აჭარაში კოვიდის 48 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 24 ივნისი

დღეს, 24 ივნისის მონაცემებით,  აჭარაში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 161 პაციენტი მკურნალობს, მათგან 8 მართვით სუნთქვაზეა. აჭარის კოვიდსასტუმროებში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 218  ინფიცირებული.

აჭარაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 23 ივნისი

აჭარაში, 23 ივნისის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა 55 პაციენტი, დღემდე კი სულ გამოჯანმრთელებულია  42 934 ადამიანი. ამავე პერიოდში კლინიკა დატოვა 11-მა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზე) – 7 პაციენტი. აჭარაში კლინიკაში მკურნალობს 144 პაციენტი, კოვიდსასტუმროში -173, ონლაინკლინიკაში – 241 პაციენტი. 23 ივნისის მდგომარეობით საქართველოში ბოლო …

საქართველოში კოვიდის 773 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

23 ივნისის მდგომარეობით საქართველოში ბოლო 24 საათში 773 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გარდაიცვალა 12 პაციენტი. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 23 ივნისის დილის მდგომარეობით საქართველოში: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 360 828, ბოლო 24 საათში – 773. მათ შორის გამოჯანმრთელებული – 346 792 , ბოლო 24 საათში – 575 მათ შორის გარდაცვლილი – 5 211 , ბოლო 24 საათში – 12 ბოლო …

სად წაიღეს ბათუმში ჩამოტანილი „ასტრაზენეკას“ მეორე დოზა?

„ვინც გაიკეთა „ასტრაზენეკათი“ პირველი აცრა, ვადაში ჩაჯდება. პანიკის საფუძველი არ არსებობს,“ – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი. მას ვკითხეთ „ასტრაზენეკას“ დეფიციტზე – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში ჩამოტანილი ვაქცინის ნაწილი უკან, თბილისში წაიღეს. ამის შესახებ დღეს, მას შემდეგ შეიტყეს ბათუმის კლინიკებმა, როცა დაგეგმილ აცრაზე მივიდნენ მოქალაქეები, მაგრამ საჭირო რაოდენობის დოზა არ აღმოაჩნდათ. „ასტრაზენეკას“ დეფიციტზე …

სად არის სავალდებულო დღეიდან პირბადის ტარება

დღეს, 22 ივნისს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ შეგვიძლია უარი ვთქვათ პირბადეზე. პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა: [checklist] მაღაზიაში, სავაჭრო ობიექტებში საზოგადოებრივ ტრანსპორტში – სამარშრუტო ტაქსიში, ავტობუსში, მატარებელში ტრანსპორტის გაჩერებაზე ხალხმრავალ ადგილას [/checklist] პირბადე კორონავირუსის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ იარაღად მიიჩნევა. „ერთადერთი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ …

რესტორნები და კაფე-ბარები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ცნობით, კომენდანტის საათი საქართველოში პირველი ივლისიდან უქმდება, თუმცა შეზღუდვა რჩება რესტორნების, კაფე-ბარებისა და გასართობი ცენტრების მუშაობაზე. კერძოდ, რესტორნები, კაფე-ბარები და ა.შ. პირველი ივლისიდან იმუშავებენ 24 საათამდე. ეს ეხება სასტუმროების რესტორნებსაც. ამის შესახებ დღეს, 22 ივნისს, გახდა ცნობილი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.  

1-ლი ივლისიდან კომენდანტის საათი უქმდება – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ცნობით, საქართველოში კომენდანტის საათი პირველი ივლისიდან გაუქმდება. ამის შესახებ დღეს, 22 ივნისს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი 28 ნოემბრიდან მოქმედებს. 17 მაისიდან გადაადგილება 23:00 საათიდანაა შეზღუდული.

საქართველოში 24 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 914 ახალი შემთხვევა

22 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  27 956 კვლევა ტესტით. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 24 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში 2 698 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 678 მძიმე პაციენტია. 5 310 ადამიანი ვირუსზე მკურნალობს საკუთარ სახლში. 21 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.27 %, ბოლო 14 …

აჭარაში კოვიდის 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 22 ივნისი

დღეს, 22 ივნისის მონაცემებით,  აჭარაში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 176 პაციენტი მკურნალობს, მათგან 9 მართვით სუნთქვაზეა. აჭარის კოვიდსასტუმროებში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 222 ინფიცირებული.

თურქეთში კომენდანტის საათი პირველი ივლისიდან იხსნება

კორონავირუსის აქტიური შემთხვევების შემცირების გამო თურქეთში პირველი ივლისიდან კომენდანტის საათი მოიხსნება. ინფორმაცია ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გაავრცელა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით  ქვეყანაში ასევე უქმდება შეზღუდვები საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ხოლო საჯარო სამსახურები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდებიან. 21 ივნისს თურქეთში კორონავირუსის 5 294 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება თურქეთმა 1-ელი ივნისიდან დაიწყო.

დასავლეთ საქართველოს მუფთი „სინოვაკით“ აიცრა

დღეს, 21 ივნისს, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მისი თქმით, ვაქცინაცია ერთადერთი გზაა ვირუსის დასამარცხებლად. „დღეს ყველა ჩვენგანი ვიმყოფებით ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის წინაშე და ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ როგორც საკუთარი, ასევე სხვების სიცოცხლე. ამიტომ აქტიურად უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში“, – ამბობს ადამ შანთაძე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მუფთთან ერთად 100-მდე …

ბათუმში აქციაზე დაკავებულ ერთ პირს კოვიდი დაუდასტურდა

20 ივნისს ბათუმში გამართულ აქციაზე დაკავებულ 7 პირთაგან ერთ-ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბათუმში წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის ახლობლები აქციას მართავენ ამის შესახებ დღეს, 21 ივნისს, უთხრეს „ბათუმელებს“ დაკავებულის ახლობლებმა. მათი თქმით, დაკავებული კლინიკაშია გადაყვანილი. აქცია გუშინ ბათუმში ბრალდებული ძმების – წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლებმა გამართეს. აქციაზე 7 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორისაა ენმ-ს ერთ-ერთი …

დადასტურდა კოვიდის 260 ახალი შემთხვევა, 15 ადამიანი გარდაიცვალა

21 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 059 კვლევა ტესტით. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 15 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში 2 819 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 683 მძიმე პაციენტია. 4 949 ადამიანი ვირუსზე მკურნალობს საკუთარ სახლში.  20 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო 14 …

აჭარაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 20 ივნისი

20 ივნისის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა 49 პაციენტი; პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი, სულ გამოჯანმრთელებულია 42 757 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის აჭარის კლინიკებში მკურნალობს 211 პირი, მათგან 59 მძიმე პაციენტია. აჭარაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 12 პირი. …

საქართველოში კოვიდის 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

20 ივნისის მდგომარეობით, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 329 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 408 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო …

დადასტურდა კოვიდის 671 ახალი შემთხვევა, 17 ადამიანი გარდაიცვალა

18 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 593 კვლევა ტესტით. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 17 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში 2 825 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 659 მძიმე პაციენტია. 5633 ადამიანი ვირუსზე მკურნალობს საკუთარ სახლში.  17 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო 14 დღის …

კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა ბათუმში | 18 ივნისი

18 ივნისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, მართვით სუნთქვაზეა 9 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 65 ადამიანი. 18 ივნისის მდგომარეობით, კლინიკაში მკურნალობს 191 პაციენტი.

აპლიკანტს გამოცდაზე აუცილებლად სამედიცინო პირბადე უნდა ეკეთოს – naec

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის თქმით, 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე აუცილებელი მოთხოვნაა,  აპლიკანტს გამოცდის პროცესში მხოლოდ სამედიცინო პირბადე ეკეთოს. „მათ შეუძლიათ მოვიდნენ თავიანთი პირბადეებით, თუმცა ჩვენ ადგილზე გვექნება ასევე პირბადეები და გამოცვლის შემთხვევაში, როცა ამის სურვილი ექნებათ, გამოვუცვლით“, – ამბობს სოფო გორგოძე. ეს იმას ნიშნავს, რომ აპლიკანტი გამოცდაზე ნაჭრის ან სხვა ქსოვილის …

კიდევ 10 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში მხოლოდ PCR ტესტით შემოვლენ

ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე შეუძლიათ შემოსვლა, კიდევ 10 ქვეყანა დაემატა. ეს ქვეყნებია: სან-მარინო, მონაკო, სერბეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მონტენეგრო, ანდორა, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა. შესაბამისად, 17 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში შემოსვლა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტით, შეუძლიათ: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის …

კოვიდის 741 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 18 პაციენტი გარდაიცვალა

17 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 350 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 18 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში 2 926 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 647 მძიმე პაციენტია. 5 532 ადამიანი ვირუსზე მკურნალობს საკუთარ სახლში.  16 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.36 %, ბოლო 14 დღის …

აჭარაში კოვიდის 38 ახალი შემთხვევაა | 17 ივნისი

დღეს, 17 ივნისის მონაცემებით,  აჭარაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 234 პაციენტი მკურნალობს, მათგან 9 მართვით სუნთქვაზეა. აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 221 ინფიცირებული.

უცხოეთიდან საქართველოში შემოსვლისას 10 წლამდე ბავშვს PCR არ მოეთხოვება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსულ 10 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს, მოქალაქეობის მიუხედავად, არ აქვს ვალდებულება საზღვარზე წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი. 10 წლამდე პირი ასევე არ არის ვალდებული საქართველოში შემოსვლიდან მესამე დღეს PCR ტესტი ჩაიტაროს. მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 2021 წლის 16 ივნისს მიიღო და ის უკვე ძალაშია. ამ დადგენილებით, „იზოლაციისა …

საქართველოში კოვიდის 811 ახალი შემთხვევა დადასტურდა

16 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 668 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 13 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში 2935 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 672 მძიმე პაციენტია. 5748 ადამიანი ვირუსზე მკურნალობს საკუთარ სახლში.  15 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.34 %, ბოლო 14 …

აჭარაში კოვიდის 53 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 16 ივნისი

16 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 253 პაციენტი მკურნალობს, მათგან 9 მართვით სუნთქვაზეა. აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 228 ინფიცირებული.

გამოცდებს კოვიდით ინფიცირებული აბიტურიენტებიც ჩააბარებენ – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კორონავირუსი დაუდასტურდებათ, საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან. მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს ორი კვირის შემდეგ, გეოგრაფიული დაფარვის გათვალისწინებით. ცენტრის ინფორმაციით, გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით: მაქსიმალურად დაიცვან სოციალური …

კოვიდზე აცრილების მხოლოდ 0,2 პროცენტი დაინფიცირდა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით ორი დოზით აცრილების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 0,2 პროცენტია. „ორი დოზით აცრილებში გვაქვს 0,2 პროცენტი ინფიცირების, ერთი დოზით აცრილებში კი ეს პროცენტია დაახლოებით 0,8. უმრავლესი შემთხვევები არის მხოლოდ მსუბუქი, ბინაზე მკურნალობით,“ – განაცხადა დღეს, 15 ივნისს, ამირან გამყრელიძემ. კორონავირუსზე ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა …

აჭარაში კოვიდის 56 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 15 ივნისი

15 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის  56 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 260 პაციენტი მკურნალობს, მათგან 10 მართვით სუნთქვაზეა. აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 225 ინფიცირებული.

23 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 1092 ახალი შემთხვევა

15 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1092 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 23 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში 3059 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 677 მძიმე პაციენტია. 14 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.67 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.60%, ხოლო 7 …

საქართველოში კოვიდის 311 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

14 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 10 442 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 12 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში 3 175 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 692 მძიმე პაციენტია. 13 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.61%, ხოლო 7 დღის …

აჭარაში კოვიდის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 14 ივნისი

14 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 278 პაციენტი მკურნალობს, მათგან 10 მართვით სუნთქვაზეა. აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 232 ინფიცირებული.

რა ღირს PCR ტესტი ბათუმში და რა დრო სჭირდება პასუხს

PCR ტესტი უფასოდ გერგებათ, თუკი გაქვთ კორონავირუსის სიმპტომები და ოჯახის ექიმი დანიშნულებას მოგცემთ, მაგრამ თუ ფასიანი PCR ტესტის ჩატარება გსურთ, ეს ბათუმში რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. ფასებს შორის მცირედი სხვაობაა. მომსახურება ძირითადად მაშინ ძვირდება, თუკი ტესტის პასუხის მიღება ბინიდან გაუსვლელად გსურთ. მაგალითად, სამედიცინო ჰოსპიტალ „მედცენტრში“ PCR ტესტი 90 ლარი ღირს, ბინაზე გამოძახებით – 100 ლარი. …

ბათუმში კორონავირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 45 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზეა 12 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 46. ამ დროისთვის კოვიდკლინიკაში მკურნალობს 245 ადამიანი.  

აჭარაში კოვიდის 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 11 ივნისი

11 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 302 პაციენტი მკურნალობს, მათგან 13 მართვით სუნთქვაზეა. აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 224 ინფიცირებული.

საქართველოში 5 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით – 14 თვის მონაცემები

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. 11 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კოვიდით ინფიცირებული პაციენტის პირველი გარდაცვალებიდან, 2020 წლის 4 აპრილიდან დღემდე, 11 ივნისამდე, კოვიდით გარდაცვლილია 5012 ადამიანი. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირდა 352 649  ადამიანი. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.  

დადასტურდა კოვიდის 695 ახალი შემთხვევა, 16 ადამიანი გარდაიცვალა

11 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 842 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 16 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში 3 175 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 688  მძიმე პაციენტია. 10 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.84 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.67%, ხოლო 7 …

200-ლარიანი კომპენსაციის ბოლო თვე – წელს ჯამში 121 მილიონი ლარი დაიხარჯა

200-ლარიანი კომპენსაციის მიღებაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2021 წლის 21 ივნისია [ვინაიდან 20 ივნისი უქმე დღეა]. ივნისის თვეში კომპენსაციების გაცემით კი, პროგრამა, რომელიც 6-თვიანია, ძირითადად დასრულდება. თუმცა, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ კომპენსაციას ის მოქალაქეები, რომლებმაც პანდემიის შედეგად დაკარგეს სამუშაო იანვარ-თებერვალში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში [იანვარი-მაისი] 200-ლარიანი კომპენსაცია ჯამში 606 …

Exit mobile version