ვინ ითხოვს ამჯერად „სამართლიანობის აღდგენას“ – როგორ შეიცვალა წინასაარჩევნო გზავნილები

„სამართლიანობის აღდგენას“ ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჰპირდება ამომრჩეველს. ეს სლოგანი 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ. ბოლო წლების განმავლობაში „ოცნების“ ხელისუფლებას ამ დაპირების შეუსრულებლობა არაერთხელ შეახსენეს. დღეს „ოცნებისგან“ მხარდაჭერილი კანდიდატი „სამართლიანობის აღდგენას“ აღარ ახსენებს. რა ჩანს დაპირებებიდან, რომლებიც ტელევიზორიდან გვესმის? პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო გზავნილებიდან იოლია დაინახო, რომელი პოლიტიკური პლატფორმიდან გვესაუბრება კანდიდატი. „ბათუმელებმა“ პრეზიდენტობის …

რა სჭირდება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობისთვის

წინასწარი მონაცემებით, 28 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ  40-მდე ქვეყანაში გაიხსნება.  იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანის გაკეთება შეძლონ, მათ შესაბამის ქვეყანაში საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა ან საზღვარგარეთ რეგისტრაცია დასჭირდებათ. მათ, ვინც საკონსულო აღრიცხვაზე არ დგას,  რეგისტრაცია 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ. რეგისტრაციის გასავლელად რამდენიმე გზა არსებობს. კერძოდ, შეგიძლიათ მიმართოთ იმ სახელმწიფოში …

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: საპრეზიდენტო კანდიდატის სიმაღლეს ვზომავთ მისი ფესვებიდან

დღეს, 24 სექტემბერს,  საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერებს შეხვდა ბათუმში. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მინისტრები, უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერი და საკრებულოს წევრები. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ და დავით გაბაიძემ ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ უჭერს აჭარის მთავრობა მხარს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას. დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: …

ენმ: საუბნო კომისიების „დამოუკიდებელი“ წევრები რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ შეარჩია

„საუბნო კომისიების ე.წ. დამოუკიდებელი წევრები რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ დააკომპლექტა,“ – აცხადებს ირმა ხოროიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე მუნიციპალიტეტების მიხედვით საუბნო კომისიების წევრების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომლებიც სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებული საჯარო მოხელეების ოჯახის წევრები არიან. „საუბარია ოლქის მიერ არჩეულ წევრებზე. ათობით არის ასეთი შემთხვევა, როცა საუბნო კომისიის წევრი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის ნათესავი, …

საარჩევნო კომისიებში „ოცნებას“ 3 წევრი ეყოლება – „მმართველ ძალას ზეგავლენის მეტი ბერკეტი ექნება“

საარჩევნო კომისიებში ერთის ნაცვლად სამი წარმომადგენელი ეყოლება მმართველ პოლიტიკურ ძალას. „ამ მოცემულობაში მმართველ პოლიტიკურ ძალას მეტი ბერკეტი ექნება, ზეგავლენა მოახდინოს კომისიებზე და უფრო პოლიტიზებული გახდება საარჩევნო ადმინისტრაცია,“ – მიიჩნევს „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი, მადონა ბერიძე. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად თითოეულ საარჩევნო კომისიაში „ქართულ ოცნებას“ სამი წევრი ეყოლება, თითო-თითო წევრი ეყოლებათ: „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ …

21 822 ვაკანსია საუბნო კომისიებში – ცესკომ კონკურსი გამოაცხადა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევად ცესკომ კონკურსი გამოაცხადა. ქვეყნის მასშტაბით სულ 3637 საარჩევნო უბანია, თითოეულ უბანში 6-6 წევრს საოლქო კომისიები ირჩევენ კონკურსის წესით. ჯამში საუბნო კომისიებში საოლქოს მიერ შერჩეული 21 822 წევრი დასაქმდება. საუბნო კომისიის წევრები არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიწყებენ მუშაობას და ერთი თვის ხელფასს მიიღებენ. ბათუმის საოლქო კომისიაში გვითხრეს, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარის …

2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის საჭირო თანხა 42,6 მილიონ ლარამდე გაიზარდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესში შევიდა ცვლილება. ამ ცვლილებით ცენტრალური საარჩევნო კომისია ნაცვლად 39 136 784 ლარისა, საპრეზიდენტო არჩევნებში წელს 42 667 518 ლარს დახარჯავს. 3 მილიონ 409 ათასი ლარით გაიზარდა შრომის ანაზღაურების მუხლი. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია ხელფასებისთვის ჯამში 20 326 517 ლარს დახარჯავს. …

ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

მართალია, „ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს, თუმცა ქობულეთის საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისი მაინც დაიწყო. გუშინ, 7 აგვისტოს, ქობულეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის  სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მზადების პერიოდში მაჟორიტარულ უბნებში ფრაქციის წევრთა მონაწილეობის შესახებაც იმსჯელეს. რა ფორმით სურთ ფრაქციის წევრებს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვა? – …

Exit mobile version