მთავარი,სიახლეები

ზურაბიშვილმა შუახევის ერთ უბანზე ვაშაძეს 1 ხმით მოუგო 

29.11.2018
ზურაბიშვილმა შუახევის ერთ უბანზე ვაშაძეს 1 ხმით მოუგო 

ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ოქმების თანახმად, შუახევის #82 ოლქში სალომე ზურაბიშვილმა ამ დროისთვის [00:40 საათი] 13 უბნიდან 11 უბანი მოიგო, გრიგოლ ვაშაძემ კი – ორი.

შუახევის მეთხუთმეტე უბანზე კანდიდატებს შორის გამარჯვება ერთმა ხმამ გადაწყვიტა – #15 საარჩევნო უბანზე 224 ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო, 225 ხმა კი – სალომე ზურაბიშვილმა.

ამ მუნიციპალიტეტში, ცესკოს მონაცემებით, სულ 49 საარჩევნო უბანია.

ცესკოს მონაცემებით, შუახევში სულ 15 145 ამომრჩეველი ცხოვრობს. მათგან 28 ნოემბრის არჩევნებზე 9 301-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა სასურველ კანდიდატს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: