ბენქსის ახალ ნახატზე სუპერგმირი მედდაა

ბენქსის ახალი ნახატი ინგლისის ქალაქ საუტჰემპტონის საავადმყოფოში გამოჩნდა. ნახატი ერთ კვადრატულ მეტრს იკავებს და საავადმყოფოს ფოიეშია განთავსებული – რეანიმაციის განყოფილებასთან. ნახატზე კომბინეზონიანი ბიჭი ნაგვის ურნასთან ზის. მან ეს-ესაა გადაყარა ძველი გმირები: ბეტმენი, სპაიდერმენი და ახალი გმირის, მედდის ფიგურით თამაშობს. მედდას ხელი ცისკენ აქვს გაშვერილი და სუპერმენივით მიფრინავს, მოსასხამიც სუპერმენის აცვია. სახეზე სამედიცინო ნიღაბი უკეთია და …

კორონავირუსით დაინფიცირდა რუსეთის კულტურის მინისტრი 

რუსეთის კულტურის მინისტრს ოლგა ლიუბიმოვას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ, სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო interfax-ი ავრცელებს. ლიუბიმოვას სპიკერის თქმით, დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მინისტრი სახლიდან მუშაობს და ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის. 30 აპრილს კორონავირუსი აღმოაჩნდა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარეს მიხაილ მიშუსტინს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს და მისი მოვალეობის შემსრულებლად იმავე დღეს დაინიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრის პირველი …

ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობაში, 100 უსახლკარო ქალი შეიფარეს

ევროპარლამენტის შენობაში, ბრიუსელში, 100 უსახლკარო ქალი შეიფარეს, რომელთა უმრავლესობაც ბელგიაში, კორონავირუსის პანდემიისას, კარანტინის პირობებში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა. BBC-ის ცნობით, ევროპარლამენტის ოფისი მათთვის ოთხშაბათიდან, 29 აპრილიდანაა ღია. ოფისები საძინებლებად იქცა. თითო ოთახში ერთი ან ორი ქალი ცხოვრობს. მათ ამარაგებენ საკვებით, მედიკამენტებით და უწევენ სამედიცინო დახმარებას. ბელგიის დედაქალაქის ცენტრში განთავსებულ ევროპარლამენტის შენობაში ძალადობის მხვერპლი ქალების განთავსების …

ტრამპი აცხადებს, რომ Covid 19 ჩინური ლაბორატორიიდანაა, აშშ-ს დაზვერვა არ ეთანხმება

ტრამპი აცხადებს, რომ ნახა მტკიცებულებები, თუ როგორ გამოიგონეს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში კორონავირუსი. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ან ვერ შეძლო ვირუსის გავრცელების შეჩერება, ან მიიჩნიეს, რომ ამის გაკეთება არ ღირდა. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, ნახა თუ არა მან სარწმუნო მტკიცებულებები იმისა, რომ კორონავირუსის წყარო ნამდვილად უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტია, რაზეც ტრამპმა …

ჯანმო ევროპის ქვეყნებს – მზად უნდა ვიყოთ შეზღუდვების კვლავ გასამკაცრებლად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის ხელმძღვანელი ჰანს კლუგერი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ კონტინენტი კვლავ კოროვირუსული პანდემიის “მძლავრი მარწუხების ქვეშ” რჩება, მაშინ როცა რეგიონის ქვეყნების დაახლოებით მეოთხედი შეზღუდვების შემსუბუქებასა და მოხსნას აპირებს. „დღეს მსოფლიოში ევროპის რეგიონებზე მოდის ინფიცირების 46%, ხოლო სიკვდილიანობის – 63%“, – განაცხადა ჰანს კლუგერმა. კლუგერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში, სოციალური დისტანცირების  დაწესების …

12 ათასი ინფიცირებული, ღია ეკლესიები და დახურული ინფორმაცია – Covid19 ბელარუსში

ბელარუსში სწრაფად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულა და არც კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. თავშეყრის ბევრი ადგილი, მათ შორის, ეკლესია-მონასტრები ღიაა მლოცველებისთვის. ხელისუფლება უარყოფს ქვეყანაში პანდემიის ფართო გავრცელებას, მინსკის ყველაზე დიდი, წმინდა ელისაბედის სახელობის მონასტრის წინამძღვარი კი კორონავირუსს „უღმერთობისთვის სასჯელს“ უწოდებს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბელარუსში Covid19-ით ინფიცირების 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა. …

რუსეთში Covid19-ით ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა

რუსეთში, ბოლო 24 საათში, Covid-19-ით ინფიცირების კიდევ 7 099 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 39,9%-ს არ აღენიშნებოდა დაავადების კლინიკური ნიშნები  – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მთავრობის ოპერატიუული რეაგირების შტაბი ავრცელებს. ინფიცირების ახალი შემთხვევები ქვეყნის 85-ივე რეგიონში დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 106 498-ია, გარდაცვლილია 1 073 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 11 619. რუსეთში დღე-ღამეში Covid-19-ის ახალი შემთხვევების ასეთი …

შაბათის ქანთრი – უმუშევრად დარჩენილი მუსიკოსის ლაივკონცერტები ფეისბუქზე

მუსიკოსმა შოთა ადამაშვილმა ბოლოს ბარში 14 მარტს დაუკრა. მას შემდეგ, როგორც ყველა, დღემდე შინაა, თვითიზოლაციაში. შოთას მსგავსად პანდემიის გამო სამსახური არაერთმა მუსიკოსმა დაკარგა, რომელთა შემოსავლის მთავარი წყაროც კაფე-ბარებში, რესტორნებსა და კლუბებში დაკვრა იყო. „ორი მუდმივი სამსახური მქონდა, ხანდახან ესეც არ იყო საკმარისი და ქუჩაში ვუკრავდი. ქირით ვცხოვრობ და დამატებითი შემოსავალი მჭირდებოდა. ბევრი ახალგაზრდა  მუსიკოსია ჩემს …

კოვიდ 19-ს შეუძლია შეაღწიოს თავის ტვინში, დააზიანოს ნერვული სისტემა – BBC

Covid19 მხოლოდ სასუნთქი გზების დაზიანებით არ შემოიფარგლება და როგორც უკვე პრაქტიკული კვლევები აჩვენებს, პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილს აღენიშნება ნერვული სისტემის დაზიანებაც. ნერვულ უჯრედებზე მისი ზემოქმედების მექანიზმი ჯერ შეუსწავლელია, თუმცა მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ კავშირი არსებობს: გემოსა და ყნოსვის შეგრძნებების დროებითი დაკარგვა ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში დასახელდა Covid 19-ის სპეციფიკურ სიმპტომებად. გარდა ამისა, ცხვირიდან ვირუსს შეუძლია …

განათლებისა და ფინანსთა სამინისტროების დაფინანსება 19 მილიონით მცირდება – აჭარის საგანგებო ბიუჯეტი

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ცვლილებები შედის აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში, რის გამოც, მთავრობის განმარტებით, ცალკეული გადასახდელების მოცულობა მცირდება 23 მილიონ 370 ათას 3 00 ლარით. თუმცა ეს თანხა სრულად მოხმარდება ბიუჯეტიდან სხვა ღონისძიებების დაფინანსებას. ე.წ საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაფინანსება მცირდება შემდეგ დაწესებულებებში: უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაფინანსება მცირდება 90 ათასი ლარით. მთავრობის ინფორმაციით, ეს გამოთავისუფლებული …

578 ათასი ლარი აჭარის ფერმერებისთვის მიწის უსასყიდლოდ დასახნავად

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება წელს 2 413 500 ლარით გაიზრდება. ეს თანხა უნდა დაემატოს სხვადასხვა პროგრამას. აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გათვალისწინებულია აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ფერმერების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნის მიზნით. იმ ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელიც უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, 2,4 მილიონი ლარი …

ექიმები ვარაუდობენ, რომ Covid-19 თირკმელსაც აზიანებს

ახალი კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე მთელ მსოფლიოში ექიმები ფილტვის ვენტილაციის აპარატების არასაკმარის რაოდენობაზე საუბრობდნენ. ვირუსი აზიანებს სასუნთქ გზებს, უარეს შემთხვევაში აღწევს ფილტვებამდე და სუნთქვის უკმარისობას იწვევს. BBC-ის ინფორმაციით, აშშ-სა და ჩინეთში ექიმები აღნიშნავენ, რომ ინფიცირებულებს შორის იმატა თირკმლის უკმარისობის შემთხვევებმა. საავადმყოფოებში „ხელოვნური თირკმლის“ აპარატის, ჰემოდიალიზის დეფიციტია,  არასაკმარისია ასევე რაოდენობა იმ მედპერსონალისა, ვინც ამ აპარატთან მუშაობა …

ექსპერიმენტი 500 მოხალისით – ოქსფორდში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყო

22 აპრილიდან ოქსფორდის უნივერსიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევის პირველი ეტაპი დაიწყო, დაიწყო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდაც. ექსპერიმენტში მონაწილეობს 500 ჯანმრთელი მოხალისე – 18-დან 55 წლამდე ქალები და კაცები. Covid 19-ის საწინააღმდეგო ეს ვაქცინა ედვარდ ჯენერის ვაქცინის კვლევით ინსტიტუტში დამზადდა რეკორდულად მოკლე დროში. თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, ვაქცინის ეფექტურობა შემოდგომის დასაწყისში უნდა დადგინდეს. ვაქცინის გამომგონებლები 80%-ით …

ჯანმო: წინ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, ეს ვირუსი დიდხანს დარჩება ჩვენთან ერთად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა, ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე თქვა, რომ სახლში დარჩენის მოთხოვნამ და სხვა ფორმის ფიზიკურმა დისტანცირებამ წარმატებით შეამცირა ვირუსის გადადების შემთხვევები ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ვირუსი კვლავ უკიდურესად საშიშია. „ადრეული მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა მოწყვლადია. ეს ნიშნავს, რომ ეპიდემიებს შეუძლიათ ადვილად აალდნენ ხელახლა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშიშროება, რის წინაშეც ვართ, უკავშირდება …

აშშ-ში, თეთრი სახლის წინ, Covid19-ით გარდაცვლილი მედდების სახელები წაიკითხეს

„ჩვენ ვიბრძვით ჯოჯოხეთში სიცოცხლისთვის” – ამბობს აშშ-ის მედდების გაერთიანების წევრი, მელოდი ჯონსი, რომელმაც თეთრი სახლის წინ სამშაბათს, 21 აპრილს, კორონავირუსის პანდემიის მსხვერპლი მედპერსონალის სახელები წაიკითხა სხვა მედდებთან ერთად. საპროტესტო აქციაზე  წაიკითხეს ნიუ იორკში, ალაბამაში, პუერტო რიკოში, ნევადაში, კალიფორნიაში, მიჩიგანში, ფლორიდაში, მერილენდსა და ნიუ ჯერსში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 45-მდე მედდის სახელი. აშშ-ში 9000-ზე მეტი მედპერსონალი დაინფიცირდა …

უჯრედული თერაპია – ისრაელში კომპანია covid 19-ის სამკურნალო ახალ მეთოდს წარმოადგენს 

ისრაელში მოქმედი კომპანია Pluristem Therapeutics-ი აპირებს COVID 19-ით ინფიცირებულთა პლაცენტის უჯრედებით მკურნალობა დანერგოს. კომპანია მშობიარობის შემდგომი პლაცენტის ღეროვან უჯრედებს ამუშავებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ისრაელში მეცნიერთა ერთი ჯგუფის აზრით, ერთი პლაცენტის საშუალებით კორონავირუსით ინფიცირებული  20 000 პაციენტის განკურნებაა შესაძლებელი. პირველივე პაციენტების მდგომარეობა, რომლებსაც ამ მეთოდით უმკურნალეს, საგრძნობლად გაუმჯობესდა, რის შემდეგაც იდეის ავტორი კომპნიის, Pluristem Therapeutics-ის აქციების …

რომიდან საქართველოს 180 მოქალაქე ბრუნდება – მათ შორის არიან ონკოპანციენტებიც

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 21 აპრილს, რომიდან საქართველოში 180 მოქალაქე ჩამოფრინდება. მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმულები, ორსულები, სტუდენტები, შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები. ამავე რეისით დაბრუნდება 11 ქართველი მეზღვაური. საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებული ავიარეისების ფარგლებში საქართველოს მიმართულებით შესრულდა რეისები ვარშავიდან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, …

შვედეთის პრინცესა საავადმყოფოში მედპერსონალის დამხმარედ მუშაობს

შვედეთის პრინცესა სოფია COVID-19 ის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისეს სტატუსით ჩაერთო. პრინცესა ინსტაგრამზე აქვეყნებს სამედიცინო უნიფორმის ფოტოს და წერს, რომ სტოკჰოლმში, სოფიაჰემეთის უნივერსიტეტში პირველადი დახმარების ინტენსიური სამდღიანი კურსის  გავლის შემდეგ, ჰოსპიტალში სამედიცინო პერსონალის ასისტენტის ფუნქციას შეასრულებს, რითაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე სამედიცინო პერსონალს შეუმსუბუქებს მუშაობას. „გამანაწილეს მოვლის დეპარტამენტში, სადაც სხვა, ახალგადამზადებულ კოლეგებთან ერთად ვეხმარებით და ვუმსუბუქებთ …

გადადის თუ არა კორონავირუსი კოღოს და სხვა მწერის ნაკბენით?

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უკვე გამოჩნდნენ კოღოები და ჩნდება კითხვა, გადადის თუ არა ახალი კორონავირუსი კოღოსა ან ბუზის ნაკბენით? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, COVID-19 კოღოს ნაკბენით არ გადადის. „ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია, ან მტკიცებულება, რომ ახალი კორონავირუსი გადადის კოღოს ნაკბენით არ არსებობს” – აცხადებს ჯანმო. არსებობს ვირუსები, რომლებიც კოღოს ნაკბენით გადადის, მაგრამ კორონავირუსი არ არის მათ …

ლაქები ფეხის გულებსა და თითებზე – COVID19-ის კიდევ ერთი შესაძლო სიმპტომი

იტალიელი და ესპანელი მედიკოსების აზრით, ფეხის გულებზე ლაქები შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირების მანიშნებელი იყოს. ეს ვარაუდი პირველმა ესპანეთის ორთოპედთა კოლეჯების გენერალურმა საბჭომ გამოთქვა. BBC წერს, რომ საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში აღინიშნა ბევრი შემთხვევა, როცა კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებს ფეხის გულებზე ჩალურჯებების ან ჩუტყვავილას გამონაყარის მსგავსი ნიშნები/ლაქები აღმოაჩნდათ. „ლაქები ფეხის გულებზე ყველაზე ხშირად უვლინდებათ ბავშვებს. ლაქები ყველა შემთხვევაში …

დაწყებულია კლინიკური კვლევები 3 ვაქცინაზე – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, რომ მათ უკვე დაიწყეს კლინიკური კვლევები სამ ვაქცინაზე, ხოლო კიდევ 70 ვაქცინაზე დაჩქარებული ტემპით განაგრძობენ მუშაობას. 90-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა ჯანმოს გლობალურ კვლევას, სახელად – “სოლიდარობა”. მასში 900-ზე მეტი პაციენტია დარეგისტრირებული, რათა შეაფასონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ოთხი წამლის და ამავე წამლების კომბინაციების უსაფრთხოება და ეფექტურობა. კვლევაში, …

საშიშია თუ არა ზღვაში ბანაობა და სასმელი წყალი? – ახალი კორონავირუსი

COVID-19-ისა და წყლის უსაფრთხოების შესახებ ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის: შეიძლება თუ არა ახალი კორონავირუსი გავრცელდეს წყლით და საშიშია თუ არა ზღვაში ბანაობა პანდემიის პირობებში.  შეიძლება თუ არა covid-19 გავრცელდეს სასმელი წყლით? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სასმელ წყალში ვირუსის არსებობა შესაძლებელია, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალ კორონავირუსებს შეუძლიათ ზედაპირულ ან მიწისქვეშა წყლებში …

ევრაზიული კავშირის გადაწყვეტილება და საქართველოს მზაობა

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებმა კონკრეტული პროდუქტის ექსპორტი აკრძალეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან საქართველოში წიწიბურა, მსხვილად დაღერღილი ხორბალი; ბრინჯი და სხვა პროდუქცია ვერ შემოვა. რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე, შეიქმნება თუ არა დეფიციტი ამ პროდუქტებზე და მუშაობს თუ არა მთავრობა იმპორტიორებთან ალტერნატიული ქვეყნების მოძიებაზე? რა მოხდა? ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებიდა კორონავირუსის …

ჯანმო: COVID-19 ათჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე H1N1

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა, ჯანმოს მორიგ ბრიფინგზე თქვა, რომ კორონავირუსი 10-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე H1N1. “როგორც აქამდე ვთქვით, ეს ახალი ვირუსია და კორონავირუსით გამოწვეული პანდემიაც პირველია. ჩვენ ყველა უწყვეტად ვსწავლობთ და ვაკორექტირებთ ჩვენს სტრატეგიას, რომელიც უახლეს ხელმისაწვდომ ცნობებს ეფუძნება. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია ვირუსზე, რაც ვიცით და ვიმოქმედოთ მხოლოდ ამის შესაბამისად. …

აჭარის მთავრობა საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობს – კოვიდ 19

აჭარის მთავრობა საგანგებო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს, სადაც უნდა აისახოს ის ფინანსები, რაც აჭარის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაიხარჯა ან დაიხარჯება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობა ცალკე ფონდის შექმნას არ გეგმავს და COVID 19-თან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებებისთვის რესპუბლიკურ ბიუჯეტში დაზოგილი თანხა [წარმომადგენლობითი და სამივლინებო თანხები, როგორც მთავრობის აპარატის, ასევე …

ჯანმოს რეკომენდაციები რელიგიური შეკრებების დროს – COVID 19

კოვიდ 19-ის ვირუსის გავრცელებისა და ვირუსის ფონზე სიკვდილიანობის მზარდი სტატისტიკის გამო, მთელ მსოფლიოში ფიზიკური დისტანცირებისა და იზოლაციის რეკომენდაციაა გაცემული. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც კომენდანტის საათთან ერთად აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკლესიებში ხალხმრავალი ღვთისმსახურება გრძელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ქმნის გაიდლაინებსა და საყოველთაო რეკომენდაციებს მსოფლიოში პირველი …

თიბისი შექმნილ ვითარებაში ყველა თანამშრომელს შეინარჩუნებს

თიბისის გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზებით არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება. თიბისის გუნდის ყველა წევრი შეინარჩუნებს სამსახურს. ასევე, თიბისის მენეჯმენტი მიმდინარე წელს უარს ამბობს საბონუსე კომპენსაციაზე, რაც როგორც წესი, ანაზღაურების 70%ია. ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა მაქსიმალურად მოკლე დროში კომპანიის თანამშრომლების დისტანციურ და ციფრულ მოდელზე ეფექტიანად გადაყვანის გზით, ასევე, მენეჯმენტის მიერ წლიური ბონუსების …

როგორ უნდა იმკურნალოს პაციენტმა სახლში კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები სახლში იმკურნალებენ. პროტოკოლით განსაზღვრულია, რომ ოჯახის ექიმებმა იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ახალი ვირუსით ინფიცირების ეჭვი, დისტანციურად – სატელეფონო ან ონლაინკომუნიკაციით უნდა გაუწიონ კონსულტაცია. მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში ურჩიონ მათ სახლში დარჩენა, 14-დღიანი თვითიზოლაცია და გასცენ თვითმოვლის რეკომენდაციები. ასეთ პაციენტებს, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ჰოსპიტალში გადაიყვანენ. იმ შემთხვევაში კი, …

მსოფლიოში COVID19-ით დაინფიცირების შემთხვევები მილიონს უახლოვდება

მას შემდეგ, რაც ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო გასულ კვირაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, Covid-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში მილიონს უახლოვდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა, გუშინ საღამოს გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე თქვა: „ჩვენ შევედით COVID-19 პანდემიის დაწყებიდან მეოთხე თვეში და მე ძალიან შეშფოთებული ვარ ინფექციის ასეთი სწრაფი ესკალაციით და გლობალური გავრცელებით. ბოლო 5 კვირის განმავლობაში ჩვენ …

6 წლის ბიჭს დაბადების დღე სახლის წინ ჩავლილი მანქანებიდან მიულოცეს

აშშ-ში მცხოვრები სკოტ მაიკლის დაბადების დღის წვეულება, რომელიც 22 მარტს იყო დაგეგმილი, კორონავირუსის გამო ჩაიშალა. სკოტი ექვსი წლის გახდა. დაბადების დღის წვეულებას იგი მთელი წელი ელოდა, როგორც ყველა ბავშვი, მაგრამ, კორონავირუსის პანდემიის გამო, ზეიმი ჩაიშალა. თუმცა სკოტის მეგობრებმა და მათმა მშობლებმა მოიფიქრეს დაბადების დღის მილოცვის ისეთი ხერხი, რომელიც COVID 19-ის პანდემიის დროს უსაფრთხო იქნებოდა. მათ …

რა საფრთხეების წინაშე დგას ტრანსგენდერი თემი COVID-19-ის პანდემიისას

31 მარტი ტრანსგენდერ ადამიანთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. ამ მოწყვლადი თემის სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ ის ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებიც სექს-სამუშაოთი ირჩენენ თავს. კვლევა: გენდერულად არაკონფორმულ ბავშვებს სკოლაში ბულინგისა და ძალადობის გამო ხშირად სწავლის გაგრძელების სურვილი არ აქვთ. ამას ემატება ზოგადად განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა, რაც საბოლოოდ ტრანსგენდერი ადამიანების დასაქმების …

კორონავირუსით ინფიცირებულია 732 000-ზე მეტი ადამიანი – რა ხდება მსოფლიოში

30 მარტის მონაცემებით [14:00 საათი], მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 732 100 -ს გასცდა. ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ვირუსით გარდაიცვალა 34 000 ადამიანი. აშშ- ში ინფიცირებულთა რაოდენობამ ჩინეთისა და იტალიის მონაცემებს გადააჭარბა. აშშ-ში დღეის მონაცემებით ახალი კორონავირუსი ინფიცირების ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება – 143 055 ინფიცირება, 2400 – გარდაცვლილი. ახალი კორონავირუსის …

აჭარის მთავრობა covid 19-ის პრევენციისთვის 1 მილიონ ლარს ბიუჯეტიდან შეაგროვებს

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციისთვის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 1 მილიონი ლარის შეგროვება იგეგმება. ამ ერთი მილიონის აკუმულირება აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში, მთავრობის აპარატისა და სამინისტროებში მივლინებებისთვის და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხებით უნდა მოხდეს. როგორც მთავრობაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, თანხა უნდა მოხმარდეს „იმ ნეგატიური ზეგავლენების მართვას, რომელიც კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია ეკონომიკაში“. ამ ეტაპისთვის აჭარის მთავრობაში ვერ გვიზუსტებენ, …

ესპანეთმა COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო – CNN

CNN წერს, რომ ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვალების 3434 შემთხვევა დააფიქსირა და ამ მაჩვენებლით ესპანეთი იტალიის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი გუშინს მერე 27%-ით გაიზარდა. ქვეყანას ჯამში ინფიცირების 47 61 შემთხვევა აქვს დაფიქსირებული. ჩინეთში, სადაც ეპიდაფეთქება დაიწყო, ვირუსმა 3281 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს იტალიას – 6820.

ქართველი ექიმი, რომელიც იტალიაში Covid 19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს

თამარ ჭლიკაძე Guardia Medica – ს მიმართულების ექიმია მილანთან ახლომდებარე ქალაქ ჩეზანო მოდერნოში (მონცე ბრიანცას პროვინცია). Guardia Medica იტალიური ჯანდაცვის სტრუქტურაში განყოფილებაა სასწრაფო სამედიცინო დახმარებასა და სტაციონარულ მკურნალობას შორის. როგორც ექიმი გვიყვება, კლინიკის სამედიცინო პერსონალისთვის დეფიციტია სპეცსამოსი და ნიღბები, რა პირობებშიც დაუცველობის შეგრძნება აქვს ყველას, თუმცა აღჭურვილობით მარაგდებიან რეანიმაციის ექიმები. თამარ ჭლიკაძის მოვალეობა Covid 19-ის …

ბოლო 24 საათში კორონავირუსით იტალიაში 627 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 627 ადამიანი გარდაიცვალა,  ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა  4 032 ადამიანია. 20 მარტს კორონავირუსით ინფიცირების 5 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით ვირუსი 47 021 ადამიანს აქვს. ყველაზე მეტი, 2 549 ადამიანი კორონავირუსით ლომბარდიის რეგიონშია გარდაცვლილი, 640 ემილია-რომანიაში, ხოლო 209 პიემონტეში. ვირუსი ნაკლებადაა გავრცელებული სამხრეთის რეგიონებში. იტალიის 21 რეგიონიდან, ერთადერთი …

Exit mobile version