მსოფლიო პანდემიის პირობებში ბავშვებისთვის სახლში ყოფნა საკმაოდ რთულია. სულ გარეთ უნდათ, მეგობრებთან ურთიერთობა აკლიათ და ეზოში თამაში ურჩევნიათ შინ გამოკეტვას. კოვიდ 19-თან დაკავშირებული ინფორმაცია, ცხადია, აღწევს ბავშვებამდეც მუდმივად ჩართული ტელევიზორებიდან, ინტერნეტის საშუალებით და ოჯახის წევრების საუბრებიდან. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულ ამბებს ბავშვები სხვადასხვაგვარად ხატავენ.
- „ვირუსი მონსტრია, რომელსაც აუცილებლად მოერევა მეხანძრე” – ამბობს ამ ნახატის ავტორი, 6 წლის დამონი საფრანგეთიდან.
- „ვიბანთ ხელებს ხშირად, ერთმანეთს არ ვეხუტებით და არც ხელს ვართმევთ” – იმეორებს 7 წლის ადელაიდა პანდემიისას ქცევის წესებს.
- ,,ავად ვარ!” – ყვირის ფანჯრიდან კაცი 11 წლის თეოს ნახატზე. ,,მე კორონა ვარ”, ,,დარჩით სახლში და იბანეთ ხელები”
- კოლია რუსეთიდან: ,,კიბორჩხალები კორონავირუსის წინააღმდეგ”
- არინა ბერეზკა, 7 წლის
- გრიშა, 7 წლის, კრასნოიარსკიდან
- სვეტა გლუხოვა, 7 წლის
- 8 წლის მატიასმა ჰოსპიტალი და შიგ პალატებიც კი დახატა
- ლენა, 7 წლის
- გალინა ფადეევი, 4 წლის
















