მონა, მოღალატე – უმაღლესი საბჭოს წევრს ბათუმში აქციაზე დაუპირისპირდნენ

დღეს, 23 იანვარს, ბათუმის ძველი ბულვარის ცენტრალურ ნაწილში, კოლონადებთან საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმის ბულვარის დასაცავად. მოქალაქეები „ამბასადორ ბათუმის“ მიერ ბულვარში 16- სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ. აქციაზე ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილიც მივიდა, რომელსაც აქციის მონაწილეების ნაწილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაუპირისპირდნენ. „თქვენ ხართ მონა, არ გაქვს აქ ყოფნის უფლება, წადი“, – ეუბნებოდნენ ისინი …

არ ვეთანხმები, მაგრამ მხარი დავუჭირე – ვინ დათანხმდა ბულვარში 16 სართულის აშენებას

„ბულვარში მშენებლობის ნებართვის გაცემა თავიდანვე შეცდომა იყო“ – ასე აფასებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრი ერმილე მესხია „ამბასადორ ბათუმის“ მშენებლობას ბათუმის ბულვარში. თუმცა პროექტში ცვლილებას, რომლის თანახმადაც ოთხსართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრის ნაცვლად 16-სართულიანი შენობა აშენდება და სასტუმროს ფუნქციაც ექნება, მან გუშინ, 21 იანვარს, მხარი დაუჭირა. ერმილე მესხია იმ საბჭოშია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის …

„SOS! ბულვარი ისევ ჩვენი დასაცავია“ – ხვალ ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

შაბათს, 23 იანვარს, 13:00 საათზე, ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქცია გაიმართება. ბათუმელები ბათუმის ბულვარის დასაცავად აპირებენ შეკრებას. 21 იანვარს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა ერთ-ერთ კომპანიას ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენების უფლება მისცა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსები თუ გავლენიანი ფინანსური ჯგუფები ცდილობენ ბათუმის ბულვარში მიწის ნაკვეთის მითვისებას ან შესყიდვას, ბულვარი სამშენებლო პოლიგონად …

„ეს არის კორუფცია“ – საბჭოს წევრი ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენებაზე 

„როგორც ჩანს, რაღაცები დალაგდა იქ და რიჟვაძემ უკან დაიხია. ახვლედიანი რიჟვაძის წინ მორბენალი კვიცი არ არის. გახსოვთ, მან თქვა, რომ წინააღმდეგ იყო“, – ასე აფასებს შოთა გუჯაბიძე „ამბასადორი ბათუმისთვის“ ბულვარში 16-სართულიანი [დამატებით 3 მიწისქვეშა სართულით] სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე დათანხმებას. ის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოს წევრია და ეწინააღმდეგება ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ პროექტის მასშტაბის …

„ნებართვას ვაძლევ“ – ზაურ ახვლედიანი თანახმაა ბულვარში 16-სართულიანი პროექტის მშენებლობაზე

„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში 16-სართულიან მშენებლობას გეგმავს, ამას დაემატება სამი სართული მიწის ქვეშ, რასაც პროექტი ითვალისწინებს. ახალი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ დღეს განიხილა. ცვლილების შეთანხმების შემდეგ შენობა გარკვეულწილად ფუნქციასაც იცვლის, შეთანხმებული იყო ოთხსართულიანი [დამატებით სამი მიწისქვეშა  სართულით] ბალნეოლოგიური გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობა, ახლა კი მას სასტუმროს ფუნქციაც ექნება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ …

ამბასადორს ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენება უნდა – უცნობია რას გადაწყვეტს სააგენტო 

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში დაწყებული მშენებლობის 16 სართულამდე გაზრდის ნებართვას ითხოვს. კომპანიას მხოლოდ ოთხსართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვა აქვს, სადაც სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი უნდა განათავსოს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ საკითხი დღეს გამართულ სხდომაზე განიხილა. მისი გადაწყვეტილების შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით. „ბათუმელებისთვის“ ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ბულვარში მაღალსართულიან მშენებლობას საბჭოს ყველა წევრი არ ეწინააღმდეგება. შეთანხმებული პროექტის …

ბათუმის ბულვარი: თოვლის მატების შემთხვევაში ხეებს დავბერტყავთ

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბულვარში ხეების დაზიანების საშიშროება არ არის, იმ შემთხვევაში კი, თუ თოვლის საფარი მოიმატებს, ხეებს დაბერტყავენ. „მობილიზებულია ოთხმოცი მუშა და თუ საჭირო იქნება, ხეებს დავბერტყავთ. ამ დროისთვის ამის საჭიროება არ არის, ბულვარში სიმშვიდეა“, –  გვითხრა ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჯინჭარაძემ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში ხვალ, 20 იანვარსაც ითოვებს.

ბულვარის დალაგება-დასუფთავებისთვის მომავალ წელს 760 ათასამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმის ბულვარის ტერიტორიისა და სანაპირო ზოლის დალეგება-დასუფთავებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 760 942 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებული ტერიტორიისა და სანაპირო ზოლის დალაგება-დასუფთავება 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მომსახურება მოიცავს: ბულვარის ტერიტორიის [283 110 კვ.მ] დაგვა-დასუფთავებას დღეში ერთხელ თორმეტი თვის განმავლობაში; დაგვა-დასუფთავება დამატებით …

ახალი ინსტალაცია ბათუმის ბულვარში შავი ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ

ბათუმის ბულვარში, ზღვის სანაპიროზე, ახალი ინსტალაცია განთავსდა, რომელიც ზღვის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაბინძურების წინააღმდეგ არის მიმართული. ინსტალაციას გამჭვირვალე ქვიშის საათის ვიზუალი აქვს, სადაც სიმბოლურად განთავსებულია პლასტმასის ბოთლები ზღვის ცხოველებთან ერთად. ინსტალაციის ავტორი ბათუმელი მხატვარი ირინა ტორონჯაძეა. როგორც იგი „ბათუმელებთან“ ამბობს, იდეა ეკოლოგიის ინსტიტუტს ეკუთვნის. პროექტი ითვალისწინებს ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ ოთხი ინსტალაციის განთავსებას ზღვისპირა ქალაქებში, მათ შორის …

ბულვარის იაპონურ სკვერში თანამედროვე ფლექს-ნეონის განათება დამონტაჟდა

ბათუმის ბულვარის იაპონურ სკვერში თანამედროვე ფლექს-ნეონის განათება დამონტაჟდა. ახალმა განათებამ ბილიკები, იაპონური სტილის ხიდი და ხე-მცენარეები ღამის საათებში კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა, რის გამოც აქ ვიზიტორების განსაკუთრებული სიმრავლეა.

Skate Park -ი ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარი სკეიტის მოყვარულთათვის საუკეთესო სივრცეა. ექსტრემალური სპორტის ამ სახეობით დაკავებული ახალგაზრდები ბევრგან შეგვხვდებათ, თუმცა მათთვის ყველაზე საყვარელი ადგილი ბულვარის განახლებული სკეიტპარკია. ბათუმის ბულვარი განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს „Skate Park Batumi”-ის ჯგუფს ჯანსაღი, სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციითვის. მათ შეძლეს და გააერთიანეს ბათუმელი აქტიური სპორტის მოყვარული ბავშვები და ახალი სიცოცხლე შესძინეს ბულვარის სკეიტპარკს. ვუსურვებთ წარმატებებს „Skate Park Batumi”-ის …

ბათუმის ბულვარში 8 ხეს ჭრიან

ბათუმის ბულვარში რამდენიმე ადგილას ფიჭვის ხეებს ჭრიან. როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ხეები გახმა და ზამთარში შესაძლოა წაიქცეს. ფიჭვის გარდა სხვადასხვა ლოკაციაზე მოიჭრება მაგნოლიის, ქაფურის და ცხემლის ხეებიც. სულ რვა ხე. „გამხმარია 8 ხე, ზამთრისთვის ავარიული სიტუაცია რომ არ გამოიწვიოს, ამიტომ ვჭრით. აქტები შედგენილია, რომ ხეები გამხმარია“, – ამბობს „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე. ირაკლი …

ბათუმის მერიის შერჩევითი მიდგომა – რა ელით ბულვარში მოიჯარეებს

„ხელშეკრულება გაუფორმდებათ ბულვარის განაშენიანების გეგმის შესაბამისად“, – მხოლოდ ამ ერთი წინადადებით შემოიფარგლა დღეს, 9 სექტემბერს ბათუმის მერია, როდესაც ბულვარში მომუშავე მოიჯარეების ხელშეკრულების ვადების გაგრძელებაზე ვკითხეთ. უწყებაში ასეთი მოკლე პასუხი აქვთ მათთვის, ვისაც იჯარით მიღებულ ნაკვეთებზე წლებია სარესტორნო ბიზნესი აქვს. პირველ ოქტომბერს ამ ხელშეკრულებების ვადები სრულდება, ბულვარის განაშენიანების გეგმა კი ამ დროისთვის მომზადებული არ იქნება. ბულვარის …

ბულვარში საღამოს გაშლიან კარვებს, სადაც კორონავირუსზე უფასოდ შეგამოწმებენ

ბათუმსა და ქობულეთში დღეს, 20 აგვისტოს, კარვები გაიშლება, სადაც ნებისმიერ ადამიანს ნებაყოფლობით კორონავირუსზე უფასოდ შემოწმება შეეძლება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ვირუსის წყარო უცნობი დარჩა. კარვები ბათუმში, ბულვარის კოლონადებთან, ასევე „აჭარული სახლის“ მიმდებარედ, სანაპიროს მხრიდან გაიშლება. ტესტირებას ჩაატარებენ ქობულეთშიც, აქ კარავს ქობულეთის პარკში გაშლიან. …

ბათუმში ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა

დღეიდან, 17 ივლისიდან, ბათუმში ფუნქციონირება განაახლა ადაპტირებულმა პლაჟმა. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტივტივა ეტლები და შესაბამისი საპლაჟო ინფრასტრუქტურა შშმ პირთათვის წელსაც უფასო იქნება. ადაპტირებულ პლაჟზე 5 ტივტივა ეტლია; განახლდა გასახდელები და საინფორმაციო ბანერი. ადაპტირებული პლაჟი ბათუმში პირველად 2019 წელს გაიხსნა: როდის [ვერ]ისარგებლებენ შშმ პირები ადაპტირებული პლაჟით ბათუმში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სანაპირო ზოლის …

ორი ახალი პირსი და დასანგრევი შენობები ბულვარში – პროექტი

„განაშენიანების გეგმით შემოთავაზებულია სანაპირო ზოლში არსებული ყველა მოცულობითი შენობის დემონტაჟი და მხოლოდ დროებითი, მცირე ზომის კვების ობიექტების განთავსება… მათი უმეტესობა განთავსებულია სანაპირო ზოლზე მთავარ გამოსასვლელებთან და პრომენადის ნაწილში მოხვედრისას, ვერ ხერხდება ზღვის პანორამის აღქმა,“ – აღნიშნულია ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაში, რომელიც კომპანიამ „ბაუ დიზაინმა“ მოამზადა. პროექტის წინასწარი ვერსიის ნახვა ფეისბუქგვერდზე შეგიძლიათ – „ბათუმის ბულვარის განაშენიანების …

ბათუმის ბულვარში ატრაქციონები 6 ივლისიდან ამუშავდება

ბათუმის ბულვარში მომდევნო კვირიდან ატრაქციონები ამუშავდება. ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ატრაქციონების მფლობელებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება. „იჯარის ხელშეკრულებებს აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით გავაფორმებთ და დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდეგ, მომდევნო კვირიდან, ბულვარის ტერიტორიაზე ყველა ატრაქციონი იმუშავებს. რაც შეეხება ბულვარის საკუთრებაში არსებულ ტრენაჟორებს და საბავშვო გასართობ ატრაქციონებს, მათით სარგებლობა უკვე დაშვებულია,“ – გვითხრეს ბულვარის პრესსამსახურში. იზოლაციისა და კარანტინის …

ბათუმის ბულვარში მოიჯარეებს ხელშეკრულების ვადები გაუგრძელეს

მოიჯარეებს, რომლებიც ბათუმის ბულვარში სეზონურად სხვადასხვა სახის კომერციულ საქმიანობას ეწევიან, ბათუმის ბულვარი ხელშეკრულებებს  2020 წლის ნოემბრამდე გაუგრძელებს. ბათუმის მერიის ინიციატივით და საკრებულოს თანხმობით მათ ამ სეზონზე მუშაობის გაგრძელებისთვის ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება აღარ მოუწევთ. გადაწყვეტილებას დღეს ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა. „ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, მათი უმეტესობა ინდმეწარმე და თვითდასაქმებულია. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, 2020 წლის 15 ივნისს, …

იმუშავებენ თუ ვერა წელს ბათუმის ბულვარში ელექტრომობილები

იმუშავებენ თუ არა კვადროციკლები და ელექტრომობილები ბათუმის ბულვარში ბათუმის საკრებულო ხვალ, 30 ივნისს, იმსჯელებს. ელექტრომობილების მესაკუთრეებმა საკითხის განხილვის მოთხოვნით ბათუმის საკრებულოს უკვე მიმართეს. ელექტრომობილების გადაადგილება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ გასული წლის დასაწყისში აკრძალა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების შემდეგ კვადროციკლების მოძრაობა მხოლოდ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაუშვეს. „წელსაც ისევ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ითხოვენ მუშაობას… მათ დეკემბრამდე ჰქონდათ …

როდის შეიძლება შეზლონგზე წამოწოლა – ახალი წესები პლაჟზე

„კვირის ბოლომდე გვექნება პლაჟზე შეზლონგები“, – ამბობს „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე. მან ბათუმის საკრებულოს უკვე მიმართა შუამდგომლობით, შეზლონგების მფლობელებს პირდაპირი წესით გაუფორმონ ხელშეკრულებები და აუქციონი აღარ გამოცხადდეს. „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის თქმით, პანდემიის გამო წელს შეზლონგების პლაჟზე განთავსების კუთხით აუქციონი არ გამოცხადებულა. „ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო. თუ მივიღებთ თანხმობას, ჩვენ ხელშეკრულებებს გავუფორმებთ იმ ადამიანებს, …

ბულვარში უკანონო მშენებლობა დადასტურდა, რა მოხდება თუ „ამბასადორი“ თვითნებობას გააგრძელებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, ბათუმის ბულვარში შეთანხმებულ ოთხსართულიან პროექტზე უნებართვოდ მეხუთე სართულის მშენებლობისთვის შპს „ამბასადორი ბათუმი“ 10 000 ლარით დააჯარიმა. ჯგუფმა მშენებლობა მას შემდეგ შეამოწმა, რაც ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება შპს “ამბასადორის” შენობის სართულიანობის ცვლილებას, კერძოდ, ნაცვლად 4 სართულისა, კომპანიას მე-5 სართულის აშენება აქვს დაწყებული. მიუხედავად იმისა, …

რისი აშენების უფლება აქვს „ამბასადორს“ ბათუმის ბულვარში – გასაიდუმლოებული რენდერი

„ბათუმელებმა“ მოიპოვა შპს „ამბასადორ ბათუმის“ მშენებარე პროექტის რენდერი, რომელსაც კომპანია ორი წელია ასაიდუმლოებს. ამ რენდერის მიხედვით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭომ შეითანხმა მსუბუქი კონსტრუქციის შუშით შეფუთული შენობის პროექტი. აშენებს თუ არა კომპანია შეთანხმების შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს – კომპანიაში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. ამ მშენებლობის არქიტექტურული იერ-სახე მშენებლობის დაწყების დღიდან დისკუსიის საგანია, რადგან …

ბულვარში სამეწარმეო საქმიანობაზე აუქციონების გამოცხადება დაიწყო

ბათუმის ბულვარმა ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ზღვისპირა პარკში სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობაზე პირობიანი ელექტრონული აუქციონების გამოცხადება დაიწყო. „აუქციონში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა რეგისტრაცია ელექტრონული აუქციონის ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა გაიარონ. აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, საშუალება მიეცემათ ზღვისპირა ბულვარში მცირე და საშუალო სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ. ელექტრონული აუქციონები ეტაპობრივად გამოცხადდება.“ – აცხადებს …

რაც „ამბასადორისთვის“ შეიძლება, რატომ არ შეიძლება ჩვენთვის? – კითხვა ბათუმის მერს

„ამბასადორ ბათუმს“, რომელიც რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის და ქვეყანაში უკვე ფლობს ამ ბრენდის ორ სასტუმროს, სურს ბათუმის ბულვარში 15-სართულიანი შენობა ააშენოს. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სწორედ ამიტომ გავლენიანი ბიზნესმენის ელგუჯა ქებურიას წარმომადგენლებმა ამ პროექტის განხორციელების უფლების მისაღებად აჭარის კმდს-ს [კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო] მიმართეს. კმდს საბჭომ კომპანიას უარი უთხრა პროექტის დამტკიცებაზე, მაგრამ პროცესი ამით არ …

„ბათომი“ ბულვარში ამბასადორისთვის მიწის გადაცემაზე – „ისინი მიდიან დანაშაულზე“ 

დღეს, 28 მაისს, ბათუმის საკრებულოში ბიუროს „10-წამიანი სხდომა“ გაიმართა. სხდომაზე, სადაც ბათუმის ბულვარში „ამბასადორ ბათუმისთვის“ მიწის გადაცემის საკითხი უნდა განხილულიყო, ბიუროზე არც საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს და არც მოქალაქეებს მისცეს კითხვების დასმის უფლება. „საკრებულოს თავმჯდომარე შემოვიდა, იკითხა, – შეკითხვა ხომ არ გაქვთო. მაშინვე ადგა, ჩაიდო ჯიბეში გასაღები თუ ტელეფონი და დარბაზიც დაიშალა. აშკარაა, რომ წინასწარ იყვნენ …

იქნება თუ არა შეზლონგები პლაჟზე – ზღვაზე ბანაობა დისტანციის დაცვით

რა წესების დაცვა მოუწევთ მოქალაქეებს პლაჟზე კორონავირუსის გამო, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. განსხვავებული სეზონისთვის ემზადება ბათუმის ბულვარიც. დამსვენებლები ვალდებული იქნებიან პლაჟზე ორ მეტრამდე სოციალური დისტანცია დაიცვან და გამოიყენონ სადეზინფექციო საშუალებები. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დოკუმენტურად ყველაფერი აქვთ მზად და ელოდებიან ჯანდაცვის სამინისტროდან …

ბათუმის ბულვარი: იზღუდება ატრაქციონებისა და სპორტულ-გასართობი მოედნებით სარგებლობა

ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, ბულვარის მთელ ტერიტორიაზე დაწესდება შეზღუდვები. აკრძალულია: სპორტულ-გასართობი მოედნებით სარგებლობა; ძველ და ახალ ბულვარში საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა; სავარჯიშო სპორტული ტრენაჟორებით სარგებლობა ბულვარის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში დახურულია სკეიტ-პარკი, ჩოგბურთის მოედანი, ვეტერანთა საჭადრაკო კლუბი „ნონა“, შეჩერებულია ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული კაფე-ბარების ფუნქციონირება. „მაქსიმალურად …

ბათუმის მერი: პლაჟებს არ შემოღობავენ, დამრღვევი დაჯარიმდება

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ბათუმის მერიის მიერ ზღვისპირა პლაჟის კონკრეტული მონაკვეთის გარკვეული ვადით გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტირება მოჰყვა. „ვხედავ ცალკეული პირების მხრიდან არასწორ ინტერპრეტაციას, თითქოს ეს შემოიღობება და ასე შემდეგ“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ დღეს, 24 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე. საკითხი ეხება ბათუმის ძველ ბულვარში, ნინოშვილისა და ჟღენტის ქუჩების კვეთის …

„ბათუმი თაუერი“ ძველ ბულვარში მიწის ნაკვეთს ითხოვს – მერია თანახმაა

ბათუმის ძველ ბულვარში, ნინოშვილისა და ჟღენტის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, შპს „ბათუმი თაუერი“ მიწის ნაკვეთს იჯარის წესით, ათი წლის ვადით ითხოვს. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა იყიდა და დამატებითი შენობის მშენებლობის ნებართვაც მიიღო. კომპანია აქ სასტუმრო „ლე მერიდიანს“ აშენებს. კომპანიის მოთხოვნაა ასევე, რომ ნაკვეთი, რომელიც პლაჟს ეკუთვნის, აუქციონის გარეშე, პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცეს. …

ნინო ინაიშვილი: ბულვარში გეგმავენ სასტუმროს და არა ბალნეოლოგიური ცენტრის აშენებას

„ბალნეოლოგიური ცენტრი“, რომელსაც შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში აშენებს, მომავალში შესაძლოა სასტუმროდ იქცეს. ძეგლების დამცველები მიიჩნევენ, რომ კომპანია სწორედ სასტუმროს ნომრების შექმნაზეა ორიენტირებული და ნებართვა სამკურნალო დაწესებულებისთვის  მხოლოდ იმიტომ მოითხოვა, რომ ასე მისი მიღება გაუადვილდებოდა. ბულვარში სასტუმროს მშენებლობა კანონით დაუშვებელია. რა ინფორმაცია მიაწოდა კომპანიამ აჭარის კმდ-ს ძეგლების საბჭოს, როცა პროექტის სიმაღლის 15-სართულამდე გაზრდა მოითხოვა? – ამ …

რას ფიქრობენ ხელისუფლების წევრები ბულვარში 15-სართულიანი შენობის აშენებაზე

მიიღებს თუ ვერა შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში 15-სართულიანი შენობის აშენების უფლებას? – ეს  საკითხი ბათუმში ისევ მწვავე განხილვის საგანია. მოქალაქეები, რომლებიც გასულ წლებში ბულვარში ერთ-ერთი ხეივნის გაუქმების შესაძლო გადაწყვეტილებას აქციებით აპროტესტებენ, ამბობენ, რომ ამ მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შემთხვევაში ბულვარის დასაცავად ქუჩაში ისევ გამოვლენ. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, არ გასცეს ამ მშენებლობაზე ნებართვა. რას ფიქრობენ ისინი, რომლებიც …

დავა სასამართლოში ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურები გამო – ბულვარის განმარტება

ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურებში, რომლებიც დაზიანებულია და ახალ ბულვარში ალაგია,  ბულვარის ადმინისტრაციას თანხა გადახდილი არ აქვს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ადმინისტრაციაში უთხრეს. ფიგურებში დახარჯული თანხის გამო, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ალიგატორი 1“ ბულვარს სასამართლოში ედავება. 2016 წლის აპრილში, ბულვარსა და კომპანია „ალიგატორი 1“-ს შორის, ანტივანდალური ფიგურების შეძენა-მონტაჟზე ხელშეკრულება 69 140 ლარზე გაფორმდა. კომპანიამ ფიგურები ბულვარში დაამონტაჟა [ეს …

ფიგურების „სასაფლაო“ ახალ ბულვარში [ფოტო]

ბათუმის ახალ ბულვარში, ე.წ. ამფითეატრის მიმდებარედ, ერთ დროს ბულვარში განთავსებული ფიგურები, დეკორატიული სკულპტურები, ფილები თუ სხვადასხვა სახის ინვენტარი, ღია ცის ქვეშ, უწესრიგოდ ყრია. ფიგურების და ინვენტარის უმეტესობა დაზიანებულია. ამ ადგილზე დაზიანებული ნივთები ბოლო რამდენიმე წელია ალაგია, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ წლის ბოლოს მიმდინარეობდა ინვენტარიზაცია და დაახლოებით 10 დღის შიგნით ტერიტორია დალაგდება. …

„ამბასადორი ბათუმს“ ბულვარში 15 სართულიანი კომპლექსის აშენებაზე უარი უთხრეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ “ამბასადორ ბათუმს”, რომელსაც ბათუმის ბულვარში 15 სართულიანი კომპლექსის აშენება სურდა, უარი უთხრა. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ფეისბუქში დაწერა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭომ ბათუმის ბულვარში 15-სართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრის პროექტის ესკიზურ ვარიანტზე გუშინ, 30 დეკემბერს იმსჯელა, თუმცა არ შეითანხმა. პროექტის განხილვას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში. სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერდნენ, რომ დაუშვებელია …

„ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში 15 სართულის აშენების ნებართვას ითხოვს

ბათუმის ბულვარში, მთავარი შადრევნის გასწვრივ, ყოფილი პოლიკლინიკის ტერიტორიაზე, კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ 15 სართული შენობის აშენების ნებართვას ითხოვს. პროექტზე დღეს, 30 დეკემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში [კმდს] მსჯელობენ. კომპანია „ამბასადორი ბათუმის“ მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან. კომპანიამ ბულვარში სამშენებლო მოედანი 2016 წელს მოაწყო. როგორც მაშინ კმდს არწმუნებდა საზოგადოებას, ნებართვა ოთხი სართულის მშენებლობაზე იყო გაცემული და შენობას მომავალში …

1 მილიონს გადააჭარბა ბათუმში საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილმა თანხამ 

1 მილიონ 105 ათას 445 ლარი – ეს თანხაა ამ დროისთვის ქალაქისა და აჭარის ბიუჯეტებში გათვალისწინებული, წელს, ბათუმში, საახალწლო ღონისძიებებისთვის და ქალაქის გაფორმებისთვის. შარშან იგივე მიზნისთვის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯა. ამ თანხიდან 428 423 ლარი – უშუალოდ ქალაქის გაფორმებისთვისაა გათვალისწინებული, 271 950 ლარი – საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის, 52 100 ლარი – ნაძვის ხის დეკორატიული …

Exit mobile version