მთავარი,სიახლეები

ქედაში „ევროპული საქართველო“ ხუთმა წევრმა დატოვა

27.11.2018
ქედაში „ევროპული საქართველო“ ხუთმა წევრმა დატოვა

ქედაში „ევროპული საქართველოს“ ხუთმა წევრმა: ნუგზარ ბერიძემ, სერგო მიქელაძემ, თენგიზ დიასამიძემ, სანიბეგ საფარიძემ და მარინე ცინცაძემ პარტია დატოვა. „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, ნუგზარ ბერიძის თქმით, მათ პარტია პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„წამოვედით იმ მოტივით, რომ არ ვთანამშრომლობთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არ ვიზიარებთ მათ პროგრამას და შეხედულებებს,“ – ამბობს ნუგზარ ბერიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ აპირებენ ყოფილი წევრები „ქართული ოცნების“ რიგებში გაერთიანებას, ნუგზარ ბერიძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის წევრობას არ გეგმავენ. თუმცა, შესაძლოა, ხმა საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

„შესაძლებელია მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ კანდიდატს. ეს არ ნიშნავს პარტიის წევრობას და აქტივისტობას, უბრალოდ, სხვა ალტერნატივა არ დაგვიტოვეს. „ქართული ოცნების“ წევრობა რომ გვდომებოდა, თავიდანვე შევიდოდით ამ პარტიაში და არა „ევროპულ საქართველოში“, მაგრამ ვარჩიეთ, რომ ცუდსა და უარესს შორის არ დავუჭიროთ მხარი გრიგოლ ვაშაძეს,“  – განაცხადა ნუგზარ ბერიძემ.

გასულ კვირას „ევროპული საქართველო“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და სხვა წევრებმაც დატოვეს.

აჭარაში “ევროპული საქართველოს” ოფისების ხელმძღვანელებმა პარტია დატოვეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: