რატომ გაქრნენ ციყვები ბათუმის ბულვარიდან?

მე-20 საუკუნის ბოლოს, ბულვარსა და ცენტრალურ პარკში ციყვებს ხშირად ნახავდით, დაახლოებით ათი წელია კი ბულვარში ვერც ერთ ციყვს ვეღარ შეხვდებით. რატომ გაქრნენ ციყვები ბათუმის ბულვარიდან? – ამ კითხვაზე ბათუმის ბულვარის ზოოკუთხის ზედამხედველს, ამირან მურვანიძეს, საკუთრი მოსაზრება აქვს. იგი 25 წელია ბათუმის ბულვარში მუშაობს და აქ ბინადარი ცხოველებსა და ფრინველებს აკვირდება. ამირან მურვანიძის აზრით, ბულვარიდან ციყვების …

ინვესტორმა სანრემოსა და პირსის რეკონსტრუქციის პროექტი შეცვალა

შპს „ხიდი 2006“-მა რესტორან „სანრემოსა“ და მასთან არსებული პირსის რეკონსტრუქციის პროექტი შეცვალა. ცვლილების მიზეზი გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა და  გზების დეპარტამენტის უარია [ეს დეპარტამენტი კურირებს ნაპირდაცვის საკითხებსაც]. „სანრემოს“ შენობა და  მისი მიმდებარე ტერიტორია „ხიდი 2006-ს“ 49-წლიანი იჯარით აქვს გადაცემული. გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნის მიხედვით, რესტორან „სანრემოს“  შენობისა და პირსის რეკონსტრუქცია მხოლოდ არსებული მასშტაბით, ხიმინჯების რაოდენობის …

ბათუმში ადაპტირებული პლაჟი მომავალ სეზონამდე დაიხურა

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან ბათუმის ბულვარის ადაპტირებული პლაჟი ოფიციალურად დაიხურა. „აღსანიშნავია, რომ გახსნის დღიდან ადაპტირებული პლაჟით დაახლოებით 100-მა ადგილობრივმა და უცხოელმა მომხამრებელმა ისარგებლა,“ – აცხადებს ბულვარის ადმინისტრაცია – „ადაპტირებული პლაჟი მომავალი საზღვაო სეზონის დაწყებისთანავე გააგრძელებს ფუნქციონირებას“. ____________________ მთავარი ფოტო: ადაპტირებული პლაჟი ბათუმში / ბათუმის ბულვარის ფოტო ამ თემაზე: შშმ პირები დამოუკიდებლად იბანავებენ ზღვაში – …

ბათუმის ბულვარში ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

9 სექტემბერს, ბათუმის ბულვარში, „ალი და ნინოს“ ქანდაკების მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. იუნესკოს მშვიდობის არტისტი ღია ცის ქვეშ ბათუმელი მსმენელის წინაშე შოპენის და შუბერტის მუსიკალური ნაწარმოებებით წარსდგა. კონცერტში მონაწილეობა მიიღო სოფო ხალვაშმა და საქსაფონზე რამდენიმე ცნობილი კომპოზიცია შეასრულა. „მოხარული ვარ, რომ  ბათუმის ბულვარმა უმასპინძლა ისეთი მაღალი დონის პიანისტს, როგორიც ქალბატონი ელისო …

ქალაქი წვიმაში [ფოტო]

დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმში დილიდან წვიმიანი ამინდია, თუმცა გუშინდელისგან განსხვავებით ქუჩები არ დატბორილა და არც საცობებზე წუწუნებენ სოციალურ ქსელში. მიუხედავად იმისა, რომ გარუჯვის ამინდი არ არის და ზღვაზეც წითელი ალმები ფრიალებს [ეს იმის მანიშნებელია, რომ ზღვაში შესვლა არ შეიძლება], არც პლაჟი დაცარიელებულა და არც ბულვარი. აქ მაინც შეხვდებით ფერად საწვიმარ-ლაბადებში გამოწყობილ ტურისტებს, მათ განსაკუთრებულ ყურადღებას …

215 ათასი ლარი მოცეკვავე შადრევნის აუდიოსისტემის განახლებისთვის

ბათუმში არდაგანის ტბის ლაზერული შადრევნის აუდიოსისტემის განახლებისთვის „ბათუმის ბულვარს“ 215 668 ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურებას ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოცხადებულია. ლაზერული [ე.წ. მოცეკვავე] შადრევნის აუდიოსისტემის განახლება [თანმდევი მომსახურება, მონტაჟი, ინსტალაცია, ტესტირება, ტრენინგი] უნდა განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, ეტაპობრივად, 60 კალენდარული დღის განმავლობაში. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 10 სექტემბერს დაიწყება და 13 …

როდის [ვერ]ისარგებლებენ შშმ პირები ადაპტირებული პლაჟით ბათუმში

შშმ პირებს მათთვის მოწყობილი ადაპტირებული პლაჟით, ხუთი ტივტივა ეტლით, საშხაპეებითა და გამოსაცვლელებით, სარგებლობა ყოველდღე, დილის 10 საათიდან საღამოს 8-მდე შეეძლებათ. იმ შემთხვევაში კი, როცა პლაჟზე ბანაობის ამკრძალველი ნიშანი – წითელი ალმებია აღმართული, პლაჟითა და ტივტივა ეტლებით სარგებლობა აკრძალულია უსაფრთხოების დაცვის მიზნით. შესაძლოა ბანაობა დასაშვები იყოს და თეთრი ალმებიც ფრიალებდეს სანაპიროზე, მაგრამ შშმ პირებისთვის გარკვეულ დღეებში …

შშმ პირები დამოუკიდებლად იბანავებენ ზღვაში – პირველი ადაპტირებული პლაჟი ბულვარში

წელს პირველად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ზღვაში დამოუკიდებლად შეძლებენ შესვლას და ბანაობას. ბათუმის ბულვარმა ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ხუთი საცურაო ტივტივა ეტლი შეიძინა. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლისთვის უფასო იქნება. ადაპტირებული პლაჟი დღეს გაიხსნა. პირველი, ვინც დამოუკიდებლად შეძლო ზღვაში შესვლა და ბანაობა თეა კაკაბაძე იყო. შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი ბათუმის ბულვარის სანაპიროზე, რესტორან „ძველი გემის“ …

“Switzerland-საქართველო” – ორი ქვეყნის მსგავსი ადგილების ფოტოგამოფენა ბათუმში

10 აგვისტოს ბათუმის ბულვარში შვეიცარიის საელჩო მართავს გამოფენას სახელწოდებით “Switzerland-საქართველო”. “გამოფენაზე ფოტოების სახით წარმოდგენილი იქნება ჩვენ მიერ აღმოჩენილი და დანახული შვეიცარიისა და საქართველოს მსგავსება და საერთო ნიშან-თვისება,” – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოფენა ბათუმის ბულვარში, კოლონადების წინ, 16:00 საათზე დაიწყება.  

ბათუმის ბულვართან შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი გაიხსნება

ბათუმის ბულვარის სანაპიროზე, რესტორან „ძველი გემის“ მოპირდაპირედ, 9 აგვისტოს ადაპტირებული პლაჟი გაიხსნება. ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის ბათუმის ბულვარის სანაპიროზე ერთი ადგილი სრულად გახდა ადაპტირებული და საპლაჟო ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს მოერგო. „2019 წლის ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სანაპირო ზოლზე მოეწყო პლაჟზე გადასასვლელი ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე და გამოსაცვლელი. შეძენილია ადაპტირებული ტივტივა ეტლები, რომლითაც …

რას გვიბრუნებს უკან ზღვა შტორმის შემდეგ

ბათუმის ბულვარი და პლაჟი ყოველი შტორმის შემდეგ ზღვიდან გამორიყული ნარჩენებით იფარება. პლასტმასის ბოთლები, თუნუქის ქილები, ერთჯერადი ჭიქები, სიმინდის ნარჩენები – ეს   არასრული ჩამონათვალია იმ ნარჩენებისა, რასაც ზღვა უკან, ნაპირზე აბრუნებს. ნახეთ, როგორ გამოიყურება სანაპირო შტორმის შემდეგ.

ბათუმის ბულვარში 2 აგვისტოდან უფასო კინოჩვენებები იწყება – ბიაფფიადა

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] ბათუმის ბულვარში კინოჩვენებებს იწყებს. ბულვარში 10 თანამედროვე ქართულ, 4 – კინოკლასიკას და 8 მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ. კინოჩვენებები გაიმართება ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, 2, 3, 9, 11, 12, 23, 24, 25 აგვისტოს. გაიმართება დღეში ორი კინოსეანსი: 20:30 საათზე და 22:30 საათზე. კინოჩვენებები ბათუმის გარდა აჭარის რამდენიმე რეგიონშია კიდევ დაგემილი. …

ძველ ბულვარში კერძო კომპანია ორსართულიან რესტორანს აშენებს

ბათუმის ძველ ბულვარში [ე.წ. ტექნოლოგიურის შენობის უკან] ორსართულიანი რკინის კონსტრუქცია შენდება. ადგილზე მომუშავეთა თქმით, აქ კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ რესტორანს აშენებს. კომპანიის მფლობელები რუსეთის მოქალაქეები: ელგუჯა ქებურია  და ვართან ვართანოვი არიან. კომპანიის დირექტორად ელგუჯა ქებურიაა დაფიქსირებული. საინფორმაციო დაფის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2019 წლის 8 თებერვალს არის გაცემული. მშენებლობის დასრულების დროდ კი …

გართობა და უფასო ნაყინი – ახალ ბულვარში კვირას განახლებული საბავშვო მოედანი გაიხსნება

კვირას, 28 ივლისს, 12:00 საათზე, ახალ ბულვარში განახლებული საბავშვო მოედანი გაიხსნება. „ბათუმის ბულვარის“ ცნობით, კვირას, მოედნის გახსნის ცერემონიაზე ბავშვებს სხვადასხვა გასართობი აქტივობა ელით: ხატვა, ბოულინგი, რგოლების სროლა, შეჯიბრებების მრავალი სახეობა. ზღაპრული გმირებისა და ანიმატორების სპეციალური გასართობი პროგრამა ბავშვებს ბევრ სხვა სიურპრიზს შესთავაზებს, მათ შორის უფასო ნაყინებს. „ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ახალი ბულვარის საბავშვო კუთხეში სრული სარეაბილიტაციო …

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

პირველად თავისი ისტორიის მანძილზე, სსიპ ბათუმის ბულვარს განაშენიანების გეგმა ექნება. 18 ივლისს, სსიპ ბათუმის ბულვარმა განაშენიანების გეგმის შემუშავებისთვის კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული კონკურსი გამოცხადდა. განაშენიანების გეგმა მოიცავს ბულვარის სამომავლო განვითარების ხედვის შემუშავებას, ასევე ძველი ბულვარის კონსერვაციას, ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნებასა და აღდგენას მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე, …

მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბულვარმა ორ თვეში 25 პირი დააჯარიმა

ბოლო ორ თვეში ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მოძრაობის წესების ცალკეულ სამართალდარღვევებზე 25 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ექვს პირზე შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. „ბათუმის ბულვარის“  ინფორმაციით, მონიტორინგის სამსახურის მიერ ველობილიკის მიღმა ველოსიპედით მოძრაობის წესების დარღვევისთვის 4 პირი დაჯარიმდა, ელექტრომობილების მართვის წესების დარღვევისთვის – 13, მათგან 12 პირი ელექტრომობილით მოძრაობდა ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებულ აკრძალულ ტერიტორიაზე. „აგრეთვე, რიქშის ერთი …

ოკეანის დღე ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარში ოკეანის დღის აღსანიშნავად შემეცნებითი აქტივობები მოაწყვეს. ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებების  მიზანი წყლებისა და ზღვების დაცვის კუთხით ცნობიერების ამაღლება იყო. მოწვეულმა სპეციალისტებმა სკოლის მოსწავლეებისთვის ზღვის თემატიკაზე შემეცნებითი პრეზენტაციები ჩაატარეს. ბულვარის ღია სივრცეში მოწყობილ შეხვედრას ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდა, მოსწავლეები ჩაერთნენ დისკუსიაში. დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში ლიტერატურულმა კლუბმა „ლიტერპოლლომ“ ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“ განსხვავებული ფორმატით …

ორ წელზე მეტია „ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში ოთხსართულიანი შენობისთვის საძირკველს თხრის

წელს ბათუმში ჩამოსულ ტურისტს ბულვარში, მთავარი შადრევნის გასწვრივ, ყოფილი პოლიკლინიკის ტერიტორიაზე ისევ სამშენებლო სამუშაოები დახვდება. კომპანია „ამბასადორ ბათუმს“, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმებით, მშენებლობა 2018 წლის მარტში უნდა დაესრულებინა, თუმცა ჯერ არც კი დაუწყია. სამშენებლო მოედანი მაღალი ღობითაა შემოსაზღვრული და ობიექტის დაცვა  მასთან მიახლოებაზეც კი რეაგირებს, თუმცა მაინცაა შესაძლებელი იმის ნახვა, რომ ჯერ …

ბათუმში მსოფლიო ოკეანის დღეს აღინიშნავენ

ხვალ, 8 ივნისს, ბათუმის ბულვარში მსოფლიო ოკეანის დღეს აღნიშნავენ. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძველ ბულვარში სპეციალურად მოწყობილ ღია სივრცეში სკოლის მოსწავლეებს დარგის სპეციალისტები მიაწოდებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას წყალქვეშა ეკოსისტემის დაცვისა და ზიანის შემცირების საკითხებზე. „დაგეგმილია საზღვაო თემატიკის ამსახველი შემეცნებითი ვიდეო-პრეზენტაციებიც. ლიტერატურული კლუბი „ლიტერპოლლო“ წარადგენს ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვას“ განსხვავებული ფორმატით. პრეზენტაცია აქცენტირებული იქნება ოკეანის, როგორც ბუნების …

ბათუმის ბულვარი სანაპიროზე სამაშველო სამეთვალყურეო კოშკურებს ააშენებს

„ბათუმის ბულვარი“ სანაპირო ზოლზე ხუთ საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო შენობას [კოშკურას] ააშენებს. კოშკურები ძირითადად ლითონის კონსტრუქციის იქნება. მშენებლობისთვის ბულვარის ადმინისტრაციას 150 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული და შესაბამის მომსახურებას ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ორმოცი დღის ვადაში. კოშკურების განთავსების ადგილებს ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლზე ბულვარის ადმინისტრაცია განსაზღვრავს. წინადადებების მიღება 2019 წლის …

ბათუმის ბულვარში 15 ათას ლარად ახალი სკვერი მოეწყობა

ბათუმის ძველ ბულვარში, იქ, სადაც იასონ გორდეზიანის ძეგლი დგას, ახალი სკვერი მოეწყობა. სკვერის მოწყობაზე ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა. სკვერი მცირე ზომის იქნება. საპროექტო ტერიტორიაზე 60 კვ.მ. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, იქნება დასაჯდომი სივრცე. სკვერში უკვე დაირგო წითელ ნუსხაში შეტანილი უთხოვარის ჯიშის ხეები. სკვერი თეთრი ფერის დეკორატიული ქვიშით იქნება გაფორმებული, ასევე ღამით დეკორატიულად განათდება. დაგეგმილია …

პლაჟზე გადასასვლელი ადაპტირებული ხის ბილიკების დალაგება დაიწყო

ბათუმის სანაპირო ზოლზე ადაპტირებულ ხის ბილიკებს ალაგებენ. ძველი ბილიკებისგან განსხვავებით, ახალი ხის კონსტრუქციები ზღვამდე მიდის. თვის ბოლომდე ბულვარის სანაპიროზე 11 ბილიკს დაამონტაჟებენ. თითოეული ბილიკის სიგანე 150 სანტიმეტრია. ადაპტირებული ხის ბილიკებისთვის ბათუმის ბულვარმა 128 933 ლარი დახარჯა.     ხის ბილიკები ბულვარის საფეხმავლო ბილიკებიდან ზღვამდე მივა.    

ელექტრომობილების ბოლო დღე ბულვარში – ხვალიდან აკრძალვა ძალაში შედის

„თუ თორნიკე რიჟვაძე არ შეგვხვდება და ისევ აეროპორტის დასახლებაში გადასვლას გვეტყვიან, არ დავიშლებით. პირიქით, ხვალიდან პროტესტის უკიდურეს ზომებს მივმართავთ. ჩვენ საარსებო წყაროს გარეშე გვტოვებენ,“ – ამბობს ბექა გუგუნავა. ის ერთ-ერთია მათგან, ვინც ამ დრომდე კვადროციკლს აქირავებდა ბათუმის ბულვარში. ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მაისიდან ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილებითა და კვადროციკლებით გადაადგილება აკრძალულია. ბულვარში უკვე …

ბულვარი შშმ პირებისთვის საცურაო ტივტივა ეტლ-სავარძლებს ყიდულობს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, საცურაო ტივტივა ეტლ-სავრძლების შესყიდვას გეგმავს. ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს არის საპილოტე პროექტი და „თუ გაამართლებს და მოთხოვნაც მეტი იქნება“ მომდევნო წლებში ასეთ ტივტივა ეტლებს დამატებით კიდევ შეიძენენ. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება. „ტივტივა ეტლ-სავარძლები ბათუმის ბულვარის საკუთრებაში იქნება და ისინი საწყის …

ბათუმის ბულვარი „გედების ტბის“ რეკონსტრუქციას გეგმავს

ბათუმის ბულვარის ზოოკუთხეში არსებული ტბის რეკონსტრუქციისთვის და ახალი აუზის მოსაწყობად „ბათუმის ბულვარს“ 281 409 ლარი აქვს გათვალისწინებული. ძველ ბულვარში არსებული ე.წ. გედების ტბის სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და 2019 წლის 16 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. [checklist] პირველი ეტაპი – გედების ტბის ახალი აუზის მოწყობის სამუშაოები – ხელშეკრულების გაფორმებიდან სამოცი კალენდარული დღის ვადაში; მეორე ეტაპი …

304 900 ლარი ბულვარის შადრევნების განათებისთვის – ტენდერი სათადარიგო ნაწილების შესაძენად

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და არხების სათადარიგო ნაწილების შესაძენად „ბათუმის ბულვარს“ ბიუჯეტში 304 900 ლარი აქვს გამოყოფილი. სათადარიგო ნაწილების შესაძენად ტენდერი გამოცხადებულია. სატენდერო პირობების მიხედვით, მაქსიმუმ აღნიშნულ თანხაში, გამარჯვებულმა „ბათუმის ბულვარს“ უნდა მიაწოდოს: შადრევნის განათებისა და წყალმფრქვევის მოდული [თანმდევი მომსახურება-მონტაჟი] – 80 ცალი; ნათურა – 12 ცალი; კვების წყარო – 4 ცალი;  LED ნათურების ფერთა …

კოლონადები ზედხედით – ბათუმის ბულვარის ახალი ლოგო

ბათუმის ბულვარს ახალი ლოგო აქვს, მასზე ბულვარის ყველაზე სახასიათო დეტალი – კოლონადებია გამოსახული. ბათუმის ბულვარის ლოგო კონკურსის შედეგად შეირჩა, იგი სარეკლამო კომპანია „კოლექტივმა“ შექმნა. „ბულვარი რებრენდინგს საჭიროებდა, გვსურს ახალ გამოწვევებს ვუპასუხოთ, ამიტომაც ლოგო არის მაქსიმალურად მინიმალისტური, მარტივად გამოხატავს სათქმელს, ქმნის ინდივიდუალურობას და ჩანს ბულვარის იდენტობა ანუ ბულვარის სავიზიტო ბარათი – კოლონადა ზედხედით. ჩვენი სურვილიც ეს იყო, …

“იქნებ, პრემიერმა თეატრიდან მაინც გადმოგვხედოს” – კვადროციკლის მფლობელების აქცია

კვადროციკლებისა და ელექტრომობილების მფლობელები დღეს, 26 მარტს, ბათუმის დრამატულ თეატრთან ახლოს, საოცრებათა სკვერში, მოულოდნელად შეიკრიბნენ. მათ პრემიერთან შეხვედრის იმედი აქვთ. “იქნებ პრემიერთან მოვახერხოთ შეხვედრა, ან იქნებ თეატრიდან მაინც გადმოგვხედოს – იკითხოს, რა უნდა აქ ამდენ ხალხსო,” – ამბობენ აქციაზე შეკრებილები. კვადროციკლის მფლობელები ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ელექტრომობილები ბულვარის ტერიტორიაზე პირველი მაისიდან ვეღარ იმოძრავებენ. …

ბათუმის ბულვარში საბავშვო კუთხე განახლდება

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ბულვარში ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობაზე ელექტრონული ტენდერი დღეს, 20 მარტს, გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა ხის ატრაქციონების, კაუჩუკის საფარისა და ადაპტირებული სკამ-საქანელას მონტაჟი. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატენდერო პირობები ითვალისწინებს ბავშვთა კუთხის ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალით მოწყობას და პრეტენდენტის მხრიდან უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატების წარმოდგენას. საბავშვო ატრაქციონების შესყიდვისთვის ბულვარის ბიუჯეტიდან 408 794 …

აჭარის მთავრობა საკრებულოსთან კვადროციკლების მფლობელებს უშუამდგომლებს

“აჭარის მთავრობა საკრებულოსთან გვიშუამდგომლებს, რომ იქ გაიმართოს მორიგი შეხვედრა,”- თქვა აჭარის მთავრობის აპარატში გამართული შეხვედრის შესახებ ორგანიზაცია “ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ. კვადროციკლების რამდენიმე მფლობელს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი დახურულ კარს მიღმა, საპროტესტო აქციის შემდეგ შეხვდა. “დაძაბული საუბარი იყო, საბოლოო უარი არ არის ნათქვამი… შევთანხმდით,  არგუმენტაცია, რაც გაქვთ, განვიხილავთო. ჩვენ მოვითხოვეთ საჯარო განხილვა. …

„ამ ზაფხულს მაინც გვამუშავეთ“ – კვადროციკლების მფლობელების აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„მხოლოდ ამ ზაფხულს გვამუშაონ და დაწესდეს რეგულაციები“, – ამ მოთხოვნით კვადროციკლების მფლობელებმა საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. საუბარია ბათუმის საკრებულოს ახალ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ბათუმის ბულვარში კვადროციკლებითა და ელექტრომობილებით გადაადგილება 2019 წლის პირველი მაისიდან აიკრძალება. ინიციატორი ბულვარის ადმინისტრაცია იყო. „იმიტომ, რომ არავის პასუხი არ მოუთხოვია, გასულ …

“სამ-სამ კვადროციკლს დავიტოვებთ, მეტს არა” – საპროტესტო აქცია ბულვარში

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან კვადროციკლების და ელექტრომობილების მფლობელებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ელექტრომობილები ბულვარის ტერიტორიაზე პირველი მაისიდან ვეღარ იმოძრავებენ. ინიციატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია იყო. “რომ გვიშვებენ, სად გვიშვებენ, სამსახური არის სადმე?” – იკითხეს დღეს ბულვარის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა ადამიანებმა. “ჩვენ თანახმა ვართ, მხოლოდ 3-3 ცალი კვადროციკლი დავიტოვოთ. აქამდე 1500 კვადროციკლი იყო …

ქართული ასოები ანბანის კოშკთან ქვაფენილზეც განთავსდება – 2-მილიონიანი პროექტი

ბათუმის მერია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 999 987 ლარია. ტერიტორიის რეაბილიტაცია ქვაფენილზე ქართული ანბანის ასოების განთავსებასაც გულისხმობს. პროექტი, რომლის მიხედვითაც ჩატარდება სამუშაოები, მერიის დაკვეთით, კერძო კომპანიის მიერაა მომზადებული. ანბანის კოშკის მიმდებარედ ერთ ადგილზე ბეჭდური ფილებით …

„ჩემი შემოსავალი ეს იყო, რა ვქნა ახლა?“ – კვადროციკლის გამქირავებლები აქციას გეგმავენ

„ეს რომ აკრძალეს, ვინმემ ჩვენზე თუ იფიქრა, რა უნდა ვქნათ?“ – ეს კვადროციკლისა და ელექტრომობილების ერთ-ერთმა გამქირავებელმა გვითხრა ბათუმის ბულვარში. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარში კვადროციკლების, მოტოციკლებითა და ელექტრომობილებით სეირნობა აიკრძალება. ეს გადაწყვეტილება საკრებულომ დღეს, 5 მარტს, მიიღო. საკრებულოს გადაწყვეტილების საპასუხოდ ბულვარში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. კვადროციკლის გამქირავებლები ეთანხმებიან ბულვარის ადმინისტრაციას და საკრებულოს იმაში, …

ბათუმის ბულვარში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალება

ბათუმის ბულვარში  მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალება. ცვლილების ინიციატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაა. შესაბამისი განკარგულების პროექტს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ხვალ, 5 მარტს, განიხილავენ. მისი დამტკიცების შემთხვევაში კი, განკარგულება ძალაში პირველი აპრილიდან შევა. განკარგულების პროექტის მიხედვით, შეზღუდვა მხოლოდ შს სამინისტროს, ბულვარის დაცვისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე არ გავრცელდება, რომლებიც ბულვარში კონტროლის მიზნით ელექტრომობილებით გადაადგილდებიან. ბულვარის ადმინისტრაციის …

მიიღებს თუ არა ბათუმის პლაჟი ლურჯ დროშას, საერთაშორისო ეკოლოგიურ ნიშანს

„ბათუმის ბულვარის“ მოწვევით ბათუმში გარემოს საგანმანათლებლო ფონდის – Foundation for Environmental Education-ის აღმასრულებელი დირექტორი დანიელ შაფერი ჩამოდის. იგი შეხვედრას 7 მარტს სასტუმრო „რედისონში“ გამართავს. ორგანიზაცია გარემოს მიმართულებით ხუთ საერთაშორისო პროექტზე მუშაობს, ესენია: ეკოსკოლები – ECO-SCHOOLS; ახალგაზრდა რეპორტიორები გარემოსთვის – Young Reporters for the Environment; სწავლება ტყეების შესახებ – Learning About Forests; ლურჯი დროშა – BLUE …

Exit mobile version