Batumelebi | „ვახშამზე რჩეული ქობულეთელების პროექტიდან არავინ ყოფილან“ – დეპუტატს ტყუილში ამხელენ „ვახშამზე რჩეული ქობულეთელების პროექტიდან არავინ ყოფილან“ – დეპუტატს ტყუილში ამხელენ – Batumelebi

„ვახშამზე რჩეული ქობულეთელების პროექტიდან არავინ ყოფილან“ – დეპუტატს ტყუილში ამხელენ

22 ოქტომბერს რესტორან “ხალაგრანდში” გამართულ ვახშამზე პროექტ “რჩეული ქობულეთელების” ფარგლებში დაჯილდოებული ადამიანები არ ყოფილან“, – ეს “ბათუმელებს” პროექტის თანაორგანიზატორმა და საინფორმაციო მხარდამჭერმა ჯემალ მეგრელიძემ ახლახან [20:40] უთხრა. ჯემალ მეგრელიძე  საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ნაკაიძის განცხადებას გამოეხმაურა – დეპუტატმა დღეს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ 22 ოქტომბერს „რჩეულ ქობულეთელებს“ უმასპინძლეს. პროექტის თანაორგანიზატორის თქმით, დეპუტატი იტყუება და მას საერთო არაფერი აქვს “ხალაგრანდში” გამართულ ვახშამთან.

ჯემალ მეგრელიძის თქმით პროექტი „რჩეული ქობულეთელები“  მაისში ჩატარდა.

“პროექტი “რჩეული ქობულეთელი” ნამდვილად არსებობს, უკვე ექვსი წელია ახორციელებს მედიაჯგუფი “აჭარა P.S.”-ის გაზეთი “ჩემი ქობულეთი” ქობულეთის კულტურის ცენტრთან ერთად. 60 რჩეული ქობულეთელი არის გამოვლენილი. ამ 60-დან ოთხი თუ ხუთი გარდაცვლილია. ფოტოსურათი, რომელიც თქვენ გაავრცელეთ, არ მიჩვენებს, რომ იქ მყოფთაგან რომელიმე “რჩეული ქობულეთელის” პროექტიდან ყოფილიყო.

ამასთან, ჩემთვის რესტორან “ხალაგრანდში” გამართული შეხვედრის შესახებ არაფერი ცნობილი არაა. უფრო მეტიც, წელს, მაისში, ამ ღონისძიების ჩატარებამდე ორი დღით ადრე ჩემს საავტორო გადაცემაში გავიდა ქუთაისის პენიტენციალურ დაწესებულებაში პოლიციის ძალადობის ფაქტი ერთ-ერთ ხელვაჩაურელ პატიმარზე. ამის გამო, ზურაბ პატარაძის თამადობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოგვიცხადა პროტესტი და ღონისძიება, ფაქტობრივად, ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩატარდა. ახლა რაში დასჭირდა კობა ნაკაიძეს ჩემი სახელის და ჩვენი პროექტის ხსენება, აზრზე არ ვარ,” – უთხრა  ჯემალ მეგრელიძემ “ბათუმელებს”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი