Batumelebi | ბათუმის ბულვარი: იზღუდება ატრაქციონებისა და სპორტულ-გასართობი მოედნებით სარგებლობა ბათუმის ბულვარი: იზღუდება ატრაქციონებისა და სპორტულ-გასართობი მოედნებით სარგებლობა – Batumelebi

ბათუმის ბულვარი: იზღუდება ატრაქციონებისა და სპორტულ-გასართობი მოედნებით სარგებლობა

ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, ბულვარის მთელ ტერიტორიაზე დაწესდება შეზღუდვები. აკრძალულია:

  • სპორტულ-გასართობი მოედნებით სარგებლობა;
  • ძველ და ახალ ბულვარში საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა;
  • სავარჯიშო სპორტული ტრენაჟორებით სარგებლობა

ბულვარის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში დახურულია სკეიტ-პარკი, ჩოგბურთის მოედანი, ვეტერანთა საჭადრაკო კლუბი „ნონა“, შეჩერებულია ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული კაფე-ბარების ფუნქციონირება.

შეზღუდვები შეეხო საბავშვო ატრაქციონებსაც.

„მაქსიმალურად შეზღუდეთ ბულვარში სეირნობა. განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში კი გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაიცავით სოციალური დისტანცია. ბათუმის ბულვარში არსებულ საპარკე ინსფრასტრუქტურაზე შეხების დროს კი, მაქსიმალურად დაიცავით დეზინფექციის ნორმები,“-ნათქვამია „ბათუმის ბულვარის“ განცხადებაში.

„ბათუმის ბულვარის“ განცხადებით, სპორტული მოედნები და გასართობი ცენტერბი, ამკრძალავი ლენტით შემოიღობება.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის ბულვარი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მეორე დღეს/ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com