ბათუმის საოლქო კომისიის ინფორმაციით დილის 10 საათისთვის ბათუმის საარჩევნო უბნებში ხმა 7549 ამომრჩეველმა მისცა, რაც მთლიანი ამომრჩევლების რაოდენობის 5,27%-ია.
ამ დროისთვის [11:30 სთ.] ბათუმის N79 საარჩევნო ოლქში 6 საჩივარია შესული. რაც შეეხება ბათუმის საარჩევნო უბნებს, საოლქო კომისიის თავმჯდომარის ციალა შავაძის ინფორმაციით, მათ ამ დროისთვის მონაცემები არ აქვთ: „საუბნო კომისიები ადგილზე არიან უფლებამოსილნი აღმოფხვრან საჩივარში დაფიქსირებული დარღვევები“.
დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. 25 კანდიდატიდან ამომრჩევლებმა პრეზიდენტი ხმათა უმრავლესობით უნდა აირჩიონ.
———-
2017 წლის საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნეში, ცესკოს ინფორმაციით, ბათუმში დილის 10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა აჭარის მასშტაბით ყველაზე დაბალი, 5% იყო.