საავტომობილო გზებზე ან გზების გასწვრივ სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომელიც გზების დეპარტამენტთან არ იქნება შეთანხმებული, ჯარიმა 2 ათასი ლარია. საუბარია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ გზებზე. შესაბამის კანონს მიხეილ ყაველაშვილმა ხელი 2026 წლის 16 სექტემბერს მოაწერა და ის ძალაში 2026 წლის 19 სექტემბრიდან შევიდა. სამშენებლო სამუშაოების წარმოება ან მშენებლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად გამოიწვევს დაჯარიმებას – …
Tag Archives: მშენებლობა
ემიგრანტი: „ბინა 2022 წელს უნდა ჩამბარებოდა, მაგრამ კორპუსი ისევ დაუსრულებელია და აღარავინ მპასუხობს“
„19 წელია ემიგრაციაში ვარ. ემიგრაციაში ყოფნის დროს ვიყიდე ბინა ბათუმში 2021 წელს, ერთიანად გადავიხადე თანხა. ბინა 2022 წელს უნდა ჩამბარებოდა, მაგრამ კორპუსი დღესაც დაუსრულებელია… ბოლოს მითხრეს, გასაღები წაიღეთო. ახლა კი, საერთოდ აღარავინ არ გვპასუხობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნინო მუმლაძე. იგი აშშ-ში ცხოვრობს შვილთან ერთად. ემიგრაციაში მყოფ დედა-შვილს ცალ-ცალკე უყიდია ბინები ბათუმში, მშენებარე კორპუსში. ბინა ახალ …
ემიგრანტი: ბათუმში ბინა ვიყიდე, ჩამოვედი და ჩემი ბინა სხვისი აღმოჩნდა
„ემიგრაციაში წასულმა ადამიანმა, როგორც იქნა, ბათუმში ბინა ვიყიდე… ჩავკეტე ბინა და ისევ ემიგრაციაში წავედი. ემიგრაციაში ვიყავი, როცა მითხრეს, შენს ბინაში ვიღაც შესულა, კარი გაუტეხავთო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქალაქე ზეინაბ მახარაძე. „ვიღაც“, რეესტრის მიხედვით, ემიგრანტის ქალის მიერ შეძენილი ბინის ოფიციალური მესაკუთრე აღმოჩნდა. ბინა ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ემიგრანტმა ე.წ. შიდა განვადებით იყიდა. მას რეესტრში ბინა დარეგისტრირებული …
Continue reading “ემიგრანტი: ბათუმში ბინა ვიყიდე, ჩამოვედი და ჩემი ბინა სხვისი აღმოჩნდა”
იანვარ-ივნისში 5,2 მილიონი კვ.მ ფართობის მშენებლობაზე გაიცა ნებართვები – საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 391 ნებართვა, ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით ნაკლებია. გაცემული ნებართვები ითვალისწინებს 5 275 7 00 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობას, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტია. ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი …
Continue reading “იანვარ-ივნისში 5,2 მილიონი კვ.მ ფართობის მშენებლობაზე გაიცა ნებართვები – საქსტატი”
6 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც დაზარალებულებს სახლების აშენებას დაჰპირდა და თანხა მიითვისა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქმე მშენებლობას შეეხება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული დაზარალებულებს შეუთანხმდა, რომ მათ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელ სახლებს ააშენებდა. „ბრალდებულმა თითქოსდა სამშენებლო მასალის შესაძენად და მშენებლობის დასაწყებად, დაზარალებულებს ჯამში 75 000 ლარი ჩაარიცხინა. მიუხედავად შეთანხმებისა, ბრალდებულმა არ დაიწყო მშენებლობა და მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ …
„ხელის გაწვდენაზე კორპუსს გვიშენებენ, ჩვენს სახლზე ბზარები გაჩნდა“ – ოჯახი, სადაც 9 ადამიანი ცხოვრობს
„მას შემდეგ, რაც სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა და მძიმე ტექნიკა ამოქმედდა, ჩვენს სახლში გაჩნდა ახალი ბზარები, სამუშაოების დროს სახლი საგრძნობლად ზანზარებს… მერიამ ისე გასცა ნებართვა, რომ გამოკვლევა არ ჩატარებულა,“ – ამბობს მოქალაქე მარიამ გოგუაძე „ბათუმელებთან“. მისი ოჯახი ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს ორსართულიან სახლში, რომელიც დაახლოებით 130 წლის წინ წინ აშენდა. ამ სახლის ფანჯრიდან ხელის …
რატომ გაძვირდა მშენებლობა – საქსტატის მონაცემები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის მაისის მონაცემებთან შედარებით – 4.1%-ით. ეს ნიშნავს, რომ მშენებლობა გაძვირდა, რაც, როგორც წესი, პირდაპირ პროპორციულად შეიძლება აისახოს უძრავი ქონების ფასებზეც, როგორც საცხოვრებელ, ისე არასაცხოვრებელ სივრცეებზე. საქსტატის მონაცემებით, ბოლო თვეში მშენებლობის ფასის გაზრდის ძირითადი მიზეზი სამშენებლო მასალებზე ფასების …
Continue reading “რატომ გაძვირდა მშენებლობა – საქსტატის მონაცემები”
სწავლა 2-3 ცვლაში – რა პრობლემებს უქმნით ბავშვებს სკოლების გაჭიანურებული მშენებლობა
„მე-5 საჯარო სკოლის დაუსრულებელი და გაუთავებელი რემონტის გამო, ჩვენი შვილები სწავლობენ ორთაბათუმის საჯარო სკოლაში. ის განსაკუთრებით შორსაა ჩვენი ოჯახებიდან. მე მახინჯაურში ვცხოვრობ, ზოგი ახალშენში, ზოგიც ანგისაზე. სკოლას [სადაც ახლა ბავშვები დადიან] არ გააჩნია ნორმალური გათბობა, რის გამოც ხშირად ავადმყოფობენ ბავშვები. მოგეხსენებათ, როგორ გაძვირდა ექიმთან ვიზიტი და მედიკამენტები. გაცდენები კი იწვევს აკადემიურ ჩამორჩენას. ძალიან გთხოვთ, გულთან …
ქობულეთში 300-მილიონიანი პროექტი ისევ დააანონსეს, აუშენებელი მწვანე ქალაქის შემდეგ
„არქის“ დამფუძნებელმა, ივლიანე წულაიამ ქობულეთის სანაპიროზე ახალი პროექტის დაწყების შესახებ პომპეზურად დაანონსა. პრეზენტაცია სანაპიროზე, ზღვისა და აფრებიანი გემების ფონზე გამართეს. კომპანიის ინფორმაციით, სანაპიროზე „ქობულეთი რიზორთის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე „Swissotel Kobuleti Beach Resort“-ის ბრენდის სასტუმრო-რეზიდენციული საკურორტო კომპლექსი უნდა აშენდეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი უნდა იყოს საქართველოში.“ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობას „ქობულეთი რიზირთი“ გეგმავს, თბილისის …
ბინების ფასი თბილისში 2026 წელს: რაიონების მიმოხილვა, ტენდენციები და საინვესტიციო პროგნოზი
2026 წლის მონაცემებით, ბინების ფასი თბილისში კვადრატულ მეტრზე საშუალოდ $1,100-დან $2,800-მდე მერყეობს. დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარი დღეს სულ უფრო მეტად ორიენტირებულია გამჭვირვალე ფასწარმოქმნასა და გრძელვადიან საინვესტიციო ღირებულებაზე, რაც ადგილობრივ მყიდველებს, ემიგრანტებსა და ინვესტორებს ახალი რეალობის წინაშე აყენებს. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ, როგორ ნაწილდება ბინების ფასი თბილისში კონკრეტული უბნების, მშენებლობის ეტაპებისა და პროექტების ხარისხის …
ვინ გააკონტროლებს მშენებლობის ხარისხს – ფიზიკურ პირებს ზედამხედველობის უფლება აღარ ექნებათ
„ოცნება“ გეგმავს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი შეცვალოს, რომლის მიხედვითაც მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას მხოლოდ აკრედიტებული ინსპექტირების სამსახურები განახორციელებენ და სერტიფიცირებულ ფიზიკურ პირებს ამის უფლება აღარ ექნებათ. 2026 წლის 30 იანვარს „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა განკარგულება, რომლითაც საპარლამენტო მდივანს დაავალა პარლამენტს წარუდგინოს „ოცნების“ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა საგაზაფხულო სესიისთვის. განკარგულებას თან …
ქუთაისის საკრებულოს წევრის მამა ისტორიულ ციხეს ანგრევს და იქ კორპუსების ჩადგმას გეგმავს
ქუთაისის საკრებულოს წევრის, მაგდა კოსტავას მამის კომპანია, შპს „იბერია სტარ გრუპი“ ქალაქის ცენტრში, ტაბიძის ქუჩაზე, მე-19 საუკუნეში აგებული ისტორიული შენობის დანგრევას აპირებს და იმ ადგილას კორპუსების ჩადგმას გეგმავს. მაგდა კოსტავა ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ მოხვდა. ისტორიული ციხის დემონტაჟის ნებართვა ქუთაისის მერიამ უკვე გასცა. ისტორიული ციხის ადგილას კორპუსების მშენებლობას ეწინააღმდეგება საზოგადოების ნაწილი. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ტაბიძის …
Robirent Group-მა სამშენებლო სექტორის განვითარების მხარდასაჭერად ბათუმში ფილიალი გახსნა
თბილისის ფილიალის წარმატების შემდეგ, Robirent Group-მა, ბალტიის რეგიონში ერთ-ერთმა წამყვანმა სამშენებლო ტექნიკის ქირავნობის კომპანიამ, ოფიციალურად გახსნა ახალი ფილიალი ბათუმში. გაფართოების მიზანია ადგილობრივ კონტრაქტორებს, დეველოპერებსა და ინდუსტრიულ კომპანიებს ადგილზევე მიაწოდოს თანამედროვე, სანდო ტექნიკა და მაღალი ხარისხის მომსახურება. „ბათუმი არის დინამიკური სამშენებლო ცენტრი, სადაც ინტენსიურად იზრდება საცხოვრებელი, კომერციული და ინფრასტრუქტურული პროექტები,“ — განაცხადა Robirent.Ge-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, …
„მშენებლობა არ სრულდება, გვატყუებენ“ – კიდევ ერთი დაუსრულებელი კორპუსი ბათუმში
„კორპუსის მშენებლობა არ სრულდება, გვატყუებენ, მივმართეთ პროკურატურას და ვითხოვთ რეაგირებას,“ – ამბობს აკაკი წოწონავა. მის მსგავსად ათეულობით სხვა მოქალაქე ბათუმში, გრიგოლ ლორთქიფანიძის #20-ში მშენებარე კორპუსის დასრულებას ელის. ბინა მყიდველებს 2024 წლის ბოლოს უნდა ჩაბარებოდათ, მაგრამ როგორც მოქალაქეები ჰყვებიან, მშენებლობის აქტიური პროცესი გასული წლის ზაფხულიდან შეწყდა. 27-სართულიან კორპუსს ლორთქიფანიძის #20-ში კომპანია „მჯ გრუპი კონსტრაქშენი“ აშენებს. დაზარალებული …
Continue reading “„მშენებლობა არ სრულდება, გვატყუებენ“ – კიდევ ერთი დაუსრულებელი კორპუსი ბათუმში”
მარტოხელა დედა: 15 ათასი დოლარი მქონდა, მომატყუეს თაღლითურად და ქუჩაში დავრჩი
ბათუმში მცხოვრები მარტოხელა დედა ამბობს, რომ მოატყუეს და უსახლკაროდ დატოვეს. ქალს მიუმართავს პოლიციისთვისაც. „15 ათასი დოლარი მქონდა, ბინა მინდოდა ამეღო იპოთეკით, 2023 წელს ხელშეკრულება გავაფორმე, მაგრამ მომატყუეს, ქირის თანხასაც აღარ მიხდიან… ქუჩაში დავრჩი სამ შვილთან და მოხუც ბებიასთან ერთად,“ – ამბობს ვიქტორია პოპოვა. ვიქტორია პოპოვას ორი შვილი მცირეწლოვანია, სრულწლოვანი შვილი კი, ჯერ არ მუშაობს. ვიქტორია …
Continue reading “მარტოხელა დედა: 15 ათასი დოლარი მქონდა, მომატყუეს თაღლითურად და ქუჩაში დავრჩი”
„ოცნების“ შემწირველი სარფში მასშტაბური კომპლექსის აშენებას გეგმავს
სარფის მთაზე „ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნესმენის, გურამ ჯიჯავაძის კომპანია, „გურუ ინვესტი“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. მერიაში წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად საპროექტო ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები უნდა განათავსონ. მშენებლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში 7 ნაკვეთზე იგეგმება, კომპანია სამომავლოდ მათ გაერთიანებას გეგმავს. ნაკვეთების ფართობი ჯამში ერთ ჰექტარზე მეტია [10 604 კვ.მეტრი] სამშენებლო ნაკვეთები ერთი მხარეს კერძო საკუთრებას, მეორე მხარეს …
Continue reading “„ოცნების“ შემწირველი სარფში მასშტაბური კომპლექსის აშენებას გეგმავს”
ვინ აშენებს ახალ კომპლექსს შეკვეთილში „პარაგრაფთან“ – გდგ დამტკიცებულია
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ „ვი არ შეკვეთილი რესორტის“ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] დაამტკიცა. კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაკვეთები შეკვეთილის გამწვანებულ ზოლში, ზღვის სანაპიროზე 40 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს, განაშენიანების დეტალური გეგმა კი გაცილებით დიდ ფართობზეა მომზადებული, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. კომპანიამ ტერიტორია ხუთ ნაწილად დაყო და პროექტის განხორციელებაც ხუთ ფაზად დაგეგმა. კომპანია …
Continue reading “ვინ აშენებს ახალ კომპლექსს შეკვეთილში „პარაგრაფთან“ – გდგ დამტკიცებულია”
„ოცნების“ შემწირველი ბიზნესმენი დაპირებას არ ასრულებს: „ქუჩაში დაგვტოვეს 500 ოჯახი“
„ჩვენ უბედურ ისტორიას ჰყავს თავისი ბიძინა ივანიშვილი, ანუ არაფორმალური მმართველი – ბიზნესმენი არჩილ ბერიძე, რომელიც „ოცნების“ შემწირველია და არ სთხოვენ პასუხს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ჯუნა ბახტაძე. ბათუმის მერიასთან დღეს, 5 აგვისტოს, მოქალაქეები შეიკრიბნენ და მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა ითხოვეს. ემიგრაციიდან დაბრუნებული ადამიანების, წლებია ქირაში მცხოვრები, თუ პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩაში დარჩენილების თქმით, მათ ბინის შესაძენად …
ბინები გაყიდეს, მაგრამ კორპუსი არ ააშენეს – 10 მილიონის თაღლითურად მითვისების საქმე
პროკურატურა დაუსრულებელ მშენებლობასა და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წერს და განმარტავს, რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალი წარუდგინეს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს და თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით შპს „სექტორი 7“ დააფუძნეს. …
„მშენებლობიდან ქვა დამეცა, აქ პატარა ბავშვები გვყავს, გვეშინია“ – რას ითხოვენ ბათუმის პატარა ეზოში
„მშენებლობიდან გადმოვარდა პატარა ქვა, მომხვდა და დავეცი, ფეხი დავიზიანე,“ – ამბობს ბათუმში, არქეოლოგიურ მუზეუმთან მცხოვრები თამარ თეზუაშვილი, რომელიც ძველ იტალიურ ეზოში ცხოვრობს და ვის მეზობლადაც მრავალსართულიანი კორპუსი შენდება. თამარ თეზუაშვილის თქმით, მშენებლობის ზედამხედველმა უთხრა, რომ „მალე გაუვლის“. ჭავჭავაძის 77-ში მდებარე იტალიურ ეზოში, ავარიულ, ბარაკული ტიპის სახლებში ამ დრომდე 18-მდე ოჯახი ცხოვრობს. იტალიურ ეზოში მცხოვრებ ადამიანებს …
ხარისხიანად აშენებენ ბათუმში მე-3 სკოლის შენობას? – „გასწორდება… ხვალ მოვა ხელოსანი“
ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, მე-3 სკოლის ახალი კორპუსი შენდება, თუმცა მშენებლობის ხარისხი კითხვებს აჩენს. ქუჩიდან ჩანს, რომ ბლოკის ნაწილი ჩამომტვრეულია, კედლებში ბევრგან ღრიჭოებია დარჩენილი. სკოლის მშენებლობის ხარისხი ამ ქუჩაზე ჩავლისთანავე შესამჩნევია, თუმცა ამას არც განათლების სამინისტრო იმჩნევს და არც საჯარო სკოლის ადმინისტრაცია. „4 ცალი ბლოკია არასწორად დაშენებული. ხელოსანმა მითხრა, შიგნიდან რომ ავაშენე, ბოლოში ვიყავი ასული, გარედან …
2 დაუცველი სამშენებლო მოედანი ბათუმში, პროკურატურის წინ – რას ამბობს მთავრობა?
„ოცნების ქალაქში“ რაც მოხდა და 2 ბავშვი დაიღუპა, იგივე უნდა მოხდეს აქაც, ვინმემ ყურადღება რომ მიაქციოს აქაურობას?“ – გვითხრეს ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც ბათუმში, იუსტიციის სახლთან ჩერდებიან. ბათუმში, იუსტიციის სახლთან, პროკურატურის წინ, შარტავას ქუჩაზე [გორგილაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის] ქალაქის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის ასაშენებლად ტერიტორია 2021 წლიდან შემოღობეს. ცათამბჯენები არ აშენდა, თუმცა ამ სამშენებლო მოედანზე დღეს …
Continue reading “2 დაუცველი სამშენებლო მოედანი ბათუმში, პროკურატურის წინ – რას ამბობს მთავრობა?”
დაიბზარა და ჩამოინგრა შენობა, რომლის აშენებაზეც ბიუჯეტიდან 1.7 მილიონი დაიხარჯა – ვიდეო
ქობულეთში, დაბა ჩაქვში, რაგბის სტადიონის მშენებარე ადმინისტრაციული შენობა ჩამოინგრა – დაიბზარა კედლები, დაზიანებულია სავენტილაციო სისტემისთვის საჭირო გაყვანილობა. სამუშაოების ნაწილი, კერძოდ 1 მილიონ 700 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები შემსყიდველს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს – „პროექტების მართვის კომპანიას“ – უკვე ჩაბარებული აქვს. ეს ტენდერის ღირებულების 40 პროცენტია. ამ დროისთვის ადგილზე სამუშაოები არ მიმდინარეობს. ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონისა …
თანამედროვე კომპლექსი ზღვისა და მთის ხედით – ბათუმში „მეტროპოლ პარალელის“ გაყიდვები იწყება
ცხოვრების ახალი გამოცდილება ქალაქის შუაგულში – პროექტი „პარალელი“ „მეტროპოლის“ პირველი საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმში გადახდის პირობები სრულად მომხმარებელზეა მორგებული და ისინი ბინის შეძენას სპეციალური შეთავაზებით შეძლებენ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც სიმყუდროვით გამოირჩევა, თუმცა ამავე დროს ურბანულად დატვირთულ ადგილას მდებარეობს, – „მეტროპოლ პარალელი“, – ბათუმის საერთაშორისო მოედნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე შენდება. კომპლექსი ორ 33 და 35-სართულიან კორპუსს …
ივანიშვილის სასტუმროს „პარაგრაფის“ გვერდით გამწვანებულ 40 ჰექტარზე მშენებლობას იწყებენ
შეკვეთილში, ზღვის სანაპიროზე, სასტუმრო „პარაგრაფის“ გვერდით შპს „ვი არ შეკვეთილი რესორტი“ მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ სანაპიროზე 40 ჰექტარი გამწვანებული ფართობი დაირეგისტრირა საკუთრებაში. შპს „ვი არ შეკვეთილი რესორტის“ ასივე პროცენტი შპს „ვი არ ლისის“ საკუთრებაა. ამ კომპანიას კი, რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენი, ოფიციალურად ნოშრევან ნამორაძე ფლობს. თუმცა, შეკვეთილში არავის სჯერა, რომ საკუთარი სასტუმროს გაგრძელებაზე …
სად გადადის ბათუმის ავტოსადგური? – „500 ადამიანი მარტო სავაჭრო ობიექტებში ვართ“ | ვიდეო
„ჩვენ ვრჩებით უმუშევარი, სასწაული ფასებია ქალაქში, სად უნდა გადავიდეთ?“ – კითხულობს თამაზ ძირკვაძე, რომელიც ჯერ კიდევ ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვაჭრობს. აქ უკვე ყველამ იცის, ავტოსადგურის ადგილზე ორი ცათამბჯენი რომ შენდება. ბათუმის ცენტრში ძველი და მოუწესრიგებელი ავტოსადგური დიდი ხანია პრობლემაა. ამ პრობლემაში ახლა ის იცვლება, რომ ავტოსადგური აღარ იქნება და მის ნაცვლად ორ ცათამბჯენს აჭარის მთავრობის …
კორპუსი შუა ბათუმში მრიცხველების გარეშე – რას ამბობს „ოცნებასთან“ დაახლოებული მშენებელი
„აქ ცხოვრება აღარ შეიძლება – როდის გაითიშება შუქი და რამდენი ხნით, არავინ იცის. დღესაც არ გვქონდა შუქი, ახლა მოვიდა… არ შეასრულა პირობა ბიზნესმენმა მერაბ ფარტენაძემ, კომპანიამ, რომელმაც ეს კორპუსი ააშენა,“ – ამბობს ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრები მაგული სურმანიძე. კორპუსი, სადაც ის 2018 წლიდან ცხოვრობს, გამრიცხველიანებული არ არის. მერაბ ფარტენაძე „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენია. მცხოვრებთა …
მშენებლებს გამწვანების შესახებ დაფის განთავსებაც დაევალათ – ახალი კანონი
მშენებლობის შესახებ საინფორმაციო დაფის გვერდით მშენებლებმა სხვა საინფორმაციო დაფაც უნდა განათავსონ – ტერიტორიის გამწვანების შესახებ. სამშენებლო ტერიტორიებზე [სადაც, ხშირ შემთხვევაში, მშენებლობის შესახებ დაფებიც არ აქვთ გამოკრული], გამწვანებაზე საინფორმაციო დაფის განთავსება 2024 წლის იანვრიდან იქნება სავალდებულო. მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით: „ნებართვის მფლობელმა ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა …
Continue reading “მშენებლებს გამწვანების შესახებ დაფის განთავსებაც დაევალათ – ახალი კანონი”
ქობულეთის სანაპიროს დაცვა სჭირდება – კიდევ რას წერენ სპეციალისტები
ქობულეთის საკრებულო 14 ივნისის სხდომაზე 5 სამშენებლო პროექტის განაშენიანების გეგმისა და კონცეფციის წარდგენას გეგმავს. დოკუმენტი განაშენიანების არეალში გარკვეული კვლევების მომზადებას ითვალისწინებს, რაზეც დავალებას მერია გასცემს. წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, რომელიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, სპეციალისტები წერენ, რომ ქობულეთის სანაპიროს წარეცხვისგან დაცვა სჭირდება. „ანთროპოგენურმა ზემოქმედებამ და ფართო მასშტაბიანმა ტექნოგენურმა დატვირთვამ უარყოფითი გავლენა იქონია ზღვის სანაპირო ზონაში მიმდინარე მორფოდინამიკურ …
Continue reading “ქობულეთის სანაპიროს დაცვა სჭირდება – კიდევ რას წერენ სპეციალისტები”
ქობულეთის ახალი პროექტები – რა ელის ქალაქს
ურბანული პოლიტიკის სამსახურები მუნიციპალიტეტებში სინამდვილეში ბევრს არაფერს განსაზღვრავენ და მათი მოვალეობა უმეტესწილად სამშენებლო პროექტების კანონთან შესაბამისობის დადგენით შემოიფარგლება. ურბანულ პოლიტიკას თითქმის არ/ვერ ცვლიან მერებიც, ამიტომაც მათი შეცვლა ქალაქში რეალურად არაფერს ცვლის. მხოლოდ იმის შედარება შეიძლება, ვინ რამდენი სამშენებლო ნებართვა გასცა ან რამდენი შენობა დაანგრევინა. სტრატეგია, ხედვა – ფაქტობრივად არ არსებობს. კანონის შესაბამისად ხომ მერიის რიგით …
Continue reading “ქობულეთის ახალი პროექტები – რა ელის ქალაქს”
ხელოსნების ცოდნას ისევ არავინ ამოწმებს – რა შეიცვალა ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ
„პრობლემა სახეზეა, მაგრამ არაფერი არ იცვლება“ – ამბობენ იურისტები სამშენებლო სამუშაოებზე ხელოსნების კვალიფიკაციის აუცილებლობაზე საუბრისას. ხელოსნებს, რომლებიც ბინების მშენებლობასა და რემონტზე მუშაობენ, სახელმწიფო ისევ არ აკონტროლებს. არავინ ამოწმებს ცოდნას და გამოცდილებას, როცა, მაგალითად, ხელოსანი კედელს ღებავს, სანტექნიკას აწყობს, ან მზიდ კედელს ეხება. ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებისთვის ხელისუფლებამ ვერც ბათუმის ტრაგედიის შემდეგ მოიცალა – ბათუმში სადარბაზოს …
„ქალები ვართ და გვატერორებენ“ – ბათუმური ბელეტაჟი კორპუსების ტყვეობაში
„ქალები ვართ და გვატერორებენ… დაგვანებონ თავი, მოგვცენ ჩვენი მამის აშენებულ სახლში მშვიდად ცხოვრების საშუალება. წლებია გვაიძულებენ, რომ სახლი გავყიდოთ, დაანგრიონ და აქაც კორპუსი ააშენონ, მაგრამ ჩვენ სახლს არ ვყიდით,“ – ამბობენ ბათუმის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას 14 ა – ში მცხოვრები დები ეთერ და ნათელა მანელიშვილები. ისინი მორიგი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ ისტორიული, ბათუმური ბელეტაჟის გვერდით, უფრო ზუსტად …
Continue reading “„ქალები ვართ და გვატერორებენ“ – ბათუმური ბელეტაჟი კორპუსების ტყვეობაში”
რატომ შეჩერდა ბათუმის ავტობანის მშენებლობა – კომპანიის კომენტარი
„ორ თვეზე მეტია გაჩერდა ავტობანი, ტექნიკის ნაწილი დატოვეს და ყარაულია მარტო დარჩენილი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ როინ დევაძე, რომელიც ბათუმში, მახვილაურის დასახლებაში მშენებარე ავტობანთან ახლოს ცხოვრობს. მშენებელ კომპანიაში დაგვიდასტურეს, რომ სამუშაოები შეჩერებულია და მიზეზად ფინანსური პრობლემები დაგვისახელეს. ავტობანთან ახლოს მცხოვრები ადამიანები მახვილაურში, სალიბაურსა თუ მახინჯაურში ჰყვებიან, რომ სამუშაოები ყველგან ერთდროულად შეწყდა, მშენებლობისგან დაბზარული სახლების კომპენსირებას კი, …
Continue reading “რატომ შეჩერდა ბათუმის ავტობანის მშენებლობა – კომპანიის კომენტარი”
„შემდეგ აქციას რიჟვაძეს გავუმართავთ“ – მოქალაქეები, რომელთა ბინებსაც აბნელებენ
„ვითხოვთ, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შეასრულოს თავისი ვალდებულება და იმოქმედოს კანონის შესაბამისად,“ – ამბობს მირზა მამულაძე, რომელიც ბათუმში, ხიმშიაშვილის 15 ბ-ში ცხოვრობს. აქ მდებარე რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებმა ადამიანებმა საპროტესტო აქცია 4 აგვისტოსაც გამართეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმაზე, რომ კორუფციული ინტერესით მერია გავლენიანი „ორბი ჯგუფს“ კანონის დაცვას არ სთხოვს. ამასობაში კი, ბნელდება დაახლოებით 270 ოჯახის …
Continue reading “„შემდეგ აქციას რიჟვაძეს გავუმართავთ“ – მოქალაქეები, რომელთა ბინებსაც აბნელებენ”
გარდაიცვალა 20 წლის სტუდენტი, რომელსაც მშენებლობიდან ძელი დაეცა – რა გაირკვა საქმეზე
გარდაიცვალა 20 წლის ბიჭი, რომელსაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა. ბიჭი სახლიდან სამსახურში ფეხით მიდიოდა. ეს შემთხვევაში ბათუმში კობალაძის ქუჩაზე, 12 ივნისს მოხდა. BAU-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩა და გარდაცვალებამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. ბიჭი, რომელიც ქუჩაში დაშავდა, გუშინწინ გარდაიცვალა. კობალაძის ქუჩაზე, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, კომპანია …
სამ თვეში 1 მილიონ 516 500 კვ.მეტრი ფართობის მშენებლობის ნებართვა გაიცა – საქსტატი
2022 წელს 3 თვეში საქართველოში შესაბამისმა სამსახურებმა 2229 სამშენებლო ნებართვა გასცეს. ეს ჯამში 1 მილიონ 516 500 კვ.მეტრის ფართობის მშენებლობას ითვალისწინებს. საქსტატის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 16,5 პროცენტით მეტია. ნებართვების რაოდენობა კი 15,4 პროცენტით გაიზარდა. ნებართვების 83.8 პროცენტი ქვეყნის 5 რეგიონზე ნაწილდება. 53 პროცენტი თბილისზე მოდის, 11 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის …