ომისთვის ადაპტირება – „უკრაინელი ქალები სამზარეულოებში აწყობდნენ დრონებს“

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი __ როგორ შეცვალა უკრაინის ომმა თანამედროვე ბრძოლის მეთოდები? რა სამხედრო გამოცდილება და ტექნოლოგიური ცოდნა გადასცა რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას მათ შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში? დისკუსიის მოდერატორია ვიქტორ ჩა. პოდკასტის „შეუძლებელი სახელმწიფო“ ამ ეპიზოდში მონაწილეობენ კატერინა ბონდარი (CSIS) და ბრიუს კლინგნერი (მენსფილდის ფონდი). ისინი განიხილავენ, თუ როგორ ცვლის უკრაინის ომი სამხედრო სტრატეგიას, რისი …

ზელენსკი განმარტავს, რა შორი მოქმედების იარაღი აქვს ამჟამად უკრაინას

ვაშინგტონში ბოლო ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ გაზეთ „The Independent“-თან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინა იძულებული გახდა, საკუთარი შორი მოქმედების რაკეტები შეექმნა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ზელენსკიმ მაშინ სცადა თეთრი სახლის ხელმძღვანელი დაერწმუნებინა, რომ ევროპისთვის მიეყიდა შორ …

კლიჩკო ხალხს კიევის დატოვებას ურჩევს – რუსული დაბომბვის გამო დედაქალაქი გათბობის გარეშეა

უკრაინული მედიის თანახმად, კიევის საცხოვრებელი კორპუსების ნახევარი, თითქმის 6000 კორპუსი, ამჟამად გათბობის გარეშეა, რადგან დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა „მტრის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაზიანდა“. მედიასთან ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. ქალაქში ასევე შეფერხებით მიეწოდება წყალი. „კომუნალური სამსახურების თანამშრომლები, სოციალურ დაწესებულებებს, კერძოდ, საავადმყოფოებსა და სამშობიარო სახლებს ელექტროენერგიით მობილური წყაროებიდან ამარაგებდნენ“, – განაცხადა კლიჩკომ. მისი განცხადებით, 9 …

უკრაინის საგარეომ „ოცნების“ პიარკამპანიას მორიგი ცინიკური ნაბიჯი უწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო  ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური პიარისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის საშინელი შედეგების კადრების კვლავ გამოყენებას და ქმედებას მორიგ არამეგობრულ ნაბიჯებად აფასებს. „ამგვარი ცინიკური ნაბიჯები გამოხატავს უპატივცემულობას უკრაინელი ხალხისა და რუსეთის აგრესიის მსხვერპლების მიმართ. იწვევს სამართლიან აღშფოთებას უკრაინულ საზოგადოებაში,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. უკრაინული მხარე მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ „ქართული ხელისუფლება ემორჩილება …

უკრაინის დაზვერვა: რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაზე „გამარჯვების“ გამოცხადებისთვის ემზადება

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის სამი წლისთავზე, რუსეთი ემზადება უკრაინისა და ნატოს წინააღმდეგ ომში გამარჯვების გამოცხადებისთვის და გეგმავენ ფართომასშტაბიან პროპაგანდისტულ დეზინფორმაციულ კამპანიას. „რუსეთი ემზადება გამოაცხადოს, თითქოს „გაიმარჯვა“ უკრაინის წინააღმდეგ ომში 2025 წლის 24 თებერვლის „მრგვალი თარიღისთვის“, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მესამე წლისთავისთვის. უფრო მეტიც, აღნიშნული გეგმები შესაძლოა ასევე მოიცავდეს „რუსეთის გამარჯვებას …

ბათუმში უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იკრიბებიან

ბათუმში, ევროპის მოედანზე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იკრიბებიან. დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. ევროპის მოედანზე სამოქალაქო ორგანიზაციის „მაიდანბათუმის“ აქტივისტებმა გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. შეგროვებულ თანხას აქტივისტები უკრაინაში გააგზავნიან ჯარისკაცებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად. საღამოს 7 საათზე აქციაზე შეკრებილებს ქართველი და უკრაინელი აქტივისტები მიმართავენ, ასევე, უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები.  

ბახმუტში დაღუპული ქართველი მებრძოლის გზა 2008 წლის ომიდან უკრაინაში – ედიშერ კვარაცხელია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გამნაღმველი, 44 წლის ედიშერ კვარაცხელია უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში დაიღუპა 2022 წლის 10 ოქტომბერს, ნაღმზე აფეთქდა. როგორც ედიშერის ძმა, ბაკურ კვარაცხელია გვიყვება, ედიშერის მამაც რუსეთს ებრძოდა აფხაზეთის ომში და ედიშერს ბავშვობიდანვე აინტერესებდა სამხედრო საქმე. ედიშერ კვარაცხელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეც იყო. მისი დაღუპვის შემდეგ კვარაცხელიას ოჯახს უამრავი სამხედრო ჯილდო გამოუგზავნეს უკრაინიდან. „2008 …

უკრაინაში მომზადების გარეშე გვგზავნიან – რუსი მობილიზებული

რუსეთში მობილიზებული რუსები ყოველგვარი მომზადების გარეშე, დაუყოვნებლივ გადაჰყავთ ფრონტზე. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „პირველი დეპარტამენტი“ ავრცელებს. უფლებადამცველების თქმით, მობილიზებულები „არ მონაწილეობენ წვრთნებში, არ გადიან სამედიცინო კომისიას და რაიმე სახის მომზადებას“. ორგანიზაციის მიერ მოპოვებულ ვიდეოში, რომელიც უფლებადამცველებმა ორგანიზაციის ტელეგრამ არხით გაავრცელეს, მობილიზებული რუსი ახალგაზრდა კაცი საუბრობს ხერსონში მის მოსალოდნელ ტრანსფერზე – კაცი ამბობს, რომ …

„სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან, პუტინთან მისი საუბრის წინ“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ტელეფონით ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. „სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან. პუტინთან მისი საუბრის წინ, მე ხაზი გავუსვი მარიუპოლიდან სამოქალაქოების სასწრაფო ევაკუაციის საჭიროებას, მათ შორის „აზოვსტალიდან“ და ასევე ბლოკადაში მოქცეული ჯარისკაცების სასწრაფოდ გაცვლას“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ერდოღანთან ასევე განიხილეს უკრაინის უსაფრთხოებისა და გლობალური სურსათის …

5 მილიონამდე უკრაინის მოქალაქე ომის გამო ლტოლვილად იქცა

უკრაინაში მიმდინარე თითქმის ორთვიანმა სრულმასშტაბიანმა ომმა გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, რის გამოც ხალხი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები უსაფრთხო თავშესაფრისა და დახმარების საძიებლად. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, ომის პირველ ხუთ კვირაში უკრაინიდან 5 მილიონამდე ლტოლვილმა გადაკვეთა საზღვრები მეზობელ ქვეყნებში და კიდევ ბევრი იძულებული გახდა მიეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი და ქვეყნის შიგნით გადაადგილებულიყო. გაეროს …

„პოლიტიკაში არ ვერევით“ – რას პასუხობენ ტელეფონში რუს ტყვეებს ოჯახები

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსული ჯარი ბომბავს და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს. თუმცა რუსეთი დღემდე არ აღიარებს ამ დანაშაულს და ომს „სპეციალურ ოპერაციად“ მოიხსენიებს, რომელიც უკრაინაში სამშვიდობო მისიით ტარდება. ამავდროულად რუსეთში აპატიმრებენ ადამიანებს, რომლებიც ომს აპროტესტებენ, დაიხურა ყველა არაპროპაგანდისტული მედია და კრემლიც იშვიათად აფიქსირებს საკუთარ ადამიანურ თუ ტექნიკურ დანაკარგებს, ციფრებს რუსი ტყვეების …

რუსული ბიზნესი ცდილობს დაეპატრონოს ქვეყნიდან გასული ბრენდების სახელებს 

მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური სამსახურის (როსპატენტის) რეესტრში ცნობილი საერთაშორისო ბრენდების სახელების რეგისტრაციის მცდელობით რუსული ბიზნესისა და ინდივიდუალური მეწარმეებისგან 50-ზე მეტი განაცხადი შევიდა, Dior-დან Visa-მდე – წერს რუსული სახელისუფლებო მედია РБК-ი. რუსი მეწარმეების მიერ პრეტენდენტულ ბრენდებს შორის არიან გადახდის სისტემების ბრენდები: Mastercard-ი და American Express-ი, ავტომანქანების: Audi და Mercedes-Benz-ი, ასევე, მოდისა და …

ვინც რუსული იცის, ყველა ვაღიაროთ თანამემამულედ – ახალი კანონპროექტი რუსეთში 

რუსეთის დუმაში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, რუსეთს შეუძლია თანამემამულედ აღიაროს ყველა, ვინც რუსულ ენას ფლობს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რუსეთის ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები ხალხების სიის დაზუსტებას. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. დუმის დსთ-ს [დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის] საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა (ფრაქცია „ედინაია რასია“) …

დახურეთ ცა! – ბათუმში მყოფი უკრაინელების პერფორმანსი

დღეს, 26 მარტს, ბათუმში მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა ბულვარში პერფორმანსი გამართეს. ისინი უკრაინაში ცის დახურვას მოითხოვენ, რადგან ამ დრომდე, რუსეთი უკრაინის ქალაქებს შეუჩერებლად ბომბავს. ყველაზე კრიტიკული ვითარება მარიუპოლშია. ბულვარში უკრაინელებმა სანთლებით დაწერეს – „დახურეთ ცა“, „გადაარჩინეთ ბავშვები“.    

„ორიფლეიმი“ რუსეთში ინვესტიციებს და ონლაინგაყიდვებს აჩერებს

შვედური კოსმეტიკური კომპანია „ორიფლეიმი“ რუსეთში საქმიანობის შემცირებისა და შეჩერების შესახებ განცხადებას აკეთებს. „უკრაინაში მიმდინარე ომი, ოპერაციულ და სამართლებრივ გამოწვევებთან ერთად, შეუძლებელს ხდის ჩვენი რუსული ბიზნესის დღევანდელი ფორმით გაგრძელებას. შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო შევამცირებთ ოპერაციებს რუსეთში ინვესტიციების, მარკეტინგის, ტრენინგებისა და ღონისძიებების შეჩერებით,“ – წერია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში. კომპანია ასევე აჩერებს რუსეთში ონლაინგაყიდვებს. „გარდა ამისა, ჩვენ ასევე …

ცნობილი ბრენდების დაკეტილი მაღაზიები მოსკოვში | ფოტო

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ, დასავლეთმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა, როგორიცაა: McDonald’s-ი, Ikea, Louis Vuitton-ი, Chanel-ი, Prada, Gucci, Dior-ი, Apple-ი, Master Card Visa და სხვებმა შეაჩერეს ან შეზღუდეს თავიანთი საქმიანობა რუსეთის ბაზარზე. რუსული ჯარები უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს დაესხა თავს, უკრაინაში დღემდე იბომბება მშვიდობიანი მოსახლეობა. მთავარი ფოტო: …

ყველა მეთოდით ვანგრევთ რკინიგზას მტრის გზაზე – არესტოვიჩის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს „სარკინიგზო ომისკენ“ მოუწოდებს. არესტოვიჩის თქმით, ამის მიზანია რუსეთის ჯარებმა რკინიგზის გამოყენებით ვერ შეძლონ სამხედროების გადაყვანა და იარაღის გადატანა. „მეგობრებო, ტოტალური სალიანდაგო ომი, ყველა მეთოდით ვანგრევთ მტრის გზაზე რკინიგზას, რომლითაც სამხედროები გადაჰყავთ. შემდეგ მივხედავთ, შევაკეთებთ, ძალიან ბევრ ქვეყანას სურს ჩვენი დახმარება. მტრის სარკინიგზო მომარაგების (და …

ზელენსკი მოუწოდებს გერმანიას, დაანგრიოს ახალი რუსული „კედელი“ ევროპაში

დღეს, 17 მარტს, გერმანიის ბუნდესტაგში ოცწუთიანი გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიას სთხოვა დახმარება იმ „კედლის“ დანგრევაში, რომელსაც რუსეთი აშენებს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის. „მოგმართავთ და შეგახსენებთ იმას, რაც საჭიროა, რის გარეშეც ევროპა ვერ გადარჩება, ვერ შეინარჩუნებს თავის ღირებულებებს. ყოფილმა მსახიობმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა, ერთხელ ბერლინში თქვა: „დაანგრიეთ ეს კედელი!“ …

ეკლესია უნდა იყენებდეს იესოს ენას და არა პოლიტიკის – რომის პაპი რუსეთის პატრიარქს

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ რუსეთის პატრიარქ კირილს ვიდეოზარით ესაუბრა და უთხრა, რომ ეკლესიის ლიდერებმა უნდა გამოიყენონ იესოს ენა და არა – პოლიტიკის. ვატიკანის ცნობით, საუბარი შეეხო „უკრაინის ომს და ქრისტიანებისა და მათი წინამძღვრების როლს მშვიდობის დამყარებაში“. „ჩვენ ვართ იმავე წმინდა ხალხის მწყემსები, რომლებსაც სწამთ ღმერთის, სამების, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ …

ლტოლვილები ლაპარაკობენ, რას ააშენებენ ომის შემდეგ – ქართველი მზარეული უკრაინიდან

„იმის მიუხედავად, რომ ჯოჯოხეთური დღეები გამოიარეს, ბუნკერში მყოფი ლტოლვილები იცინიან, მღერიან კიდეც და მუდმივად საუბრობენ აშენებაზე. ლაპარაკობენ იმაზე, ეს ომი რომ დამთავრდება, ვინ რას იზამს, რას ააშენებს,“ – უყვება „ბათუმელებს“ ირაკლი ბერიძე. ის რვა წელია დასავლეთ უკრაინაში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად. ირაკლი და მისი უკრაინელი მეუღლე მზარეულები არიან. ომის დაწყებიდან მალევე მათ შესთავაზეს უკრაინის …

უკრაინის კულტურის სამინისტრო: რუსეთი ანადგურებს ეკლესიებს, მეჩეთებსა და სინაგოგებს

მაშინ, როცა კრემლის პროპაგანდისტები, რუსეთის პატრიარქის ჩათვლით, უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად „მართლმადიდებლობის დაცვას“ ასახელებენ, რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინაში ანადგურებენ მართლმადიდებლურ ეკლესიებსა და სხვა სალოცავებს: სინაგოგებს, მეჩეთებსა თუ რელიგიურ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს –  უკრაინის კულტურის სამინისტრო რუსეთის მიერ დაზიანებული და განადგურებული რელიგიური ნაგებობების ონლაინ ბაზას აწარმოებს. სამინისტროს ცნობით, მასალები გროვდება, როგორც რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების …

“ფორბსი”: რუსეთიდან წასული კომპანიები 200 000-ზე მეტ ადამიანს უზრუნველჰყოფენ სამსახურით

საერთაშორისო კომპანიებში, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად ტოვებენ რუსეთს, 200 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმეული, ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ბიზნეს ჟურნალი Forbes აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, მაკდონალდსი არის უმსხვილესი დამსაქმებელი იმ კომპანიებიდან, რომლებმაც გამოაცხადეს ქვეყნიდან გასვლა. რუსეთში სწრაფი კვების რესტორნების ქსელში 62 000 ადამიანია დასაქმებული. ამ სიაში “პეპსიკო” თანამშრომლების რაოდენობით სიდიდით მეორე კომპანიაა. იქ საერთო ჯამში 19 ათასი …

უკრაინაში ომმა 691 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, თუმცა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია

გაეროს ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 691 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა  – 1143. 2022 წლის 24 თებერვლის დილის 4 საათიდან, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმა უკრაინაზე, 2022 წლის 14 მარტის შუაღამის 24:00 საათამდე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა დააფიქსირა 691 მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალება და 1143 დაშავებული. გაეროს მონაცემებით, 691 დაღუპულ მოქალაქეთაგან 135 კაცია, …

3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილი უკრაინიდან – ომის შედეგები

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 მარტამდე, რუსეთის უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის გამო უკრაინიდან 2 969 600 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა ლტოლვილის სტატუსით, ხოლო სულ მცირე 2 მილიონი – იძულებით გადაადგილდა ქვეყნის შიგნით. გაეროს ლტოლვილთა სააგენტო შიშობს, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში კიდევ მილიონობით ადამიანს მოუწევს იძულებით გადაადგილდება. სააგენტოს გათვლით, უკრაინა, შესაძლოა, დაახლოებით …

უკრაინელი პაციენტებისა და ჩვილი ბავშვების ცხოვრება სარდაფებში | ფოტო

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკვე მე-20 დღეა რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები, სკოლები, საავადმყოფოები. მაგალითად 9 მარტს რუსეთმა მარიუპოლში სამშობიარო დაბომბა, შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და …

შეწყდეს თავდასხმა სამედიცინო დაწესებულებებზე – მიმართვა რუსეთის ხსენების გარეშე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, იუნისეფი და UNFPA ერთიანი ძალებით მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყდეს თავდასხმა უკრაინის ჯანდაცვის დაწესებულებებზე, თუმცა განცხადებაში რუსეთი ნახსენები არ არის. „დღეს ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა თავდასხმა უკრაინაში ჯანდაცვაზე. ამ საშინელი თავდასხმების შედეგად კვდებიან და სერიოზულ დაზიანებებს იღებენ პაციენტები და ჯანდაცვის მუშაკები, ნადგურდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურა და ათასობით ადამიანს ეზღუდება ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა, …

„ალტ-ინფო ეწევა იგივე პროპაგანდას, რასაც რუსული სახელმწიფო მედია“ – ინტერვიუ

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვისას „ალტ-ინფოს“ წამყვანები და იმავე დროს კრემლისტური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები მკვეთრად რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებდნენ და ცდილობდნენ, კრემლის პოლიტიკა გაემართლებინათ. ამავე დროს, რუსული პროპაგანდისტული მედია საშუალებების მსგავსად, „ალტ-ინფოს“ წამყვანების მხრიდან აქცენტი რუსეთის სამხედრო უპირატესობის დემონსტრირებაზე კეთდებოდა“ – წერს „მითების დეტექტორი“ და ამის საილუსტრაციოდ ვრცელ კვლევას აქვეყნებს. როგორ მუშაობს დეზინფორმაციის მანქანა რუსეთ-უკრაინის …

რუსეთის პროკურატურა META-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებას ითხოვს

რუსეთის გენერალური პროკურატურა „მეტას“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებას და რუსეთის ფედერაციაში მისი საქმიანობის აკრძალვას ითხოვს. ამის შესახებ რუსული გამოცემა TASS-ი რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. პლატფორმა „მეტა“ მოიცავს სოციალურ ქსელებს: Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ის მესენჯერს. „ექსტრემისტული საქმიანობის“ ფედერალური კანონის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს განცხადებით მიმართა, რათა „მეტა“ ცნოს ექსტრემისტულ ორგანიზაციად და აკრძალოს მისი საქმიანობა …

უკრაინაში ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა – იუნესკო „ლურჯი ფარის“ გამოყენებას იწყებს

უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში საფრთხეშია ხელოვნების ნამუშევრები, მათ შორის, ისეთი ძეგლები, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ და, ასევე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები. ერთი მუზეუმი უკვე დაიწვა – წერს გლობალური ხელოვნების ორგანიზაცია Getty. „რუსულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურება. რუსეთმა განზრახ დაწვა ივანკივის მუზეუმი კიევის ჩრდილოეთით, სადაც განთავსებული იყო ძვირფასი უკრაინული ხალხური ხელოვნება. უკრაინელი მეცნიერები ამას …

უკრაინის დაზვერვა: პუტინი ტერაქტს ამზადებს ჩერნობილის ატომურ სადგურზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, პუტინი ტერორისტულ თავდასხმას ამზადებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე. არსებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა. „რუსეთის მიერ კონტროლირებადი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე იგეგმება ადამიანის ჩარევით კატასტროფის შექმნა, რომელზეც ოკუპანტები შეეცდებიან პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრონ“, – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო. #DIUinforms‼ Putin is preparing a terrorist attack on …

ჩინური სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებლები ამცირებენ რუსეთის მომარაგებას

სმარტფონების მსხვილი ჩინური მწარმოებლები, პეკინის მხრიდან მოსკოვის მხარდამჭერი ზეწოლის მიუხედავად, რუბლის გაუფასურებისა და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ამცირებენ რუსეთის მომარაგებას. ყველაზე მეტად მიწოდება შეამცირა Xiaomi-მ, Oppo-მ და Huawei-მ. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამ კომპანიების მიწოდების მოცულობა სულ მცირე განახევრდა, წერს გაზეთი Financial Times. ინფორმაცია ტვირთის მოცულობის შესახებ ფიზიკური ან ფულადი თვალსაზრისით არ …

ომის დანაშაულზე თქვენც აგებთ პასუხს – ზელენსკიმ კრემლის პროპაგანდისტები გააფრთხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ცოტა ხნის წინ ვიდეომიმართვისას პროპაგანდისტებზე ისაუბრა და თქვა, რომ საომარი დანაშაულები შეუძლებელი იქნებოდა პროპაგანდისტების მხრიდან ხელის დაფარების გარეშე. ზელენსკიმ გაიხსენა, რომ გუშინ მარიუპოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოს რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 17 ადამიანი (ქალი, ბავშვი, ექიმი) დაშავდა, სამი კი დაიღუპა (მათ შორის, ერთი ბავშვი, გოგონაა). ზელენსკის თქმით, ამ თემაზე …

რა არის ბაირაქტარი, რომელსაც უკრაინის „იმედის იარაღს“ უწოდებენ

„შემოდის ძლიერი რაკეტები და ტექნიკა. ჩვენ ამ ყველაფერზე ერთი პასუხი გვაქვს – ბაირაქტარი. ძალით უნდოდათ ჩვენი გაძევება და ჩვენ გავბრაზდით ამ ორკებზე, რუს ბანდიტებს მოჩვენებებად აქცევს ბაირაქტარი“ – ეს ციტატაა უკრაინული სიმღერიდან, რომელიც უკრაინელებმა თურქული წარმოების Bayraktar TB2-ს, დარტყმის უპილოტო საფრენ აპარატს მიუძღვნეს, იარაღს, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის წინააღმდეგ ომში დღემდე აქტიურად იყენებენ. გერმანული …

ჩერნობილს დენის მიწოდება შეუწყდა, არის რადიაციული გაჟონვის საფრთხე – რა თქვა ზახაროვამ

რუსეთის თავდასხმის შედეგად დღეს, 9 მარტს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს მთლიანად შეუწყდა ელექტროენერგიით მომარაგება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ელექტრომომარაგების ოპერატორი “უკრენერგო” ავრცელებს. „დაზიანებულია ერთადერთი ელექტროქსელი, რომელიც ამარაგებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ყველა ატომურ ობიექტს, რომლებიც ოკუპირებულია რუსული არმიის მიერ. ჩერნობილის ატომურმა სადგურმა დაკარგა ელექტრომომარაგება. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, სასწრაფოდ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და სარემონტო განყოფილებებს …

„დისქავერი“ რუსეთში მაუწყებლობას აჩერებს

დღეს, 9 მარტს, Discovery Inc-მა განაცხადა, რომ უერთდება კორპორაციების მზარდ რაოდენობას, რომლებიც რუსეთიდან უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ გადიან. „დისქავერი“ აჩერებს თავისი არხების და სერვისების მაუწყებლობას რუსეთში. Discovery-ის თხუთმეტი გასართობი ბრენდი, მათ შორის, HGTV-ი, Animal Planet-ი, TLC-ი და Eurosport-ი, ნაწილდება მედიაალიანსის მეშვეობით, რომელიც რუსეთის ეროვნულ მედიაჯგუფისა და „დისქავერის“ ერთობლივი საწარმოა. განცხადება გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც CNN-მა, BBC-მ …

რუსეთს „სტარბაქსი“ და „ჰეინეკენიც“ ტოვებენ

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთის ბაზრიდან ევროპული და დასავლური ბრენდები ისევ გადიან. მათ სიას ამჯერად ნიდერლანდებში დაფუძნებული ლუდის კომპანია Heineken-იც შეუერთდა. სპეციალურ განცხადებაში კომპანიის ხელმძღვანელობა წერს, რომ დღეიდან რუსეთში ჩერდება Heineken-ის ლუდის წარმოება და რეალიზაცია. Heineken-ის ბრენდის წარმოება, რეკლამა და გაყიდვა იქ დაუყოვნებლივ შეჩერდება, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში – “ჩვენ შოკირებული და დამწუხრებული ვართ უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიით… …

Exit mobile version