შტორმმა სანაპირო ზოლის ნაწილი დაანგრია – როგორ გამოიყურება ბათუმი დღეს

ზღვამ ბათუმის სანაპიროს კიდევ ერთი მონაკვეთი ჩამოაჭრა. გუშინ, 27 ნოემბერს, შტორმმა სანაპირო ზოლი ჩაანგრია და წაიღო.

რის აშენებას აპირებენ ქობულეთში, ზღვასთან – გასაყიდი მიწები და განაშენიანების კონცეფცია

3358 კვ.მეტრი ნაკვეთი მრავალწლიანი ნარგავებით, დაბა ჩაქვის მეორე სკოლის მიმდებარედ, ქობულეთის მერიამ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა. ეს ნუსხა თან ერთვის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებელ საკითხებს. მერია საკრებულოსგან ნუსხაში ცვლილების დამტკიცებას ითხოვს. აგრარული კომისიის სხდომაზე გასული საკითხების მიხედვით, რამდენიმე მცირე ზომის ფართობის პირდაპირი წესით გადაცემასაც ითხოვენ, მერს ამისთვის საკრებულოს თანხმობა სჭირდება. გასაყიდ მიწის ნაკვეთს ერთ მხარეს სკოლა, …

ბათუმში ხელოვნური პლაჟების მოწყობა დაიწყო – სანაპიროზე 413 000 კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ

ბათუმის სანაპიროზე ხრეშის შეტანა დაწყებულია. ხელოვნური პლაჟების მოწყობა სანაპირო ზოლის დასაცავადაა აუცილებელი და ამ ეტაპზე სანაპიროზე დაახლოებით 413 ათას კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ. სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5,6 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „ბონდი-2009“ აწარმოებს. კომპანიასა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შორის ხელშეკრულება 5 610 608 ლარზეა გაფორმებული. ტენდერის …

როგორ გაინაწილეს ქობულეთის პლაჟები ბიზნესმენებმა

კომპანიების უმრავლესობას, რომლებსაც ქობულეთის სანაპიროზე სასტუმრო აქვთ, ასევე განკარგავენ პლაჟსაც საკუთარი ნაკვეთის გასწვრივ – გრძელვადიანი იჯარის წესით. პლაჟი გრძელვადიანი იჯარის წესით იმ კომპანიებმაც გაიფორმეს, რომლებიც ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით მშენებლობას ახლა გეგმავენ, ან უკვე წამოწყებული აქვთ მშენებლობა. ვინც პლაჟი ჯერ ვერ გაიფორმა, გეგმავს მის მისაღებად მერიას მიმართოს, ზოგიერთმა მათგანმა კი უკვე მიმართა და პასუხს ელოდება. …

მთავრობამ ბობოყვათის სანაპიროზე 19 ჰექტარი გაყიდა, პლაჟი კი 45 წლით გაასხვისა

ბობოყვათის სანაპიროზე შპს „შავი ზღვის სამოთხემ“ 19-მდე ჰექტრი ფართობი დაირეგისტრირა. კომპანიამ, ნაყიდი მიწის ნაკვეთის გასწვრივ, 45-წლიანი იჯარით მიიღო ასევე პლაჟი, სულ 45 306 კვ.მეტრი. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის ნაკვეთი 26 მილიონ 695 736 ლარად გაიყიდა, 40 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით. პლაჟით სარგებლობის წლიური საფასური კი 215 031 ლარია. ამ ტერიტორიას და მის გაგრძელებაზე …

ბათუმში 52 მილიონად აშენებულ ნაპირდამცავ ნაგებობას პატრონი არ ჰყავს

ბათუმის ახალ ბულვართან 1700 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობის მოვლა-პატრონობაზე თითქმის 3 თვეა არავინ ზრუნავს. ამ ნაგებობის პოტენციური მეპატრონე ბათუმის მერიაა, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ქალაქის მერია ობიექტს, უკვე მესამე თვეა არ იბარებს. ნაპირდამცავი ნაგებობიდან ალაგ-ალაგ მორღვეული ლოდები ზღვაში ყრია, ნაგებობის გასწვრივ კი, პლაჟი უმეტესწილად წარეცხილია. ამ ნაგებობაში სახელმწიფოს მიერ აღებული სესხი – 52,2 მილიონი ლარია …

პლაჟზე ჩასასვლელები – ახალი ბულვარი [ფოტოამბავი]

ახალ ბულვარში, დაახლოებით 400 მეტრ სიგრძეზე, სასეირნო ბილიკი სანაპიროს გასწვრივ გადაღობილია. უსაფრთხოების მიზნით ბილიკის ამ ნაწილზე გავლა არარეკომენდებულია, თუმცა ხის კიბეებით თუ კუსტარულად, აქ არაერთი ზღვაზე ჩასასვლელია მოწყობილი. ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის და სასეირნო ბილიკის ეს ნაწილი [პირსიდან ჟილინის არხის შესართავის ჩათვლით მონაკვეთში] შტორმმა 2022 წლის 5 თებერვალს დაანგრია. ზღვის სეზონის დაწყებამდე „ბათუმელები“ არაერთხელ შეეცადა …

ხელოვნური პლაჟის შექმნას ახალ ბულვართან კომპანია 5.6 მილიონად აპირებს

ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში, კომპანია „ბონდი-2009“, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შესაბამის მომსახურებას 5 610 610 ლარად სთავაზობს. ბათუმში, გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთებზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები უნდა დაიწყოს. ხრეშის ხელოვნურად შეტანა პლაჟის შესანარჩუნებლად და სანაპირო ზოლის გასამაგრებლადაა აუცილებელი. ამ ეტაპზე …

ჭოროხიდან პლაჟზე ხრეშის შესატანად 7 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი გამოცხადებულია

ბათუმში, გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები დაიწყება. ხრეშის ხელოვნურად შეტანა პლაჟის შესანარჩუნებლად და სანაპირო ზოლის გასამაგრებლადაა აუცილებელი. ამ ეტაპზე სანაპიროზე ჯამში 412 960 კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 7 192 585 ლარით …

ბათუმის ახალ ბულვარს ისევ უტევს ზღვა, რა გადაწყვიტა მერიამ?

„მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები“, – გვიპასუხეს ბათუმის მერიის პრესცენტრში, სადაც დღეს, 9 მარტს, ვიკითხეთ: რა გადაწყვიტა მერიამ ბათუმის სანაპირო ზოლის ნაპირგამაგრების კუთხით? გუშინ, 8 მარტს, ბათუმის ახალ ბულვარში პრომინადის ნაწილი ისევ ჩავარდა და ტრაქტორიც ჩაიყოლა. ამ ტრაქტორით ზღვაში შემავალი სანიაღვრე არხის გაწმენდას გეგმავდა „ბათუმის წყალი“. პრომინადის ნაწილი წაიღო და პლაჟის ინფრასტრუქტურა დააზიანა ზღვამ შტორმის დროს, 7 …

„თუ არ ვიმოქმედებთ, საზღვაო აკადემიამდე ისევ ამოვა ზღვა“ – ინტერვიუ ექსპერტთან

„კატასტროფამდე მივალთ, თუ არ ჩავყრით ინერტულ მასალას ზღვაში,“ – მიიჩნევს გეოლოგი, საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი ტარიელ ტუსკია, რომელსაც ზღვის მიერ ბათუმის სანაპირო ზოლის დაზიანებაზე ვესაუბრეთ – მორიგი შტორმის დროს ბათუმის ახალ ბულვარში პრომინადის ნაწილი ზღვამ წაიღო, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ბატონო ტარიელ, თქვენი აზრით, რა არის საჭირო ბათუმის სანაპირო ზოლის გადასარჩენად?   პირველ რიგში, საჭიროა დასხდნენ სპეციალისტები და …

ბულვარის სანაპირო ზოლის გადასარჩენად ბათუმში ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც გაარკვევს, რა გზით არის შესაძლებელი ბათუმის სანაპიროს გადარჩენა. გუშინ, 5 თებერვალს, მორიგი შტორმის დროს, ბათუმის ახალი ბულვარში პრომინადის ნაწილი შტორმმა ჩამოშალა, დაზიანდა პლაჟის ინფრასტრუქტურა. „ამ დროს ქალაქის მერი გამოვიდა და თქვა, რომ პრომინადი და პლაჟი დაასუფთავეს… სასწრაფო წესით საჭიროა, რომ შეჩერდეს ეს პროცესი. ჩვენ ვითხოვთ სამუშაო ჯგუფის შექმნას, …

სანაპირო და დამცავი ნაგებობა, რომელსაც ზღვა შლის [ფოტო]

ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე მოწყობილ ნაპირდამცავ ნაგებობასთან ყოველწლიურად მინიმუმ 25 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა დაიყაროს. ეს აუცილებელია, რათა აქ პლაჟი შენარჩუნდეს. პლაჟის ხელოვნურ კვებას [ხრეშის შეტანას] ბათუმის ნაპირდაცვის ის პროექტიც ითვალისწინებდა, რომლითაც აქ ქვის ლოდებით სპეციალური ნაგებობა მოეწყო და რაშიც 55 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ახალი ბულვარის გასწვრივ პლაჟის ხელოვნურად შესაქმნელად ხრეშის შეტანის სამუშაოებისთვის თანხა …

52 მილიონად გამაგრებული ნაპირი ბათუმში, სადაც პლაჟის აღდგენას ჯერ არავინ აპირებს

ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე სანაპირო ზოლი პლაჟის გარეშეა დარჩენილი. 52-მილიონიანი პროექტის ფარგლებში დამცავი კედლის გარდა, სასეირნო ბილიკი და პლაჟზე ჩასასვლელი კიბეებიც მოეწყო. კიბეებზე ჩახვალთ, მაგრამ პლაჟი არ დაგხვდებათ. მიუხედავად ამისა, აქ ადამიანები მაინც ბანაობენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ სანაპიროზე უზარმაზარი ლოდები ალაგია, რომელთა შორის ადვილი შესაძლებელია ადამიანი ჩავარდეს, ასევე იმას, რომ ლოდები ზღვაშიც ყრია – აქ …

ვინ აღადგენს წარეცხილ პლაჟს? – სანაპიროზე ხრეშის შესატანად საჭირო თანხა ბიუჯეტში არ არის

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე მოწყობილ ნაპირდამცავ ნაგებობასთან ყოველწლიურად მინიმუმ 25 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა დაიყაროს. ეს აუცილებელია, რათა აქ პლაჟი შენარჩუნდეს. თუმცა ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის. შესაბამისი თანხა არც აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტში და არც საქართველოს ბიუჯეტის პროექტშია გაწერილი. პლაჟის ხელოვნურ კვებას ბათუმის ნაპირდაცვის ის პროექტიც ითვალისწინებდა, რომლითაც ეს ნაგებობა …

ბათუმში ზღვამ წარეცხა 1 კილომეტრი პლაჟი, აქ ნაპირდაცვისთვის 55 მილიონი დაიხარჯა [ფოტო]

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსები რომ შენდება, ახალი ამბავი არ არის. აქ სიახლე ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი იყო, თუმცა ის, ერთკილომეტრიან მონაკვეთში, ზღვამ უკვე წარეცხა, ზოგან მთლიანად. ზღვამ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ზოგიერთ ადგილზე ნაპირის დაცვის მიზნით ჩალაგებული ლოდების წყობის დაშლაც დაიწყო. ამ ხელოვნური პლაჟის მოწყობაზე ქვეყანამ უკვე დახარჯა 55 მილიონი ლარი. „ბათუმელებს“ …

გონიო-კვარიათის სანაპიროს მოწესრიგებას ბათუმის მერია ზაფხულის ბოლოს გეგმავს

გონიო-კვარიათში ზღვისპირა ბილიკის [პრომინადის] რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა ბათუმის მერიის გათვლებით 2020 წლის სექტემბერში დაიწყება და ამავე წლის 11 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 6 აგვისტოს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 27 აგვისტოს დასრულდება. სამუშაოებისთვის 324 764 ლარია გათვალისწინებული. ბათუმში, გონიო-კვარიათში, ზღვისპირა ბილიკის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა გულისხმობს სხვადასხვა სამშენებლო, სადემონტაჟო …

როდის გაანათებენ გონიოს ბულვარს და დადგამენ სკამებს – მერიაში ფულს ეძებენ

„გონიოსა და კვარიათში ბულვარი ჯერ კიდევ წინა წელს მოეწყო, მაგრამ ახლა განათებაც აღარ გვაქვს, გასულ წელს გაფუჭდა და მას შემდეგ ჩაბნელებულია… არც სკამები დაგვიდგეს, არც ნაგვის ურნებია…“ – გვითხრა გონიოში მცხორებმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. გონიოელების თქმით, ბათუმის მერიისგან კონკრეტული პასუხს წლების განმავლობაში ვერ იღებენ. ბოლო მიზეზი პანდემიაა. „ახლა გვითხრეს, პანდემიააო, მაგრამ მანამდე ხომ …

რატომ გადაკეტეს ზღვაზე ჩასასვლელები ახალ ბულვართან, სადაც ნაპირი გაამაგრეს

ბათუმში, ახალი ბულვარის ბოლოდან აეროპორტის მიმართულებით სასეირნო ალეა და ზღვაზე ჩასასვლელები კვლავ რკინის ბარიერებით გადაკეტეს. ამ ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები, რაშიც 55 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, დასრულებულია. თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მიღება-ჩაბარების აქტი ამ დრომდე გაფორმებული არ არის.  სამუშაოები ჰოლანდიურმა კომპანია STRUIJK GROUP-მა შეასრულა. სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კურირებდა. „ნაპირდაცვის პროექტი და, შესაბამისად, სამუშაოებიც დამთავრდა. ნაპირდამცავი …

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული განვითარებისა და …

„ნუ აძვრებით ქვებზე“ – უსაფრთხოა თუ არა ნაპირდამცავი ნაგებობა ახალ ბულვარში

ბათუმის ახალ ბულვარში სასეირნო ბილიკის, ნაპირდამცავი ნაგებობების და ხელოვნური პლაჟის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 55 მილიონამდე ლარი იხარჯება. ნაპირის დაცვის მიზნით აქ დაახლოებით 2 კილომეტრის სიგრძეზე ჩაწყობილია ქვის ლოდები, რომელთა უმეტესობა, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, 3-დან 7-ტონამდე იწონის. ეს ხელოვნური ნაგებობა უსაფრთხო არ არის, რასაც ფონდშიც ადასტურებენ. ქვებს შორის არის სიცარიელე, რის გამოც, გამაფრთხილებელი ნიშნებია განთავსებული …

ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში პლაჟისთვის 30 500 კუბ/მ ხრეშს გადაიტანენ

ახალი ბულვარისა და ადლიის მიმდებარე სანაპიროზე პლაჟის აღსადგენად ხრეშს ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაიტანენ. სამუშაოები ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში უკვე დაიწყო. ამჯერად ხრეშს, მილებითა და ტუმბოს გამოყენებით, „სანრემოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან გადაქაჩავენ. ხრეშის აღება იგეგმება ბათუმის კონცხიდანაც. ამ ეტაპზე ძველი ბულვარის პლაჟიდან ადლიის მიმართულებით, ჯამში, 30 500 კუბ/მ ხრეშის გადატანა იგეგმება. ვინ არჩევს ადგილს ძველ ბულვართან …

ბათუმის კონცხიდან ახალი ბულვარის პლაჟისთვის ხრეშის გადასაქაჩად სანაპიროზე მილებს ალაგებენ

ბათუმის პლაჟის გასწვრივ იმ მილების დალაგება დაიწყეს, რომელთა საშუალებითაც ბათუმის კონცხიდან ახალი ბულვარისკენ ხრეში უნდა გადაქაჩონ. ბათუმის კონცხთან ნატანის ამოღება და ადლია-აეროპორტის მიმდებარედ ჩაყრა ბათუმის სანაპირო დაცვის პროექტითაა გათვალისწინებული. ხრეში კონცხიდან ადლიისკენ სპეციალური მოწყობილობით [მილებით და ტუმბოებით] გადაიქაჩება. ამ გზით პლაჟი უნდა გაფართოვდეს და შენარჩუნდეს იმ კედლის გასწვრივ, რომელიც ნაპირის დაცვის მიზნით აშენდა. „ხრეშის ამოღება …

ახალი ბულვარის პლაჟისთვის ხრეშს ბათუმის კონცხიდან მილებით გადაქაჩავენ

ბათუმის კონცხის მიმდებარე პლაჟიდან ქვიშა-ხრეშის გადატანა ახალი ბულვარისკენ სპეციალური მილებით განხორციელდება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს. ბათუმის კონცხთან ნატანის ამოღება და ადლია-აეროპორტის მიმდებარედ ჩაყრა ბათუმის სანაპირო დაცვის პროექტითაა გათვალისწინებული. ხრეშის სპეციალური მოწყობილობით გადაქაჩვა, კონცხიდან ადლიისკენ, 2019 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან უნდა დაიწყოს. ამ გზით პლაჟი უნდა გაფართოვდეს და შენარჩუნდეს იმ კედლის …

მიწა 75%-იანი ფასდაკლებით იყიდა ახალშექმნილმა შპს-მ, რომლის მეწილე რუსული კომპანიაა

ქობულეთში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თავიდან 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ბოლო აუქციონზე 75%-იანი ფასდაკლებით – 1 146 250 ლარად იყიდებოდა. ქონება პირობებიან აუქციონზე 30 ივლისს გაიყიდა. ნაკვეთი ერთი ბიჯით – 1 176 250 ლარად იყიდა შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანიმ“, რომელიც პირველი აუქციონის გამოცხადებამდე თვენახევრით ადრე დაარეგისტრირეს პარტნიორებმა. …

როგორ ამაგრებენ ბათუმის სანაპიროს ახალი ბულვარიდან აეროპორტამდე [ფოტო]

ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში არსებულ პირსამდე ნაპირგამაგრების სამუშაოები გრძელდება. პროექტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ლარია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2017 წლიდან ახორციელებს. სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები, სავარაუდოდ, 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ნაპირგამაგრების სამუშაოების [ქვის ლოდების დალაგება, რკინაბეტონის ჯებირი] პარალელურად დაწყებულია პრომინადის მოწყობაც. პლაჟის გასწვრივ თავის დროზე მოწყობილი სასეირნო ბილიკი აქ …

სამინისტრო ფიჭვნარში მიწას განმეორებით აუქციონზე 917 ათასი ლარით ნაკლებად ყიდის

ქობულეთში, პლაჟის მიმდებარედ, 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განმეორებით აუქციონზე 20%-იანი ფასდაკლებით ყიდის. თავდაპირველად გამოცხადებულ აუქციონზე მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარი იყო, ამჯერად კი, საწყისი გასაყიდი ფასი 3 668 000 ლარია. პირობებიანი აუქციონი 2019 წლის 2 მაისს დასრულდება. ვაჭრობის ბიჯი 90 ათასი ლარია. აუქციონის პირობებით მყიდველი ვალდებულია: …

ფიჭვნარში მიწა, რომელიც მთავრობას აუქციონზე 4,5 მილიონად ჰქონდა გატანილი, არ გაიყიდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდდა. საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი – 100 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი არ შედგა. eauction.ge-ს მონაცემებით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო. ქონების გაყიდვაზე განაცხადს კი 500-ზე მეტი ნახვა ჰქონდა. ნაკვეთი …

ქობულეთის სანაპიროზე სასტუმროს აშენების პირობით სამინისტრო მიწას ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან, 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 100 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 5 აპრილს დასრულდება. ნაკვეთი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის პირობით იყიდება, რომელიც უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს. აუქციონის პირობებით მყიდველი ვალდებულია: [checklist] საბოლოო საპრივატიზებო …

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

აჭარაში შავის ზღვის სასაზღვრო ზოლზე მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობის შესაძლებლობით ესპანური კომპანია „Iberostar Group“-ი დაინტერესდა. ეს ინფორმაცია სააგენტო „აწარმოე საქართველომ“ გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, „ვინაიდან კომპანიის სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს „პირველი ხაზის“ სასტუმროები [„first line“ hotels], რაც გულისხმობს სანაპიროს პირველ ზოლზე სასტუმროების განთავსებას, სააგენტომ ჯგუფს გააცნო შავი ზღვის საინვესტიციო პოტენციალი… და შესთავაზა აჭარის რეგიონში ინვესტირება უძრავი ქონების და …

„სამუშაოების განახლებას გვთხოვენ“ – რას აპირებს კომპანია კარიერზე, სადაც 6 წლის ბავშვი დაიღუპა

„ჩვენ სამუშაოების განახლებას გვთხოვენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „ალბაირაქის“ წარმომადგენელმა, გია ღოღობერიძემ. ეს კომპანია მოიპოვებდა ამ დრომდე სამშენებლო მასალას ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, სადაც 31 ოქტომბერს კლდის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მოპოვებული მასალით ბათუმში სანაპიროს ხელოვნურად ამყარებენ. სამშენებლო მასალების მოპოვებას ქედაში „ალბაირაქი“ კომპანია “სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” დაკვეთით ახორციელებს. „სტრუიკ ჯორჯია“ ჰოლანდიური კომპანიაა და მას აქვს …

ქობულეთში მაშველები 9 წლის ბავშვს ეძებენ

ქობულეთის სანაპირო ზოლზე 9 წლის ბავშვს ეძებენ. მაშველები გაუჩინარებულ ბავშვს ამ დროისთვის [13:00 სთ] ეძებენ, როგორც ზღვაში, ასევე სანაპირო ზოლზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უცნობია, ბავშვი ჩავიდა თუ არა ზღვაში საბანაოდ.

დეპუტატი: მოვუწოდებ, აუდიტმა და პროკურატურამ ნაპირსამაგრი სამუშაოების შესყიდვები შეისწავლონ

ბათუმში მიმდინარე ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან, გია აბულაძე აცხადებს, რომ პროექტი არ არის გამჭვირვალე, სახელმწიფო რესურსებს კერძო ინტერესების სასარგებლოდ იყენებენ, რაც აჩენს კორუფციის ეჭვებს: „აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას მოხდეს ნაპირსამაგრი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების შესწავლა“. „პროექტის დამკვეთმა მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოგვაწოდა დოკუმენტაციის ნაწილი, რომელიც კითხვებს აჩენს პროექტის წარმატებით განხორციელებასთან …

გონიო-კვარიათის სანაპიროს ჩაბეტონების პროცესი – ბათუმის მერიის ნებართვების შედეგი [ფოტო]

მაღლივი კარკასი მაღლივი კარკასის წინ, მაღლივი სასტუმროს  წინ კი მაღლივი სასტუმრო – ახალი შენობები გონიოსა და კვარიათის სანაპიროზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლებს და ერთმანეთს ეფარებიან. ამიტომ, ვინც მოასწრო და მშენებლობა სანაპიროს პრომინადის გასწვრივ დაიწყო, მიიჩნევს, რომ გაუმართლა, რადგან მისი შენობის ფანჯრები პირდაპირ პლაჟს უყურებს. ამ შენობების გვერდით კი ცარიელი ადგილები ბევრგან შემოღობილი და სამშენებლოდ მომზადებულია, ზოგან …

აჭარის მთავრობა ზღვისპირას მიწის ნაკვეთებს ყიდის

აჭარის მთავრობა დაბა ჩაქვში, ზღვასთან ახლოს, 363 კვადრატულ მეტრ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს უპირობო აუქციონის წესით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 21 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 500 ლარი. მთავრობის ინფორმაციით, საუკეთესო წინადადებად ჩაითვლება გასაყიდი ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, გასაყიდ ფართობზე ჩაქვში, …

ხელოვნური პლაჟი და ზღვაზე გადასასვლელი ხიდები ახალ ბულვარში – ნაპირდაცვა [ფოტო]

ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში არსებულ პირსამდე პლაჟი ხელოვნურად მოეწყობა. ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში, უშუალოდ პლაჟის მოწყობის სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ლარია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2017 წლიდან ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტის დასრულებას 1,5 წელი მაინც დასჭირდება. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით …

Exit mobile version