თურქეთში სამუშაოდ 17 ათასი ადამიანი გადავიდა – ბოლო 10 თვის მონაცემი

ბოლო 10 თვეში საქართველოდან თურქეთში 17 ათასზე მეტი ადამიანი გადავიდა. აქედან 786 მოქალაქე ამ პერიოდში თურქეთში ორჯერ/განმეორებით იმყოფებოდა. მეზობელ სახელმწიფოში გადასულთაგან ქალი იყო – 7 355, ხოლო კაცი – 10 464. აჭარის დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, ამ მონაცემებში არ შედიან თურქეთში მკურნალობის მიზნით გადასული მოქალაქეები, ასევე არ შედიან სტუდენტები თუ თურქეთში ბინადრობის უფლების მქონე მოქალაქეები. სააგენტოს …

„აღარ არის ადგილი“ – ბათუმში კოვიდსასტუმროს ამატებენ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ბათუმში კოვიდსასტუმროს მოსაწყობად კომპანია „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმთან“ ახალი ხელშეკრულება 300 ათას ლარზე 2021 წლის 8 აპრილს გააფორმა. დოკუმენტების მიხედვით, 8 აპრილითაა დათარიღებული აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მიერ დეპარტამენტში გაგზავნილი წერილიც, რომ არსებულ კოვიდსასტუმროში აღარ არის თავისუფალი ადგილი და ვეღარ იღებენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს. „ვინაიდან უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში აჭარის რეგიონში კვლავ მნიშვნელოვნად …

ზედა სამების სკოლაში 6 მასწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა – 25 თებერვალი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში, ზედა სამების საჯარო სკოლაში, 6 პედაგოგს კოვიდი დაუდასტურდა. ცენტრის ინფორმაციით, ერთ-ერთ მასწავლებელს გუშინ, 24 თებერვალს, გეგმიური ტესტირება ჩაუტარდა და დაუდასტურდა კოვიდი. კონტაქტების გადამოწმების შემდეგ კი კოვიდი დღეს, 25 თებერვალს, ამავე სკოლაში კიდევ 5 პედაგოგს აღმოაჩნდა. სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. ხვალიდან სკოლა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავა. როგორც ქობულეთის რესურსცენტრში „ბათუმელებს“ …

ოჯახებს აჭარაში „სასურსათო კალათს“ დაურიგებენ, რაშიც 1 მილიონი დაიხარჯება

აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გადაუგზავნა. უმაღლესი საბჭო მთავრობას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო თანხის გაზრდასა და პანდემიის გამო გარკვეული სოციალური პროგრამის შემუშავებას სთხოვდა. „სასურველია, რესპუბლიკურ ბიუჯეტში შემუშავდეს ისეთი პროგრამა, რომელიც კოვიდპანდემიის პირობებში სოციალურ დახმარებას გაუწევს მოწყვლად ჯგუფებს“, –  მიიჩნევდა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. „აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადამუშავებულ …

სად შეძლებთ ბათუმში D-დიმერის კვლევას, რითაც თრომბის განვითარების რისკი დგინდება

რამდენიმე დღის წინ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თრომბოემბოლიური გართულებები კოვიდისთვისაა დამახასიათებელი, მათ შორის, უსიმპტომო პაციენტებშიც, ამიტომ სისხლის საერთო ანალიზი და D–დიმერი, შესაძლოა, ბინაზე გადაყვანილ პაციენტებს ჩაუტარონ. ბათუმის კოვიდსასტუმროში ოქტომბრის თვეში გარდაიცვალა 41 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც მძიმედ არ იყო შეფასებული და მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სწორედ კოვიდით გამოწვეული თრომბოემბოლია იყო.  თრომბოემბოლიის დროს სისხლძარღვში წარმოქმნილი …

დაგვიანებული მკურნალობა – ბათუმში კოვიდით 39 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმის სამედიცინო ცენტრში 6 ნოემბერს Covid 19-თ გარდაიცვალა 39 წლის ნათია ჯაიანი, რომელსაც ვირუსი კლინიკაში შეყვანის შემდეგ, 4 ნოემბერს პისიარ ტესტით დაუდასტურდა. აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი შოკი და ესენციური ჰიპერტენზია. პაციენტი კლინიკაში 3 ნოემბერს მიიყვანეს. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია. მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო და შესაბამისად მოთავსდა რეანიმაციაში. …

ბათუმში ახალშობილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის სამშობიარო სახლში ახალშობილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულია ჩვილის დედაც, რომელიც რამდენიმე დღეა კლინიკაში იმყოფება – ინფორმაციას ბათუმის სამშობიაროს დირექტორი ნუგზარ პაპავა ადასტურებს. მისივე ინფორმაციით, დედა და ჩვილი თავს კარგად გრძნობენ. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში კლინიკაში ხუთი ბავშვი დაიბადა – ტესტირების შედეგად  კორონავირუსი მათგან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ამ დროისთვის ბათუმის სამშობიარო სახლში 32 პაციენტი მკურნალობს, მათ …

ბათუმის სასამართლო: ამ თვიდან განახლდება პროცესების დანიშვნა

პანდემიის პირობებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესები ძირითადად დისტანციური რეჟიმით იმართება, თუმცა ადვოკატების თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა განსაკუთრებით სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო სხდომები დისტანციურადაც აღარ ტარდება. ადვოკატები განმარტავენ, რომ პანდემიამდეც გაჭიანურებული იყო სამოქალაქო საქმეების განხილვა, ამჯერად კი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ ამ თვიდან ანუ ნოემბრიდან პროცესები განახლდება. „პანდემიის გამო სექტემბერსა …

აჭარის ბიუჯეტიდან კარანტინისთვის 11,3 მლნ, რესპუბლიკურისთვის კი – 2,8 მლნ ლარი დაიხარჯა 

აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური ბიუჯეტის 2020 წლის სამი კვარტალის [იანვარი-სექტემბერი] შესრულების მიმოხილვა წარადგინა. დოკუმენტი მთავრობამ საბჭოს 27 ოქტომბერს გადაუგზავნა. ამ დოკუმენტის მიხედვით: ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით [კარანტინის მოწყობაში], სექტემბრის თვის ჩათვლით, 12 500 000 ლარის ხარჯი იყო გათვალისწინებული, ხოლო ფაქტობრივმა დაფინანსებამ 11 360 300 ლარი შეადგინა. რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის და სხვა ღონისძიებების პროგრამისთვის …

საკარანტინო სასტუმროებისთვის 78,5 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საკარანტინო ზონების მოსაწყობად, მოქალაქეთა ამ ზონებში/ზონებიდან ტრანსპორტირებისთვის და სხვადასხვა მომსახურებისთვის, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სასტუმროებთან და კერძო კომპანიებთან ჯამში 67 343 203 ლარზე აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული. თანხას კი, გაწეული მომსახურების მიხედვით უხდის. კოვიდსასტუმროების შემთხვევაშიც ხელშეკრულებებს ტურიზმის ეროვნული ადმინიატრაცია აფორმებს. 9 აპრილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონების მოწყობაზე 88 სასტუმროსთან ხელშეკრულებები მთლიანობაში 25 975 …

კოვიდზე გადაღებული ვიდეოებით YouTube-ზე თანხას ვეღარ გამოიმუშავებთ

YouTube-ის ერთ-ერთი მიმართულების დირექტორის, ტომ ლუნგის თქმით, დემონეტიზებული იქნება კორონავირუსის თემასთან დაკავშირებული ყველა ვიდეო. 2020 წლის დასაწყისში, პანდემიის საწყის ეტაპზე, როცა იუთუბმა ვირუსთან დაკავშირებული ვიდეოების ცენზურა დაიწყო, პლატფორმის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ყოველი მეოთხე ვიდეოთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა. იუთუბის სარეკლამო წესების მიხედვით, დელიკატური თემები, განსაკუთრებით კი ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხები, არ შეიძლება იყოს …

აჭარაში საბაგიროთი გადაადგილებაც აიკრძალა – როგორ იმუშავებს ხულო-თაგოს საბაგირო

ხულო-თაგოს საბაგირო გზა 25 სექტემბრიდან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იმუშავებს და კაბინაში მხოლოდ ერთი მგზავრი იქნება. საქართველოს მთავრობის 24 სექტემბრის დადგენილებით აჭარის ტერიტორიაზე აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, საბაგიროთი გადაადგილებაც. „ხულოს მერიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში შეგვიძლია მხოლოდ ერთი მგზავრის გადაყვანა. მაგალითად, ვთქვათ, ტვირთი აქვს ადამიანს გადასატანი ან ავადაა“, – გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის ა[ა]იპ …

„სქროლის“ სკუტერები „სეიფსეპტის“ სადეზინფექციო ხსნარით აღჭურვეს

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, სქროლის გუნდი ცდილობს შეამციროს პანდემიის გავრცელების რისკები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ელექტროსკუტერი, სოციალური დისტანცირების თვალსაზრისით,  ყველაზე ოპტიმალური სატრანსპორტო ალტერნატივაა. ამასთანავე, სქროლის გუნდი ცდილობს მისი მომხარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს და სეიფსეპტთან მეგობრობის ფარგლებში სკუტერები სადეზინფექციო ხსნარით აღჭურვა. „სქროლის პირველი გამოჩენა, სწორედ ეპიდაფეთქების პერიოდში მოხდა, რაც ერთგვარი გამბედავი …

ბათუმში კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევიდან 22-ის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში აჭარაში გამოვლენილი 80 ახალი შემთხვევიდან 22 პირის ინფიცირების წყარო უცნობია. „გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში გახლავთ 80 დადასტურებული შემთხვევა და რამდენიმე შემთხვევა გახლავთ კვლევის ფაზაში, ანუ ჯერ არ არის ბოლომდე კვლევა დასრულებული, საეჭვო შემთხვევებია. კორონავირუსით ინფიცირების 20-ზე მეტი შემთხვევა დაკავშირებულია რიტუალურ პროცესებთან, ანუ საქორწილო დარბაზებში …

აჭარის პოლიციის უფროსი: დავაჯარიმეთ 2 სარიტუალო დარბაზი

„დღეის მდგომარეობით დაჯარიმდა ორი ობიექტი, სადაც დარღვეული იყო სოციალური თავშეყრის ოდენობა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოეცათ მათ საჯარიმო,“  – აღნიშნა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა. დღეს, 10 სექტემბერს, აჭარის მთავრობაში შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი სხვადასხვა უწყების წარმომადგენელს შეხვდა, მათ შორის, აჭარის პოლიციის უფროსს. კოტე ანანიაშვილმა არ დააკონკრეტა, რომელი ობიექტები დაჯარიმდნენ. „ეს იყო სარიტუალო დარბაზები, სადაც იმართება საქორწინო …

200-ლარიანი დახმარების პორტალზე უკვე 772 000 ბავშვი დარეგისტრირდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული მონაცემებით, 200-ლარიანი დახმარების პორტალზე, 25 აგვისტოს 10 საათის მდგომარეობით, სულ რეგისტრირებულია 772 000 ბავშვი. მოზარდების რეგისტრაცია 15 აგვისტოს დაიწყო. პორტალზე ამ დროისთვის 459 000 ოჯახია რეგისტრირებული [ბავშვებს პროგრამაში მშობელი არეგისტრირებს-ავტ.]. უკვე დარეგისტრირებული ბავშვებისთვის ბიუჯეტიდან 154 400 000 ლარი დაიხარჯება. თუმცა რეგისტრაცია გრძელდება და, შესაბამისად, ამ პროგრამის განხორციელებისთვის ბიუჯეტის ხარჯები …

ქმარმა უჩივლა ყოფილ ცოლს covid 19-ზე რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 

ადვოკატმა ა. მ.-მ, ვისაც ყოფილი ცოლი ოჯახში ძალადობას ედავებოდა, სასამართლო დავა მოიგო. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გააუქმა ადვოკატ ა. მ.-ს წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომელიც 26 აპრილს ბათუმის პოლიციის პირველმა განყოფილებამ გამოსცა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ა.მ.-მ მოსამართლეს უთხრა, რომ პოლიციას დასახმარებლად თავად მიმართა, პოლიციელებმა კი, შემაკავებელი ორდერი მის წინააღმდეგ გამოსცეს. მოსამართლეს ადვოკატმა ა.მ.-მ …

რა შემთხვევაში მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას მოზარდები, რომლებიც 18 წლის დეკემბრამდე ხდებიან

მთავრობის დადგენილებით, ერთჯერადი სოციალური დახმარება – 200 ლარი, გაიცემა იმ ბავშვზე, რომელსაც რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის. თუ მოზარდს ხვალ, ანუ 17 აგვისტოს უსრულდება 18 წელი, დახმარების მისაღებად მშობელმა ის წინა დღით, ანუ დღეს, 16 აგვისტოს მაინც უნდა დაარეგისტრიროს ელექტრონულ პორტალზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დახმარებას ვეღარ მიიღებს. კიდევ ერთი მაგალითი რომ განვიხილოთ …

200 ლარი დახმარება ბავშვებს 18 წლამდე ჩათვლით – რეგისტრაცია დაწყებულია

მშობლებს, 0-დან 18 წლამდე ჩათვლით ბავშვებისა და მოზარდებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია უკვე შეუძლიათ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობელის, ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. ბავშვებისა და მოზარდებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება კი შესაძლებელი იქნება 2020 …

რა უნდა ქნათ, თუ სამუშაოდ თურქეთში წასასვლელად დადებითი პასუხი ვერ მიიღეთ

აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაცემებით, 10 აგვისტოს მდგომარეობით, თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად სპეციალურ პროგრამაში სულ დარეგისტრირდა 423 მოქალაქე, რომელთაგან დადებითი პასუხი მიიღო 110-მა, დანარჩენს კი, დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები დოკუმენტაციის დაზუსტებაზე. სააგენტოს ინფორმაციით, შემუშავებულ იქნა ძირითადად სამი ალტერნატიული შეტყობინება, რომლითაც პირისათვის ცნობილი გახდება, თუ რა სახის ხარვეზია განცხადებაში და რის დაზუსტებას ითხოვს სამუშაო ჯგუფი: [highlight color=”red”]sms ალტერნატივა …

300 ლარი კომპენსაციის ჩარიცხვა სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება – სააგენტო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 10 აგვისტოს მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, კომპენსაციის მიმღებად სულ დარეგისტრირდა 251 690 თვითდასაქმებული. ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია კი, უკვე გადარიცხულია 171 801 პირზე; ჯამში გადარიცხულია 51 540 300 ლარი. „რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია მაისის თვეში ჩაერიცხა 72 853 პირს – 14 570 …

თურქეთში სამუშაოდ უკვე გადადიან, თანხმობა 101-მა მოქალაქემ მიიღო – სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 9 აგვისტოს მონაცემებით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე თანხმობა ანუ დადებითი პასუხი უკვე 101-მა პირმა მიიღო, რომლებიც შესაბამის პროგრამაში დარეგისტრირდნენ. სამინისტროს ინფორმაციითვე, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე სამუშაოდ თურქეთის რესპუბლიკაში დღეს უკვე გადავიდა. „თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების ნებართვის მიმღებ პირებს გამგზავრების თანხმობის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინენებები განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე აჭარის დასაქმების სააგენტოს …

ვინც 300 ლარი ვერ მიიღო, მიიღებს თუ ვერა კომპენსაციას? – სააგენტოს განმარტება

თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ათობით მოქალაქე წერს „ბათუმელებს“, რომ დარეგისტრირების მიუხედავად ვერ მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. მათივე თქმით, არც არავინ სცემს პასუხს იმაზე [ჯანდაცვის ცხელ ხაზზე და სოცუზრუნველყოფაში], მიიღებენ თუ ვერა ამ 300 ლარს და როდის. თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია 2020 წლის 31 ივლისს დასრულდა. დასაქმების სააგენტოს 3 აგვისტოს მონაცემებით, „სისტემაში სულ დარეგისტრირდა 75 931 პირი, ვინც განაცხადა, …

თურქეთში სამუშაოდ წამსვლელებს დარეგისტრირება უკვე შეუძლიათ – ვებგვერდი ჩაირთო

თურქეთში სამუშაოდ წამსვლელ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური აპლიკაციის შევსება ელექტრონულად უკვე შეუძლიათ. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია სპეციალური ელექტრონული პროგრამით, თუმცა წამსვლელს უნდა ჰქონდეს მიწვევა თურქეთიდან, ასევე ამ მწვევის ქართული თარგმანი, დამოწმებული ნოტარიულად. აპლიკაციის შესავსებად გადადით ამ ბმულზე თურქეთში სამუშაოდ წასვლა შეუძლია საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც ფლობს თურქეთის მოქალაქის ან თურქეთში რეგისტრირებული კომპანიის მიერ გაცემულ სამთვიან მიწვევას. ეს …

თურქეთში სამუშაოდ წასვლის დროებითი წესი – მთავრობის 3 აგვისტოს განკარგულება

მთავრობამ დღეს, 3 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის მიერ თურქეთში სამუშაოდ შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების წესი დაამტკიცა. მთავრობის განკარგულებით, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის  შესაძლო  გავრცელების  აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში“ შევიდა. ამ გეგმას დაემატა შემდეგი შინაარსის 4​1 მუხლი: „მუხლი 4​1. საქართველოს მოქალაქის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის მიზნით …

რა დოკუმენტებია საჭირო თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად? – მინისტრის განმარტება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, 4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ვებგვერდზე ატვირთონ თურქეთიდან დასაქმების შესახებ მიღებული სამთვიანი ოფიციალური მიწვევა. დოკუმენტის ატვირთვიდან ერთ კვირაში მიიღებს მოქალაქე სმს შეტყობინებას, მისცემენ თუ არა მას თურქეთში წასვლის უფლებას. როგორც მინისტრი აცხადებს, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს წავიდეს თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ, შეუძლია ფიზიკური პირის ან თურქეთში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან …

როგორ მივიღო კომპენსაცია, 300 ლარი? – პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე  

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ უცხოეთში თვითდასაქმებულები ერთჯერადი კომპენსაციის სახით 300 ლარს მიიღებენ, ასობით მოქალაქე აცხადებს, რომ ვებგვერდზე რეგისტრაციას ვერ ახერხებს. არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა „ბათუმელებს“ – ისინი ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებაში დახმარებას ითხოვენ და აქვთ სხვა კითხვებიც, რომლებიც კომპენსაციის მიღებას უკავშირდება. „ბათუმელებმა“ მოქალაქეებისგან ორი დღის განმავლობაში შემოსული ყველა კითხვა დაუსვა დასაქმების ხელშეწყობის …

როგორ დავრეგისტრირდეთ 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად – ინსტრუქცია

სარეგისტრაციო პორტალზე კომპენსაციის მიმღებ პირებად დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ ის ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ იყვნენ თვითდასაქმებულები და რომლებსაც კომპენსაცია – 300 ლარი ეკუთვნით. დღეს, 29 ივნისს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ ვებგვერდზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა აღმოფხვრილი იყო, თუმცა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში [15:10 სთ] „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სარეგისტრაციო პორტალზე ტექნიკური ხარვეზია, რომლის გამოსასწორებლადაც სპეციალისტები მუშაობენ. …

მერია ინასარიძის ქუჩაზე სკვერს უფულობის გამო ვერ აკეთებს – მილიონიანი პროექტი შეჩერდა

ბათუმის მერია ინასარიძის ქუჩის N3-ის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობას გეგმავდა, თუმცა სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. პროექტის მიხედვით, ახალი სკვერისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 18 ათას 130 ლარი დაიხარჯება. აქედან, ნახევარი მილიონი – 2020 წელს უნდა დახარჯულიყო, დანარჩენი კი – 2021 წელს. ტერიტორია ჯამში 3 165 კვ/მ-ია. „ბიუჯეტში გვქონდა გათვალისწინებული, მაგრამ პანდემიის მიზეზით …

თურქეთში დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ის პირები, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ ყოველ დღე გადადიოდნენ საზღვარზე და, ასევე თურქეთში სეზონურად დასაქმებულები, მიიღებენ კომპენსაციას 300 ლარის ოდენობით. ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ საბოლოო, ოფიციალურ პასუხს ელოდებიან, თუმცა მისთვის ცნობილია, საკითხმა ყველა ეტაპი გაიარა: „საკითხი დაძრულია. როგორც იცით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში შევედით ჩვენ ინიციატივით და ისინი შევიდნენ მთავრობაში ინიციატივით. …

„თითქოს ცხოვრება ჩაქრა“ – სეზონურად დასაქმებულები თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვაზე

„დეპრესიულად ვართ, წარმოიდგინეთ, თითქოს სიცოცხლე და ცხოვრება ჩაქრა. არაფრის შანსი აღარ გვაქვს, რომ ვაკეთოთ. მუშაობა გვინდა, მაგრამ სამუშაო არაა, პერსპექტივა არაა“, – ასეთია შუახევში, სოფელ დაბაძველში მცხოვრები მანანა ქამადაძის განწყობა. კოვიდ 19-ის პანდემიის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვამ, აჭარის მთაში მცხოვრებთა ძალიან დიდი ნაწილი უმუშევრად და შემოსავლის გარეშე დატოვა. ოჯახებში, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, გვიყვებიან იმ კრიზისის …

როგორ დაეხმარნენ ქართველი სტუდენტები ავსტრიაში ერთმანეთს

ავსტრიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების დიდი ნაწილი კორონავირუსის პანდემიისას უმუშევარი დარჩა. სტუდენტების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა, ნაწილი კი ავსტრიაში დარჩა. „ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველებმა და მათ შორის ქართველმა სტუდენტებმა, რომლებმაც შეინარჩუნეს სამსახური, უმუშევრად დარჩენილებისთვის რამდენიმე დღეში შეაგროვეს 1945 ევრო. იყვნენ ისეთებიც, ვინც თავადაც დაკარგეს სამსახური, მაგრამ დანაზოგი გაუნაწილეს სხვებს და ასე გამოხატეს სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. იყვნენ ისეთი სტუდენტებიც პანდემიის …

ბრაზილიელი აბორიგენებისთვის Covid 19 შესაძლოა განსაკუთრებით სახიფათო აღმოჩნდეს

ბრაზილიაში ვირუსის გავრცელებიდან პირველად, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებული 1000 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ქვეყანაში გარდაცვალებათა პიკი ჯერ არ დამდგარა და დაავადების გავრცელების ამ ნიშნულამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირაა. ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 271 628 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 17 971 ადამიანი. თუმცა ბრაზილიას არ აქვს საკმარისი რაოდენობის ტესტები და შესაბამისად ვარაუდობენ, რომ აღურიცხავი ინფიცირებულთა რიცხვი …

„ვაქცინას პირველი აშშ-ი მიიღებს“ – მღელვარება საფრანგეთში ფრანგული კომპანიის განცხადებაზე

„სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ფულის კეთება დაუშვებელი არაადამიანობაა,“ – ეს და მსგავსი კომენტარები ფრანგულ მედიაში ფრანგული ფარმაკოლოგიური კომპანია Sanofi-ის განცხადების შემდეგ გაჩნდა. 13 მაისს კომპანია Sanofi-ს პრეზიდენტმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 18 თებერვალს, აშშ-ს ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული შეთანხმების თანახმად, თუკი კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოიგონებს, ამერიკა იქნება უპირატესი ქვეყანა, რომელიც პრეპარატს მიიღებს. …

როგორ ხატავენ ბავშვები კორონავირუსს

მსოფლიო პანდემიის პირობებში ბავშვებისთვის სახლში ყოფნა საკმაოდ რთულია. სულ გარეთ უნდათ, მეგობრებთან ურთიერთობა აკლიათ და ეზოში თამაში ურჩევნიათ შინ გამოკეტვას. კოვიდ 19-თან დაკავშირებული ინფორმაცია, ცხადია, აღწევს ბავშვებამდეც მუდმივად ჩართული ტელევიზორებიდან, ინტერნეტის საშუალებით და ოჯახის წევრების საუბრებიდან. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულ ამბებს ბავშვები სხვადასხვაგვარად ხატავენ.   „ვირუსი მონსტრია, რომელსაც აუცილებლად მოერევა მეხანძრე” – ამბობს ამ …

Exit mobile version