიძე ჩანაწერში მხარდამჭერების სიების დროულად წარმოდგენის პირობას დებენ. „შტაბი …

რას აქცევთ ყურადღებას პრეზიდენტის არჩევისას? [გამოკითხვა]

28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რას აქცევთ ყურადღებას პრეზიდენტის არჩევისას? მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში. გამოკითხვის საბოლოო შედეგებს „ბათუმელები“ არჩევნების დღეს, 28 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. გამოკითხვაში მონაწილეს შეუძლია მონიშნოს სამი პასუხი. რას აქცევთ ყურადღებას პრეზიდენტის არჩევისას

რამდენი კოორდინატორი მუშაობს სალომე ზურაბიშვილისთვის და სხვა კანდიდატებისთვის

„კოორდინატორი არ გვყავს,“ – ეს პასუხი რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო შტაბიდან მივიღეთ. შტაბებში ამბობენ, რომ მცირე ფინანსური რესურსის პირობებში არ ჰყავთ კოორდინატორები, რომლებიც დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით ამომრჩეველთან კარდაკარ იმუშავებენ და ამაში ხელფასს მიიღებენ. ბოლო წლებში პოლიტიკურ ექსპერტებს ხშირად აღნიშნავენ კოორდინატორების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. იყო შეფასებებიც, რომ არჩევნები კოორდინატორებმა და მათმა აქტიურობამ მოიგო. გვინახავს ფოტო და ვიდეომასალაც …

გრიგოლ ვაშაძის ოთხი შეკითხვა სალომე ზურაბიშვილს

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის  კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, დღეს, 23 ოქტომბერს, ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტობის კანდიდატმა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ოთხი შეკითხვა დაუსვა საჯაროდ. ვაშაძის თქმით “რამდენიმე კვირაა რაც ქვეყანა შეძრა უსამართლობის და უკანონობის მთელმა კასკადმა” და მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე საუბრობს საზოგადოება და ოპოზიცია,  “არც ერთი სიტყვა არ გაგვიგია პრეზიდენტობის …

Exit mobile version