მთავარი,სიახლეები

ბულვარის სანაპირო ზოლის გადასარჩენად ბათუმში ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს

06.02.2022
ბულვარის სანაპირო ზოლის გადასარჩენად ბათუმში ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც გაარკვევს, რა გზით არის შესაძლებელი ბათუმის სანაპიროს გადარჩენა. გუშინ, 5 თებერვალს, მორიგი შტორმის დროს, ბათუმის ახალი ბულვარში პრომინადის ნაწილი შტორმმა ჩამოშალა, დაზიანდა პლაჟის ინფრასტრუქტურა.

„ამ დროს ქალაქის მერი გამოვიდა და თქვა, რომ პრომინადი და პლაჟი დაასუფთავეს… სასწრაფო წესით საჭიროა, რომ შეჩერდეს ეს პროცესი.

ჩვენ ვითხოვთ სამუშაო ჯგუფის შექმნას, სადაც იქნებიან სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი სპეციალისტები და გაიწერება მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმა, თუ რის გაკეთებაა საჭირო. 2012 წლიდან ამ დრომდე ბათუმის სანაპიროს ინერტული მასალით აღარ კვებავენ, ამიტომაც გვაქვს ეს რთული მდგომარეობა,“ – მიიჩნევს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ის და საკრებულოს ოპოზიციის სხვა წევრები მერიისთვის წერილობით მიმართვას ხვალ, 7 თებერვალს, დილით აპირებენ.

ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს ამ მიმართულებით სპეციალისტების აქამდე არაერთხელ გამოთქმულ მოსაზრებებზე – ექსპერტების აზრით,  ბათუმის სანაპიროს ხელოვნური კვების გარეშე მისი წარეცხვის საფრთხე არსებობს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: