ნეტგაზეთი • RU

სანაპირო და დამცავი ნაგებობა, რომელსაც ზღვა შლის [ფოტო]

ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე მოწყობილ ნაპირდამცავ ნაგებობასთან ყოველწლიურად მინიმუმ 25 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა დაიყაროს. ეს აუცილებელია, რათა აქ პლაჟი შენარჩუნდეს. პლაჟის ხელოვნურ კვებას [ხრეშის შეტანას] ბათუმის ნაპირდაცვის ის პროექტიც ითვალისწინებდა, რომლითაც აქ ქვის ლოდებით სპეციალური ნაგებობა მოეწყო და რაშიც 55 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

ახალი ბულვარის გასწვრივ პლაჟის ხელოვნურად შესაქმნელად ხრეშის შეტანის სამუშაოებისთვის თანხა არც ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული და არც აჭარის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში.

არა თუ პლაჟის ხელოვნურად შექმნა-შენარჩუნება, არამედ ყოველი შტორმის დროს ზღვა ამ ნაპირდამცავ ნაგებობასაც კი, ნელ-ნელა შლის.

ნაპირდამცავი ნაგებობა ახალ ბულვარში მდებარე პირსიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდეა მოწყობილი. ვინაიდან ეს ნაგებობა ნაპირს წარეცხვისგან ამ მონაკვეთში ჯერჯერობით იცავს, შტორმის დროს ძლიერ ზიანდება მის გაგრძელებაზე, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია.

ასე იყო ბოლო შტორმის დროსაც პირველ დეკემბერს.

შტორმი / ბათუმი / 1.12.2021 / ფოტო: გურამ მურვანიძე|ბათუმელები

ნაპირდამცავი ნაგებობა პირველი დეკემბრის შტორმის შემდეგ:

პლაჟზე ჩასასვლელი შტორმის შემდეგ / 4.12.2021

ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / შტორმის შემდეგ / 4.12.2021

სანაპირო ახალ ბულვართან / 4.12.2021

აქ, დამცავ ნაგებობასა და ზღვას შორის, წესით პლაჟი უნდა ყოფილიყო, თუმცა ზღვა დამცავ ნაგებობასაც შლის / 4.11.2021

ნაპირდამცავი ნაგებობა ახალ ბულვართან / 4.12.2021

ნაპირდამცავი ნაგებობა ახალ ბულვართან / 4.12.2021

ახალი ბულვარის გაგრძელება პლაჟის გარეშე / 4.12.2021

ზღვა იმ ნაპირდამცავ ნაგებობასაც შლის, რომელიც აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან მდინარე ჭოროხის მიმართულებით გაცილებით ადრე, სხვა პროექტის ფარგლებში ააშენეს:

ზღვა იმ ნაპირდამცავ ნაგებობასაც შლის, რომელიც აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან მდინარე ჭოროხის მიმართულებით გაცილებით ადრე სხვა პროექტის ფარგლებში ააშენეს / 4.12.2021

ამავე თემაზე:

ბათუმში ზღვამ წარეცხა 1 კილომეტრი პლაჟი, აქ ნაპირდაცვისთვის 55 მილიონი დაიხარჯა [ფოტო]

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com