ბულვარის თემაზე ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სხდომის დანიშვნას ითხოვს

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს სხდომის დანიშნვას ითხოვს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ განაცხადა. „მთავარი საკითხი იქნება ბათუმის ბულვარი. აჭარის მთავრობამ გააკეთა რაღაც ბუნდოვანი განცხადება ბულვარის გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა რეალური ნაბიჯები არ ჩანს. გადადგნენ ბულვარის დირექტორი და მოადგილეები… ამ დროს განცხადება არ გაუკეთებია ქალაქის მერს, გიორგი ერმაკოვს. ბულვარის გადმოცემას სჭირდება ცვლილებები აჭარის და ბათუმის …

ბათუმის ბულვარის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის ბულვარის დირექტორმა არჩილ კახიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. რაც შეეხება მის მოადგილეებს, როგორც მან „ბათუმელებს“ განუცხადა, შინაგანაწესით, როცა დირექტორი ტოვებს თანამდებობას, ავტომატურად თავისუფლდებიან მოადგილეებიც. აჭარის მთავრობას განცხადება ბულვარის დირექტორის გადადგომის შესახებ ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებია. ბათუმის მერიისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი აჭარის მთავრობამ 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა. ბულვარი მერიას გადაეცემა თავისი ბიუჯეტით, რომელიც აჭარის მთავრობამ …

საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბულვარი“ განცხადება

საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ძველი ბულვარი“, ეხმიანება აჭარის მთავრობის განცხადებას ბულვარის დირექტორისა და მისი ორი მოადგილის თანამდებობიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით: „აღვნიშნავთ, რომ სსიპ „ბათუმის ბულვარის“ თანამშრომლების განთავისუფლება არ არის არც საინიციატივო ჯგუფის და არც საზოგადოების მოთხოვნა. ჩვენი მიზანია ბათუმის ბულვარის, როგორც ისტორიული ბაღის დაცვა და შენარჩუნება“, – აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარი მერიას იმ …

სულხან სალაძე: „თუ პროცესი გართულდება, აჭარის მთავრობა იტყვის, რომ მხარე ბათუმის თვითმმართველობაა“

აჭარის მთავრობა ამბობს, რომ ბულვარს სამართავად ბათუმის მერიას უბრუნებს და მისი მართვის პროცესში აღარ ჩაერევა. მანამდე კი ბულვართან დაკავშირებით შექმნილ საინიციატივო ჯგუფს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე კონცეფციის შეცვლას და მესამე ალიას შენარჩუნებას შეჰპირდა. მანვე თქვა, რომ კომპანია, რომელიც ბულვარში სამუშაოებს აწარმოებს, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე თანახმაა. რა მოხდება მას შემდეგ, რაც ჯერი ამ ყველაფრის დოკუმენტურად გაფორმებაზე …

არჩილ ხაბაძე: თურმე ბულვარში ოქროს ზოდებია და თუ ასეა, ჩვენ ვუბრუნებთ მას მერიას (ვიდეო)

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარი მერიას იმ ბიუჯეტთან ერთად გადაეცემა, რაც წელს იქ განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად იყო განსაზღვრული. ეს 11 მილიონი ლარია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბულვარის მართვაში აღარ ჩაერევა. უზურფრუქტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც წინა ხელისუფლების დროს საკრებულომ ბულვარი სამართავად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, ჯერჯერობით არ გაუქმდება. „რადგან ბათუმის მერიას არ აქვს …

ვინ გადაწყვეტს ბულვარში სამივე ხეივნის შენარჩუნების საკითხს

აჭარის მთავრობის 2 სექტემბრის სხდომაზე გაკეთდა განცხადება, რომ ბათუმის ბულვარი, თავის ბიუჯეტიანად, სამართავად გადაეცემა მესაკუთრეს – ბათუმის მუნიციპალიტეტს. აჭარის 2016 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ბულვარისთვის – „ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობისთვის“ – 10 მილიონ 368 ათას 500 ლარია გამოყოფილი, ხოლო ადმინისტრაციისთვის კიდევ 1 მილიონ ლარზე მეტი. ამ თანხის ათვისება ბულვარის ადმინისტრაციას დაწყებული ჰქონდა. ტერიტორიაზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული …

აჭარის მთავრობა ბულვარს ბათუმის მერიას უბრუნებს

ბათუმის მერიისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი აჭარის მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა. ბულვარი მერიას გადაეცემა თავისი ბიუჯეტით, რომელიც აჭარის მთავრობამ მისთვის წლის დასაწყისში გამოყო. სხდომაზე ითქვა, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაკვეთით მიიღო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინსტრმა დავით ბალაძემ განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე გაათავისუფლებს ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეეებს თანამდებობებიდან, რის შემდეგაც ბათუმის მერიას, …

„ბათუმის ბულვარი“ 120 ათასი ლარით სუვენირების დახლებს შეისყიდის

„ბათუმის ბულვარი“ 30  სუვენირების დახლს შეისყიდის, რისთვისაც 120 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. დახლების შეძენაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის განმავლობაში ადმინისტრაციას წარუდგინოს მისაწოდებელი სუვენირების დახლის ნიმუში ბულვარის მიერ წარმოდგენილი ესკიზის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ნიმუში არ დააკმაყოფილებს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მოხდება …

ბათუმის ბულვარში ხეების დასაფერთხად მოხალისეებს ელოდებიან

საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ წევრის, ნათია აფხაზავას ინფორმაციით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ბულვარში ხეების დასაფერთხად დახმარება სჭირდება: „ვესაუბრე ბულვარის ადმინისტრაციას. ისინი ინტენსიურად მუშაობენ, რომ ხეები დროულად დაფერთხონ, მაგრამ რადგან თოვა გრძელდება, საჭიროა მეტი მობილიზება. ბულვარის ადმინისტრაციას აქვს ბამბუკები და ვისაც დახმარების სურვილი აქვს, შეულიათ მიმართოს. ასევე იყო თხოვნა, ბავშვებს ნუ წამოიყვანენ ბულვარში, რადგან არის …

სულხან სალაძე ბულვარში ხეივნის შენარჩუნებაზე: განცხადება მედიაში არ ნიშნავს, რომ ეს ქაღალდზე გაფორმდება

ბათუმის ბულვარის სამივე ხეივნის შენარჩუნებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზეპირი განცხადება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მთავრობა დათმობაზე რეალურ მიდის და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნები მთლიად შესრულდება? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ იურისტმა სულხან სალაძემ უპასუხა. სულხან, მთავრობა ამბობს, რომ ბათუმის ბულვარის სამივე ხეივანს შეინარჩუნებს. თუმცა, დოკუმენტურად ეს გადაწყვეტილება ჯერ არავის უნახავს. არის თუ არა ეს …

არჩილ ხაბაძე: ბულვარში სამივე ალეა უნდა აღდგეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ბათუმის ბულვარში სამივე ალეა უნდა აღდგეს: „მზაობა მთავრობის მხრიდან, პირადად ჩემი მხრიდან არის, რომ უნდა აღდგეს სამივე ალეა, მე მხედველობაში მაქ… საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოსახლეობის და ბათუმის ბულვარის გულშემატკივრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ამას ერთმნიშვნელოვნად ვამბობ. მაგრამ რამდენიმე დღე კიდევ დამჭირდება, ვაწარმოებთ კონსულტაციებს, რომ ეს პროცესი …

კონცეფციამდე წასაკითხი

ავტორი: სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა ასოციაციის (საიას) იურისტი. გამოქვეყნდა საიას ოფიციალურ ვებგვერდზე   XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ფრანგი მებაღისა და დეკორატორის მიხეილ დ’ალფონსის თაოსნობით ბათუმის ბულვარის განაშენიანება დაიწყეს. იმ დროიდან მოყოლებული ბათუმის ბულვარი ყველა იმ ამბის და მოვლენის მომსწრეა, რომელიც ბათუმის, როგორც ქალაქის განვითარებას ახლდა თან. ამ ხნის განმავლობაში ვინ არ ნახა ბულვარმა: რუსეთის …

ამ საქმიდან საბოლოოდ გამარჯვებული მაინც ბათუმელები გამოვლენ!

ავტორი: სულხან ღლონტი ბათუმის ბულვარის დასაცავად გამართული აქციები, ჩვენი ქალაქის ისტორიის რეალურად ახალი და უნიკალური ფურცელია. იგი თავისი არსით მეტია ვიდრე ერთ კონკრეტული მოთხოვნა. დღემდე არსებული „ტრადიციული სისტემა“ გულისხმობდა ხელისუფლების გადაწყვეტილებების პრაქტიკულად უაპელაციოდ მიღებას და აღსრულებას. ნგრევა თუ შენება ხელისუფლების ექსკლუზივი იყო და აქამდე არც ერთ გადაწყვეტილებას ასეთი ორგანიზებული წინააღმდეგობა არ შეხვედრია მოქალაქეების მხრიდან. დღეს …

მთავრობა ბათუმის ბულვარში ხეების გადარგვას გეგმავს

ბათუმის ბულვარში დიოდთოვლობის გამო მოგლეჯილ ხეების ადგილას ახალ ხეებს ჩარგავენ – ამის შესახებ გასულ კვირას აჭარის მთავრობამ იმ ბრძანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის ბუკნარის ტერიტორიიდან გიგანტური ხეების ამოღების კანონიერებაზე მიუთითებდა. აჭარის მთავრობის მიერ გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, ბათუმის ბულვარში ხეების გადარგვას ფინანსური თუ ტექნიკური თვალსაზრისით ბიძინა ივანიშვილი უზრულველყოფს. „ამავე პროექტის ფარგლებში …

ბათუმის ბულვარის პოლიტიკური ფასი

ბათუმის ბულვარში დაგეგმილ თუ მიმდინარე სამუშაოებს, რისთვისაც ამ ეტაპზე თითქმის მილიონ ნახევარი ლარია ბიუჯეტიდან გამოყოფილი, საზოგადოება რეგულარულად აპროტესტებს. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება ბულვართან დაკავშირებით თავის გეგმებზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს. რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს მოქმედ ხელისუფლებას ისტორიული ბულვარის შეცვლის განზრახვისთვის? – პროცესებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე აფასებს. ასლან, თქვენი აზრით, რატომ არის, რომ ნებისმიერი ხელისუფლება …

ზურაბ ბაქრაძე: ბულვარში ჩარევა საზოგადოების გარეშე არ უნდა ხდებოდეს [ვიდეო]

„ბათუმის ბულვარში სავალი ბილიკის გაუქმება და მოლის დაგება არსებითი ჩარევაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში… ბათუმელების, საზოგადოების ნებართვის გარეშე, ბულვარში ჩარევა არ უნდა შეიძლებოდეს“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე, რომელიც დღეს ბათუმში, ძველი ბულვარის დასაცავად გამართულ აქციაზე იმყოფებოდა. „რაც გასაჯაროვდა, მართალია არ არის სრულყოფილი კონცეფცია, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო, თუმცა, პირველი ესკიზის დონეზე ის უარსაყოფია“ – …

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად და ბულვარი დღეს |ფოტო|

კვირას, 17 იანვარს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე „ვარდების სკვერში“ [ქალაქის მერიასთან] დაგეგმილია მორიგი აქცია – „არა ბულვარის დამახინჯებას“.  აქციის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქზე” ვრცელდება. აქციის ორგანიზატორთა ძირითადი მოთხოვნებია: „ბათუმის ძველ ბულვარში არსებული ხეივნებისა და ბილიკების შენარჩუნება; მათი სათანადოდ მოვლა, არსებული მწვანე საფარის და ნარგავების შენარჩუნება. კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რისი აგებაც შესაძლებელია ბათუმის ძველ ბულვარში. დაუშვებლად …

შესაძლებელია თუ არა ძველი ბულვარის შენარჩუნება

„კონცეფცია, რომელიც წარმოადგინა კომპანიამ შუალედური განხილვისთვის, შესაძლებელია განხორციელდეს ახალ ბულვარში, ან კიდევ ქალაქის სხვა უბანში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ბათუმის ძველ ბულვარში… რაც შეეხება ბილიკის გაუქმებას, საკითხის მოგვარება სამართლებრივ ფორმატში შესაძლებელია, თუ იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნება და კომპანიის  თანხმობა“, – აცხადებს საიას იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ „კონცეფციაში შესაძლებელია ცვლილების შეტანა და სამი ხეივანის …

მოხალისეები 3 იანვარს ბათუმის ბულვარში ხეების გადასარჩენად შეიკრიბებიან

ბათუმში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს. თოვლმა დააზიანა ბათუმის ბულვარი, დაზიანებულია მრავალწლოვანი ხეები და ნერგები. ხვალ, 12 საათზე ბულვარში, სასტუმრო “ინტურისტთან” და ბათუმის მერიასთან მოხალისეები შეიკრიბებიან და ხეების თოვლისგან გათავისუფლებაში მიიღებენ მონაწილეობას. აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

საია ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბოლო დღეებში აქტუალური გახდა საკითხი, რომელიც ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე დაიწყო მუშაობა. ბათუმის ბულვარი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნებისმიერ ფორმით სახეცვლილება ან რაიმე ფორმით ჩარევა დაკავშირებული უნდა იყოს ძეგლის ინტერესებთან და არ უნდა არღვევდეს მის …

პეტიცია ბათუმის ძველი ბულვარის დასაცავად

საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“  პეტიციას აქვეყნებს და აჭარის მთავრობას მიმართავს ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას. „ბათუმის ბულვარს აქვს თავისი კონცეფცია, რომელიც უკვე 130 წელია ყალიბდება. დაარსებიდან დღემდე ბულვარი ბათუმის ისტორიის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მიგვაჩნია, რომ გადაკეთებითა და შეცვლით ბულვარი დაკარგავს იმ ნიშან-თვისებებს, რის გამოც იგი კულტურული მემკვიდრეობის …

29 დეკემბერს ბათუმის ბულვარის დასაცავად მორიგი აქცია გაიმართება

“ამ აქციის მიზანია ხელი შევუშალოთ ბულვარის ისტორიული დაგეგმარების და ძველი სტილის დამახინჯებას. კონკრეტულად, შუაში მდებარე ხეივანის გაუქმებას,რაც გამოიწვევს ბულვარის, როგორც ისტორიული ძეგლის განადგურებას და მისი ფუნქციის შეცვლას” – წერია ფეისბუქში დაანონსებული აქციის ანოტაციაში. აქცია 29 დეკემბერს, ბულვარის კოლონადებთან, 13 საათზეა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ძველი ბულვარის რეკონსტრუქცია, აჭარის მთავრობამ, რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. სამი სავალი …

ისტორიული ბაღები ფლორენციის ქარტია – 1982

აჭარის ხელისუფლებამ დაანონსა, რომ ის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობს. შესაბამისი ვიდეოკლიპის გავრცელებამ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული კონცეფცია ფლორცენციის ქარტიისთან შესაბამისობაშია. „ბათუმელები“ აქვეყნებს ქარტიის სრულ ვერსიას იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირებმა თავად განსაზღვრონ, ეწინააღმდეგება თუ არა ბულვართან დაკავშირებული სახელისუფლო გეგმები ფლორენციის ქარტიას. პრეამბულა ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო კომიტეტისა (ICOMOS) და ლანდშაფტის …

ბულვარში სავალი ბილიკის გაუქმებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებს

ბათუმის ძველ ბულვარში სამი სავალი ბილიკიდან ერთი უქმდება და მის ადგილს,  სავარაუდოდ, მწვანე საფარი დაიკავებს. ვინაიდან „ძველი ბულვარი“ კულტურული მენკვიდრეობის ძეგლია, იქ მიმდინარე სამუშაოები უნდა შეთანხმდეს აჭარის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი აცხადებს, რომ სამუშაოები გეგმიურია, სააგენტოსთან შეთანხმებულია და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. „ბათუმელებმა“ გადაამოწმა სატენდერო დოკუმენტაცია და აღმოჩნდა, რომ კომპანიასთან …

გამაფრთხილებელი აქცია ბათუმში ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად

25 დეკემბერს ბათუმის ბულვარში ძველი ბულვარის დასაცავად გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქალაქის ისტორიულ ბულვარში ახალი კონცეფციის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. ახალი კონცეფციის თანახმად, ბულვარში უქმდება ფეხით სავალი ერთი ზოლი, ამ ნაწილს გამწვანება და კაფე-ბარები ემატება, იცვლება სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაც. სწორედ ამ ცვლილებების წინააღმდეგ გამოვიდნენ დღეს ძველ ბულვარში მოქალაქეები. დღის პირველ საათზე ბულვარში, სასტუმრო „ინტურისტის“ წინ ხალხი …

დებატები ბათუმის საკრებულოში ბულვარის კონცეფციაზე [ვიდეო]

25 დეკემბერს ბათუმის ძველი ბულვარის კონცეფცია მწვავე განხილვისა და დებატების მიზეზი გახდა ბათუმის საკრებულოში. ქალაქის საკრებულოში სხდომა ბათუმის ბულვარში, ძველი ბულვარის დასაცავად გამართული აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

ხვალ, 25 დეკემბერს, ძველი ბულვარის დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართება

„არა ძველი ბულვარის დამახინჯებას“ – ამ სლოგანით აქცია ბათუმში ხვალ, 25 დეკემბერს, 13 საათზე, სასტუმრო „ინტურისტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. აქციის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქზე“ ვრცელდება. „აქციის მიზანია ხელი შეუშალოთ ძველი ბულვარის დამახინჯებას და უგემოვნო რეკონსტრუქციას“ – აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში. აჭარის მთავრობა რომ ძველი ბულვარის რეკონსტრუქციას აპირებს, ამის შესახებ ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი. ძველი ბულვარის რეკონსტრუქციის …

ხმაური და დაპირისპირება ბათუმის ძველი ბულვარის გარშემო [ვიდეო]

23 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ძველი ბულვარის განვითარების კონცეფციის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე შედგა. დარბაზი ხალხით იყო სავსე, პრეზენტაციას მთავრობის წევრები, ბულვარში მდებარე კაფეების მეპატრონეები, არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ. რატომ გახდა აუცილებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ძველი ბულვარის რეკონსტრუქცია, მაშინ როცა ქალაქში არა ერთი ქუჩა თუ სკვერი ცუდ მდგომარეობაშია? ხომ არ …

ბათუმის ძველი ბულვარი – რატომ გახდა საჭირო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოდერნიზაცია?!

დავით მამულაძე, აჭარის მეწარმეთა კავშირის თანათავმჯდომარე, კაფე „მწვანე ბარის“ მეპატრონე „მწვანე ბარი“ ბულვარის სანაპირო ზოლში 25 წლის წინ გავხსენი, ეს ერთ-ერთი პირველი კერძო კაფე იყო დამოუკიდებელ საქართველოში. თუმცა გასულ კვირას ბულვარში მდებარე კაფეების მფლობელები არ მივუწვევივართ მთავრობას ბულვარის ახალი კონცეფციის განხილვაზე. ზუსტად არ ვიცით, რის გაკეთებას აპირებენ ძველ ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მაგრამ მინდა, …

შეხვედრის ადგილი ბათუმის ბულვარი – საპროტესტო აქცია [ვიდეო]

შეხვედრის-ადგილი-ბათუმი

Exit mobile version