როგორ სცადა მოშიმშილის „გაშავება“ აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა

„ადგილი აქვს აქციის  მონაწილეების მხრიდან პოლიტიკურ დაკვეთებს და პოლიტიკურ ჩარევებს მაუწყებლის ფუნქციებში, ზეწოლას თანამშრომლებზე, ზეწოლას მაუწყებელზე, რაც აკრძალულია კანონმდებლობით…“ – განაცხადა დღეს, 5 ივნისს, აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ემზარ პაქსაძემ. მან ტელევიზიის სხვა მენეჯერებთან ერთად პრესკონეფერენცია გამართა და ჟურნალისტების დარწმუნება იმაში სცადა, რომ ალექსანდრე მილორავა, რომელიც უკვე მე-8 დღეა …

სამსახურიდან გაუშვეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციოს ყოფილი უფროსი 

აჭარის ტელევიზიამ ხელშეკრულება  შეწყვიტა შორენა ღლონტთან, რომელიც ბოლო სამი თვე ვებგვერდის კონსულტანტად მუშაობდა. მანამდე კი შორენა ღლონტი საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. ის ამ პოზიციიდან 24 თებერვალს გაათავისუფლეს და კონსულტანტად გადაიყვანეს, მასთან ხელშეკრულება სამი თვით გააფორმეს. „ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, ახალი ხელშეკრულება მასთან არ გაფორმებულა…“ – გვითხრა აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, …

შიმშილობა დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით – აქცია აჭარის ტელევიზიასთან

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობის წინ საზოგადოებრივი მოძრაობის, „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტმა, ალექსანდრე მილორავამ კარავი გაშალა და განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს. „მოვითხოვთ, ბორდმა [აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ] დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი, გადააყენოს ის და სამსახურში დააბრუნონ მისი დირექტორობის პერიოდში გათავისუფლებული ჟურნალისტები“ – განაცხადა ალექსანდრე მილორავამ „ბათუმელებთან“. მან აღნიშნა, რომ იგი ამ …

მე-9 სარჩელი კოხრეიძის წინააღმდეგ, რომელმაც ჟურნალისტებს ქცევის წესები განუსაზღვრა სოცქსელში

აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის წინააღმდეგ დღეს, 22 მაისს, კიდევ ერთი სარჩელი დარეგისტრირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამჯერად გიორგი კოხრეიძის მიერ ჟურნალისტებისთვის სოციალურ ქსელში დადგენილ ქცევის წესებს ასაჩივრებენ, რაც კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორების საფუძველი გახდა. ჟურნალისტების უფლებებს ახლაც „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს. ეს უკვე მე-9 სარჩელია გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ. სასამართლო სარჩელების გარდა ჟურნალისტებმა მიმართეს …

კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებთან მედიაცია შეწყვიტა

„მედიაცია შეწყვიტა დირექტორმა… მხოლოდ აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტმა იხეირა კორონავირუსით,“ – წერს ფეისბუქში მალხაზ რეხვიაშვილი, იგი აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელია. მისი თქმით, გიორგი კოხრეიძემ დღეს, 26 მარტს თანამშრომლებთან მედიაცია ისე შეწყვიტა, რომ მათ არც კი შეხვდა. გიორგი კოხრეიძემ ალტერნატიული პროფკავშირის მოთხოვნები უსაფუძვლოდ მიიჩნია და ამის შესახებ პროფკავშირს წერილობით აცნობა. საგაფიცვო პროცესი აჭარის ტელევიზიაში 2 მარტს …

თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიიდან გაუშვეს

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაუშვეს. გასულ პარასკევს ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მას შრომითი უფლებამოსილება დროებით შეუჩერა, დღეს მიღებული ბრძანებით კი, თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბრძანება, რომლითაც თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაუშვეს, აღნიშნულია, რომ თეონა ბაკურიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს – გიორგი აბაზაძეს შეუშალა ხელი მუშაობაში. „თეონა ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა …

„აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა“ – საია და ეთიკის ქარტია

„გიორგი კოხრეიძეს ეს გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა,“ – მიიჩნევენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის – თეონა ბაკურიძისთვის დროებით უფლებამოსილების შეჩერებაზე. დღეს, 6 მარტს, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ნიუსრუმში შემდგარ კამათზე ფაქტის მოკვლევა დაიწყო. დირექტორმა ფაქტის მოკვლევის დასრულებამდე გადაწყვიტა წამყვანის „დასჯა“, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს …

აჭარის ტელევიზიაში თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერეს

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ბრძანებაში, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ მოაწერა ხელი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, წერია, რომ თეონა ბაკურიძეს „დროებით აეკრძალოს შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და ჩამოშორებული იქნას ტელევიზიის ეთერიდან“. ბრძანების მიხედვით დღეს, 6 მარტს ტელევიზიის ნიუსრუმში მომხდარი კამათის  ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. თეონა ბაკურიძეს ფაქტის მოკვლევის …

ლალი ბერძენიშვილს აჭარის მაუწყებლის საინფორმაციოს უფროსობა შევთავაზე – კოხრეიძე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლალი ბერძენიშვილის კანდიდატურას განიხილავს. „ვმუშაობთ ჯერჯერობით, გვაქვს მოლაპარაკება (ლალი ბერძენიშვილთან), თავს იკავებს ჯერჯერობით, მაგრამ მე ძალიან მინდა. გარკვეული პერიოდი ზედმეტი პასუხისმგებლობის აკიდება არავისზე არ მინდა, ადამიანი არის შიგნიდან, არის ენერგიული, გამოცდილი, აქედან გამომდინარე, მე კომუნიკაციისთვის მზად ვარ ყველაფერი მოწესრიგებისთვის, დალაგებისთვის. მიმაჩნია, …

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი გიორგი კოხრეიძეს: „პასუხისგება მოგიწევთ“

პროტესტის ნიშნად აჭარის ტელევიზია ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ დატოვა. იგი ამ დრომდე მაუწყებლის თბილისის ბიუროში მუშაობდა. ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუქგვერდზეც გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც მან აჭარის ტელევიზიის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს გაუგზავნა. დღეს მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი კოხრეიძემ ნინო ხოზრევანიძის განცხადება დააკმაყოფილა. „ბატონო გიორგი, რომ ვფიქრობდე გაუაზრებლად აზიანებთ მაუწყებელს, თქვენთან დალაპარაკებას ვცდიდი, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები, როგორ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ …

აჭარის მაუწყებლის დირექტორი: მე ვარ გარანტია იმისა, რომ კანონი იკანონებს ამ ორგანიზაციაში

გიორგი კოხრეიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი:  „წამოვიდა მრჩეველთა საბჭოდან გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა არის შემჩნეული გარკვეული დარღვევები. მე დღეს ვაწარმოებ მოკვლევას, მე დღეს არაფერი არ შემიძლია განვაცხადო, მაგრამ ერთადერთი მე შემიძლია განვაცხდო, რომ კანონი იკანონებს ორგანიზაციაში. არავინ არ დაისჯება უკანონოდ, და არავის ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდება უკანონოდ. … ამ ორგანიზაციაში …

როგორ არიდებს თავს აჭარის მაუწყებლის დირექტორი საგამოძიებო ჟურნალისტიკას

„აჭარის ტელევიზიის დღევანდელ მენეჯმენტს არ სურს ჰქონდეს საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ტელევიზიის დირექტორი თავს არიდებს ამ პრიორიტეტის შესრულებას…“ – ეს მრჩეველთა საბჭოს წევრის გია ქარცივაძის შეფასებაა მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის  წერილობითი პასუხი მიიღო კითხვაზე: „რა კონკრეტულმა გარემოებებმა განაპირობა ამ დრომდე თქვენ მიერ მაუწყებლის მოქმედი პროგრამული პრიორიტეტების უგულებელყოფა?“ წინა წლებში ჟურნალისტურ გამოძიებას აჭარის ტელევიზიისთვის სტუდია …

ნათია ზოიძის წინააღმდეგ აჭარის ტელევიზიის დირექტორმა დისციპლინური საქმისწარმოება შეწყვიტა

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის წინააღმდეგ ტელევიზიის ახალმა დირექტორმა დისციპლინური საქმისწარმოება შეწყვიტა. საქმე ეხება არქივის მასალების გაცემას. გიორგი კოხრეიძე, აჭარის ტელევიზიის დირექტორი მიიჩნევდა, რომ მაშინ, როცა ნათია ზოიძე ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, არქივის მასალები კანონდარღვევით გაიცა. „მაუწყებლის არქივიდან მასალების გაცემასთან დაკავშირებული პროცესის მართვის არათანმიმდევრულობა ცხადყოფს, რომ მაუწყებლის მიერ შესამუშავებელია საარქივო მასალის გაცემის წესი, რითაც …

აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი აპირებს 5 მოადგილე ჰყავდეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ახალი დირექტორი აპირებს, რომ 5 მოადგილე ჰყავდეს. ამის შესახებ გიორგი კოხრეიძემ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც დღეს, 26 დეკემბერს, ჩატარდა. მრჩეველთა საბჭოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი სტრუქტურულ რეორგანიზაციას სთავაზობს. ამ დრომდე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს 2 მოადგილე ჰყავდა. „დებულებაში საკმაოდ ნათლად გაწერილია თითოეული სტრუქტურის და რგოლის ფუნქცია, …

აჭარის ტელევიზიის დირექტორმა ნათია ზოიძეს მხოლოდ „ანგარიშების შედგენის“ ფუნქცია დაუტოვა

დღეს, 23 დეკემბერს, პოლიციის სამმართველოდან ტელევიზიაში დაბრუნებულ ნათია ზოიძეს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილეს, დირექტორმა ახალი ბრძანება დაახვედრა. ბრძანებით შრომითი ხელშეკრულება შეიცვალა და ახლა ნათია ზოიძეს არც სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება აქვს, არც პროგრამული პრიორიტეტების შესრულების უზრუნველყოფა და არც სამსახურებრივი საქმიანობის კონტროლი. მისი ფუნქცია-მოვალეობა ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მოკლედ და მარტივად, წინა …

რა თქვეს ომბუდსმენმა და გიორგი კოხრეიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ

„მე მას ვუთხარი, რომ ეს არის არაჯანსაღი და აუცილებლად აისახება ტელევიზიის სამომავლო საქმიანობაზე,“ – ამბობს ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი. იგი დღეს, 5 დეკემბერს, აჭარის მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს შეხვდა. „ფაქტია, რომ არსებობს კონფლიქტური სიტუაცია უფროსსა და იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც ქმნიან ნიუსს. მე მას ვუთხარი, რომ რთული იქნება ამ პირობებში მუშაობა ჟურნალისტებისთვის და ასევე, …

ნათია ზოიძეს სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება აქვს – იურისტების განმარტება

„ნათია ზოიძესთან გაფორმებული ხელშეკრულება შეესაბამება კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ – ასეთია იურისტების შეფასება ხელშეკრულებაზე, რომელსაც ამ დრომდე უკანონოდ მიიჩნევს აჭარის მაუწყებლის ახალი დირექტორი – გიორგი კოხრეიძე. მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი თვლის, რომ ნათია ზოიძის სარედაქციო პოლიტიკიდან ჩამოშორების მცდელობა გზავნილია არსებული დამოუკიდებელი და მოუკერძოებელი პოლიტიკის შესაცვლელად. აჭარის მაუწყებლის დირექტორის – გიორგი კოხრეიძის მტკიცებით, ხელშეკრულების ის ჩანაწერი, რომელიც მის …

გადაცემა „ჰეშთეგის“ გუნდი აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორისგან ბოდიშს ითხოვს

3 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგი“ გადაცემის ჯგუფმა განცხადებით დაიწყო. „ჰეშთეგის“ განცხადებით, 3 დეკემბერს შედგა შეხვედრა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალ დირექტორთან, გიორგი კოხრეიძესთან, რომელმაც „ჰეშთეგი“ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. „გიორგი კოხრეიძესთან შეხვედრის მიზნად ჩვენ წარმოგვედგინა იმ გარემოზე საუბარი, რომელიც ტელევიზიაშია შექმნილი და რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობას. შეხვედრაზე დირექტორმა გადაცემა ჰეშთეგს ბრალი …

„არ მინდოდა ამის თქმა და მათქმევინეთ ძალით“ – გიორგი კოხრეიძე ნათია ზოიძეზე

ფაქტების გასაჯაროება და სისხლის სამართლებრივი დევნა – ეს „აჭარის ტელევიზიის“ ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის სვლაა იმისთვის, რომ მოადგილე ნათია ზოიძე ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს. გიორგი კოხრეიძე გუშინ ღამით შეხვდა ჟურნალისტებს და, მათ შორის, ნათია ზოიძეს, რომელიც ამბობს, რომ თუკი კონკრეტულ ფაქტებს ახალი დირექტორი პროკურატურას არ მიაწვდის, ამას თავისი სახელი დაერქმევა – შანტაჟი. ნათია ზოიძის პოზიცია …

მე ვიცი, რომ არის მუდმივი კავშირი – გიორგი კოხრეიძე ნათია ზოიძის სატელეფონო საუბრებზე

დღეს აჭარის მაუწყებლის დირექტორმა აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ იცის ვისთან ჰქონდა ნათია ზოიძეს – მაუწყებლის მოადგილეს ბოლო ორი თვის განმავლობაში სატელეფონო კომუნიკაცია. „აი კიდევ ერთი ფაქტი, სატელეფონო კომუნიკაციას უსმენენ. მოისმინონ – ნოდარს [მელაძე – მთავარი არხი], მათეს [კირვალიძე – ტვ პირველი] და ლაფერასთან [გიორგი ლაფერაშვილი – ფორმულა] სინქრონებზე რომ ვმათხოვრობ, ეგაა ალბათ. მაგრამ კაცი …

ჟურნალისტი ნათია ზოიძე: თუ არ ჩამოვშორდები სარედაქციო პოლიტიკას, დირექტორი დევნით მემუქრება

ჟურნალისტი ნათია ზოიძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილეა, აცხადებს, რომ ახალდანიშნული დირექტორი მისგან ითხოვს ჩამოშორდეს სარედაქციო პოლიტიკას. ნათია ზოიძე ასევე გააფრთხილეს, რომ მის მიმართ, სავარაუდოდ, დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. მაუწყებლის ახალარჩეული დირექტორი გიორგი კოხრეიძე წუხელ [29 ნოემბერი] გვიან ღამით შეხვდა მაუწყებლის ჟურნალისტებს და თავად ნათია ზოიძეს. ნათია, წუხელ შენ და ასევე …

მარინა ვაშაყმაძე აჭარის მაუწყებელს ტოვებს

მედიამენეჯერი მარინა ვაშაყმაძე „აჭარის ტელევიზიას“ ტოვებს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზია და რადიო“ ავრცელებს. მარინა ვაშაყმაძე 2018 წლის მარტიდან ტელევიზიის დირექტორის კონსულტანტად მუშაობდა. მანამდე იგი რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელობდა. დღეს, 25 ნოემბერს, „აჭარის ტელევიზია“ დატოვა ასევე ზვიად ქორიძემ. ისიც დირექტორის კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობდა. კონსულტანტებმა „აჭარის ტელევიზიის“ დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა 22 …

გიორგი კოხრეიძე ჟურნალისტიკას სტუმარმასპინძლობას ადარებს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეების აჭარის ტელევიზიაში არმისვლის მიზეზი თავად ტელევიზიაა. „შენთან სახლში სტუმარი რომ არ მოვა, ეს ვისი ბრალია, სტუმრის თუ შენი?… გამეცი პასუხი თეონა“ – ეს შეკითხვა დაუსვა გიორგი კოხრეძემ ჟურნალისტ თეონა ბაკურიძეს გადაცემა „მთავარის“ პირდაპირ ეთერში. „ნუ მიყვრიხართ ბატონო გიორგი პირველ რიგში…. თქვენ მართლა ფიქრობთ, …

კოხრეიძის მინიშნება ნათია ზოიძის მაუწყებლიდან წასვლაზე და ჟურნალისტების განცხადება

აჭარის მაუწყებლის ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ არჩევის დღესვე უკვე რამდენიმე მინიშნება გააკეთა მაუწყებლის დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის „სამსახურიდან წასვლაზე“. ნათია ზოიძე დღემდე მაუწყებელში დირექტორის  მოვალეობას ასრულებდა, მან 19 ნოემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ ტელევიზიის დირექტორობას გიორგი კოხრეიძეს ჩააბარებდნენ და ეს დღეს მართლაც ასე მოხდა. ასევე, მაუწყებლის თანამშრომლები საჯაროდ აცხადებენ, რომ გიორგი კოხრეიძე მათი სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის არის …

მალხაზ ჭკადუა: „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფორმა აჭარის ტელევიზია

მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი, მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევა „ქართული ოცნების“ მიერ იყო დაგეგმილი და ხელისუფლების მიზანია, აჭარის მაუწყებლის ეთერიდან გაქრეს კრიტიკული კითხვები მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა „ოცნების“ ინტერესების გამტარი გახდეს. მალხაზ ჭკადუა: „საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფორმა აჭარის ტელევიზია. ის მოხდა, რისი …

აჭარის ტელევიზიასთან სამგლოვიარო ყვავილების გვირგვინი მიიტანეს

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ „აჭარის ტელევიზიასთან“ ყვავილების გვირგვინი მიტანა. დღეს, 22 ნოემბერს, მრჩეველთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ტელევიზიის ახალ დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია. „გვირგვინი მოვიტანეთ იმის ნიშნად, რომ დღეს იყო უკანასკნელი დღე სიტყვის თავისუფლებისა აჭარის ტელევიზიაში. თავისუფალი აზრი უკვე მოკვდა. დღეს აირჩიეს დირექტორად ადამიანი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს,“ – ამბობს გია ხალვაში, „ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის“ წევრი. ის …

დღეს სიტყვის თავისუფლება დამარცხდა – ასლან ჭანიძე მაუწყებლის დირექტორის არჩევაზე

აჭარის მაუწყებლის დირექტორის არჩევას თვალყურს ადევნებდნენ რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევას აფასებენ, როგორც „დემოკრატიის მარცხს“. ერთ-ერთი მათგანი, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე, ასლან ჭანიძე აჭარის ტელევიზიასთან აცხადებს, რომ არჩევნები იყო დადგმული სპექტაკლი. „გადაწყვეტილი იყო ეს ამბავი და გაითამაშეს, რადგან თუ დააკვირდებით, მაია მერკვილაძემ [კონკურსანტი] ერთი ხმა აიღო [პირველი ტურში] და მეორე …

გიორგი კოხრეიძე მაუწყებლის თანამშრომლებს: არავის არაფერი არ ემუქრება

„აქ მე თუ მოვედი, არავის არაფერი არ ემუქრება, აბსოლუტურად არავის არაფერი არ ემუქრება. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის ადამიანების შრომა, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ შრომას დებენ, დაფასდეს შესაბამისად…“ – აღნიშნა მრჩეველთა საბჭოსთან გასაუბრების დროს გიორგი კოხრეიძემ. იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატია. გიორგი კოხრეიძემ სხდომაზე ფეისბუქის სქრინშოტებიც მიიტანა იმის საჩვენებლად, …

ეს არ იქნება იოლი, მაგრამ ვაპირებთ ბრძოლას – ჟურნალისტები დირექტორის არჩევის წინ

„ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის“, – ასეთია „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტების განწყობა ერთი დღით ადრე, ვიდრე მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა ტელევიზიის ახალ დირექტორს აირჩევს. ჟურნალისტების ერთ ნაწილს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს გიორგი კოხრეიძე იქნება და სარედაქციო დამოუკიდებლობას შეუქმნის საფრთხეს. რას აპირებენ ჟურნალისტები, თუკი ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდება, ან ვინმე სხვა, რომელიც პოლიტიკური ინტერესის გატარებას ეცდება? …

აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია – ქარტიის საბჭოს განცხადება

„ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გაგვიმძაფრა ეჭვი, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო, რომლის უმრავლესობაც სრულად “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხარდაჭერითაა დამტკიცებული, აირჩევს ისეთ ახალ დირექტორს, რომელიც ხელისუფლების ინტერესს გაატარებს და მმართველი ძალისთვის ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას განახორციელებს,“ – აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაში. ქარტია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის განახლებას ეხმაურება, რომელიც დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატის, …

საია: გიორგი კოხრეიძის სარჩელზე სასამართლოს ხარვეზი უნდა დაედგინა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატის, გიორგი კოხრეიძის სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მეოთხე კონკურსი შეაჩერა. ამ თემაზე: კოხრეიძე მიიჩნევს, რომ ის აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსის გამარჯვებულია „საიამ შეისწავლა აღნიშნული განჩინებები და მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გიორგი კოხრეიძის სარჩელზე ხარვეზი უნდა …

ნათია ზოიძე: ყურადღება მიაქციეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის გარშემო მიმდინარე პროცესს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე მოუწოდებს, ქართულ მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ მაუწყებელში და მაუწყებლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ნათია ზოიძემ ცოტა ხნის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „გუშინ ყველა დოკუმენტი მზად მქონდა და 5 საათისთვის კიდევ ერთხელ უნდა მეცადა მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა …

რა ახალი საფრთხე გააჩინა აჭარის ტელევიზიისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებამ

დირექტორის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე სააპელაციო სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს. ბორდი მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რომელსაც მოსამართლემ 23 სექტემბერს მოაწერა ხელი. ამ გადაწყვეტილებით ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული რიგით მეოთხე კონკურსი შეჩერებულია, ვიდრე ბათუმის საქალაქო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სასამართლოს დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა – გიორგი კოხრეიძემ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, …

კოხრეიძე მიიჩნევს, რომ ის აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსის გამარჯვებულია

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა გოცირიძემ გუშინ, 23 სექტემბერს, გამოსცა განჩინება, რის საფუძველზეც შეაჩერა აჭარის ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად გამოცხადებული მეოთხე კონკურსი. ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა კონკურსანტმა, გიორგი კოხრეიძემ, უჩივლა სასამართლოში. სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად კონკურსი აქამდე სამჯერ გამოაცხადა. გიორგი კოხრეიძემ პირველ ორ კონკურსში 0 ხმა მიიღო, მესამედ გამოცხადებულ კონკურსში …

აჭარა TV-ის დირექტორობის კანდიდატი: სწორი ვიყავი, როცა ვასილ მაღლაფერიძეს დავუჭირე მხარი

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი კოხრეიძეა. ის არასამთავრობო სექტორიდან მოდის, თუმცა თვლის, რომ არასამთავრობოები საზოგადოებასთან ერთად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ატყუებენ. მესამე სექტორისგან განსხვავებით, გიორგი კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე განხორციელებული რეფორმებით კმაყოფილია – 2018 წლამდე იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო აჭარის კვოტით. რის გაკეთება შეძლო მან აჭარის ტელევიზიისთვის აქამდე? – ეს ერთ-ერთი …

Exit mobile version