„ქვეყნის უახლეს ისტორია მხოლოდ წიგნების ფურცლებზე არ იწერება – ეს იყო ჩემი მთავარი სათქმელი” – გვიპასუხა მარიამმა, როცა ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა წელს ისტორიის ეროვნულ გამოცდაზე მისვლა მაისურით, რომელსაც ეწერა: “მამაჩემი გმირია”. მარიამ წილოსანი აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის შვილია. 2008 წლის 11 აგვისტოს, როცა 29 წლის ემზარ წილოსანი 20 თანამებრძოლთან ერთად, სოფელ …
Tag Archives: ახალგაზრდები
ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად „ოცნების” ფრაქციის წარმომადგენელი დანიშნეს
„ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელად ალექსანდრე ქაჯაია დანიშნეს. ის 2 ივლისს წარადგინეს ამ სამსახურში. ქაჯაიას შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში მხოლოდ ის წერია, რომ ამ პოსტზე დანიშვნამდე ალექსანდრე ქაჯაია „სხვადასხვა საჯარო სამსახურში წამყვან პოზიციებს იკავებდა“, თუმცა არ აკონკრეტებენ სად, რომელ უწყებებში. თუმცა არც Google-ის საძიებო სისტემაში იძებნება მის შესახებ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ერთადერთი უწყება, რომელიც ამ …
Continue reading “ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად „ოცნების” ფრაქციის წარმომადგენელი დანიშნეს”
„პროცესის გასაგრძელებლად საჭიროა ახალი ოპოზიცია, ახალი ხედვა“ – ინტერვიუ
„2019 წლიდან ქუჩაში ვდგავარ. ნამახვანჰესის აქციების თანამონაწილეც ვარ და ყველა იმ პროტესტის, რაც ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარეობდა. ხშირად ვარ რუსთაველზე და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ, სხვანაირად არც ვუყურებ ამ პროცესს“- ამბობს 33 წლის ბექა ხალიბეგაშვილი. სამართალმცოდნე ბექა ხალიბეგაშვილს „ბათუმელები“ ახალი ოპოზიციური ძალების გაჩენის შესაძლებლობასა და საჭიროებაზე ესაუბრა. ბექა, საზოგადოების დაკვეთა, გაჩნდეს ახალი ოპოზიცია, ახალგაზრდების ჩართულობით, დაფუძნებული …
Continue reading “„პროცესის გასაგრძელებლად საჭიროა ახალი ოპოზიცია, ახალი ხედვა“ – ინტერვიუ”
„ივანიშვილს უნდა ახალგაზრდებმა შევწყვიტოთ ბრძოლა, მაგრამ ბრძოლა იქნება ბოლომდე“
„ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ჩვენ ახალგაზრდებმა ამ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა შევწყვიტოთ რადგან ხელი არავინ შეუშალოს ამ ქვეყნის იქეთ წაყვანისკენ, საითკენაც მიჰყავს“-ამბობს მოძრაობა „ახალგაზრდული ძალას“ ხელმძღვანელი, სტუდენტი თედო ზოიძე „ბათუმელებთან“. ის ბათუმში შეხვედრებს მართავს პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან. „ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება როგორც არასდროს, ისეა დასაცავი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა წინაპრებმა ამ თავისუფლებისთვის ბევრი სისხლი დაღვარეს. …
Continue reading “„ივანიშვილს უნდა ახალგაზრდებმა შევწყვიტოთ ბრძოლა, მაგრამ ბრძოლა იქნება ბოლომდე“”
„დავუდგეთ მხარში თბილისს“ – ბათუმში დაკავებებს აპროტესტებენ
„გამოდით ბათუმელებო, ქუდზე კაცია საჭირო, გამოვიდეთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ, თქვენს გარეშე ეს არ გამოვა“, – ამბობს ანი გობაძე, სტუდენტი, რომელიც გიორგი გურულთან ერთად დგას ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ და აპროტესტებს თბილისში, პოლიციელების მიერ მოქალაქეების დაკავებას. პოლიციამ თბილისში აღდგომის ღამეს ორი ადამიანი დააკავა, დღეს, 21 აპრილს კი კიდევ სამი ადამიანი დააკავეს. „ადამიანი დააკავეს იმის გამო, …
Continue reading “„დავუდგეთ მხარში თბილისს“ – ბათუმში დაკავებებს აპროტესტებენ”
ბათუმში 20 ოქტომბერს ევროპული მარში გაიმართება ახალგაზრდების ორგანიზებით
„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, „კიდევ ერთხელ გავაგონოთ საქართველოს ხმა მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი თვითმიზანი არის ევროკავშირი“ – ამ სლოგანით გაიმართება საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მარში ბათუმში 20 ოქტომბერს. მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორია ახალგაზრდული მოძრაობა „პერსპექტივა“. „სურვილი გვაქვს, რომ დედაქალაქის მარშს შევუერთდეთ, რომელიც ასევე 20 ოქტომბერს გაიმართება თბილისში. რადგან ყველას არ გვაქვს შესაძლებლობა წავიდეთ თბილისში, აქ, ჩვენს მშობლიურ ქალაქში, …
Continue reading “ბათუმში 20 ოქტომბერს ევროპული მარში გაიმართება ახალგაზრდების ორგანიზებით”
„მერია შენობის დაცლას გვთხოვს“ – როგორ აისახა რუსული კანონი ახალგაზრდულ ცენტრზე
„თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი საფრთხის წინაშეა“ – ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ცენტრის დამფუძნებელმა, ლუსინე დოსტიბეგიანმა ფეისბუქზე. ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ერთადერთი განვითარების კერაა თეთრიწყაროს ახალგაზრდებისთვის, შესაძლოა გაუქმდეს. შენობა, სადაც ახალგაზრდული ცენტრი წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა, ადგილობრივი თვითმმართველობისგან უზუფრუქტის წესით ჰქონდათ სარგებლობაში, თუმცა რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, მერია სავარაუდოდ აღარ აპირებს ცენტრისთვის შენობის დათმობას. რუსული …
Continue reading “„მერია შენობის დაცლას გვთხოვს“ – როგორ აისახა რუსული კანონი ახალგაზრდულ ცენტრზე”
რას აპირებს Gen Z არჩევნებზე
მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. „ოცნების“ საარჩევნო გზავნილები ამჯერადაც განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობასა და ომით დაშინების პროპაგანდაზეა აგებული. როგორ აპირებს ახალგაზრდობა დაეხმაროს საზოგადოებას პროპაგანდით გამოწვეული შიშებისა თუ გაურკვევლობის დაძლევაში, რითაც „ოცნება“ ბოლო წლებია აქტიურად კვებავს. „ბათუმელები“ ახალგაზრდა აქტივისტებს ესაუბრა, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ მთელი თვე იდგნენ რუსთაველზე და დღემდე აქტიურად იბრძვიან საქართველოს ევროპული …
როგორ ვიბრძვი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ყოველ დღეს – 19 წლის ცოტნე | ვიდეო
ბათუმში დაიბადა, აქ გაიზარდა და მშობლიურ ქალაქად მიიჩნევს კიდეც, თუმცა არასდროს ავიწყდება გაგრა და სოხუმი – მისი მშობლების ქალაქები, სადაც არ შეუძლია წავიდეს, მოინახულოს მშობლების სახლი, ბებია-ბაბუა, მამიდები და ბიძები – ადგილები, რომელიც არ უნახავს, მაგრამ ენატრება. განცდა, რომ ვერ ჩავა მაშინ, როცა სურს და ვერ ნახავს იმას, რაც ასე შორეული, მაგრამ მშობლიურია, უჩენს ბრაზს …
Continue reading “როგორ ვიბრძვი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ყოველ დღეს – 19 წლის ცოტნე | ვიდეო”
„ჩვენ მოტყუებას ცდილობენ, მაგრამ ტყუილად“ – ბათუმელი სტუდენტი რუსულ კანონზე
21 წლის ლინდა ცინცაძე სტუდენტია. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე ფარმაციას სწავლობს. ლინდა 2023 წელს ბსუ-ს სხვა სტუდენტებთან ერთად საქართველოში რუსული კანონის მიღების პირველ მცდელობას აპროტესტებდა. „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. რუსული კანონი ხელახლა შეიტანა პარლამენტში განსახილველად. ლინდა ისევ აპირებს ამ კანონის გაპროტესტებას. იგი ფიქრობს, რომ ბსუ-ს სტუდენტები ისევ მოაწყობენ აქციას და რუსული კანონის …
Continue reading “„ჩვენ მოტყუებას ცდილობენ, მაგრამ ტყუილად“ – ბათუმელი სტუდენტი რუსულ კანონზე”
22 წლის მეგი რუსულ კანონზე – ეს კანონი მეხება მე, როგორც მოქალაქეს
მეგი დიასამიძე 22 წლის ახალგაზრდაა შუახევიდან, რომელიც შარშან, 2023 წელს, აქტიურად აპროტესტებდა “რუსული კანონის” მიღების პირველ მცდელობას საქართველოში. მეგი მონაწილეობდა მარტის აქციებშიც სხვა ბევრ ახალგაზრდასთან ერთად. „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. რუსული კანონი წელს ხელახლა შეიტანა პარლამენტში განსახილველად. მეგის ვკითხეთ, კიდევ თუ აპირებენ ის და მისი მეგობრები გაპროტესტებას. მეგი, რა უნდა გააკეთოს ხალხმა, ვინც ერთი წლის წინ ამ …
Continue reading “22 წლის მეგი რუსულ კანონზე – ეს კანონი მეხება მე, როგორც მოქალაქეს”
დასაქმება, ფასიანი სტაჟირება – კიდევ რა დაპირებები დაარიგა მინისტრმა სტუდენტებისთვის საარჩევნო წელს
დღეს, 5 მარტს, განათლების მინისტრმა ე.წ. ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარმოადგინა. მისი თქმით, პროგრამის სამიზნე აუდიტორია ძირითადად სტუდენტები იქნებიან. გიორგი ამილახვრის თქმით, პროექტი დაახლოებით 25 ათასამდე სტუდენტს მოიცავს. როგორც განათლების მინისტრი ამბობს, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია ახალგაზრდებში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და პატრიოტული ღირებულებების გაძლიერება. ასევე ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა. „ხელსაყრელი გარემოს შექმნა ახალგაზრდების დასაქმებისთვის და მათი ჩართვა კულტურულ, სპორტულ …
„რედისონ ბლუ ბათუმში“ ახალგაზრდული პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა
დღეს, 14 დეკემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, აჭარის და გურიის რეგიონულ ჰაბებთან პარტნიორობით, ახალგაზრდების განვითარების და მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა პროექტის ფარგლებში – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“. „რედისონ ბლუ ბათუმში“ საჯარო განხილვის მონაწილეები იყვნენ ახალგაზრდები აჭარა-გურიიდან, მათ შორის ახალგაზრდული საბჭოების, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. ღონისძიების მონაწილეებს …
Continue reading “„რედისონ ბლუ ბათუმში“ ახალგაზრდული პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა”
პროპაგანდის ამოცანაა, აპოლიტიკური გავხდეთ – რისთვის ემზადებიან ახალგაზრდა აქტივისტები
„ჩემს თაობაში პროპაგანდას ცოტა სხვანაირად ამუშავებს ხელისუფლება – ჩვენ შემთხვევაში, ამოცანაა ინერტულობის მიღწევა, რომ ახალგაზრდები რაც შეიძლება გამოთიშონ პოლიტიკური პროცესებიდან,“ – ამბობს ზვიად ცეცხლაძე, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი. როგორ წარმოუდგენიათ ახალგაზრდულ მოძრაობებში ცვლილებების მიღწევა და გავლენა პროცესზე? – ახალგაზრდული მოძრაობების ლიდერებს სხვადასხვა ვერსია აქვთ, თუმცა მათთან გასაუბრების დროს საგრძნობია ტენდენცია: აქტივისტები ხედავენ, როგორ მუშაობს სახელისუფლებო …
ვიტირე, რადგან პოლიციამ აქციის მონაწილეს სცემა რუსების გამო – გოგო აქციიდან
ატირებული გოგოს ემოციამ გულგრილი არავინ დატოვა რუსეთიდან შემოსული გემის საწინააღმდეგო აქციაზე ბათუმის პორტში. მალევე მის ირგვლივ შეგროვდნენ აქციის მონაწილეები, მასთან გაჩნდნენ ისინიც, ვინც ვიდეოკამერით მუშაობდა. თავიდან ყველას ეგონა, რომ ის პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაწყებული გაწევ-გამოწევის დროს დაშავდა. თუმცა ასე არ ყოფილა. როგორც თავად გვიყვება, ლიზა კადრებს იღებდა, რა დროსაც პოლიციელებმა აქციის მონაწილეს სცემეს: …
Continue reading “ვიტირე, რადგან პოლიციამ აქციის მონაწილეს სცემა რუსების გამო – გოგო აქციიდან”
ჩემი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს ევროპაში ვხედავ – მოსწავლე
ქეთევან ფუტკარაძე ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მე-12-ე კლასის მოსწავლეა, ის აშშს-ს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი კონკურსის – „როგორ წარმომიდგენია საქართველოს დემოკრატიული მომავალი“, გამარჯვებული გახდა. ქეთევანის ესსე-ს სათაური იყო „დემოკრატია ხალხისთვის და დემოკრატია ხალხით“. როგორც ქეთევანი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, იმისთვის, რომ ქვეყანას, საზოგადოებას ჰქონდეს დემოკრატიული ღირებულებები, ამისთვის განათლებაა საჭირო, რომ უკერთ გვესმოდეს როგორც საკუთარი, ასევე სხვისი უფლებებიც. „განათლების …
Continue reading “ჩემი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს ევროპაში ვხედავ – მოსწავლე”
პროექტში მოვიგეთ ინვენტარი, მაგრამ არ გვაქვს სივრცე – მოსწავლეები ხულოდან
ხულოს სოფელ ბოძაურში მცხოვრები ახალგაზრდები ამბობენ, რომ თავშეყრის ადგილი სჭირდებათ, რომელსაც სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად, ტრენინგის მოსასმენად, თავიანთი ხედვების გასაზიარებლად თუ თავისუფალი დროის საინტერესოდ გასატარებლად გამოიყენებენ. ბოძაურში ახალგაზრდები თავისუფალი სივრცის მოძიებასა და მოწყობას დიდი ხანია თავიანთი ძალებით ცდილობენ. ამის შესახებ თამთა შავაძე და სოფელს შემორჩენილი ერთადერთი აბიტურიენტი, ლია ხოზრევანიძე გვესაუბრა. 17 წლის თამთა შავაძე ბოძაურის სკოლის …
Continue reading “პროექტში მოვიგეთ ინვენტარი, მაგრამ არ გვაქვს სივრცე – მოსწავლეები ხულოდან”
ფერადი თმა, როგორც სისტემის იარაღი ახალგაზრდების წინააღმდეგ
„ამ ადამიანს ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“ – თქვა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისზე, რომელსაც პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. ქერად თმაშეღებილი და მკვეთრად თვალმოხატული ლაზარე ბოლო დღეებია სისტემის მხრიდან მრავალფეროვნების და თავისუფლების დევნის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა. განსხვავებულობა სიძულვილის ენის კონტექსტში ახსენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, როცა ასევე …
Continue reading “ფერადი თმა, როგორც სისტემის იარაღი ახალგაზრდების წინააღმდეგ”
ვინ არიან ფრანკლინის კლუბის წევრები, „ანარქისტები“ თუ კრიტიკულად მოაზროვნე თაობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უფროსი შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც იმ ბენჯამინ ფრანკლინმა დააარსა, რომლის სახელობის კლუბის წევრებსაც საქართველოში პრემიერი ღარიბაშვილი „ექსტრემისტებსა“ და „ანარქისტებს“ ეძახის. პრემიერ-მინისტრმა რუსული კანონის წინააღმდეგ რუსთაველზე გამოსული ახალგაზრდები ჯერ სატანისტებს შეადარა, შემდეგ კი მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოკავშირეობა დააბრალა. ვინ არიან რეალურად ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდები, რა ღირებულებები აქვთ მათ და რატომ ეცინებათ …
Continue reading “ვინ არიან ფრანკლინის კლუბის წევრები, „ანარქისტები“ თუ კრიტიკულად მოაზროვნე თაობა”
„27 წლის შემდეგ რუსეთი სამუდამოდ მივატოვე, არც საქართველო დაუბრუნდება წარსულს“
გიორგი ბერიძე ერთი წლის იყო, როცა მისი ოჯახი საქართველოდან რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. ის მოსკოვის ოლქში დედასთან ერთად ცხოვრობდა. საქართველოში მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა, თუმცა საბოლოოდ დაბრუნების სურვილი პირველად 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაუჩნდა. „მაშინ 13 წლის ვიყავი და წამოსვლა ვერ მოვახერხე, თუმცა რუსეთის მიმართ აგრესია ძალიან გაიზარდა ჩემში“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“. რუსეთის საბოლოოდ დატოვების …
Continue reading “„27 წლის შემდეგ რუსეთი სამუდამოდ მივატოვე, არც საქართველო დაუბრუნდება წარსულს“”
„აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ქართული ენა“ – ლეილის დაბრუნება ნინოწმინდაში ცვლილებებისთვის
22 წლის ლეილი ესოიანის შესახებ უნდა მოგიყვეთ, ნინოწმინდელ, ეთნიკურად სომეხ გოგონაზე, რომელმაც 15 წლის ასაკში საზოგადოების სკეპტიკური დამოკიდებულებისა და ბევრი სხვა წანაააღმდეგობის მიუხედავად შეძლო პირველი გოგო ყოფილიყო ნინოწმინდაში, ვინც ერთ აკადემიურ სასწავლო წელს აშშ-ში გაატარებდა. ის მაშინ თბილისშიც არ იყო ნამყოფი და არაფერი ჰქონდა ნანახი გარდა ნინოწმინდისა, სადაც განათლების მიღების შემდეგ თავისი თემის გაძლიერებაში წვლილის …
„გოგოს რა უნდა მთაში“… ამ სტერეოტიპს ნელ-ნელა ვანგრევ“ – 17 წლის მთამსვლელი ხულოდან
17 წლის მარი კოჩალიძე ხულოში, სოფელ რიყეთში ცხოვრობს. მარი ახალგაზრდა მთამსვლელია. ცდილობს, რომ მისი გატაცების შესახებ ბევრ თანატოლს მოუყვეს, გამოცდილება გაუზიაროს და მათთან ერთად შეეწინააღმდეგოს სტერეოტიპს, რომ თითქოს ალპინიზმი ქალის საქმე არ არის. საიდან დაიწყო მთამსვლელობის გზა თქვენთვის? 16 წლის ვიყავი, როცა ჩემმა დამ აჭარის მეკლდეურთა კლუბზე მითხრა. გავწევრიანდი, ზაფხულში ლაშქრობებზე დავდიოდი და ყველაფერი აქედან …
წიგნის გარეშე დავრჩით – ათასობით მკითხველს არ ეუბნებიან, როდის გაიხსნება ბიბლიოთეკა ბათუმში
თითქმის ხუთი თვეა, რაც ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მკითხველისთვის დაკეტეს. ითქვა, რომ შენობას გამაგრება სჭირდება, წიგნად ფონდს ალტერნატიულ შენობაში გადაიტანენ და მკითხველისთვის ისევ ხელმისაწვდომი იქნება. ასე არ მოხდა – წიგნებთან ხელი ისევ არ მიუწვდებათ ადამიანებს, ვინც რეგულარულად სარგებლობდა საჯარო ბიბლიოთეკით. ხუთის თვის გასვლის მიუხედავად, ბიბლიოთეკის დირექტორს ისევ არ აქვს პასუხი კითხვაზე, გამონახეს თუ არა ალტერნატიული შენობა …
წელს გასაოცარი მოსავალი მქონდა – კიდევ რა სჭირდებათ 16 წლის ლიას და მის მეგობრებს სოფელში
ლია ხოზრევანიძე 16 წლისაა. ის ხულოს სოფელ ბოძაურში ცხოვრობს და მისი და მისი თანატოლების ყოველდღიურობაზე გვიყვება. ბოძაურელები, ძირითადად, კარტოფილის მეურნეობას და მესაქონლეობას ეწევიან, რაშიც ახალგაზრდებიც ყოველდღიურად მონაწილეობენ. ლიამ საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში, მით უფრო იმ სოფლებში, რომლებიც მუნიციპალიტეტის ცენტრისგან მოშორებულია, ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას ვერ ახერხებენ. არადა ეს გაამრავალფეროვნებდა, როგორც მათ ყოველდღიურობას, ისე …
საქონელს ნადირი რომ არ შეხვდეს, სულ თან დაჰყვები – რა გამოცდილებას აგროვებს მოზარდი მთაში
ხულოს მთა ლოდიძირში ორ ბოძზე გაბმულ დაგრეხილ თოკთან, შედარებით ვაკე ადგილზე, ახალგაზრდები ფრენბურთის სათამაშოდ იკრიბებიან. ლოდიძირში ხულოს რამდენიმე სოფლის მოიალაღეები ცხოვრობენ ზაფხულობით. შეკრებილი ახალგაზრდებიც სხვადასხვა სოფლიდან, სხვადასხვა ასაკის არიან. თბილი ჰუდი, ჟაკეტი აცვია ყველას, ცივა. ის დროა, როცა საძოვარზე გარეკილი პირუტყვი სახლებში ბრუნდება, მემთეურები კი მათ დასაბინავებლად პატარ-პატარა ქოხებიდან, ხის რამდენიმესაფეხურიანი კიბის თავში, ხელში ვედროებით …
„სოლიდარობა უკრაინას“ – ახალგაზრდების აქცია ხულოში
დღეს, 25 თებერვალს, ხულოში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. მათი თქმით, დღეს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება უკრაინას და უკრაინელ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. „გაუმართლებელია რუსული აგრესია როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მიმართ. არა მარტო ჩვენ, ახალგაზრდები, ვართ უკრაინის მიმართ სოლიდარულები, ხულოს მოსახლეობაშიც მსგავსი განწყობაა. ასეთ დროს ასევე მნიშვნელოვანია რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაც …
Continue reading “„სოლიდარობა უკრაინას“ – ახალგაზრდების აქცია ხულოში”
შეამოწმე, როგორ გესმის თინეიჯერების ენა [ტესტი]
ენა ყოველდღიურად ვითარდება, ჩნდება ბევრი ახალი სიტყვა, მათგან ზოგი რჩება, ზოგიც ქრება. ენისთვის ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია. ხშირად ახალგაზრდების, თინეიჯერების მეტყველება ბევრად განსხვავდება უფროსების მეტყველებისგან, თინეიჯერები ბევრ ისეთ ახალ სიტყვას იყენებენ, რაც სოცქსელებშია გავრცელებული, მათი უმრავლესობა ინგლისური სიტყვების ანალოგია. შეამოწმეთ, როგორ გესმით თინეიჯერების ლექსიკა.
კორონავირუსი და ახალგაზრდები – რატომ არის სიფრთხილე აუცილებელი
ახალი კორონავირუსის პანდემიის აფეთქებიდან დღემდე საკმაოდ ბევრი რამ გავიგეთ უშუალოდ ვირუსზე, თუმცა საზოგადოებაში ჯერაც არსებობს დამოკიდებულება, რომ ვირუსი მხოლოდ ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არის საშიში. სწორედ ეს დამოკიდებულება გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ასაკობრივი პროფილი ზაფხულის პერიოდიდან საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. სპეციალისტები ამას 40 წელს ქვევით ასაკის ადამიანების გახშირებულ სოციალურ კონტაქტებს უკავშირებენ, …
Continue reading “კორონავირუსი და ახალგაზრდები – რატომ არის სიფრთხილე აუცილებელი”
ჰანს კლუგე: პანდემიის ახალი რისკჯგუფი ახალგაზრდები არიან
ჯანმოს ევროპის ოფისი იუწყება, რომ შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ ევროპაში გამოიწვია არა მხოლოდ ინფიცირების ახალი კერების გაჩენა, არამედ შეცვალა ინფიცირებულთა ასაკობრივი პროფილი. ცნობილია, რომ Covid19-ის პირველმა ტალღამ ძირითადად ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები დააზარალა. მაგრამ მეცნიერები შიშობენ, რომ ვირუსის ახალი სამიზნე ჯგუფი იქნებიან ახალგაზრდები, რომლებიც ახლა, ზაფხულის არდადეგებზე ისვენებენ. ექსპერტები ამბობენ, რომ მიზეზი ახალგაზრდების ქცევის მოდელია, …
Continue reading “ჰანს კლუგე: პანდემიის ახალი რისკჯგუფი ახალგაზრდები არიან”
სექსუალობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა – პროექტი ახალგაზრდებისთვის აჭარაში
ორგანიზაცია „საქართველოს შემეცნებითი ცენტრი“ (Cognitive Center of Georgia) 14-დან 29 წლის ახალგაზრდებისთვის აჭარაში იწყებს საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც შეეხება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებსა და კვლევას. შეხვედრები დაგეგმილია აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირება და თემების განხილვა შეხვედრების დროს? პროექტის ხელმძღვანელი რუსა სახეჩიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკითხები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: …
Continue reading “სექსუალობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა – პროექტი ახალგაზრდებისთვის აჭარაში”
დოკუმენტური ფილმი 11 მოზარდის შესახებ, რომლებიც თემში ცხოვრებას ცვლიან
დღეს 28 დეკემბერს, ბათუმში კინოთეატრ „აპოლოში“, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები 11 ახალგაზრდას შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა, რომლებიც თავიანთ თემში გამოირჩევიან სამოქალაქო აქტივიზმით, შემოქმედებითობით და აძლევენ მოტივაციას თანატოლებს, იმ გამოწვევებისა და თუ სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, რომელიც მათ რეგიონებში არსებობს. ფილმში მოხვდა ბათუმელი ლუკა ხინკილაძეც, რომელიც 19 წლის წარმატებული მზარეულია. თუმცა ლუკა პრეზენტაციას ვერ დაესწრო, რადგან …
Continue reading “დოკუმენტური ფილმი 11 მოზარდის შესახებ, რომლებიც თემში ცხოვრებას ცვლიან”
იუნესკოს ფოტოკონკურსი 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია [UNESCO], 14-იდან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს თემაზე – „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“. პროექტი ხორციელდება „აბრეშუმის გზა – დიალოგი, მრავალფეროვნება და განვითარებას“ ფარგლებში. „აღმოაჩინე აბრეშუმის გზა“ – საკონკურსო ნამუშევრები თემატურად უნდა მოიცავდეს აბრეშუმის გზის ქვეყნების სამზარეულოს და კვების მრეწველობის, ტრადიციული სპორტისა და თამაშების, მუსიკისა და ცეკვის მიმართულებებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს ორ …
Continue reading “იუნესკოს ფოტოკონკურსი 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის”
დიდი ბრიტანეთის სეზონი ბათუმში [ფოტო]
დღეს 5 ოქტომბერს, ბათუმშო ლონდონის სკვერში, „დიდი ბრიტანეთის სეზონი“ დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ბრიტანული დღეები საქართველოს რამდენიემ ქალაქში იმართება, მათ შორის ბათუმში. ბავშვებსა და მოზარდებს კითხვები დაუსვეს დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით. მათ საჩუქრად გადაეცათ სიმბოლიკიანი გულსაბნევები, გაერთიანებული სამეფოს დროშა, ჩანთები და სხვადასხვა აქსესუარები. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ ბრიტანეთში არსებულ უნივერსიტეტებზე და განათლების შესაძლებლობაზე. ღონისძიებაზე ელოდებიან ბრიტანეთის …
ევროკავშირი ახალგაზრდულ პროექტებს 1 500 000 ევროთი დააფინანსებს
„ახალგაზრდობა ცვლილებისათვის“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ევროკავშირი 1 500 000 ევროთი დააფინანსებს. პროექტს ახალგაზრდობის განვითარების ფონდი Save the Children International-თან ერთად განახორციელებს. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც პირველი კონფერენცია – „ახალგაზრდობის დასაქმება გამოწვევები და მიდგომები“ უკვე ჩატარდა. „კონფერენციის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სოციალურ უნარებში არაფორმალური …
Continue reading “ევროკავშირი ახალგაზრდულ პროექტებს 1 500 000 ევროთი დააფინანსებს”
ბიჭი, რომელმაც დედა სოციალური ქსელებით იპოვა
ლუკა 18 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ მინდობით აღზრდაში ცხოვრობს. ბიჭი თავიდან საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობდა. ამ სახლში მხოლოდ 18 წლამდე შეიძლება გაჩერება. მინდობით აღზრდაშიც იმის გამო დატოვეს, რომ ეროვნულ გამოცდებს აბარებს. ლუკა საკუთარ თავზე და იმაზე თუ, როგორ იპოვა დედა 11 წლის ასაკში, თავად ჰყვება: „ბსუ-ში ფსიქოლოგის ფაკულტეტი ავირჩიე. იურისტობასაც ვფიქრობ, ეგეც ჩაწერილი მაქვს. და …
Continue reading “ბიჭი, რომელმაც დედა სოციალური ქსელებით იპოვა”