ცენტრალურ პარკში, „ცეროდენასთან“, სავალი ბილიკი გადაღობეს

ბათუმის ცენტრალურ პარკში მელიქიშვილის ქუჩიდან ბილიკით ვეღარ შეხვალთ – ბილიკი გადაღობილია რკინის კონსტრუქციით, რომელიც კაფე „ცეროდენამ“ მოაწყო. „ცეროდენას“ წინა წლებშიც ჰქონდა აქ ღია კაფე, თუმცა ბილიკზე გასასვლელს არ ხერგავდა. არის თუ არა გაცემული ნებართვა და რატომ გაიცა მსგავსი ნებართვა? – ამ კითხვით ბათუმის მერიის პრესცენტრს გუშინ საღამოს მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. „არ …

იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე მთავრობა გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, მთავრობა დღეს, 25 ივნისს, მიიღებს გადაწყვეტილებას დადგენილების სახით. „თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძენს საცხოვრებელ ფართს წლის ბოლომდე, სახელმწიფო ნაწილობრივ უსუბსიდირებს იპოთეკურ სესხს 5 წლის ვადით. რაც მისცემს მოქალაქეებს შესაძლებლობას, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ის გადაწყვეტილება, რაც ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა, განახორციელონ“, – განაცხადა …

უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების დაკანონების ახალი წესი

საქართველოს მთავრობამ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების, ასევე, 2007 წლის 1-ელ იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადა და მისი ლეგალიზების წესი და პირობები დაამტკიცა. დადგენილებით უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი დამტკიცდა. ახალი წესის მოქმედება ვრცელდება: [checklist] 2007 წლის 1-ელ იან­ვრამდე …

გურუ ჰოლდინგის ახალი პროექტი ბათუმში – თანამედროვე სახლი თანამედროვე ადამიანებისთვის

კომპანია „გურუ ჰოლდინგმა“ 16 ნოემბერს თავისი ახალი პროექტის, „გურუ სტატუსის“ პრეზენტაცია გამართა. „გურუ სტატუსი“ ახალი, მაღალი კლასის, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. პრეზენტაცია უშუალოდ მშენებლობის ადგილას შედგა და მას ესწრებოდნენ კომპანიის დამფუძნებელი, ინვესტორები, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და კომპანიის გულშემატკივრები.   ყველაფერი უკვე მზადაა იმისთვის, რომ მშენებლობა დაიწყოს. პრეზენტაციაზე საზეიმოდ ჩაეშვა საძირკველში კაფსულა აჭარის მთავრობის …

ფიჭვნარში ფიჭვები გაჩეხეს – „ალიანსი“ 29-სართულიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს

„ეს სივრცე ნამდვილად ლამაზი და მიმზიდველი იქნება,“ – ამბობს ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე ქობულეთის ფიჭვნარში ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით. ზღვისპირას, სადაც ახლა ხეებს ჩეხავენ, „ალიანსი ჯგუფი“ 29-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს. „ეს ტერიტორია არის კერძო საკუთრება და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებულია ხელშეკრულება. იმისთვის, რომ განახორციელოს კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, უნდა მომზადდეს ტერიტორია… ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 20 ან …

დაიღუპა 23 წლის მუშა, ის მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა

მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან 23 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა ბათუმში, ბესიკის და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაზე დღეს, 7 ნოემბერს მოხდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა ბათუმის „მედცენტრში“ გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში გვითხრეს, რომ იგი საავადმყოფოში შეყვანამდე უკვე გარდაცვლილი იყო. დაღუპული კომპანია „გიგეროში“ მუშაობდა. კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ არ იცის რა მოხდა და ახლა მიდის ობიექტზე შემთხვევის …

„რივიერას“ გამოსყიდვა ან ადგილმონაცვლეობა – ენმ-ს ინიციატივა მთავრობას

„რივიერას“ ტერიტორიის გამოსყიდვა ან მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა – ამ ინიციატივით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობას და ბათუმის საკრებულოს მიმართავს. „ბათუმის რივიერაზე“, სადაც ამ დრომდე არაერთი საპროტესტო აქცია იმართება, დღეს, 22 ოქტომბერს, ენმ-ს წევრმა, გიორგი კირთაძემ ბრიფინგი მოაწყო. გიორგი კირთაძე ფიქრობს, რომ კომპანიამ, რომელიც ახლა „რივიერას“ ფლობს, შესაძლებელია  მიწის ნაკვეთი  ახალი ბულვარის მიმდებარედ მიიღოს, სადაც ტერიტორია თავისუფალია. …

თორნიკე რიჟვაძე: „ოცნების ქალაქში“ მშენებლობაზე ტენდერი მალე გამოცხადდება

დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ „ოცნების ქალაქში“ დაანსონსებულ კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პროექტირება დასრულებულია და მშენებლობაზე ტენდერი მალე გამოცხადდება. „მინდა გამოვეხმაურო გუშინ გამართულ შეკრებას ე.წ. ოცნების ქალაქში და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველა ის დაპირება, რომელსაც ჩვენ გავცემთ, მათ შორის „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით, რომ ეს დასახლება გადაიქცევა ნამდვილ …

შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა 5-7%-ით გააძვირებს მშენებლობას – მშენებელი

„უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაახლოებით 5-7 პროცენტით გააძვირებს პროექტს… გააჩნია. ზოგიერთ შემთხვევაში, 10 პროცენტამდეც გაიზრდება,“ – ამბობს ამირან ბერიძე. ის სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფის“ დირექტორია. მას ვესაუბრეთ ხარჯებზე, რომლის გაღებაც სამშენებლო კომპანიებს უწევთ მას შემდეგ, რაც კანონი შეიცვალა და შრომის უსაფრთხოების რეგულირება გამკაცრდა. მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან შრომის ინსპექციას ნებისმიერ სამშენებლო ობიექტზე შეუძლია შესვლა და იქ …

კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობა ბათუმში „კომაროვის სკოლასთან“ აშენდება

კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობა ბათუმში, სვიშევსკის ქუჩის პირველ ნომერში, იმ ტერიტორიაზე აშენდება, სადაც „კომაროვის სკოლის“ მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში უთხრეს. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, „ბლექსის“ ახალი შენობის მშენებლობას, სავარაუდოდ, 10 მილიონი ლარი დასჭირდება. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ესკიზური პროექტის მომზადება, რომლის დასრულების შემდგომ მომზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია ტენდერის გამოსაცხადებლად დიზაინბილდით. ტენდერი, სავარაუდოდ, გამოცხადდება …

6 თაუერი ერთ კვარტალში, სტადიონთან

ბათუმში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, გმირთა ხეივანთან, შენდება კვარტალი, სადაც შესაძლოა თაურებმა ერთმანეთი დაჩრდილოს, რადგან მრავალბინიანი სახლის წინ მაღლივი სასტუმრო, ან სხვა სახლი, ან სასტუმროს წინ ისევ სასტუმრო შენდება… სპეციალისტები აღიარებენ, რომ ამ შენობებში განსაკუთრებით დაბალ და შუა სართულებზე პრობლემა იქნება როგორც მზის სხივის, ასევე ჰაერის ნაკადების გადანაწილება. დიდი ალბათობით, აქ ბინების გასანათებლად მზიან დღესაც კი …

ქვეყანაში სამშენებლო ნებართვა 3 520 869 კვ/მ-ზე გაიცა, აქედან აჭარაში ყველაზე მეტი აშენდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა დეკლარირებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში მშენებლობაზე სულ 4 991 ნებართვაა გაცემული. ნებართვები ჯამში 3 520 869 კვ/მ ფართობის აშენებაზე გაიცა. აქედან, ყველაზე მეტი ფართობი, სხვა რეგიონებსა და თბილისთან შედარებით, აჭარაში აშენდება – 1 440 148 კვ/მ. ფართობის მიხედვით აჭარის შემდეგ თბილისია – 1 405 422 …

„ჩვენი წარმომადგენლები გზაში არიან“ – შრომის ინსპექცია მშენებლობაზე, სადაც ლიფტი ჩავარდა

„ეს ობიექტი შემოწმებული არ იყო… შრომის ინსპექციის სამუშაო ჯგუფი დღესვე შევა ობიექტზე უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით, ჩვენი წარმომადგენლები გზაში არიან,“ – გვითხრეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში. უწყებაში განმარტავენ, რომ თუკი შრომის უსაფრთხოების ნორმები კანონმდებლობასთან კრიტიკულად შეუსაბამოა, შესაძლებელია, ინსპექციამ მშენებლობის შეჩერება მოითხოვოს. საუბარია დღეს, 29 ივლისს, დილით, ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე – აღმაშენებლის 2-ში დაახლოებით …

კომპანია ლიფტის ჩამოვარდნაზე: რომელიღაც მობინადრის მუშები გაუთვალისწინებლად შევიდნენ

კომპანია „გრანდ სითის“ იურისტი მერაბ დიმიტრაძე, მშენებარე კორპუსიდან ლიფტის ჩამოვარდნის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, სატვირთო ლიფტი ექსპლუატაციაში არ არის შესული. „ლიფტი კუსტარულად არ იყო დამონტაჟებული, უბრალოდ, მომზადების პროცესშია. აქ მიმდინარეობს როგორც სამშენებლო, ასევე ლიფტის მონტაჟის სამუშაოებიც. მშენებარე პროცესი იყო ეს. ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს კომპანიასთან, რომელიც ამონტაჟებს ლიფტს“, – ამბობს იურისტი. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ …

ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში, სამშენებლო კორპუსიდან ლიფტის ჩამოვარდნის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს დღეს ქვები დაუშინეს. ამის საფუძველზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 154-ე მუხლით. „გამოძიება დაწყებულია ინციდენტზე“. ჟურნალისტისთვის უკანონოდ ხელშეშლა „ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-140 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე. დღეს, 29 ივლისს, …

ლიფტის მოწყობის ნებართვა არ მიუღია კომპანიას, რომლის მშენებარე კორპუსიდან ლიფტი მოწყდა

დღეს, 29 ივლისს, ბათუმში აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში მშენებარე კორპუსიდან ლიფტის ჩამოვარდნის გამო სამი ადამიანი დაშავდა. ლიფტში სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. კომპანია „გრანდ სითის“ წარმომადგენლებს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ განმარტება მომხდართან დაკავშირებით. მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იმყოფებიან მუშები, თუმცა როგორც დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა თქვა, მუშაობა შეჩერდა. ადგილზე მივიდა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურიც. …

ბათუმში კორპუსზე მოწყდა ლიფტი, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსს ლიფტი მოწყდა. ლიფტში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ხუთი კაცი და ერთი ქალი. „ბათუმელების“ რეპორტიორის თქმით, რომელიც ადგილზე იმყოფება, სამ პირს მძიმე გარეგნული დაზიანებები აღენიშნება. ერთ-ერთი პირი, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა და ლიფტში იმყოფებოდა, ამბობს, რომ არ იცის რა სიმაღლეზე იყო ლიფტი. მისივე თქმით, ლიფტი იყო სატვირთო, თავად კი ამ კორპუსის მშენებლობაზე მუშად …

ბოლო ექვს თვეში მშენებლობაზე დაიღუპა 12 მუშა და დაშავდა 16

2019 წლის 16 ივლისის ჩათვლით მშენებლობებზე 12 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. საჯარო ინფორმაცია სამშენებლო ობიექტებზე მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა. მშენებლობაზე დაღუპვის  ბოლო შემთხვევა თბილისში 16 ივლისს მოხდა – დაიღუპა 16 წლის ბიჭი. მშენებლობებზე დაღუპვის ყველა შემთხვევა თბილისში მოხდა, დაშავების 4 ფაქტი კახეთში დაფიქსირდა, 1 – …

ოჯახები შიმშილისგან გამოსავალს ბავშვების შრომაში პოულობენ – მიმართვა ხელისუფლებას

„ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა საგანგაშოა, ხოლო არსებული გამოწვევის საპასუხოდ, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ძალისხმევა – არაადეკვატური“, – მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR). ისინი 16 ივლისს თბილისში, 16 წლის გიორგი ბეშკენაძის მშენებლობაზე დაღუპვას ეხმაურებიან. გიორგი ბეშკენაძე დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის …

ფორმალური დაზღვევა მუშებისთვის

16 ივლისი თბილისში კიდევ ერთი მუშის დაღუპვით დაიწყო. სამშენებლო ობიექტებზე უბედური შემთხვევების მაჩვენებელი ისევ მზარდია იმის მიუხედავად, რომ კანონით უსაფრთხოების კუთხით კონკრეტული რეგულაციების დაცვა სავალდებულო გახდა. სავალდებულო გახდა მშენებელი მუშების დაზღვევაც – კანონმა სამშენებლო კომპანიებს 2019 წლის პირველი იანვრიდან დაავალა ყველა მუშის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა. 80 პროცენტი დააზღვიეს კიდეც, თუმცა მშენებელი მუშა, მესამე სექტორი, …

ახალი კორპუსი ისტორიული სახლის ნაცვლად ვაჟა-ფშაველას 13-ში

„ამ ადგილზე რომ რაღაც უნდა აშენდეს, მე მივედი ამ პოზიციამდე ბევრი ფიქრის შემდეგ,“ – ეს ზაურ ახვლედიანმა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზონალური საბჭოს სხდომის შემდეგ გვითხრა. საბჭოს სხდომაზე დღეს, 3 ივლისს, ვაჟა-ფშაველას 13-ში ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენების საკითხი განიხილეს. კომპანიას, რომელმაც ამ მისამართზე ისტორიული სახლი 2015 წელს დაანგრია, საბოლოო პასუხი ვერ უთხრეს, თუმცა …

მშენებლობებთან დაბზარული და ჩამოშლილი გზები ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, ბარგატიონისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაზე, გზა ჩავარდა. ამ ადგილას კომპანია „ევროლუქსი“ 21-სართულიან მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს, გზის ჩავარდნა საძირკვლის ამოთხრის პროცესს მოჰყვა. კომპანია „ევროლუქსში“ გზის ჩავარდნის მიზეზად უამინდობას ასახელებენ. „აქ არის ჭაობი და სახლის მდგრადობისთვის, საფუძვლის ხარისხისთვის, საჭიროა მთლიანი ჭაობის ამოღება. ჩვენ 9 თვის განმავლობაში ვმუშაობთ და აქამდე არ მომხდარა ჩამოშლა. უამინდობამ და წყალმოვარდნამ …

უკანონო მშენებლობაზე ჯარიმა გაორმაგდა – რა შეიცვალა კანონში

უკანონო მშენებლობებზე ჯარიმები გაორმაგდა. თვითმმართველ ქალაქებში, მათ შორის, ბათუმში, უნებართვო მშენებლობა 3 ათასი ლარის ნაცვლად 6 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. სხვა ქალაქებში კი, სამართალდამრღვევები 2 ათასის ნაცვლად 4 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ჯარიმა გაიზარდა დაბებსა და სოფლებში უკანონო მშენებლობებზეც – 200 ლარიდან 1000 ლარამდე. „ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ადამიანებს აქამდე უღირდათ სამი ათასი ლარის გადახდა, …

მშენებლობიდან გადმოვარდნილმა მასალამ სახურავი დააზიანა

ბათუმში, მელიქიშვილის 77-ში მშენებარე კორპუსიდან ქარის დროს სამშენებლო მასალები გადმოცვივდა. სახურავის დაზიანების ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში იქვე მცხოვრებმა თამარ გურგენიძემ გამოაქვეყნა. მოქალაქის თქმით, დაზიანდა მისი სახლი. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები მას უკვე ესაუბრნენ და ზიანის ანაზღაურებას დაჰპირდნენ. თამარ გურგენიძის თქმით, მშენებლობას მისი სახლის მხარეს სამშენებლო უსაფრთხოების დამცავი ბადე არ ჰქონია. საცხოვრებელ კორპუსს მელიქიშვილის 77-ში შპს „ელგიგა“ …

მუშებს კომპანია ხელფასს არ უხდის – დარღვევაზე რეაგირებას არავინ ახდენს

„ყურადღება არავინ მოგვაქცია, აქვს საერთოდ დავას აზრი?“ – კითხულობს ქედაში მცხოვრები რემზი დიასამიძე. ის და კიდევ სამი ადამიანი სოფელ ხარაულაში, ასევე, შუახევის სოფელ უჩამბაში სოფლების გზის დამცავი კედლების ჩამოსხმაზე მუშაობდნენ. სამუშაოების შესრულებას დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდა. მუნიციპალიტეტებმა შესრულებული სამუშაო ჩაიბარეს, კომპანიამ ფული აიღო, დამცავი კედლის მშენებლები კი, უხელფასოდ დატოვეს. „გვითხრეს, რომ დასრულდება სამუშაო, ერთიანად მოგცემთ …

ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქი 7 ჰექტარზე გაშენდება – განათლების სამინისტრო

ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობისთვის ადგილი გამოიყო. ტექნოლოგიური ქალაქი თამარის დასახლებაში (ე.წ. ბნზ-ს ტერიტორია) შვიდ ჰექტარზე გაშენდება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეს ადგილი ამჟამად ცარიელია და სახელმწიფოს საკუთრებაშია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტექნოლოგიური ქალაქი რამდენიმე ჰექტარზე გაშენდება, სადაც იქნება ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა და კომაროვის სკოლა თავისი კამპუსებით. აჭარის განათლების მინისტრის თქმით, ქალაქის მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ახალი …

გორგილაძის ქუჩის ტროტუარზე რესტორანი რკინის კონსტრუქციას აშენებს

გორგილაძის ქუჩის დასაწყისში რესტორანი „ლევილის“ წინ რკინის ბოძები გაჩნდა. რესტორანში ამ ეტაპზე მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. რესტორნის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ განმარტების გაკეთებას მენეჯერი ორშაბათს შეძლებნს. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ მშენებლობა რესტორანმა უნებართვოდ დაიწყო. „ეს არის უნებართვო მშენებლობა. გუშინ დაიწყეს და გუშინვე „ლევილი“ 500 ლარით დავაჯარიმეთ. მოშალეს კონსტრუქციის ნაწილი და დანარჩენს დღეს მოხსნიან. თუ თვითონ …

სად აშენდება კომაროვის სკოლა და განათლების ახალი ცენტრი ბათუმში – მთავრობის განმარტება

დღეს, 29 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, პრემიერის განცხადება, რომ ბათუმში განათლების ახალი ცენტრი უნდა აშენდეს, გაიმეორა. მისი თქმით, განათლების ახალი ცენტრი იქნება „ქალაქი ქალაქში“, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეცნიერებაზე იქნება ორიენტირებული. „იქნება ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა და კომაროვის სკოლა თავისი კამპუსებით,“ – განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე. რიჟვაძემ სხდომაზე აჭარის განათლების მინისტრს დაავალა, უახლოეს დღეებში შეარჩიონ …

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეებს: იქ რომ თმის ღერი ჩამოუვარდეს ვინმეს!

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე შპს „დრიმლენდ ოაზისისთვის“ პლაჟის ტერიტორიის გადაცემას მისი მოვლა-განვითარების აუცილებლობით ხსნის. დავით მჭედლიშვილის თქმით, მან არ იცის, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მას შემდეგ, „იქ რომ ვინმეს თმის ღერი ჩამოუვარდეს“. საკრებულოს ოპოზიციამ მას შეახსენა, რომ მუნიციპალიტეტი ვალდებულია, თვითონ მოუაროს და განავითაროს ტერიტორია: „ვინ დაგიშალათ პლაჟის მოვლა?“ სხდომას ესწრება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური …

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე მოქალაქეები საკრებულოს წევრებს დაუპირისპირდნენ

ხმაურით მიმდინარეობს ქობულეთის საკრებულოს სხდომა, რომელსაც მოქალაქეებიც ესწრებიან. სხდომაზე მყოფი პირები  ჩაქვის პლაჟის „დრიმლენდ ოაზისისთვის“ იჯარის წესით გადაცემას აპროტესტებენ და საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვენ. საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება ვერ შეძლო. საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციაც. „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვის პლაჟს, 12 320 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას, ათწლიანი იჯარით ითხოვს. ამ კომპანიას უკვე …

ყველაზე მეტი მშენებლობის ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა – 2018 წლის სტატისტიკა

2018 წელს საქართველოში გაცემული მშენებლობის ნებართვების 72,6 პროცენტი მოდის ქვეყნის სამ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაობის 48,3 პროცენტი – ქალაქ თბილისზე, 13,6 პროცენტი – აჭარაზე და 10,7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.  გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს გაცემულია სულ 10204 …

მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა რკინამ ავტომანქანა დააზიანა

მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა რკინამ ეზოში მდგომი ავტომანქანის საქარე შუშა დააზიანა. შემთხვევა ბათუმში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, დღეს, 25 იანვარს მოხდა. ერთ-ერთი მოქალაქის ცნობით, ამ მშენებლობიდან ყოველდღიურად იყრება სამშენებლო ნარჩენები, რაც მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. ამ მშენებლობაზე ნარჩენების გადმოყრა არა, მაგრამ უსაფრთხოების ზომების დარღვევა დაუფიქსირებია მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსაც. ირაკლი მანჯგალაძე ბათუმის მერიის მონიტორინგის სამსახურიდან გვიყვება, რომ დარღვევა მიმდინარე …

სამშენებლო მასალების ევროსტანდარტებთან შესაბამისობის მოთხოვნა მთავრობამ 2 თვით შეაჩერა

საქართველოს ბაზარზე სამშენებლო მასალების ხარისხი 2018 წლის 15 ნოემბრიდან მხოლოდ ევროსტანდარტების შესაბამისი უნდა ყოფილიყო, თუმცა 21 ნოემბერს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება მთავრობამ 2019 წლის 15 იანვრამდე შეაჩერა. რეგლამენტის მოთხოვნების ძალაში შესვლამდე ერთი დღით ადრე, 14 ნოემბერს კი, მთავრობამ დადგენილებაში მთელი რიგი ცვლილებები შეიტანა. მათ შორის განისაზღვრა, რომ „ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ 30 …

ბათუმის მერია უბნებში სერვისცენტრების მშენებლობას იწყებს

მერია ბათუმის უბნებში სერვისცენტრების მშენებლობას იწყებს. როგორც „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, სერვისცენტრებში მოქალაქეები სხვადასხვა ტიპის მომსახურებას მიიღებენ და მშენებლობის მიზანი ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებაა. მაგალითად, მოქალაქეს შეეძლება მერიაში გამოსაგზავნი წერილი ამ სერვისცენტრში ჩააბაროს ან მიმართოს ცენტრს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ცენტრი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უმუშავებს. მშენებლობას მერიის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, თითო ცენტრის მშენებლობაზე დაახლოებით ასი …

შეექმნება თუ არა ავტორიზაციის პრობლემა სკოლას, რომელიც კორპუსმა ჩააბნელა

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის 30 ნომერში, სკოლა-ლიცეუმ „თაობას“ შენობასთან, მაღალსართულიანი კორპუსი შენდება. კორპუსის კედელი სკოლის ფანჯრებთან იმდენად ახლოს არის ამოყვანილი, რომ საკლასო ოთახების დიდი ნაწილი ჩაბნელდა. იცოდა თუ არა სკოლის ადმინისტრაციამ, რომ სკოლასთან ახლოს მრავალსართულიანი კორპუსი შენდებოდა, რომელიც ბუნებრივი განათების პრობლემას შეუქმნიდა სკოლას? „ბათუმელები“ სკოლის დირექტორს ომარ მიქელაძეს ტელეფონით ესაუბრა. დირექტორი ამბობს, რომ მშენებლობის შესახებ …

სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი 15 ნოემბრიდან მკაცრდება

საქრთველოს მთავრობამ სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც 2018 წლის 15 ნოემბრიდან შედის ძალაში. რეგლამენტი ეხება ცემენტს, არმატურას, ელექტროკაბელებსა და პლასტმასის მილებს. აღნიშნული პროდუქტების ხარისხი 15 ნოემბრიდან უნდა აკმაყოფილებდეს მხოლოდ ევროსტანდარტების მოთხოვნებს. სტანდარტების დასახელებას საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო დაადგენს. „სხვადასხვა სტანდარტები ძირითადად დადგენილია და დღეს არის არჩევანის საშუალება – შეგიძლია ამა თუ იმ სტანდარტის …

Exit mobile version